Category: არქივი

  • “3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთი 80 წელს გადაცილებულია”- ეზუგბაია

    ” 40 პაციენტიდან   31 პაციენტი ინფექციურშია  მოთავსებული, მათგან სამის მდგომარეობა პრობლემურია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.

    „გარკვეულწილად რისკის ქვეშ იმყოფება სამი პაციენტი. ერთის ასაკი 80 წელზე მეტია, მას აქვს თანმხლები დაავადება, მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით.ასეთ შემთხვევაში, შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს ნებისმიერ დროს და პროგნოზი არაკეთილსაიმედო გახდეს.რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთს ჰიპერტონული დაავადება აქვს, ამიტომ შესაძლოა დაავდების პროგრესირება და ნებისმიერ დროს გართულება.

    ამ ეტაპზე, მესამე მძიმე პაციენტის ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად მაჩვენებელი გაუარესებული იყო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

    შეგახსენებთმ რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირთა რაოდენობა 40-ა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

  • პოლიციამ თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მგზავრი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

    შეგახსენებთ, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსის მგზავრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელს ესაუბრებოდა და საუბრისას აღნიშნა, რომ 4 დღის წინ, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია შიდაიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა.

    აღნიშნულის შემდეგ ერთ-ერთმა მგზავრმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ავტომაგისტრალზე გორთან ახლოს მიკროავტობუსიდან გაიქცა.

  • საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსით კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ  სპეციალურ ვებ- გვერდზე წერია. 

    ამჟამად სქარართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 40-ს შეადგენს.

  • “ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია”- დონალდ ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში – „ჩინური ვირუსი“ – რასისტული არაფერია.

    ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უწოდებს ის „COVID 19“-ს „ჩინურ ვირუსს“ და რომ ბევრი ადამიანი ამას რასიზმად მიიჩნევს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

    „ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია. ის ჩინეთიდან მოდის. მსურს, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი.“

    შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპმეომ, Covid-19 არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც „ჩინური ვირუსი.“

  • Facebook-ი 45 000-მდე თანამშრომელს $1000 ოდენობის ბონუსს გადასცემს

    Facebook-ი 45 000-მდე თანამშრომელს $1000 ოდენობის ბონუსს გადასცემს

    მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელი Facebook-ი თავის 45 ათასმდე თანამშრომელს კორონავირუსის პანდემიის დროს მხარდასაჭერად 1000 დოლარს დაურიცხავს.

    აღნიშნულ პრემიას მხოლოდ სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები მიიღებენ, მათ შორის ისინი, ვინც საკუთარ მოვალეობას დისტანციურად ასრულებს.

    კომპანიამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ კვლავ გააგრძელებს იმ თანამშრომლებისთვის ხელფასის იგივე რაოდენობით გადახდას, ვისაც დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გამო, იგივე დატვირთვით მუშაობა არ უწევთ. მაგალითად, დამლაგებლებს და კაფეტერიის თანამშრომლებს.

    კომპანია Securities and Exchange Commission-ის მიხედვით, Facebook-ის თანამშრომლების წლიური საშუალო ხელფასი დაახლოებით 228,651 აშშ დოლარია.

    ცნობისთვის, დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანებმა, როგორიცაა Twitter-ი, Google-ი, Facebook-ი, Amazon-ი, თანამშრომლებს გასულ კვირას დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდეს, თუკი მათ სამსახურში დაკავებული პოზიცია ამის შესაძლებლობას აძლევდათ.

