Category: არქივი

  • მამუკა ხაზარაძე “ლელოს“ მორიგ 12 ახალ წევრს წარადგენს

    „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს მის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 ახალ წევრს წარადგენს.

    ახალი წევრების წარდგენა 12:00 საათზე, ლისის ტბაზე, „მწვანე ქალაქის“ ტერიტორიაზე მოხდება.

    მამუკა ხაზარაძე მოძრაობა „ლელოს“ 12 ახალი წევრის წარდგენასთან ერთად ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

    ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

  • ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

    ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.  ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.

    ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

    ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი კი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • ვაზისუბანში ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

    ვაზისუბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.

    შემთხვევა შანდორ პეტეფის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა, შემდეგ კი სამ ავტომობილს შეეჯახა.

    არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

  • ვინ არის და რა ნათესაური კავშირი აქვს ილია ჯიშკარიანის ცოლს ყოფილ შს მინისტრთან

    ილია ჯიშკარიანის ცოლი ნანა გვენცაძეა. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის რომან გვენცაძის შვილია. ამის შესახებ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

    „პირველად ჩემთან მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მოვიდა. ეს ადამიანები ვიღაცეები არ არიან. ბატონი ილია ჯიშკარიანის მეუღლე გახლავთ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რომან გვენცაძის შვილი. ეს ოჯახი მოდის ტრადიციებით. სამართალიც კარგად იციან, აზროვნებაც კარგი აქვთ და ანალიზის უნარიც.

    ბატონი ილიას მეუღლე გახლავთ ტრადიციული ქალბატონი, რომელიც არ გამოდის საჯაროდ, თუმცა ამ ბრძოლაში მეუღლესთან ერთადაა. ამ ეტაპზე არც ბატონი ილია ჯიშკარიანი და არც მისი მეუღლე მედიასთან არ კონტაქტობენ.“ – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ მარიამ კუბლაშვილი.

  • გორში 64 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში  64 წლის მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს. 

    როგორც სოფელში აცხადებენ, გარდაცვლილი თამაზ კატაპარიაშვილია.მამაკაცის ცხედარი მის  ეზოში ნახეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინდა

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

    “16 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში მდებარე ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.

    შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საკონტროლო შესყიდვით შეიძინეს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელი, ასევე, გადაიხადეს შესვლის საფასური, ჯამურად გადახდილმა თანხამ შეადგინა 575,0 ლარი.

    მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების მონაცემები აღირიცხა საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, თუმცა ჩეკში ნაჩვენები იქნა ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხა, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ასევე, ობიექტში ფასის მაჩვენებლები არ იყო განთავსებული მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას, რაზეც სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

    აღნიშნულ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაცია ალკოჰოლურ სასმელზე, რა დროსაც გამოვლენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე დაახლოებით 16 100 ლარის ღირებულების საქონელი, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 8 050 ლარის ოდენობით” – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • შატილში ახალი სკოლა აშენდება – გიორგი გახარია

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შატილში ერთადერთი სკოლის დაწვის ფაქტს ეხმაურება და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, შატილში ახალი აკოლა აშენდება.

    „შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“ – აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

  • არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი, უწმინდესს რომ არ დაელოცოს-ხაზარაძე

    “ლელოს” დამფუძნებელი  მამუკა ხაზარაძე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

    “არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი საქართველოში, მსხვილი ბიზნესი, ბორჯომი, ლისის ტბა თუ ანაკლია, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით, ეს არის ტრადიცია ჩემი, და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის და ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საპატრიარქოში ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

  • რა დროს გიორგი მარგველაშვილია?! – მამუკა მდინარაძე

    “ერთი წლის წინ რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ, იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს ახლიდან უნდა ვაგოთ პასუხი, თუ რაშია საქმე? რაღა დროს მარგველაშვილია, – ეს განცხადება  ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს  16 დეკემბრიდან დაცვა მოეხსნება.

    “რაღა დროს მარგველაშვილია და რაღა დროს მაგ კანონში ცვლილებაა. რა პირადი ანგარიშსწორება, ცვლილება შარშან მივიღეთ და დღეს დავიწყეთ ანგარიშსწორებაზე საუბარი?! სერიოზულია ეს ყველაფერი?“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.