Category: არქივი

  • სროლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

    სროლის ხმა ისმოდა გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.  თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა 4-ჯერ გაისროლა. 

    ადგილზე ნაპოვნია ვაზნები.პოლიციამ იდენთიფიცირება მოახდინა იმ პირის, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისროლა. შინაგან საქეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქე ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

    გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

  • ეს მგალობელი კურდღელი 6 დღეა ემალება მართლმსაჯულებას საავადმყოფოში-ბაია პატარაია ჯიშკარიანზე

    “ეს მგალობელი კურდღელი 6 დღეა ემალება მართლმსაჯულებას საავადმყოფოში”-ეს განცხადება “საფარის” დამფუძნებელმა და ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის შესახებ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პატარაია მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დეპუტატს პროკურატურა ხელს აფარებს. მისი ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლო პროცესზე დღეს ჯიშკარიანისთვის არა პატიმრობას, არამედ გირაოს მოითხოვს.

    “ილია ჯიშკარიანი ყველაფერთან ერთად ყოფილა ძალიან მშიშარა ადამიანი, უკვე 6 დღეა თავისი ძმაკაცის საავადმყოფოში წევს ისე რომ არაფერი არ სჭირს.საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, მას რაიმე სამედიცინო პროცედურა არ უტარდება. ჯიშკარიანი თავს მგალობელს უწოდებს და ეს მგალობელი კურდღელი 6 დღეა ემალება მართლმსაჯულებას საავადმყოფოში.  სამწუხაროდ, ჩვენი მტავარი პრეტენზია მიემართება არა ილია ჯიშკარიანს არამედ პროკურატურას. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა არ აპირებს, აღკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვოს პატიმრობა, არამედ მოითხოვს გირაოს, ეს არის უპრეცედენტო რამე როცა პროკურატურა მძიმე დანაშაულში ბრალდებულისთვის ითხოვს მხოლოდ გირაოს და საშუალებას არ აძლევს მოსამართლეს, მოსამართლემ თვითონ გადაწყვიტოს თუ რა აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს ბრალდებელს”-აცხადებს პატარაია.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    “თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“- ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ილია ვეკუას, თიანეთის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, გიორგი გაგილაძის, ავშნის და ბუგეულის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილორივ) მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ფალიაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, იმედა კახნიაშვილის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერწოს, ქნის და ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, გიორგი სააკაძის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, ნიკო მარის, იმერეთის, ეროსი მანჯგალაძის და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ისნის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოდაშვილის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, იუნკერთა, ჰოსპიტალის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა-ჯიშკარიანი

    “მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა”-ეს სიტყვები საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა საავადმყოფოში თქვა, კადრები მისმა ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში ადვოკატთან საუბრის დროს ჩაიწერეს.

    შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” დეპუტატს ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ ჯიშკარიანს ბრალი წაუყენა, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

  • იაპონიაში საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მოსალოდნელ ტაიფუნთან დაკავშირებით აფრთხილებს

    იაპონიაში საქართველოს საელჩო მოსალოდნელ ძლიერ ტაიფუნთან დაკავშირებით, იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

    „იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

    ცნობისთვის, იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. სტიქია კუნძულებისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიწევს და ტოკიოსა და მის შემოგარენს სავარაუდოდ შაბათისთვის დაატყდება თავს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

  • “ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანპორტით, ყველა არის ბედნიერი და გახარებული”-კალაძე

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი ავტობუსების შემოყვანა მიულოცა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, კალაძე ამბობს, რომ ესაუბრა მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და “ყველა არის ბედნიერი და გახარებული”.

    “მე მიხარია ის, რომ მგზავრები, მოსახლეობა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის ბედნიერი, არის გახარებული. იმიტომ, რომ აქ გადადგილდებოდა ყვითელი ავტობუსები, რომლის მდგომარეობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით… გილოცავთ ყველას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.”, –  განაცხადა დედაქალაქის მერმა.

  • ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

    “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული.

    შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპუტატს ბრალი წარუდგინეს, თავად ჯიშკარიანი ბრალდებებს უარყოფს.

  • სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

    სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა.

    “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და რიყეში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 24 740 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა” – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „ყაზტრანსგაზ თბილისს“ პენსიონერი ქალის რჩენა დაეკისრა

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ თბილისს“ სასამართლომ პენსიონერი ქალის რჩენა დააკისრა.

    საია იცავდა პირს, რომლის შვილი სახლში გაზის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირის გარდაცვალება შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისის” (ამჟამად – ,,თბილისი ენერჯი“) საკუთრებაში არსებული მილების გაუმართაობამ გამოიწვია, რის შედეგად სახლში გაზმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოყვა.

    ,,სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისს” დაეკისრა სარჩოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელე ამ დროისთვის არის პენსიონერი, რომელსაც გარდა სახელმწიფო პენსიისა, არ აქვს რაიმე მუდმივი შემოსავალი”– აცხადებენ საიაში.

    დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების გათვალისწინებით, სარჩოს ოდენობას საია არ ასაჯაროებს.