Category: არქივი

  • „ჩაქუჩი დაურტყას მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს“-ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

    “ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს, – ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ  მოსამართლე გიორგი კერატიშვილს.

    მოსამართლემ ნიკა მელია რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ რეპლიკებისგან თავი შეეკავებინა,საბოლოოდ კი დეპუტატი დარბაზიდან გააძევეს. 

    სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა. დაცვის მხარემ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა,  მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.

    შეგახსენებთ, ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატი საქალაქო სასამართლოში “შმაქსით” მივიდა.

  • კალაძე წყნეთში ავტობუსით ავიდა [ვიდეო]

    “ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ყველანი არიან ბედნიერები და გახარებულები, ახლა ბევრს გამოველაპარაკე” – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, წყნეთში ავტობუსით ასვლის შემდეგ გააკეთა.

    ახალი ავტობუსები, რომელთა პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, თბილისი-წყნეთის მარშრუტზეც დაინიშნა და მათ ყვითელი “ბოგდანები” ჩაანაცვლეს. კალაძემ ამ გასეირნებით, ადგილობრივებს ახალი ავტობუსების დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ მერია ამაზე არ გაჩერდება და წინ კიდევ ბევრი პროექტი აქვს.

    “აქ გადაადგილდებოდა ყვითელი ავტობუსები, რომლის მდგომარეობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და არ დავიწყებ ამის ახსნას. ახალი ავტობუსები მართლა ძალიან ლამაზი და კომფორტულია,” – აღნიშნა მერმა.

  • იაპონიაში მოახლოებული ტაიფუნის გამო ინგლისი-საფრანგეთის რაგბის თამაში გადაიდო

    იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის ფარგლებში დაგეგმილი ინგლისი-საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება ტაიფუნ „ჰაგიბის“ გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შოტლანდია-იაპონიის თამაში კვირას გაიმართება, როგორც დაგეგმილი იყო. ასევე გეგმის მიხედვით ჩატარდება ირლანდიისა და სამოას თამაში.

    სპეციალისტების თქმით, ტაიფუნი, რომელიც ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს დაატყდება თავს, წელს ყველაზე ძლიერი იქნება.

  • ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში – ვატო წერეთელი

    “არავისთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში”-ეს განცხადება “ტვ პირველის” მფლობელმა ვატო წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    წერეთლის განცხადებით, ის და თავისი ოჯახი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და მზად არიან ციხეში წავიდნენ.

    „ყველა კრიტიკულ მედიაზე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, აღძრეს საქმეები. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე. არ ვაპირებთ ჩვენ თავისუფლებაზე ვაჭრობას. ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ის ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს. ეს ყველაფერი ხდება მართლა 2020 წლის არჩევნებისთვის. მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია”

    საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, პროკურატურა კი მილიონიან გირაოს მოითხოვდა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.ასევე, ამ საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

  • ეს ივანიშვილის კერძო უწყებაა, სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა-ნიკა მელია სასამართლოზე

    ეს ივანიშვილის კერძო უწყებაა, სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა-ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სასამართლოში “შმაქსით” მივიდა.

    ” ეს არის წმინდა წყლის პოლიტიზირებული საქმე, ისევე როგორც ათეულობით საქმე და ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე იხილება საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა აქტიური პირის მიმართ, რომლები ივანიშვილის ოპოზიციაში არიან, ადამიანის, რომელმაც გადაწყვიტა რომ იქცეს ფეოდალად, დანიშნოს საკუთარი მოსამსახურე პერსონალები მინისტრებად და ჩამოაყალიბოს არა უბრალოდ რაღაც რეჟიმი, რომელიც ექვემდებარება ერთ ადამიანს, არამედ კრიმინალური რეჟიმი, რეჟიმი სადაც პოლიციელები ადამიანებს იტაცებენ, კრიმინალებს გადასცემენ და მერე ის კრიმინალები ამ ადამინს კლავენ. რეჟიმი სადაც ხედავთ, რომ პარლამენტში ფოტოებს მალულად უღებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და მერე აკეთებე შავ პიარს. მე რომ ვთქვა, რომ სასამართლოში მივდივარ ეს არის თავის მოტყუება ეს არანაირი სასამართლო არ არის, ეს არის ივანიშვილის კერძო უწყება სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა. ივანიშვილი ძალიან მალე დარწმუნდება რომ ეს დროებითია, ამით იგი ვერავის დააშინებს” -განაცხადა  მელიამ.

  • ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის

    საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას და ყოფილი დეპუტატის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

    ზარდიაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას მომავალში.

    „პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.

    შეგახსენებთ, ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეკა ბესელიასთან მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება.

  • ოჯახური, ისტორიული საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ – ცოტნე გამსახურდია

    ცოტნე გამსახურდია შალვა თადუმაძის პასუხს სოციალურ ქსელში იუმორით გამოეხმაურა.

    „ოჯახური, ისტორიული საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ: „დიდოსტატის მარჯვენა“ ბატონმა ბიძინიმ დაწერა“, – წერს  გამსახურდია სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რომან გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს ჰკითხა იცოდა თუ არა, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“,რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ არ იცის.

  • შეწყალებაზე მორატორიუმი ვერ გამართლდება, ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა-ზაზა თავაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის  მოსმენა მიმდინარეობს.

    თავაძის განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა და მასზე უარის თქმა ვერ გამართლდება. 

    “არანაირი მორატორიუმი აქ გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. პრეზიდენტი არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი. ის არის ის პირი ქვეყანაში, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება. ეს არის გათვალისწინებული ზუსტად იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ეს აქტი განახორციელოს”, – განაცხადა თავაძემ.

  • ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

    უბედური შემთხვევა ქუთაისში-  65 ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა და  გარდაიცვალა.

    დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.