Category: არქივი

  • ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი

    ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა – მათ შორის 5 ნარკორეალიზატორია.

    ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისში ერთი პირია დაკავებული. 1992 წელს დაბადებული ი.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 1303 აბი და 16 ნატეხი, 2900 აშშ დოლარი და 100 ლარი.

    გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, ასევე, ამოიღეს ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ 40 აბი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

    ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია რუსთავში დაკავებული. პოლიციამ, 1982 წელს დაბადებული ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 963 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, მისი წევრები კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

    მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ბ., 1976 წელს დაბადებული ა.თ. და 1971 წელს დაბადებული ბ.კ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში ათავსებდნენ და მათი შეძენის მსურველებს, საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით, აღნიშნული ლოკაციების ამსახველ ფოტოებს უგზავნიდნენ.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულების ავტომანქანის, საცხოვრებელი სახლების და პირადი ჩხრეკისას, 170 აბი „სუბუტექსი და „სუბოქსინი“, 19 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, 7 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი, სავარაუდოდ, ე.წ. სირეცი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ კრისტალები, „ჰეროინი“ და „მეტადონის“ ნატეხები – კრისტალებისა და ფხვნილის სახით, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა. 1988 წელს დაბადებული ი.ც.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება “ამფეტამინი”, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება “მარიხუანა”.

    გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ ი.ც.-ს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში განთავსებული ჰქონდა სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ ბიო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ე.წ. ბიო.

    ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი. პოლიციამ, 1991 წელს დაბადებული ვ.ჰ.-ს პირადი ჩხრეკისას, მისი ფეხსაცმელების ძირებიდან 500 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, 1959 წელს დაბადებული დ.დ.-ს ხელბარგის ჩხრეკისას, 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 26 კილოგრამი “ჰეროინი”, 2 კილოგრამი “კოკაინი”, 13500 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 23 კილოგრამი „მდმა“, 9,7 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 500 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები” – აღნიშნა ჭელიძემ.

  • ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

    პროცესი  “ნიუ ჰოსპიტალსში” ცოტა ხნის წინ  დასრულდა.

    გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს,ბრალი  საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს.

  • რა დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა ილია ჯიშკარიანს?

    საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო  პროცესი  კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” მიმდინარეობს.

    საკრებულოს ბრალდებულ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ექიმებმა კლინიკის დატოვების რეკომენდაცია არ მისცეს.

    როგორც „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია ჟურნალისტებთან განმარტავს, ილია ჯიშკარიანი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს გულის იშემიური დაავადება აღენიშნება.

    „პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, ჩვენ ახალი მედიკამენტის დამატება დაგვჭირდა და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე დოკუმენტაცია სრულიად არის ნაწარმოები. მისი სრული დიაგნოზი კორონალური სინდრომის გამწვავება არის. მისი გაწერა ორ-სამ დღეშია რეალური. თუმცა, თუ ახალი რეალია შეიქმნება, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. ჩვენი რეკომენდაციაა, პაციენტი ჰოსპიტალიზაციის პირობებში იყოს. ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, მან კლინიკა დატოვოს. ალბათ, სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტს, რომ პროცესი ჩვენთან ჩატარდეს, – განაცხადა კორძახიამ.

  • ხაშურში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

    ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი  ქალი ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    შსს-მ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

  • ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

    ორხევში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    როგორც ბრალდებული ამბობდა, მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია და იგი ფინანსური დავის გამო მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა 400 ლარამდე თანხას ეხება. 

    ბრალდებულის  თქმით, მამაკაცი მისგან ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა,რის გამოც მან სამსახურიც დაკარგა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

    ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება

    თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართება. პროცესზე ჯიშკარიანი აღკვეთის ღონისძიება უნდა განიხილონ.

    ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში მას შემდეგ იმყოფება, რაც თანამშრომელმა მას სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალი. იმყოფება. დეპუტატი ყველა ბრალდებას უარყოფს.

    “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ პროცესზე პროკურატურა მხოლოდ გირაოს მოითხოვს. 

    თამთა თოდაძის  ადვოკატის თქმით, მათ მიმართეს მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე.

  • 20 მილიონი ლარი მთავრობის პიარსამსახურის ხელფასებში-ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარსამსახურების ათეული

    2018 წელს მთავრობის პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ    20 047 896 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

    მათი ცნობით:

    • საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს – 1037.

    • 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896 ლარი.

     

    • 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

    ორგანიზაციამ ასევე ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარის სამსახურები გამოავლინა. კვლევის მიხედვით, თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი 73 თანამშრომელი მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.
    {{PHOTOGALLERY}}

  • სტრასბურგის სასამართლომ ბათიაშვილის საქმეზე სახელმწიფოს მიერ კონკრეტული უფლების დარღვევა დაადგინა

    სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

    ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

    „საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

    კერძოდ, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

    საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.

    სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

    საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ბათუმი-ზესტაფონის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

    ბათუმი-ზესტაფონის გზაზე, მდინარე ჩხრასთან ტრაილერი გადაბრუნდა.ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

    მათი ცნობით, სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავიდა, შემდეგ კი გადაბრუნდა. ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს-გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ  ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად  50 მილიონი ლარის რესურსი არ უნდა დაიხარჯოს,რადგან ახალი ოფისის აშენება  ცოტა უფრო იაფადაცაა შესაძლებელი.

    „ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ მიდის. თუმცა, ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ამხელა რესურსი მმართველი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, – განაცხადა გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. თავად სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.