Category: არქივი

  • ნიკა მელია სასამართლოში “შმაქსით” მიდის

    “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოში “შმაქსით” მიდის. 

    12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებითნიკა მელიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა.

  • თადუმაძის უნივერსიტეტელი ნაპოვნია-მდინარაძემ ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი გაასაჯაროვა (ვიდეო)

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გუშინდელი სკანდალური მოსმენის განხილვით დაიწყო. მან მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის არგუმენტების გასამყარებლად აღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომები მოიძია. მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ.

    „გუშინ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ის იყო, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. ჩვენ მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი არის ნაზი ჯანეზაშვილი, მის დიპლომში დამთავრების თრიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ და მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი, იგივე ინსტიტუტი დაამთავრა. შესაბამისად, არგუმენტი,რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ და იმ დიპლომის ასლი წარმოადგინა, რომელიც მისი მტკიცებით, ნაზი ჯანეზაშვილს ეკუთვნის.

  • გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

    გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.  ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

    შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.

    არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

  • გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარია

    თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი სახლის სახურავს უკიდია.

    ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

  • ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება-გახარია

    “ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება”, -ეს განცხადება  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

    „ ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია და გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ, აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს სეროზული პროგრესი. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გათვალისწინებით, ისტორული მემკვიდრეობის და ისტორიის გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და უნდა გავატაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა.

    ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი“,- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

    მათივე ცნობით, ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემო დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მაშინ, როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას.

    „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის საკითხი, რამაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

    საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.

    განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

    მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი  2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

  • მარჯანიშვილის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგმოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

    არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

  • ”შალვა თადუმაძე გაგვებუტა”- ეკა გიგაური

    შალვა თადუმაძე გაგვებუტა, ეწყინა, ის კითხვები რომ დავსვით მის დიპლომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტელეწამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    „თადუმაძის მთავარი განმარტება იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა დაგვესვა ეს კითხვები. ეს კითხვა არ უნდა გაჩენილიყო და ეს კითხვები არ უნდა დაგვესვა და მე მგონი, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ეს არის ზოგადად, დამოკიდებულება სამთავრობო გუნდის მხრიდან იმიტომ, რომ ისინი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს უკავშირებენ ოპოზიციურ პარტიებს და სხვა შემთხვევაში, ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობა კმაყოფილია ყველაფრით“, – განაცხადა გიგაურმა.

  • ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

    ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას  არასრულწლოვანი  გოგონა ემსხვერპლა. ორი ადამიანი კი დაშავდა. 

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, იქნებ თქვენც მოახერხოთ – მაკო გომური შალვა თადუმაძეს

    20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, სოციალურ ქსელში იმ ფაქტს გამოეხმაურა,რომ მისთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ.  

    “ვიდეოში ჩანს რომ მხვდება ტყვია,არის კიდევ ერთი ვიდეო-სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც-უკვე სასწრაფოს მანქანაში.
    სამივეში ჩანს რომ მე ვარ.მე.
    არსებობს სასწრაფოს(საავადმყოფოს)დასკვნა,სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში.
    არსებობს ერთიც(ნელმოქმედი)ექსპერტიზის დასკვნა,რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი.
    ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.
    მაგრამ
    მაგრამ
    მაგრამ
    ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი,როგორც ამბობს შალვა.(რეალირად არც არაფერი უთქვამს,გარდა ორისა-“ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ;დ)
    ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი,რომელმაც არაფრის გამო მესროლა;დ
    ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში(თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს,როგორც დაზარალებული პოლიციელების,არც ესააა შეუძლებელი)
    ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში;დ არ აქვს მნიშვნელობა.
    მე ვიცი რა მოხდა რეალურად,ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით.

    შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ,გამოვედი მაგ ასაკიდან,იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ”-წერს გომური.