Category: არქივი

  • გომბორის უღელტეხილზე სიმაღლიდან მანქანა გადავარდა

    ავარია გომბორის უღელტეხილზე.მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

    პირველადი ინფორმაციით, დაშავდა მძღოლი.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

    მაშველები გადავარდნილი მანქანიდან მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ.

  • ერთი თხოვნა მაქვს, ვინც მცემთ პატივს, მარიამ კუბლაშვილს ნუ გალანძღავთ – მაჩალიკაშვილი

    პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედაგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის კრიტიკოსებს თხოვნით მიმართავს.

    მისი თქმით, კუბლაშვილი ადვოკატია და იმის გამო არ უნდა გააკრიტიკონ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის უფლებებს იცავს.

    “ბოლო დროს ხშირად მხვდება კომენტარებში კუბლაშვილის წინააღმდეგ მწვავე კრიტიკა მაჩალიკაშვილი საქმეზე, ამას მე და მარიამი გავარკვევთ. პირველ რიგში თუ ვინმე არის წინააღმდეგი ქალზე ძალადობის, ეს მე ვიქნები და მეორე, არც მას მივესალმები თუ უდანაშაულოდ მამაკაცის ღირსებას ეხებიან. რაც შეეხება მარიამ კუბლაშვილს და ჩემ საქმეს, ის ადვოკატია, მარიამმა ბევრი გაკეთა და აკეთებს მისი დედა და მე ბიძაშვილები ვართ, ადვოკატის საქმე კლიენტის დაცვაა, ყველა ნებისმიერი ადვოკატი ასე მოიქცევოდა, ის თავის კლიენტში დარწმუნებულია, ასე თუ ისე გაირკვევა ეს ამბავი, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ვინც მე მცემთ პატივს, მაგ გოგოს ნუ გალანძღავთ, საკმარისია უკვე”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილის საქმის გარდა, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანსაც იცავს, რომელსაც ჯიშკარიანის თანამშღომელი თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

  • ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა-ვინ არის მაღაროში დაღუპული მუშა

    ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში დაღუპული მუშა 29 წლის გაგა ბოჭორიშვილია.შემთხვევა გუშინ საღამოს,დაახლოებით, საღამოს 21 საათზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი დარკვეთის  მაღაროში ორი წელი მუშაობდა.

    არსებული ინფორმაციით, ის  სატვირთო ავტომობილს მართავდა, რა დროსაც კედელსა და ავტომობილს შორის მოჰყვა.

    როგორც კომპანიაში ამბობენ, მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დარღვეული არ ყოფილა.

    “ფაქტი ის არის რომ ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა, რომელსაც ფეხმძიმე მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ჩანს კომპანიაში კვლავ არის პრობლემა და არაჯეროვნად ექცევა ყურადღება შრომის უსაფრთხოების საკითხს, დარღვევები იკვეთება  სამართლებრივი კუთხით შრომის უფლებებთან”-განაცხადა ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ.

  • შსს ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის.

    “სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა. შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან. მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში. ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას. შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ~, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 40 არასამთავრობო ორგანიზაცია თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადგენად გამოძიების დაწყებას ითხოვს

    40 არასამთავრობო ორგანიზაცია შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადგენად გამოძიების დაწყებას ითხოვს. კოალიციის, “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საეჭვოა მთავარი პროკურორის ის განცხადება, სადაც შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი სწორად არ არის მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა.

    . არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი გენერალური პროკურორი გამოეხმაურა.

    “არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადნახევარია ავრცელებენ ერთი და იგივე განცხადებას, არანაირი დოკუმენტი მათ არ გააჩნიათ, ჩემი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ,”- განაცხადა  თადუმაძემ.

    თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც ის თადუმაძის დიპლომის საკითხის გამოძიებას ითხოვს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ ვიდრე დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხი არ გაეცემა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად შალვა თადუმაძის კანდიდატურას კენჭი არ უყაროს.

    “პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი სწორად არ არის მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა.

    შესაბამისად, ცხადია, რომ შალვა თადუმაძე სწავლას 1993 წელს ვერ დაიწყებდა, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ეჭვს დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია არამარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან/და შეძენა, არამედ მისი გამოყენებაც. ამიტომაც, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიისა და პროფესიული შესაბამისობის დასადგენად მიზანშეწონილობის ფარგლებს და მას სამართლებრივი განზომილება გააჩნია. საკომიტეტო მოსმენისას შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ “განათლების შესახებ” კანონში 1997 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ინსტიტუტი ექსტერნატის ფორმით 1998 წელს დაამთავრა, რაც სასწავლო დაწესებულებამ დიპლომში 1993 წელს სწავლის დაწყების ფორმით ასახა. მიუხედავად განმარტებისა, ბუნდოვანია, თუ სწავლის დაწყების თარიღად სასწავლებელმა დოკუმენტში რატომ მიუთითა ის წელი, როდესაც ის საერთოდ არ იყო რეგისტრირებული, ხოლო დიპლომში ექსტერნად დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა.

