Category: არქივი

  • “სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის ქუჩებში”-მარგველაშვილი

    “სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის ქუჩებში”-ეს განცხადება “ტვ პირველზე” მესამე პრეზიდენტმა გიორგი  მარგველაშვილმა გააკეთა და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას 16 დე­კემ­ბრი­დან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.

    “მე არ მაქვს მარტო გავლის ან შიში სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში, მე ამის საშიშროება კი არ მაქვს , მე სტატუსის დაკნინების თემაზე ვსაუბრობ, ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ეს გადახვევაა იმ ტენდენციიდან რაც სხვა ქვეყნებში არსებობს, ის რომ დეპუტატს აქვს მთელი ცხოვრება პენსია და პრეზიდენტს არ აქვს”-განაცხადა მარგველაშვილმა.

  • შატილის საჯარო სკოლა იწვის (ვიდეო)

    შატილში საჯარო სკოლა მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელში “მაესტრო” ავრცელებს.

    ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სკოლას ხანძარი მთლიანად მოედო.

  • მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან დაცვა მოეხსნება

    სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს 16 დე­კემ­ბრი­დან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა მო­ეხ­სნე­ბა.

    სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში აცხადებენ, რომ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე არ იკ­ვე­თე­ბა რა­ი­მე გა­რე­მო­ე­ბა, რის გა­მოც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

    კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის გას­ვლი­დან 1 წლის შემ­დეგ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მათ შო­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი „სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის“ და­სა­ცავ პირ­თა სი­ა­ში აღარ ირი­ცხე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მას დაც­ვა ეხ­სნე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს თა­რი­ღი 2019 წლის 16 დე­კემ­ბე­რია, ვი­ნა­ი­დან მას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 2018 წლის 16 დე­კემ­ბერს, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან შე­უ­წყდა.

  • ,,არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება თქვენთან” – ჯაფარიძე ილია მეორეს მიმართავს

    “გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან „ლელოს“ დამფუძნებლის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    ზურა ჯაფარიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

    ,,საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს

    არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება თქვენთან, დაგპირდებიან ბიუჯეტიდან მეტ ფულს, მეტ მიწებს, მეტ პრივილეგიებს და ა.შ. სასულიერო პირების მიერ ქადაგებებში პოზიტიურად მოხსენიების და საარჩევნო მხარდაჭერის სანაცვლოდ, ცხადია 2020-ის არჩევნების მერე ან შესძლებენ მაგ დაპირებების შესრულებას ან არა, წინა არჩევნებისგან პრინციპულად განახვავებული რეალობა იქნება მაღალი ალბათობით. ამიტომ ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი, ‘სნაჩალა სტულია’-ზე უნდა გადახვიდეთ, ბაზრის ახალი წესრიგი ითხოვს არ უჭირთ მაგათ ფული

    ა) ერთობლივი ფოტო – მინიმალური ფასი

    ბ) ვიდეო – მინიმალურზე ცოტა მეტი

    გ) ლოცვებში მოხსენიება – საშუალო ფასი

    დ) პოლიტიკური ოპონენტების ცუდად მოხსენიება – კარგი ფასი

    ე) ეპისტოლეში მოხსენიება – ძვირი ფასი

    ვ) გრაჩოვივით მონათვლა – უძვირესი“

    შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ დღეს ილია მეორესთან გამართული შეხვედრის ფოტო გაავრცელა და აღნიშნა, რომ საუბარი მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

  • ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა-ახალი დეტალები მკვლელობის შესახებ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    დანაშაულის შესახებ ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა.

    როგორც  შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

  • ბოლნისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა

    ბოლნისის სოფელ ტალავერში მამაკაცმა მეუღლე მოკლა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

  • იქნებ ის მოახერხოთ, რომ თქვენს მიერვე კონტროლირებად არხზე მაინც, პირდაპირ ეთერში, ‘სირი’ არ დაგიძახონ-მელია

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნიკა მელია  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

    “დიდო იდეოლოგო, სანამ ოპონენტების დაჭერა/დაკავებებზე მტკიცებითი ფორმით კვლავ ისაუბრებთ, იქნებ ის მოახერხოთ, რომ თქვენს მიერვე კონტროლირებად არხზე მაინც, პირდაპირ ეთერში, ‘სირი’ არ დაგიძახონ”-წერს მელია.

  • გლდანში 15 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში გლდანში, მეათე კლასის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

    გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

    შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ 15 წლის გიორგი ფალელაშვილი გლდანში უცნობმა მამაკაცმა დაჭრა. მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

  • პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა-ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

    მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს  პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ხაზარაძის თქმით, მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

    “ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
    პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.
    ერთად საქართველოსთვის!”-წერს ხაზარაძე.

  • ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს (ვიდეო)

    “სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს დებატებში იწვევს. როგორც ალეკო ელისაშვილი განცხადებაში ამბობს, დებატების თემა მერიის სატრანსპორტო რეფორმა იქნება.

    “გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და განსაკუთრებულად მანქანით, არის შეუძლებელი. ამ შედეგების წინასწარ დათვლა არ იყო რთული, ვინაიდან როგორც სახურავიდან არ შენდება სახლი, ასევე არ შეიძლება ტაქსების რეფორმით დაიწყო სატრანსპორტო რეფორმა,ამიტომ, მე ქალაქის მერს ვიწვევ დებატებში ნებისმიერ არხზე. ვიწვევ არა იმიტომ, რომ მასთან ლაპარაკი მომენატრა, არამედ იმისთვის, რომ ავუხსნა მას და მის არაკომპეტენტურ გარემოცვას რა პრობლემებიც წარმოქმნეს. მინდა ავუხსნა, რომ ეს გაუაზრებელი რეფორმა არის გასაჩერებელი და რეალურად სატრანსპორტო რეფორმა უნდა დაიწყოს მეტროს შესაძლებლობების გაძლიერებიდან, ავტობუსების დამატებით და ა. შ.“ – აცხადებს ელისაშვილი.