Category: არქივი

  • “სასულიერო პირებსაც კი არ უშვებენ” – ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე

    დავით გარეჯში ვითარება კვლავ დაძაბულია.დღეს  ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.

    ისინი ხელისუფლების უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

    “არანაირი წვდომა არ გვაქვს, სასულიერო პირებსაც კი არ უშვებენ. ფაქტობრივად ჩვენ დაკარგული გვაქვს გარეჯის ტერიტორიები და ეხლა მიმდინარეობს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იმ გზების ძიება თუ როგორ გადაუფორმონ აზერბაიჯანს გარეჯის ეს მონაკვეთი. რაც შეეხება პატრიარქის წერილს, ბუნებრივია სწორი განცხადება გაკეტდა თუმცა მგონია, რომ ცოტა დაგვიანებულია. ჩვენი ხელისუფლების მიდგომა დამაზიანებელია” – აცხადებს დავით ქაცარავა

  • თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

    თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა.

    კვლევის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში” გაიმართა და მას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის მენეჯმენტის და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

    თიბისი კაპიტალის კვლევა ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების ტენდენციებს აღწერს და მის ფარგლებში სხვადასხვა კლასის სასტუმროების წარმომადგენლები გამოიკითხნენ თბილისსა და რეგიონებში. დოკუმენტში გაანალიზებულია საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები.

    თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოში მოსალოდნელია ტურიზმის სექტორის, ასევე ვიზიტორების მხარჯველობითუნაირიანობის ზრდა.

    დოკუმენტის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს.

    კვლევა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

    გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა.

    თიბისი კაპიტალის კვლევის სრული ვერსია გამოქვეყნდება თიბისი რისერჩის ვებ-გვერდზე – https://www.tbcresearch.ge/en/SubCategory/Sector-Reports

  • გაოცებული მზერით ამოგვხედა-თბილისის ზოოპარკმა კარაკულა იპოვა

    პუდელი კარაკულა, რომელსაც ზოოპარკის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს. ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა.

    “მოვაბრძანეთ ქალბატონი ბოდიალა 

    იუსტიციის სახლთან შეუნიშნავს თანამშრომელს, შეუფარებია და მერე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის უცნობებია ეს ამბავი. მათაც მაშინვე დაგვირეკეს და გვახარეს, არიქა, თქვენი კარაკულა ვიპოვეთო!!! წავედით და დავრწმუნდით რა, რომ ნამდვილად ჩვენი ცანცარა გოგო იყო, წამოვაბრძანეთ სახლში. ცხადია, დიდი ზარ-ზეიმით.

    სად მიდიოდი, რომ მიდიოდი, რა გინდოდა, რას დაეძებდიო, ვკითხეთ.

    თვალები კი არ უჩანს, მაგრამ აშკარად გაოცებული მზერით ამოგვხედა – რა ამბავი ატეხეთ, რა ქვეყანა შეყარეთ, სასეირნოდ ვეღარ გავსულვარ ამხელა ქალი… ბოლო-ბოლო, ხომ არ გავიწყდებათ, ლომთან ერთად რომ ვარ გაზრდილიო?!

    უღრმესი მადლობა იუსტიციის სახლის გულისხმიერ თანამშრომელს, ზოოპარკის ვარსკვლავის შემფარებელს მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency-ს  და დიდი მადლობა თქვენ ყველას, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ ჩვენი სატკივარი და ფაქტიურად მთელი თბილისი რომ ჩართეთ კარაკულას სამძებრო სამუშაოებში “-წერია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.

  • მმართველმა გუნდმა გაწირა-კუბლაშვილი ჯიშკარიანზე

    საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატი მმართველმა გუნდმა გაწირა.

    “პროცესი პოლიტიკურად წარიმართა, მმართველმა გუნდმა გაწირა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. თავიდანვე ვხედავდი, რომ ის იყო მსხვერპლი და გაიწირებოდა და ამიტომ ჩავერთე. დავინახე, რომ მას დაცვა ნამდვილად სჭირდებოდა და უფრო სუსტ პოზიციაში იყო”-განაცხადა კუბლაშვილმა.

  • ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

    ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

    ჯიშკარიანმა კომენტარი  „ინტერპრესნიუსთან”  ექსკლუზიურად გააკეთა.

    „ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

    კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

    სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა ჯიშკარიანმა “ინტერპრესნიუსთან”.

    შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გუშინ, 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

  • ლარი მცირედით გამყარდა

    9 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9633 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო.

    შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.5 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2543 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2625 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.82 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5070 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6194 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ოქტომბერიდან შევა ძალაში.

  • კითხვაზე: ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, თადუმაძე პასუხობს, რომ არ იცის (ვიდეო)

    გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, უპასუხა, რომ არ იცის.

