Category: არქივი

  • „შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევ..“-ბაია პატარაიას თათია სამხარაძე დაუპირისპირდა

    ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას თათია სამხარაძე დაუპირისპირდა. თათია სამხარაძე თავად იყო ძალადობის მსხვერპლი და თავის დროზე მას “საფარის” ადვოკატები იცავდნენ.

    სამხარაძის გაღიზიანება ნიკა გვარამიას მიერ გადაცემაში  დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია. გვარამიამ თამთა თოდაძეს ჰკითხა კაბა ეცვა თუ შარვალი, იმ დროს როც აის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. სოციალურ ქსელში „საფარის“ ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ამ კითხვის დასმაში პრობლემას ვერ ხედავს და გადაცემის ავტორს ამ გზით ქალის გამომწვეობა არ შეუმოწმებია. აღნიშნული განმარტების  გამო პატარაიას თათია სამხარაძე კომენტარებში დაუპირისპირდა.

    ” სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ რომელთა შორისაც მეც ვიყავი.
    ეხლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა, შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევეცი ბაია პატარაია!”-წერს სამხარაძე

    თათია სამხარაძეს პასუხი “საფარის” თანამშრომლებმა გასცეს  და პატარაიას  წვლილი შეახსენეს სამხარაძე-რამიშვილის საქმეში.

    ” ბაიას პროფესიონალიზმის ძალიან დიდი დამსახურებაა ძალიან ბევრი ქალის მოგებული საქმე და მათ შორის შენიც. დიდი ხანია ბაიას თანამშრომელი აღარ ვარ, უბრალოდ ჩემ თავთან არ ვიქნებოდი მართალი ეს რომ არ დამეწერა”-წერს ეთ-ერთი თანამშრომელი.

    “მოკლედ, ეცადე ჩემგან თავი შორს დაიჭირო. ძალიან ეთიკურობის ფარგლებში, მე რას შევეცი აქ არ დავწერ”-პასუხობს სამხარაძეს მარი კურტანიძე, რომელიც მისი ადვოკატი იყო.

  • ქუთაისში საპატრულო ეკიპაჟი ამოტრიალდა – დაშავებულია ორი პოლიციელი

    ქუთაისში საპატრულო პოლიციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

    შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილში მჯდომი ორი პოლიციელი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხდმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაამზადეს და 120 000 ლარის გადახდის პირობით, გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელთა მიხედვით, თითქოსდა ერთ-ერთმა კომპანიამ მეორე მეწარმე სუბიექტს მიაწოდა 298 680 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალა.

    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი მიანიჭეს

    ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი მიანიჭეს, –  ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

    ცხინვალის ე.წ. მერის, ალან კოჩიევის, განცხადებით, გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიიღეს და მის 67 წლის იუბილეს დაამთხვიეს.

    ”ცხინვალის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩას დღეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი დაერქვა. ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ გამოჩენილი თანადგომის გამო მადლიერების გამოხატვის ნიშნად, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს,პუტინის დაბადების დღეს მიიღო,“ – განაცხადა კოჩიევმა.

  • საკრებულოს წევრის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან მის თანაშემწეზე შესაძლო სექსუალური  ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე პოსტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგით (#MeToo) აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს კამპანია საქართველოშიც არის.

    „#MeToo ასევე არის საქართველოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატის საქმე  ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე.“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი  თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

    მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე ჯერ  სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.  

    თამთა თოდაძისთვის პროკურატურას ამ დრომდე არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი. 

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 8 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    “თელასის” ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ქოშიგორის დასახლების, მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის, ნუკრი გერგედავას, პეტრიწის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    რაც შეეხება სამგორის რაიონს, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის, თრიალეთის, დამპალოს, მაისურაძის, რომანოზ ხომლელის, ქიზიყის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის (ნაწილობრივ), კეკელიძის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, ატენის და ქრისტეფორე არეშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანიის ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ლევან რჩეულიშვილის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში კი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, სომხეთის, კვესეთის, ნიაბის, გოლოვნის, საინგილოს, გალავნის, დომინიკა ერისთავის, განთიადის და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ანდღულაძის, ალექსანდრე წულუკიძის, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის, ზანდუკელის, ტატიშვილის, ბეგიაშვილის, ჯიქიას, ბუკისციხის, კოპცოვის, ჩოჩუას, ქობულაძის და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ირბახის, თელავის, ახმეტის, ბადიაურის და ქურხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

    ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა.ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

    მათი ცნობით, 41 წლის კაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

    „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის.

    რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს.

    პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და კომპანია დაისაჯოს უმკაცრესად“,- აცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებში.

  • „ბიძინამ საკუთარ ზომაზე დააწესა, გახარიაზე სულ არ ფიქრობს“-რაზე უთხრეს უარი ოქრუაშვილს ციხეში

    “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს ციხის საკანში არსებული საწოლის გადიდებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა  -ინფორმაციას ამის შესახებ  ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. 

    “საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
    ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
    წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო.
    ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი”-წერს ოქრუაშვილი.

  • ჩემთვის რომ სადილი დაეხვედრებინათ ტელეფონი ლომბარდში ჩაუბარებიათ-მამა პეტრე კოლხი

    მამა  პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს იხსენებს.

    “ერთ ოჯახს ხშირად ვსტუმრობდი. ძალიან პატიოსანი, ღირსეული, თავაზიანი, განათლებული ადამიანები არიან.
    მსიამოვნებდა მათთან შეხვედრა და საუბარი…
    ბევრს ვსაუბრობდით პოეზიაზე, ზოგადად ლიტერატურაზე, ხელოვნების სხვა დარგებზე…
    ხელმოკლედ ცხოვრობდნენ… რაც შემეძლო, მიმქონდა. არც ის მინდოდა, თავი უხერხულად ეგრძნოთ…
    ცოტა ხანი ჩავარდნა გამოგვივიდა. რაღაცები მიეწყო ერთმანეთს და შეხვედრები გადაგვედო…
    მოულოდნელად ოჯახის უფროსი დამიკავშირდა, მეორე დღისთვის შეხვედრა დავთქვით. დრო ჩავინიშნე… სახლში ერთად უნდა გავსულიყავით…
    ხუთი წუთით ადრე მივედი, დავრეკე ტელეფონი გამორთული ჰქონდა… ცოტაც და წასვლას ვაპირებდი, რომ გამოჩნდა.
    მის მეუღლეს საოცარი სუფრა გაეშალა, ბევრი სიხარული და ღიმილი დამხვდა… მეც ბედნიერი ვიყავი, ვიფიქრე, უკეთესი პირობები აქვთ, მეთქი…
    მოგვიანებით, სხვათაშორის გავიგე, ჩემთვის რომ სადილი დაეხვედრებინათ ტელეფონი ლომბარდში ჩაუბარებიათ…
    ასეთი ოჯახები არასდროს გაიწირებიან… ასეთებთან ცხოვრობს ღმერთი!..”-წერს მამა პეტრე.

  • გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

    ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

    გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით.

    „დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ მობრუნდებიან.

    N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება.

    N51 ავტობუსი გლდანულას მიმართულებით, ლესელიძისა და მიქატაძის ქუჩების ნაცვლად, ომის გმირებისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს“, – აღნიშნულია თბილისის მერიიდ განცხადებაში.

    თბილისის მერია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.