Category: არქივი

  • თბილისის ზღვაში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა რომელიც სავარაუდოდ დაავადების გამომწვევია

    თბილისის ზღვაში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი ნატა ფერაძე არცელებს. მათი ინფორმაციით თბილისის წყალსაცავშ ჩამდინარე წყლის ანალიზის პასუხი მოვიდა სადაც ჩანს რომ წყალში დიდი რაოდენობით არის ნაწლავის ჩხირი რაც სავარაუდოდ ასევე დაავადების გამომწვევია. 

    “მოგვივიდა ლაბორატორიიდან თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყლის ჩვენს მიერ გაკეთებული ალტერნატიული ანალიზის პასუხი.
    ანალიზი ადასტურებს წყალში დიდი რაოდენობით ნაწლავის ჩხირის (ეშერიხია კოლის) არსებობას, (ლაქტოზა დადებითის, რაც ნიშნავს, რომ დაავადების გამომწვევია).
    1 წელია ამ ფაქტზე ინფორმირებულია ყველა სათანადო უწყება, რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია ფაქტს.
    წყალი (კანალიზაცია ანუ) ამ მილიდან დღემდე ჩაედინება ‼️
    თბილისის 1/3-ს თბილისის ზღვის რეზერვუარიდან მიეწოდება წყალი.” – წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში. 

  • “ყველამ, ვინც არალეგიტიმურად სირიის ტერიტორიაზე იმყოფება, უნდა დატოვოს ეს ტერიტორია” – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირია უნდა გათავისუფლდეს უცხოური ძალებისგან. ინფორმაციას რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.

    „ყველამ, ვინც არალეგიტიმურად იმყოფება სხვა ქვეყნის, მათ შორის, სირიის ტერიტორიაზე, უნდა დატოვოს ეს ტერიტორია. ეს ნებისმიერ სახელმწიფოს ეხება“, – განაცხადა პუტინმა.

    მისივე თქმით, რუსეთი მზადაა სირიიდან ჯარები გაიყვანოს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა ამის შესახებ მოითხოვს.

  • საქართველო-ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენა”, საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები.

    როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გადაიკეტება გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა – ნაწილობრივ; მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ – ვახუშტის ხიდის მიმართულებით; აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით;

  • “თუ ბრალი არ დაუმტკიცდება, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას” – კალაძე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატზე

    თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის  საქმეს, რომელსაც  მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ედება ბრალი, თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, თუკი გამოძიება ილია ჯიშკარიანის ბრალეულობას არ დაადასტურებს, ის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს.

    “გამოძიება მიმდინარეობს, თუ მას დაუმტკიცდება ბრალეულობა, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს და კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. თუ მას არ დაუმტკიცდება, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას.”- განაცხადა კალაძემ.

    პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. თამთა თოდაძე ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

  • “ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო”- კუბლაშვილი

    “ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, მაშინ სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? ” – ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

    „ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც ეს საზოგადოებამ ნახა. დღის ბოლოს, მისი მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა გადაცემაზე უარი ეთქვა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გადაცემის ანონსი გასული იყო და გუნდისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, უარი არ თქვა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? ამბობდა, ახლა შემიძლია და ვიდგებიო. თუ გვინდოდა, ჯიშკარიანის მომაკვდავი მდგომარეობა გადმოგვეცა, ჩვენს მიერვე ჩაწერილ ვიდეოს რატომ გავავრცელებდით?“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

  • “მტკვარზე ჩავუყვანივარო, იარაღი მიუდია და უთქვამს”- რას ჰყვება ხაშურში მოკლული ქალის და

    ხაშურში მეუღლის მიერ მოკლული ცოლის და მომხდართან დაკავშირებით ახალ დეტალებს ჰყვება. ირმა გოგალაძე ჰყვება, რომ ბრალდებულს შვილებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, მეტიც შვილებს მამასთან კონტაქტი აღარ უნდოდათ. ამასთან, მისივე თქმით, დის მკვლელობის მცდელობა გარდაცვლილის მეუღლეს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა. 

    ,,რაც დედამისი ჩამოვიდა ევროპიდან და ბავშვები წამოვიყვანეთ, აღარ უნდოდათ მაგასთან მიბრუნება, მაგან გააღიზიანა ალბათ, განსაკუთრებით მარიამს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენის ნაირი გაიზრდებიო და მიშომ რამდენიმეჯერ შეუსწრო, რომ ცემდა დედამისს მამამისი. თავისთავად ბავშვებმა დედისკენ გამოიწიეს მერე მივხვდით უკვე, რომ ბავშვებსაც აძულებდა დედას. უნდოდა, რომ თვითონ წაეყვანა.

