Category: არქივი

  • გადაეცით ნიკა მელიას: დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო – გიგა ბოკერია

    გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან, დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

    „დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან – ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე. კორცხელის ამბავი უმნიშვნელო კი არ იყო, ძალიან ცუდი ამბავი იყო, როდესაც ხელისუფლება კრიმინალებს ან სპორტსმენებს იყენებს არჩევნების ჩასაშლელად. ოღონდ იმიტომ კი არ არის მტკივნეული, რომ ჩვენ ხელი მოგვხვდა, ჩვენზე უფრო ბევრად, იქ სხვა ხალხიც დაზიანდა. სერიოზული დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდნენ, მათ შორის, პოლიციელი და ჩვენი რამდენიმე მომხრე. თუ ვინმეს აქვს არსაპატიებელი ან საპატიებელი ისინი არიან და არა მელია და მე, რომლებიც დეპუტატები ვართ და ბევრად უფრო დაცულები ვართ ზოგადად. მაგრამ, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, პრობლემა არის წინ. რა იქნება ცხოვრებაში და ქვეყანაში“, – განაცხადა ბოკერიამ.

    შეგახსნებთ, „ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის არ გაასამართლებენ, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. აღნიშნულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან უარყოფითი შეფასებები  მოჰყვა.

  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის თქმით, თუ კონსორციუმი ვალდებულებას ვერ შეასრულებს, კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით იმსჯელებს, გაწყდება ხელშეკრულება კონსორციუმთან თუ გაუხანგრძლივდება ვალდებულებების შესრულების ვადა.

    „15 ოქტომბრის, სამუშაო დღის ბოლომდე აქვს კონსორციუმს ვალდებულების შესრულების ვადა, რომ წამოადგინოს სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მის მიერ კაპიტალის სრულად შევსებას ადასტურებს, ასევე უნდა წარმოადგინოს წინასწარი არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება ინვესტორი ბანკების მხრიდან. ამის შემდეგ უკვე შედეგების გათვალისწინებით უნდა შეიკრიბოს კომისია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია , რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი ,“ – განაცხადა ჯავახაძემ.

  • მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

    სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი  თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს დებატებში იწვევს.

    კუბლაშვილმა ეთერისთვის „მთავარი არხი“ აარჩია და მის წამყვანსა და დირექტორს ნიკა გვარამიას ეთერის დათმობის თხოვნით მიმართა.

    “მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში”, -წერს კუბლაშვილი.

  • 20 ივნისის სკანდალური დოკუმენტი რომლის მიხედვითაც შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებიც გამოიყენა

    20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს ერთ-ერთ მოქალაქეს, ცოტნე ცოტნიაშვილს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. არხმა ადვოკატის მიერ მიწოდებული სამედიცინო დასკვნა გაასაჯაროვა, სამედიცინო დაწესებულება „ამტელ ჰოსპიტალის“ მიერ გაცემულ დოკუმენტში ვკითხულობთ:

    “დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა წვივის არეში, დიდი წვივის უკანა არტერიის კუნთის ტოტის, კანჭის ნერვის და კუნთების დაზიანებით. წვივის რბილ ქსოვილებში ჩარჩენილი უცხო სხეულები”, — ვკითხულობთ მთავარი არხის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში.

    სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, რომელიც იმ დროს სამოქალაქო ფორმით პარლამენტის შენობასთან იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უარყობს.

    ფაქტს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

    ცნობისთვის, ცოტნე ცოტნიაშვილს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

  • რატომ არ შეუშვეს თამარ ივერი სვეტიცხოველში (ვიდეო)

    ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სვეტიცხოველში მოსალოცად არ შეუშვეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ლაივ-ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მცხეთიდან ჩაწერა.  მისი თქმით, მას სპეციალური საშვი არ ჰქონდა და ამ მიზეზით ტერიტორიაზე პოლიციელებმა არ დაუშვეს.

    „თქვენი მონა-მორჩილი თამარ ივერი გაწუხებთ. მინდა ერთ უმსგავსობაზე,გავამახვილო თქვენი ყურადღება,  მცხეთის შემოსასვლელში შემოვედი ბავშვებთან ერთად, აი ეს ადამიანები ამან მითხრა რომ ნიკა მანჯავიძე ვარო, არავის არ უშვებენ მცხეთაში, ყველას ეკითხებიან თუ გაქვთ საშვიო, არ უშვებენ ეს ადამიანები ითხოვენ რაღაც საშვებს, თავიდან მითხრეს, მერიაში უნდა მოეცათ ეს საშვიო. გადავამოწმე და მერია საერთოდ  საქმის კურსში არ არის. მერე მე ვუთხარი, რომ მომღერალი ქალი ვარ-მეთქი იქნებ არ მაქვს შეხება მერიასთანთქო, მაშინ საშვი კულტურის სამინისტროს უნდა მოეცაო, სპორტსმენებისთვის სპორტის სამინისტროს და ა.შ. ყოველ წელიწადს ესეაო მცხეთაში შესვლისთვისო საშვი არის საჭიროო.

