Category: არქივი

  • “საშინელი დროებითი მიკროფონი წარსულს ჩაბარდა”-ნიკა გვარამია ახალი მიკროფონების ფოტოს აქვეყნებს

    “საშინელი დროებითი მიკროფონი წარსულს ჩაბარდა”- “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია არხის ახალი მიკროფონების ფოტოს აქვეყნებს.

    “მაშ ასე, საშინელი დროებითი მიკროფონი წარსულს ჩაბარდა!

    გაუმარჯოს ახალ, ყველაზე cool და ლამაზ მიკროფონს ქართული ტელევიზიის ისტორიაში!

    ვაშა ამხანაგებო! ტაში!”-წერს გვარამია.

    {{PHOTOGALLERY}}

  • სასამართლომ გურამ ჩალაგაშვილს 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

    „გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

    დღევანდელ სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები.

    შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პირველ ოქტომბერს დააკავეს, რომელიც 12-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

  • მეფე-დედოფალი ქონებას ისევ ვერ იყოფს-ვის დარჩება BMW X5?

    სამეფო ოჯახი ქონებას ისევ ვერ იყოფს. ამჯერად  Porsche cayenne-სა და Used Mercedes-Benz GL-ის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი BMW X5-ია.

    ავტომობილი პირველმა ინსტანციამ საკუთრებაში დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუტოვა, თუმცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკს მიაჩნია, რომ სამივე ავტომობილი უნდა გაიყონ.

    აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს გადაიდო, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა.

    შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო.

    სასამართლომ მაისში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

    ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

  • “დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე” – ოთო კახიძე თეა წულუკიანს პასუხობს

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს.

    “თეა წულუკიანს სტატუსი მოუძღვნია ჩემთვის – გენერალურ პროკურორად რომ თვითმარქვია იურისტი დანიშნეს, ეს ამბავი გავახსენე და როგორც ჩანს, ტკენია

    ქ-ნო თეა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი იურისტად არ ითვლებოდი, მაგრამ ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი.

    სანამ კანონს მოირგებდი, მახსოვს, როგორ ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ – ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე.

    მართალია, ტყუილები “თქვენი გუნდის ხელწერა არ არის”, მაგრამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი, უტიფარო

    თან ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი წააგე. მერე გამწარებულმა გაასაჩივრე და ევროსასამართლოს დიდ პალატას ატყუებდი, გამოვიძიეთ და არ დადასტურდა ციხიდან გაყვანაო, მაგრამ მეორედაც მწარე მარცხი იგემე.

    (ისე, თუ მოიგე, რაღას ასაჩივრებდი )

    ამ საქმეზე მოახერხე და კიდევ ორი ტყუილი თქვი ერთ წინადადებაში:

    1. “ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო” – ეს სასამართლოს არ უთქვამს, მატყუარავ :დ აღნიშნული არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო მე-18 მუხლის დარღვევა ციხიდან გაყვანის და ზეწოლის ფაქტით დაადგინა;

    2. პატიმრობა კანონიერი იყოო, არც ეგ უთქვამს, სექტემბრის წინასასამართლო სხდომიდან მოყოლებული, ეგეც უკანონო გამოგიცხადა, ამიტომ წააგე კონვენციის 5.3 მუხლი, ცრუპენტელავ. 😀

    კიდევ არ გცოდნია, რომ ცივილიზებული იურიდიული ფირმები საათობრივ ბილინგს აკეთებენ, როგორ უნდა დაგეზაროს ეგ, როცა შესაბამისი პროგრამა ავტომატურად ითვლის ნამუშევარ დროს, უვიცო

    ლუზერობაზე გამახსენდა – ჩამოთვლა მეზარება და ტაბულას აქვს თავმოყრილი შენი ყველა მარცხი, კომენტარად დაგილინკავ და გადაავლე-ხოლმე თვალი, რომ არ დაგავიწყდეს.

    ვანო მერაბიშვილის საქმეს რაც შეეხება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს და აუცილებლად მოუწევს შემდგომ ხელისუფლებას მისი გაყვანის გამოძიება, რასაც ზემოდან დაემატება თქვენი მხრიდან ამ საქმის ჩაფარცხვა, ვიდეო მტკიცებულებების განადგურება, ცრუ ჩვენებების აღება და ა.შ.

    მოკლედ, დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე

    იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა, ნამდვილი იურისტები. არა მგონია, გიშველონ, მაგრამ მაინც” – წერს ოთო კახიძე სოციალურ ქსელში.

  • “ფარს ვიყენებდი რომ აღარ ესროლათ” – ლევან ჯიქური ბრალს არ აღიარებს

    0 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

    “მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს. რაც კადრში ჩანს, რომ მე ფარს ვიყენებ მაგ ნაწილში ვაღიარებ. რას ქვია ჯგუფური ძალადობა, სასმართლოში გავიცანი ეს ხალხი. 50 დღე ვიშიმშილე რომ ამ დღისთვის მიმეღწია.  ბრალად წამიყენეს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა, რასაც ადგილი არ ჰქონია.