    არც ძალადობაზე იხევდა უკან. ზოგადად ეჭვიანი იყო, ღამე ავუყენებივარო და მტკვარზე ჩავუყვანივარო ერთხელ და იარაღი ჰქონდა წამოღებულიო და ასე მითხრაო შენ თუ ჭკვიანად არ იქნები და შენ თუ ასე არ მოიქცევი ეს წყალი აატივტივებს შენ გვამსო. ერთხელ ნასვამი იყო ირაკლი და შელაპარაკებულან და ტოლჩა ჩაარტყა თავში და ნაკერებიც ჰქონდა, მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც ჰქონდა მგონი და მას შემდეგ დაინგრა უკვე მაგათი ოჯახი. მანქანა მოითხოვა მანქანა მიყიდეო ნათიას უხრა და უარი მიიღო მანქანის ყიდვაზე, მერე ბავშვებთან კონტაქტი შეუწყვიტა,”-ამბობს გარდაცვლილის და “კურიერთან” საუბრისას.

    მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მძიმე ტრამვების გამო ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
    დაკავებულის დაკითხვა გორის პოლიციაში მიმდინარეობდა. პროცედურის შესაბამისად, მას გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ.სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • კაცი რომელმაც ხაშურში ცოლი მოკლა დაკავებულია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.

    ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმასამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა , მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ყველაფერი დალეწა მან და იმ თავის დალეწილში აიხლართა“–სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ეთერში საავადმყოფოდან ჩაერთო

    თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც მისი ბიუროს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს ტვ პირველის ეთერში დღეს საავადმყოფოდან ჩაერთო. ის საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ბიუროს თანამშრომლის ბრალდებები საჯაროდ გახმაურდა და გამოძიება დაიწყო.  ჯიშკარიანი გადაცემაში მის ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან ერთად მონაწილეობდა.

    ჯიშკარიანი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მისმა თანამშრომელმა მოყვა “არის შეთითხნილი, ტყუილი, შავი პიარი. და მიმართულია ავტორიტეტული მაჟორიტარული დეპუტატების მიმართ.

    “სამწუხარო ის არის რომ ილია ჯიშკარიანს ენჯეოებმა და მედიასაშუალებმაც განაჩენი გამოუტანეს.არსებობს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო, გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს იძახიან რომ ილია ჯიშკარიანს უდგას ხელისუფლება, მთავრობა, აგერ ჩანს თუ მიდგას, რა მძიმე ბრალი წამიყენა სამართალდამცავებმა.ეს არის მიმართული პოლიტიკა რომ არჩევნებამდე გაანადგურონ ადამიანები, რომლებმაც კიდევ შეიძლება მოიპოვონ ხმები.“– ამბობს ჯიშკარიანი.

    მისი თქმით, წაყენებული ბრალდება მისთვის საშინელებაა, თუმცა აუცილებლად დადგება ფეხზე და ყველაფერს გაუმკლავდება.

    “ძალიან გაბრაზებული ვარ მე ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ახალგაზრდულიდან მოხვდა ჩემთან ახალგაზრდების რეკომენდაციით. 2017 წელს გავიცანი 3 წელია მუშაობს ჩემთან. თანაშემწე არ ყოფილა, ბიუროში ყველა სპეციალისტია და ისიც სპეციალისტი იყო. მისი საქმიანობა იყო ადამიანების მიღება–გასტუმრება.

    გაუჩნდა უცებ ამბიცია და წინ და მაღლა კარიერული სვლის, რომელშიც მე შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი და რეკომენდაციებიც არსებობს. ამიტომ გაახსნედა ეს რაღაც სხვა მდგომარეობაში და მომაყენა ძალიან დიდი ზიანი და უნდა ახლა თავს ლაფიც დამასხას.“

    ჯიშკარიანი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს. ერთადერთი ამბობს, რომ თოდაძეს ხელით არ შეხებია ნივთები ოფისში თავად თამთა თოდაძემ დაამტვრია.


    უფრო დეტალურად აღწერს ინციდენტს მისი ადვოკატი.

    მარიამ კუბლაშვილი ამტკიცებს, რომ თამთა თოდაძეს ქონდა კონკრეტული მიზანი. ის იყო უკმაყოფილო იმ თანამდებობრივი მდგომარეობით დიდი ხანია და იყო კონფლიქტური ბოლო პერიოდში. დადიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან გასაუბრებაზე. ერთ–ერთგან მიიღო შეთავაზება, რომ ფართო პოლიტიკურ ტრიბუნაზე გავიდოდა.