    სვეტიცხოვლობაა დღეს არ ვიცი, ეს რამდენად ნორმალურია. ფაქტია, რომ ეს ოპერის მომღერალი ქალი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად გადავიქეცი. ხალხს, ვინც მოსალოცად მიდის 10 კილომეტრის მოშორებით სადღაც უშვებენ. ვერავინ ხვდება, ეს საშვები საიდან უნდა აეღოთ.

    კომენტარი თქვენთვის მომინდვია, რამდენად კანონიერია ეს ყველაფერი. მე სავარაუდოდ, უკან დავბრუნდები. ეს არის მარაზმი და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ისარგებლებს სტატუსით და ვერ ჩამოვრეკავ სამინისტროებში თამარ ივერი ვარ და შემიშვით-მეთქი. ასეთი სვეტიცხოვლობა გაგვითენეს“ – ამბობს თამარ ივერი.

  • “მოკიდა ხელები საჯდომზე, მკერდზე..”- სკოლის მოსწავლეზე 20 წლის ახალგაზრდამ ძალადობა სცადა (ვიდეო)

    სექსუალური ძალადობის მცდელობა გორში – 20 წლის ბიჭი 16 წლის გოგონას იმ დროს აედევნა, როცა მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.20 წლის ბიჭმა მას პირზე ხელი ააფარა და სექსუალური ძალადობა სცადა, გოგონამ ყვირილი დაიწყო და ის მეზობლებმა გადაარჩინეს.

    “გაუპატიურების მცდელობა იყო. მოკიდა ხელები საჯდომზე, მკერდზე. მოდიოდა ბავშვი სკოლიდან “ნაუშნიკები” ეკეთა და ფეხის ხმა არ გაუგია. ტელეფონზე საათს დავხედე და უცებ ვიღაც მწვდა უკნიდანო, სახეზე შეეხო, ყელზე ხელიმოუჭირა. ჩემმა დამ ყვირილი რომ დაიწყო, ამეზობელი გამოვიდა. დაიჭირა ის ბიჭი და სცემა. ბავშვი, რომ სახლში შემოვიდა და ვკითხე რა მოხდა-მეთქი, ხმა ვერ ამოიღო, სულ გატეთრებუილი იყო” – განაცხადა მოზარდის დამ.

    ძალადობის მცდელობაში დაკავებული ბიჭი ტარიელ ციცაგია. ციცაგის ადვოკატი, მომხდართან დაკავშირებით სულ სხვა ვერსიას ყვება. ის ამბობს, რომ ციცაგი და არასრულწლოვანი მგზავრობდნენ ავტობუსით, როცა მან დაინახა, რომ გოგოს ძვირფასეულობა ეკეთა და მას არასრულწლოვანის გაძარცვის განზრახვა ჰქონდა.

    „ფაქტობრივი გარემოება იყო სულ სხვა, ერთი სამარშუტო ტაქსით იმგზავრეს, გოგონა უსმენდა ყურსასმენებით მუსიკას და რომ ჩამოვიდნენ წავიდა გოგონა კორპუსისკენ, ამ ბიჭსაც იგივე გზა ჰქონდა, შეამჩნია, რომ ეკეთა სამკაულები და უნდოდა, რომ წაერთმია” – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

    ტარიელ ციცაგი სამართალდამცველებმა მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • “სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილად იქცა” – ჩერგოლეიშვილი

    „სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილად იქცა, ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი დაემსგავსებინა“, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი და სალომე სამადაშვილი ერთიდაიგივე სტილის განცხადებებს აკეთებენ. “ღარიბაშვილისა და სამადაშვილს შორის განსხვავებას თუ იპოვით მითხარით:

    “ვერ გამოვუცხადებ ამნისტიას გახარიას, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს თვალები დათხარა”. სამადაშვილი “სააკაშვილი კაცებს აუპატიურებდა და აწამებდა” ღარიბაშვილი.

    პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თვალების დათხრაზე გახარია ვერ აცდება, როგორც სააკაშვილი/ბოკერია ვერ აცდნენ იმაზე, რაც ციხეებში ხდებოდა. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას – სამწუხაროა რომ სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილად იქცა, ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი დაემსგავსებინა”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • სხვანაირად მათემატიკურად მოგება არის შეუძლებელი-რას სთავაზობს სააკაშვილი ოპოზიციას (ვიდეო)

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი იმ გზაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას ივანიშვილის მმართველობისგან გაათავისუფლებს.

