Category: არქივი

  • ხვალიდან თბილისში 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

    სატრანსპორტო პოლიტიკა და კახა კალაძის დაპირებები – დედაქალაქის მერმა ევროპის მოედანზე გამართულ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე მოქალაქეებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები გაახსენა.
    კალაძემ აღნიშნა, რომ ის ასრულებს ყველა დაპირებას და 4 წლის განმავლობაში მთლიანად მოაწესრიგებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას.

    მისი თქმით, თბილისისთვის შეძენილი 220 8 მეტრიანი ავტობუსიდან, 60 ერთეული ხვალიდან უკვე დედაქალაქის ქუჩებში იმოძრავებს.

    “სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები და მიზანი რა არის – მე პირობა დავდე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მოსახლეობას 7 ძირითადი მიმართულება წარვუდგინე, რაზეც 4 წლის განმავლობაში ვიმუშავებდი.
    მათ შორის ერთ-ერთი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ ცვლილებებში შედის: პირველი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

    ყვითელი ავტობუსები , რომლებიც თბილისს ემსახურება უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
    რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით. “, – აცხადებს კალაძე.

    თბილისის მერმა მეტროში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განახლდება მეტროსადგურები, არსებული შემადგენლობები, ასევე იგეგმება ახალი შემადგენლობების დამატება.

  • ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა

    ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით  მოხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

    ახალგაზრდა მამაკაცი  ცეცხლნასროლი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

    მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.მან დანაშაული აღიარა.

    გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

  • “სირცხვილია თქვენი კურსელობა?”-თადუმაძემ საკუთარი კურსელები და ლექტორები ვერ დაასახელა (ვიდეო)

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს სთხოვა დაესახელებინა 3 კურსელის ვინაობა, რაზეც უარი მიიღო. თადუმაძემ განაცხადა, რომ შეუძლია 10 კურსელის ვინაობა დაასახელოს, მაგრამ მათგან შესაბამისი ნებართვა არ აუღია.

    ბოკერიამ თადუმაძეს ასევე მიმართა დაესახელებინა ლექტორების სახელები, რაზეც გენ-პროკურორისგან ასევე უარი მიიღო.

    “სირცხვილია თქვენი კურსელობა?რა ნებართვა გჭირდებათ? ბრალდებას ხო არ უყენებთ, შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია?”-მიმართა ბოკერიამ თადუმაძეს.

  • “ჩემს აღზრდას ცდილობს მაგრამ დაგვიანებულია ” – ბოკერიამ ოხანაშვილს მიმართა (ვიდეო)

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს სთხოვა დაესახელებინა 3 კურსელის ვინაობა, რაზეც უარი მიიღო. გიგა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ თადუმაძე მის აღზრდას ცდილობს, რაც უკვე დაგვიანებულია. თადუმაძემ განაცხადა, რომ შეუძლია 10 კურსელის ვინაობა დაასახელოს, მაგრამ მათგან შესაბამისი ნებართვა არ აუღია.

    ბოკერიამ თადუმაძეს ასევე მიმართა დაესახელებინა ლექტორების სახელები, რაზეც გენ-პროკურორისგან ასევე უარი მიიღო.

    “სირცხვილია თქვენი კურსელობა?რა ნებართვა გჭირდებათ? ბრალდებას ხო არ უყენებთ, შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია?”-მიმართა ბოკერიამ თადუმაძეს.

    {{VIDEO}}

  • მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში არ უშვებენ

    ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ითხოვს, რომ იურიდიულ კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს  და მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუშვან.

    “შემოუშვით მალხაზ მაჩალიკაშვილი. პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოებოს და არა ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი“,- მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს სხდომაზე თინა ბოკუჩავამ.

    ანრი ოხანასვილმა განმარტა, რომ კომიტეტის სხდომაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, იმ შემთხვევაში თუ კომიტეტს მიმართავენ.