    “მას ქონდა კონკრეტული ამბიციები ცნობადობის დიდი სურვილი. ამას ადასტურებენ მოწმეები და ეს საქმის გარემოებებში გამოვლინდება.

    ეს ადამიანი იყო გაბრაზებული და მიაჩნდა, რომ ის უნდა ყოფილიყო მაღალ თანამდებობაზე.მას ქონდა კონკრეტული მიზანი. ის უნდა გამხდარიყო ცნობილი, აუცილებლად პოლიტიკურ არენაზე უნდა გამოსულიყო. “ – ამბობს კუბლაშვილი

    მისი თქმით, ინციდენტის დღეს თანამშრომლებმა ალკოჰოლი დალიეს. თამთამ ყველაზე მეტი ა – ხუთი ან მეტი ჭიქა კონიაკი და იყო ნასვამი.

    კუბლაშვილის თქმით ქეიფის დარსულების შემდეგ ერთ–ერთმა თანამშრომელმა წაყვანა შესთავაზა, თუმცა თამთამ უარი უთხრა. იმის გამო რომ ნასვამი იყო სახლში წასვლა კიდევ ერთმა თანამშრომელმა და თავად ილია ჯიშკარიანმაც შესთავაზეს, თუმცა თოდაძე არ წავიდა.

    ადვოკატი ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანს ეჩქარებოდა და მეუღლესთან ერთად სტუმრად აპირებდა წასვლას. ამას ადასტურებს მისი სატელეფონო ზარი მეუღლესთან, რომელსაც ოფისში ელოდებოდა და რომელიც თამთა თოდუას გასვლიდან მალევე მივიდა ოფისში.

    ადვოკატის მტკიცებით მას შემდეგ რაც მარტოები დარჩნენ თამთამ დაიწყო ხმამაღალი საუბარი და საყვედურობდა ჯიშკარიანს, რომ მან მერიაში მაღალანაზღაურებადი სამსახური არ უშოვნა.

    ადვოკატი ამბობს, რომ ტექნიკა თავად თამთამ დალეწა, რომელიც გაბრაზდა, როცა ჯიშკარიანმა უთხრა, რომ სამსახურს ვერ უშოვნიდა. მან ნივთები მაგიდიდან გადაყარა და დაამტვრია.

    “თამთა გაბრაზდა როცა ბატონმა ილიამ უთხრა რომ არ შეუძლია და არ აქვს გავლენები, გადაყარა ნივთები დაბლა. დაიმტვრა პრინტერის თავი და ამის შემდგომ ის ადგა, ნამსხვრევებზე ფეხი დაუცდა და დაეცა ძირს. ილია შეეცადა მის წამოყენებას, მაგრამ თამთა იყო ძალიან აგრესიული. ადგა, აიღო ჩანთა ბატონმა ილიამ უთხრა წადიო , ვერ აანალიზებ რას აკეთებო “ – ყვება ადვოკატი და ამტკიცებს, რომ წასვლის წინ თამთა თოდაძე ჯიშკარიანს დაემუქრა.

    ილია ჯიშკარიანიც ამტკიცებს, რომ თამთა თოდუა თავისივე დამსხვრეულ ნივთებზე დაეცა:

    “საზოგადოებას გააგებინეთ, ნუ იქნებით ცალმხრივები. ილია ჯიშკარიანი ამ სოფლიდან ისე არ გავა რომ თავისი სიმართლე არ დაამტკიცოს.

    მე მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელნელა ვიღდგენ რომ ამ ბრძოლისთვის გავეზმადოთ.წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი?მე განაჩენი გამოტანილი მაქვს. განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა და ლიბერალებმა.

    ყველაფერი დალეწა მან და იმ თავის დალეწილში აიხლართა. როგორ შეიძლება წერტილოვანი ზიანი მიაყენოს მოძალადემ. ექსპერტიზის დასკვნა ნახეთ. დარტყმული აქვს, მოჭერილი აქვს რამე თუ რა არის? საიდან მიიღო დაზიანება? იქნება ქუჩაში წაიქცა ისეთი ნასვამი იყო. იქნებ გაეხახუნა კედელს. იქ გაიხლართა თავის დამტვრეულ დამსხვრეულ ნამსხვრევებში ისეთი მთვრალი იყო.“– ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი.
  • სულგუნში რძის ფხვნილი აღმოჩნდა

    ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებულ სულგუნში რძის ფხვნილი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი.ge ავრცელებს.

    ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჩივრის გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში სულგუნი შეიძინეს და ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად ჩააბარეს.

    ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი.

    „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, კი რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია, მაგრამ გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.

    გარდა ამისა, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

    ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.