Category: არქივი

  • მელიას მიმართ ყველა სახის აღმკვეთი ღონისძიება, მათ შორის ელექტრონული სამაჯური, ძალაში დარჩა

    ნიკა მელიას ისევ ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ-თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახით პირადი თავდებობის გამოყენებას გულისხმობდა.

    მელიას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

    კერატიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე წესრიგი არ დაიცვა და  მოსამართლის მოწოდებას არ დაემორჩილა.

  • ლარი გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9714 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9714 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2766 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2543 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0223 ლარი შეადგინა.

  • “აქამდე რაც კი სტუდია მქონია, ყველას მირჩევნია ეს სივრცე”-ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოს აქვეყნებს

    “სხვა ნანუკას” წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გუშინდელი ეთერის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის სივრცე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს გადაცემების ჩაწერა ყველას ურჩევნია.

    “აქამდე რაც კი სტუდია მქონია, ყველას მირჩევნია ეს სივრცე”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • “ივანიშვილი ზებრასაც გაიყვანს უზენაესის თავმჯდომარედ ამ პარლამენტში, არათუ ამ შარიკოვ თადუმაძეს” – უგულავა

    “ივანიშვილი ზებრასაც გაიყვანს უზენაესის თავმჯდომარედ ამ პარლამენტში, არათუ ამ შარიკოვ თადუმაძეს”-“ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტში გუშინდელ ხმაურიან მოსმენას გამოეხმაურა.

    “ნუ ვიქნებით უმადურ/უგუნურები. ივანიშვილი ზებრასაც გაიყვანს უზენაესის თავმჯდომარედ ამ პარლამენტში, არათუ ამ შარიკოვ თადუმაძეს. ღმერთმა შეარგოს. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა? {ა.წერეთელი}. გავუშვებთ ბიძინას და უდიპლომობა “უვადო თადუმაძის” გაძევების სამართლებრივი საფუძველი იქნება. განა ეს არაა პოზიტივი. სხვა დიპლომირებულ იდიოტებს რა უნდა ვუყოთ, ეგა თქვით თქვენ” – წერს გიგი უგულავა.

  • 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

    2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შემთხვევები სრულდება ძალიან ტრაგიკულად, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. გარკვეულ სტაციონალურ- ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

    პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

    ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

  • ქუთაისის აეროპორტში “მეტადონის” შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

    ქუთაისი აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

    “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – ,,მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს.

    საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა” – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • მოსამართლეს შიგნით “ქართული ოცნების“ მაისური აცვია – ნიკა მელია

    მოსამართლეს შიგნით “ქართული ოცნების“ მაისური აცვია-ამის შეასხებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დეპუტატი დღეს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

    „ხალხო, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ, სანამ ჩვენ სიმართლეზე საუბარს არ შევეჩვევით, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმას, არაფერი გვეშველება. ეს ბატონი არანაირი მოსამართლე არ გახლავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული. სინამდვილეში, შიგნით აცვია “ქართული ოცნების” მაისური. აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურერებაა მთელი ის პროცესი, რაც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც მოდიან „ზონდერ მოსამართლეები“ და ბიძინა ივანიშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონი ეს ადამიანი გახლავთ. არ გაითვალისწინა შუამდგომლობა, რომ სამაჯურის მოხსნა- არმოხსნის საკითხი დროზე განეხილა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

  • რატომ ამოდის ბათუმის „შერატონიდან“ შავი კვამლი

    ბათუმში, სასტუმრო “შერატონის” სახურავიდან შავი ბოლი ამოდის,  რამაც მოსახლოებაში შეშფოთება გამოიწვია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში ხანძარი იყო, თუმცა ინფორმაცია არ დადატურდა.  

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურის ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო შერატონში ხანძარი არ არის. უწყებაში განმარტავენ, რომ დაკვამლიანება შენობის სახურავზე გენერატორის დაქოქვამ გამოიწვია.

  • “ათასი ოქრო იმას, ვინც თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს” – გრიგოლია

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ათას ოქროს აწესებს, ვინც მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს.

    „ათასი ოქრო იმას, ვინც თადუმაძეს პირდაპირ ეთერზე დაითანხმებს“, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. განხილვის თემა გახდა მოქმედი მთავარი პროკურორის განათლების თემა. როგორც აღმოჩნდა, თადუმაძეს ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომში წერია, რომ სწავლა დაიწყო 1993 წელს, მაშინ როდესაც ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტი 1994 წელს დაარსდა.

  • “ქალები ევროპაში არაძალადობრივი გარემოს გამო რჩებიან” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

    გერმანიის ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ქალის თავისუფლებაზე საუბრობს.

    “ქალის თავისუფლების შესახებ

    გარდა ეკონომიური და სხვა სოციალური პრობლემებისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წასული ქალები დაუფიქრებლად და სიამოვნებით რჩებიან საცხოვრებლად ევროპაში და ხშირად აღარც ფიქრობენ საქართველოში დაბრუნებას, არის სწორედ ქალისთვის ის სრულიად არაძალადობრივი გარემო, რაც მათ ევროპაში ხვდებათ. ევროპელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალს შეუძლია იყოს ქალი ისე, რომ სწორედ ქალად ყოფნისთვის არავინ შეავიწროვებს და შეაწუხებს არც ქუჩაში, არც ავტობუსში, არც სამსახურში, არც ტაქსში, არც ოჯახში და არც თუნდაც გასართობ საზოგადოებრივ ადგილებში (ერთეული გამონაკლისები ყველგანაა). ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი თავისუფლებაა ქალისთვის პირველი და უმმნიშვნელოვანესი და შემდეგ ყველა დანარჩენი – მასზე ზრუნვა, მოვლა, შენახვა თუ სხვა ”ვაჟკაცური” მოვალეობები. ამ თავისუფლების გარეშე ვერ იქნებიან ჩვენი ქალები ბედნიერნი. ეს უნდა შეიგნოს პირველ რიგში ყველა კაცმა. მარტო მისეირნობს ქალი ქუჩაში, ჭიქა ღვინოს მიირთმევს, ცეკვავს, მღერის, მუშაობს თუ ლამაზად გამოიყურება, ამას უპირველესად თავის თავისთვის აკეთებს (უნდა აკეთებდეს) და არა რომელიმე კაცისთვის. ესაა ქალისთვის ის სასიცოცხლოდ აუცილებელი თავისუფლება. მეორეს მხრივ, კაცს რომ ესმოდეს, როგორი უსაზღვრო სიყვარული შეუძლია ასეთი თავისუფლებით ბედნიერ ქალს, ერთ წამსაც არ იძალადებდა მასზე.

    დეკანოზი თამაზ ლომიძე”- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.