Category: არქივი

  • საქართველოს პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსად აირჩია

    85 ხმით, 8-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩია.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასამატკიცებლად საქართველოს მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა მას შემდეგ წარუდგინა, რაც სუს-ის უფროსიი ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დაინიშნა.

    გრიგოლ ლილაშვილი ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე იყო. ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო. ის “ქართული ოცნების” სახელით ხონისა და ვანის მაჟორიტარი გახდა, თუმცა მანდატი 2017 წელს დატოვა. მანამდე “ქართუ ბანკსა” და “ქართუ ჯგუფში” მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა

  • თურქეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოში თურქეთის საელჩო  განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციალურ მედიაში პროვოცირების მიზნით შექმნილია ყალბი გვერდები.

    კერძოდ,თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები.

    „თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ. ამ დრომდე დადასტურებულად ყალბი ფეისბუქგვერდებია გთხოვთ, არ მიიღოთ სარწმუნოდ ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას“,- აღნიშნულია საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი ეროვნული სტანდარტის ნორმებს სრულიად შეესაბამება-GWP

    დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი ეროვნული სტანდარტის ნორმებს სრულიად შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 17 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულიად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამასთან, სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ჰოთ-დოგზე უარის თქმის გამო, დედამ შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა

    დედამ შვილი სახელად ანტონი ჰოთ-დოგის ჭამაზე უარის თქმის გამო სასიკვდილოდ გაიმეტა. შემთხვევა აშშ-ში, კანზასის შტატში მოხდა. 

    ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გამოცემა მირორი ავრცელებს.

    შემთხვევა გასულ წელს, 4 მაისს მოხდა.სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი ბავშვის დედამ განაცხადა, რომ მან მის ბოიფრენდთან ერთად ბავშვზე იძალადა. 

    მისი ბოიფრენდი ცდილობდა ბავშვისთვის პირში ძალით ჩაედო ჰოთ-დოგი და დროსაც სასტიკად ძალადობდა მასზე.

    მას შემდეგ რაც ბავშვმა სუნთქვა შეაჩერა, მოძალადე წყვილმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციის ოფიცერმა ბავშვს დაზიანებები სახეზე და თავის არეში აღმოუჩინა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა მცირეწლოვანი ანტონი 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბავშვს სახის ძვლების მოტეხილობა  და ტვინის შეშეპება აღენიშნებოდა. 

    სასამართლოზე ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ მან ბავშვს დაზიანებები ადრეც შეამჩნია და ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ პირველად 2017 წელს იეჭვა.

    სასამართლომ  დედას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის შეყვარებულს კი- 49 წლით.

  • “პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას”- თეა წულუკიანი

    საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეწყალების საქმეზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

    “მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას… მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. ყველას უნდა გვესმოდეს – მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“ – თქვა მან.

    შეგახსენებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში ასევე მოხვდნენ ყაჩაღობისთვის ბრალდებული და მიმალვაში მყოფი პირები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

  • “აქ მთები უფრო მაღალია, ვიდრე ალპებში” – რას წერს ბრიტანული გამოცემა საქართველოს სათხილამურო კურორტზე

    ბრიტანული  ჟურნალისტმა ალფ ალდერსონმა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია დაწერა. თემა სათაურით „რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის საუკეთესო სათხილამურო ადგილი“ Independent-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოამზადა.

    „ლონდონიდან თბილისამდე 4-საათიანი ფრენა რთული არ არის, თბილისიდან მესტიამდე ფრენას დიდი დრო არ სჭირდება. თუ სახმელეთო ტრანსპორტით მოგზაურობა მოგიწევთ, თქვენ საშუალება მოგეცემათ ულამაზესი ბუნება, ხეობები, მდინარეები და ტყეები იხილოთ, სადაც დათვები, მგლები და ფოცხვერები ბინადრობენ. აქ მთები უფრო მაღალია, ვიდრე ალპებში” – განაცხადა ალდერსონი.

    ჟურნალისტი ვრცელ სტატიას უძღვნის სვანეთს და წერს ამ რეგიონში მიღებულ შთაბეჭდილებებზე. ის მკითხველს გუდაურისა და გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტების მონახულებასაც ურჩევს. სტატიაში აღწერილია სამთო კურორტები თეთნულდი და ჰაწვალის განუმეორებელი ბუნების შესახებ.

    ბრიტანეთის ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

    Independent ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემაა დიდ ბრიტანეთში. მთელ მსოფლიოში Independent-ის ონლაინ და ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

    საქართველოს, როგორც ტურისტული რეგიონის და საკურორტო ადგილის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემებმა არაერთი სტატია მიუძღვნეს. განსაკუთრებით აქტიური იყო უცხოელი ბლოგერების თემები, სადაც ისინი აღწერდნენ საქართველოს რეგიონებს თავისი ბუნებრივი სილამაზით, კულტურით, ტრადიციებით და უნიკალური კულინარიით.

    ამ მხრივ აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს საელჩოს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ წაახალისებდნენ ყველა ბლოგერს, ვინც საქართველოზე დაწერდა.

  • “თუკი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგება, მივესალმებით” – ნათია თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები უნდა აღდგეს.

    მისი თქმით, რუსეთის მხრიდან, ჯერჯერობით ამ მხრივ არანაირი ნაბიჯი გადადგმულა. მინისტრმა აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან გააკეთა.

    “არაერთხელ გვითქვას, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუკი რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყევტიელბას და აღდგება ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. ფრენების აღსადგენად არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები, ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია არანაირი შეტყობინება რომ ფრენები აღდგენილია“,- განაცახდა ნათია თურნავამ.

  • “გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ”-ბაია პატარაია

    უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ  ვიდეოს ეხმაურება, სადაც მცირეწლოვანი გოგონა ცეკვავს. 

    “გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

    განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

    ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე.

    შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

    შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება თავის დროზე, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში,” – წერს უფლებადამცველი.

  • იმერეთში ავტომანქანის მაგნიტოფონების მარკის გაყალბებისთვის ერთი პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იმერეთში, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

    როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონებს „SONY“-ს სასაქონლო ნიშანი დაადო, რაც მათ ადვილად გაყიდვას ისახავდა მიზნად.

    კომპანიის დირექტორმა ფალსიფიცირებული მაგნიტოფონების რეალიზაციაც მოახერხა.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

  • “თავის კოსმეტიკური ფირმის დაზარალებულებთან გავიდეს დებატებში, თვითონ რომ გადაყარა”-ცოტნე გამსახურდია მარიამ კუბლაშვილს

    ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში მარიამ კუბლაშვილის მიერ, თამთა თოდაძის დებატებში გამოწვევას  ეხმაურება.

    “ხომ არ სჯობს თავის კოსმეტიკური ფირმის, დეშელი ერქვა თუ დეშალი – თუ არ ვცდები, დაზარალებულებთან გავიდეს დებატებში, თვითონ რომ გადაყარა და ათობით ადამიანი ედავება?

    ისე, როგორც მახსოვს, ეს კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატიც იყო და ამის მეათედი აქტივობა არ გამოუჩენია. ნეტავ რატომ?” – წერც ცოტნე გამსახურდია.