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნული კითხვა თადუმაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, სადაც გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენენ. გოცირიძემ სხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზები წაიკითხა, რომელიც ბროშურადაა გამოცემული.

    „ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?“, – მიმართა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „არ ვიცი“.

    ამის შემდეგ გოცირიძე დაინტერესდა ამ ფრაზაში „რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოკვეთეს მარჯვენა დღეს“.

    „ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ რაღაცებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით? ეგ ციტატა არის ამოღებული ისეთი საკითხიდან, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე, მგონი ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა დაახლოებით ერთ ფურცლიანია და იქ მიდის მსჯელობა. თქვენ თუ გინდათ მე შემიმოწმოთ სასამართლო დარბაზში როგორ გამოვდიოდი, არ გამოგივათ, რადგან კარგად გამოვდიოდი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

  • “ქალი მამისხელა კაცს გასაწირად იმეტებს” – მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე

    “ქალი მამისხელა კაცს გასაწირად იმეტებს”-ეს განცხადება დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა On.ge-სთან გააკეთა. 

    “დისკომფორტი არ მაქვს, როცა ქალი ადამიანს იმეტებს იმისთვის, რომ საკუთარი ნების განსახორციელებლად გაწიროს მამის ხელა კაცი. დააბრალოს ის, რაც მას ნამდვილად არ ჩაუდენია, დაესხას თავს და შემდეგ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მე არ მიმაჩნია, რომ ამ ქალის წინაშე რაიმე სახის უხერუხლობა უნდა მქონდეს” – აღნიშნა ადვოკატმა.

    თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი გუშინ მიანიჭა და საკრებულოს დეპუტატს კი ბრალი წარუდგინა. თამთა თოდაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” იცავს.

  • “საერთოდ არაფერს არ ასწავლიდნენ 300 დოლარს იხდიდი – დიპლომი მოგქონდა”-თადუმაძის უნივერსიტეტელი გამოჩნდა

    მთავარი პროკურორის უნივერსიტეტელი გამოჩნდა – ხვიჩა ყალაბეგაშვილი,სოციალურ ქსელში  აცხადებს, რომ ის სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელშიც თადუმაძე

    “მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში პროკურორი თუ მოსამართლე თუ რაც არი, რომ სწავლობდა ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში” რიმელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით. გამოცდებზე რომ მივედი რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ 300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი. მეეჭვება როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო”- წერს ყალაბეგაშვილი.

    აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიიდ გამოხმაურება მოჰყვა. ხვიჩა ყალაბეგაშვილმა ასევე დააზუსტა, რომ სასწავლებელში სულ რამდენიმე სტუდენტი სწავლობდა.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიკვარული ავეჯის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით მოწყობისთვის 1 200 000 ლარი იყო გამოყოფილი.

    „ორბელიანის სასახლის ისტორიული ნაწილისთვის რამოდენიმე თვის წინ დასრულდა ავეჯის შესყიდვის პროცესი. პროცესის დაწყებამდე, 18 ივნისს ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე ვაცნობეთ ამის შესახებ. ის ფაქტი, რომ სასახლე ცარიელი იყო და ინვენტარი იყო შესაძენი, ვფიქრობ არანაირ დისკუსიას არ საჭიროებს.

    ავეჯი შეძენილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ გახლავთ პრეზიდენტის პირადი სამუშაო სივრცე. ამიტომ, ეს ინვენტარი პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო ვიზიტებზე მოსულ პუბლიკას და ზოგადად საზოგადოებას.

    ჩვენი მიზანია ორბელიანების სასახლის აღჭურვა ისეთი ინვენტარით, რომელიც ისტორიულად იყო დამახასიათებელი მსგავსი ტიპის ნაგებობებისთვის საქართველოში და გვსურდა, რომ ამ პროცესით რაღაცნაირად ეპოქა წარმოგვეჩინა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ავეჯი საქართველოშია შეძენილი და უცხოეთში არანაირი შესყიდვა არ განხორციელებულა.

    „საფრანგეთიდან გვაქვს ორი ნივთი, ესაა, საწერი მაგიდა ლუი მეთხუთმეტის სტილში და ანტიკვარული კარადა, რომელიც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება გახლავთ. ბატონი ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო და პრეზიდენტის მიერ ამ ნივთების საქართველოსთვის გადაცემას ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს.

    ეს შესყიდვა ემსახურებოდა გარდამტეხი როლის შეტანასაც, რამდენადაც წლებია კულტურული ფასეულობები გაედინებოდა საქართველოდან და ამ პროცესში სახელმწიფო და საზოგადოება არ არის პოზიტიური როლით წარმოჩენილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ასეთი მასშტაბის შესყიდვას ახორციელებს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს კულტურული მემკვიდრეობა შეუნარჩუნოს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.