    “თუ ვინმეს სურს შემოსვლა, მობრძანდეს, დაესწროს სხდომას და დააკვირდეს პროცესს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

  • თადუმაძე განმარტავს, როგორ ჩააბარა უნივერსიტეტში მის დაარსებამდე 1 წლით ადრე (ვიდეო)

    იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ. თადუმაძესთან შეკითხვები დეპუტატებს მის განათლებასთან დაკავშირებით აქვთ. მათ შორის “ქართული ოცნების” დეპუტატს მამუკა მდინარაძეს, რომელმცა კითხვა დიპლომში მითითებულ წლებთან დაკავშირებით დასვა.  თადუმაძე განმარტავს, როგორ ჩააბარა უნივერსიტეტში მის დაარსებამდე 1 წლით ადრე და როგორ შეიცვალა სახელი უნივერსიტეტმა.

  • “ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია”-ბოკუჩავა (ვიდეო)

    “ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომი არის ყალბი”-“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი გაყალბებულია.

    “ყველასთვის ცნობილია თადუმაძის ავადსახსენებლი დიპლომი, მე დღეს წარმოვადგინე კიდევ ერთი დოკუმენტი ბატონო შალვა, ეს არის 2003 წლის გადაწყვეტილება სასამართლოსი სადაც მითითებულია, რომ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და მას დაერქვა ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომი არის ყალბი.

    მოგმართავთ პროცედურაზე, მოუწოდოთ ბატონ შალვას მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, ასევე დააყენეთ საკითხი მისი მთავარი პროკურორობიდან გადაყენების საკითხზე, თუ ამას თავად არ გააკეთებს, თქვენი ვალდებულებაა გამოაიყენოთ იმპიჩმენტის პროცედურები, რომ უდიპლომო მთავარი პროკურორი არ ყავდეს ქვეყანას”-აცხადებს ბოკუჩავა.

  • შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხის დროს რესტორნიდან გამოსულ ქვეითებს მანქანა დაეჯახა

    ინციდენტი მოხდა ახმეტაში, როცა შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობდა. როგორც სააგენტო “პრაიმ ტაიმი” იუწყება, კახეთის სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ სააგენტოს ცნობით, დაკრძალვის დროს, უცნობი ქალბატონი საკუთარი ავტომანქანით შეიჭრა გასვენებაში, რის გამოც ორი ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტს სააგენტოსთან ადასტურებს

    დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ხოლო ქალბატონი დაკავებულია. სამართალდამცავებმა შემთხვევის ინიციატორ ქალბატონს, სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული წესითაც შეუდგინეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მოხდა და რა იყო მიზეზი უცნობი ქალბატონის ასეთი ქმედების.

    საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილის ბიძის, ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, ქალის ვინაობა მათთვის ცნობილი არ არის. “არ ვიცით, ვინ არის, მაგრამ პროვოკატორია აშკარად” – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ჭიჭიაშვილმა.

    შეგახსენებთ, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი დღეს დაკრძალეს.

    “პრაიმ ტაიმი”

    კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, საქართველოში ჩამოასვენეს

  • “გისურვებ ციხეში აღმოჩნდე”- პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის გამო რუსეთის მოქალაქეზე საქმე აღძრეს

    რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეზე რუსულ სოციალურ ქსელში  ოდნოკლასნიკებში დაწერილი პოსტის გამო საქმე აღიძრა. მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის არაკორექტულად მილოცვას ედეავებიან.

    “ძვირფასო მეზღაპრევ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო, დღეს შენი ზეიმია! გისურვებ, რომ ყველა შენი მეგობარი და კოლეგა საჯდომით შემოგიბრუნდეს. გისურვებ, რომ ციხეში აღმოჩდე და სიცოცხლის ბოლომდე სამარტოო საკანში იყო!!! პირადად ჩემგან საჩუქარი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო — განა**ის შეკვრა!!!” – როგორც რუსული გამოცემა ტაიგა ინფო წერს, სწორედ ამ სიტყვების შემდეგ აღიძრა მოქალაქეზე საქმე. 

    ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, ბრალის დადგენილებაში წერია: “ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე უხამსი საჩუქრის არც ისე ზრდილობიანი შეთავაზებისთვის”.

  • პარლამენტში დღეს შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 9 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენს. მოსმენა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 10:00 საათზე დაიწყება. შალვა თადუმაძე უპასუხებს ყველა კითხვას, მათ შორის დიპლომთან დაკავშირებით.

    ცნობისთვის, ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შეუსაბამობაზე კანონის მოთხოვნასთან.