    “მთელი პოლიტიკური სპექტრის 80% არის ნაციონალური მოძრაობა და ასევე ივანიშვილი და მისი ჯგუფი, თუ შენ ამბობ რომ დანარჩენ 20-25 %-ს კრიფავ ისინი უნდა შევიდნენ გაერთიანებაში ან ერთთან ან მეორესთან სხვანაირად მათემატიკურად მოგება არის შეუძლებელი, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თქვენ ამითი როცა ამბობთ რომ არ მიდიხართ ნაციონალურ მოძრაობასთან და გაწევთ გვერდზე თქვენ აძლევთ ხელახალ შანსს ივანიშვილს.

    მეგობრებო, ძალა არის ერთობაში უნდა გავდოთ გვერდზე ჩვენი ამბიციები,ისე გამოიყურება, რომ ხალხი ფიქრობს სკამებზე და ეს ასე არ არის მე მაგალითად, არცერთი თანამდებობა არ მინდა ჩემთვის და არც არაფორმალური მმართველობა არ მინდა.

    მე მინდა გავუშვა ყველა წინ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სულ ერთი და იგივე სახეებია, მე მაქვს ახალგაზრდებთან უერთიერთობა ამ დღეებშიუც ვხვდები უკრაინაში, მე ვიცი რომ ფანტასტიურები არიან მე მზად ვარ ხიდად გავედო და მათ გადაიარონ ჩემზე.

    ახლა აღარ არის ჩხუბის და არეულობის დრო.. საქართველო შეიძლება დავკარგოთ კინკლაობაში, დავებში და უბედურებაში.მეც მაქვს ემოციები და მეც მაქვს ზოგიერთ ადამიანთან პრეტენზიები, მაგრამ მეგობრებო, თუ ღიად გაყიდულები და მიყიდულები არა ვართ და მგონი არიან ასეთი ხალხიც, დანარჩენი არაფერს არ ცვლის, ახლა მთავარია გვესმოდეს, რომ ძალა არის ერთობაში.

    ჩვენ შარშან არჩევნებზე ერთი კანდიდატი რომ დაგვეყენებინა, უკვე იქნებოდა სხვა პრეზიდენტი თავიდანვე პირველ ტურში”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

  • ეკონომიკის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

    „გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • აიკრძალოს ლიბერალიზმი, არავითარი ევროპისკენ სწრაფვა, რა ჯანდაბაა ეს – ლევან ვასაძე (ვიდეო)

    ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეროვნული იდეოლოგიის დაცვის მოტივით ლიბერალიზმის აკრძალვას ითხოვს. ის თავისუფლებას მარქსიზმთან და ფაშიზმთან აიგივებს და თვლის, რომ საქართველოში ყველაფერი ტრადიციულ და კონსერვატოროლ რელსებზეა გადასაყვანი. არადა,

    ვიკიპედიას თუ ჩავხედავთ, ლიბერალიზმი ეს არის თავისუფალი საზოგადოება, ადამიანის აზროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ინდივიდუალური უფლებები.

    სწორედ ამის აკრძალვას ითხოვს ბიზნესმენი დღევანდელ ვიდეომიმართვაში.

    “როგორც მარქსიზმი და ფაშიზმია აკრძალული, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმი და იყოს გამოცხადებული მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია. პრინციპში, ხალხში ასეც არის, მაგრამ ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენადაც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა.

    ზოგიერთ თქვენგანთან მისაუბრია, მათ შორის ბიძინასთან და ვხედავ, რომ ძალიან ნელა ირჯებით ამ ეროვნული ტრადიციული მიმართულებით, კარგავთ უამრავ დროს ამ ლაქუცზე, უბრალოდ, ნაგავში გადასაყრელი იდეოლოგიის გამტარებლებთან“, – აღნიშნა ვასაძემ.

    მოდის დრო, როდესაც დამარცხებული პატარა ერის ერთმანეთის ღრენა და კბენა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. ჩვენ ერთი ნიშნულით აუცილებლად უნდა მოვახერხოთ გაერთიანება და სულ სხვა პოლიტიკის წაყვანა. ეს ნიშნული უნდა იყოს საქართველო, ჩვენი სამშობლო და ტრადიციები.

    აღარავითარი ევროპისკენ სწრაფვა, რა ჯანდაბაა ეს ჯერ ამიხსნით, არც რუსეთისკენ, რეალური პოლიტიკა, ორი ფეხით ვდგავართ მიწაზე, ვართ კავკასიის ცენტრი” – აცხადებს ლევან ვასაძე.