  • “მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება“–მსოფლიო საპატრიარქო

    მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გენერალურმა სამდივნომ კორონავირუსის პანდემიის გამო  მიიღო გადაწყვეტილება მარტის ბოლომდე ეკლესიები ყველა რელიგიური მსახურებისა და წესის შეწყვეტის შესახებ, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება 6 პუნქტისგან შედგება:

    “რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, მსოფლიო საპატრიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას თავისი უმაღლესი პასუხისმგებლობის განცდით მორწმუნეთა და განურჩევლად ყველა ადამიანის წინაშე და 11 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, დამატებით, ქალაქში მყოფ იერარქთა შეკრებისას აცხადებს:

    1. მსოფლიო საპატრიარქო ყველას გასაგონად იმეორებს, შეამცირონ სახლიდან გამოსვლა და გარეთ მოძრაობა, დარჩნენ სახლში, მათივე უსაფრთხოებისა და სხვა ადამიანების დაცვისათვის.
    2. აქებს იმ ადამიანების თავგანწირვის სულს, რომლებიც იღწვიან ჯანდაცვის სეფორში და გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, რომლებიც ზეადამიანური შრომითა და მცდელობებით ეხმარებიან დაავადებულ თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელსაც Covid 19 წარმოდგენს მათთვის.
    3. ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებელობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ.
    4. მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, დღეს აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას, მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელებისა შესაბამისად.
    5. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები.
    6. იგივე წესით, მსოფლიო საპატრიარქოს ადმინისტრაცია დარჩება დაკეტილი, მომდევნო სიახლეებამდე, მაგრამ მსოფლიო პატრიარქი და საპატრიარქო რეზიდენციის სასულიერო დასი განარგძობს საღმრთო მსახურებებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ილოცებს მთელი მსოფლიოსათვის.“– ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში

  • ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ ჩატარდება, მაგრამ ვფიქრობთ, იქამდე ვირუსი გადაივლის- კობახიძე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ ჩატარდება, თუმცა ფიქრობენ, რომ იქამდე ვირუსი გადაივლის.

    ,,ეპიდემიის პირობებში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულისთვის უკვე ეპიდემია გადაივლის და შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად სტანდარტულ გარემოში, შესაბამისად, აქტივობაზე არ უნდა აისახოს”,- ამბობს კობახიძე.

    საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

    ამ დროისთვის კორონავირუსით ქვეყანაში 38 ინფიცირებულია. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტი.

  • სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

    სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობამ 102-ს მიაღწია. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

    საქართველოს სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

    მსოფლიოში ახალი Covid 19-ით ინფიცირების ჯამში 215 516 ფაქტია გამოვლენილი. დაიღუპა 8,891, ხოლო გამოჯანმრთელდა 84,328 ადამიანი.

  • “ესეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება “- ლუგარის თანამშრომლის ემოციური ისტორია

    ლუგარის ლაბორანტი ეკატერინე უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით, მას შემდეგ რაც თბილისში სამარშტო ტაქსები აიკრძალა, სამსახურში სიარული ტაქსით უწევს.   როგორც ის ამბობს ტაქსის მძღოლმა მას ფული მას შემდეგ არ გამოართვა რაც გაიგო რომ ის ლუგარის  ლაბორატორიაში მუშაობდა.  

    „რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია. ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო? მკითხა ტაქსის მძღოლმა… კი-მეთქი, ვუპასუხე. მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო. შუა ხნის მამაკაცი იყო. გული ძალიან ამიჩუყდა. მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობაა საოცარი. აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება. ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ…“ – წერს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი.  

  • დაბადების დღეს არ ვიხდი, მინდა მაგალითი მოგცეთ, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ ცოტა ხნით- ზურაბიშვილი (ვიდეო)

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის დღეს დაბადების დღეს არ იხდის, სახლში არც მეგობრები და არც ოჯახის წევრები არ ჰყავს, რითაც უნდა რომ ხალხს მაგალითი მისცეს, რომ ეს ყველაფერი ცოტახნით გადადონ.

    ,,ამ მიმართვით მინდა იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი. უნდა შევიგნოთ, რომ არ არის დრო, არც დაბადების დღის გადახდის, სამწუხაროდ, არც ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ, მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ მათ არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე”,- ამბობს ზურაბიშვილი ,,ფეისბუქ” ლაივში.

    მისი თქმით, მომავალი დღეები და კვირები უფრო რთული იქნება, მაგრამ საქართველო გაიმარჯვეს, თუ ხალხი ცივილიზებული ერივით მოიქცევა.