    მე იქ მივედი იმის გამო, რომ იქ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და ვინმეს რამეში,  დავხმარებოდი მეუღლესთან ერთად მივედი. ბოლოს სროლა რომ დაიწყო, შეკავების მიზნით გამოვიყენე მე ის ფარი რომ აღარ ესროლა. ფარების უკან თოფები ეჭირათ და ისროდნენ” – განაცხადა ჯიქურმა.

  • ქუთაისში დევნილთა კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

    ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილთა მრავალსართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

  • “თუ როგორ დაიცვა თადუმაძემ პატარკაციშვილი ეს შეგვიძლია, ბადრის საფლავზე ვიხილოთ” – ნათელაშვილი

    “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებულ გახმაურებულ ამბავს, სოციალური ქსელით ეხმაურება.

    “ჩვენთან არა მარტო სახელმწიფო ჩამოიშალა, არამედ ყველაზე უზნეო, აგენტის ინსიტუტიც კი მთლიანად გაბანძდა. პირადად ვიცი, როგორ სძულდათ ერთმანეთი ბადრი პატარკაციშვილს და ივანიშვილს, რის გამოც ეს უკანასკნელი არასოდეს არ აიყვანდა ბადრის ადვოკატ შალვა თადუმაძეს საკუთარ დამცველად, თუ ის მიგზავნილი არ იყო მისგან პატარკაციშვილთან. ხოლო თადუმაძემ თუ როგორ დაიცვა პატარკაციშვილი ეს შეგვიძლია ვიხილოთ ბადრის საფლავზე. ამრიგად, ყალბ დიპლომიანი მსტოვარი დღეს უნდა გახდეს ჩვენი ბედის უმაღლესი მსაჯული. ეს უკვე მარტო საქართველოს კი არა საკაცობრიო სამართლის სირცხვილია“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

  • “თებერვალში რომ გამოვა მერაბიშვილი, მერე მაინც გასცემ პასუხს” – თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს მიმართავს

    იუსტიციის მინისტრი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ გენერალურ პროკურორად დანიშვნისას თეა წულუკიანს იურისტის დიპლომი არ ჰქონია. შედეგად, მმართველ გუნდს კანონმდებლობის შეცვლა დასჭირდა.

    მინისტრი კახიძის ამ განცხადებას ფეისბუქზე გამოეხმაურა.

    გთავაზობთ თეა წულუკიანის სტატუსს:

    ,,ოთარ კახიძე შალვა თადუმაძეზე: გვახსოვს, წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა მეორე სერიაა.

    მე კი ასე ვიტყოდი: შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემს წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო, ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ.

    ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო, დაკავებაც კანონიერი იყო და პატიმრობაცო, ეს თქვა სტრასბურგმა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი დიპლომი გედო ჯიბეში და არაკომპეტენტურად ცდილობდი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.

    ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს თხოვდი ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?)

    სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად.

    ახლა, რაღა დაგრჩა აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.

    ჰოდა მოემზადე, ლუზერო!“- დაწერა თეა წულუკიანმა

  • მაკო გომურისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიმიმართავს, სურვილი როგორც კი გამიჩნდება, მაშინვე განვაცხადებ – გახარია

    “დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი” – ,ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    ჟურნალისტის კითხვაზე სურდა თუ არა მას მაკო გომურთან შეხვედრა,პრემიერმა განაცხადა, რომ არ ადასტურებს ინფორმაციას.

    „არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს, შეიძლება მივმართო, სურვილი როგორც კი მექნება, მაშინვე განვაცხადებ“ – განაცხადა გახარიამ.

  • “გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ”- კალაძის რჩევა მოსახლეობას

    დედაქალაქის მერი ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ტაქსის გაძვირება ნორმალურია. კახა კალაძე ფიქრობს, რომ მთავარი ამოცანაა ტაქსის სერვისი იყოს კომფორტული, ავტომობილი კი უსაფრთხო, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ტაქსების გაძვირებას.

    “ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პილიტიკა, ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება. ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა, ახალი მანქანა, იყოს უსაფრთხო ავტომობილი, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია,”- განაცხადა დღეს კალაძემ.

    იმ მოქალაქეებს, ვისთვისაც გაძვირებული ტარიფი პრობლემაა, თბილისის მერი ურჩევს მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ.

    ,,თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დარეგულირდეს. ტაქს ჰყავს თავისი კლიენტი. მთავარი ამოცანა რა არის? ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნა. ვინც სარგებლობს სერვისით, მათთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი.

    რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.