    აღსანიშნავია, რომ შეკითხვები დიპლომის კანონთან შესაბამისობის თაობაზე ასევე გაუჩნდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც და მოითხოვა, რომ კენჭისყრამდე, გარკვეულმა კანდიდატებმა და მათ შორის, შალვა თადუმაძემ, წარადგინონ ინფორმაცია უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის თაობაზე, სადაც დადასტურებული იქნება, რომ დოკუმენტი კანონისმიერ მოთხოვნას შეესაბამება. კანონის თანახმად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის, არამედ პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისათვისაც, ხოლო შესაბამისი განათლების არქონა გენერალურ პროკურორს არაუფლებამოსილ პირად ხდის. აღნიშნული თავის მხრივ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს შეიძლება იწვევდეს გენერალური პროკურორის მიერ განხორციელებული მთელ რიგ ქმედებებთან დაკავშირებით. გარდა სამართლებრივი შედეგებისა მსგავს შემთხვევას შესაძლოა მძიმე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. როდესაც ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა შეიძლება ეკავოს პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ეს თანამდებობა შესაძლოა ყალბი დოკუმენტის გამოყენების შედეგად ქონდეს დაკავებული, ამან შესაძლოა გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მთლიანად პროკურატურის ინსტიტუტს.

    შესაბამისად მიგვაჩნია, რომ: აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ შეკითხვას გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობასა და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით; პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად, ვიდრე ყველა ზემოთ აღნიშნული პროცედურა არ იქნება გავლილი და დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა; პარლამენტმა, კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა უზრუნველყოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გადამოწმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თადუმაძის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, კონსტიტუციის 48-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.“- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

  • თუ ლობირებს ჩემი ცოლი რომელიმე კომპანიას, აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს – თადუმაძე

    მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, თუკი მისი მეუღლე ,რომელიმე კომპანიას ლობირებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებს.

    როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა,  რომ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ  მისი მეუღლე კომპანიას ლობირებს, არის მხოლოდ ინტერპრეტაცია.

    „თუ ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას ლობირებს, მის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. იგი იურიდიულ კომპანიას ფლობს, მაგრამ თავად არ ეწევა საადვოკატო საქმიანობას“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

  • 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 2 პირი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

    20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

    გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მათ 2000-2000-ლარის გადახდა დაეკისრათ.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს, ამას გარდა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდავოდ ცნო.

    აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრლადების მხარე დაეთანხმა.

    ცნობისთვის, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა დარბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ელისაშვილს თუ სურს მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები-კალაძე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ  რომ ალეკო ელისაშვილის გამოწვევა არ მიიღო და განაცხადა, რომ  დებატებისთვის დრო არ აქვს. კალაძემ  სამოქალაქო ელისაშვილს თბილისის მერობისთვის ბრძოლის დროს დადებული პირობა შეახსენა.

    „ძალიან დაკავებული ვარ, მთელი დღის განმავლობაში საქმეებში ვართ ჩართული, ამიტომ, იმის დრო ნამდვილად არ გვაქვს, რომ გავერთოთ. როდესაც იყო დებატების საჭიროება, მივიღე ეს გამოწვევა და საზოგადოებას კარგად ახსოვს ალეკო ელისაშვილი იმ დებატებში.სხვათა შორის, ჩემი ვალი აქვს. თუ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, ფეხბურთს ვეთამაშებიო და მერე დაიმალა. ასე რომ, თუ სურვილი აქვს, მოემზადოს და ფეხბურთს ვეთამაშები“, – განაცხადა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

  • ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ნაწარმოები “დიდოსტატის მარჯვენა” არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“-თადუმაძე

    ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ – ამ სიტყვებით მიმართა  პროკურორებს კონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

    “მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ წევრს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ვადაში ძალიან ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობა განახორციელა და წამატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს შესაბამის ვადას და ეს უფლებამოსილების ვადა დღეს იწურება, რათა ავირჩიოთ ახალი წევრები. ძალიან მიხარია, რომ მსურველები არიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს. იმედი მაქვს, რომ ახალი კანონმდებლობის რეგულაციის ფარგლებში საპროკურორო საბჭო იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი. საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს, როგორც მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა და ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ თითოეულ პროკურორს მიეცეს სამართლიანი კარირეული წინსვლის შესაძლებლობა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში კარიერული პროკურორის ჩამოყალიბებას, როგორც ასეთის და აბსოლუტურად პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხით საქართველოს პროკურატურის მართვას. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შიდა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც ექნებათ სრული შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას როგორც ინდივიდუალურ პროკურორს ძალიან დიდი გამოწვევების წინაში დგომა სჭირდება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”- ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს. შეგიძლიათ, დღეს მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებას”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

  • ბოლო სამუშაო დღე მაქვს “იმედის დღეში”-ტოვებს თუ არა “იმედს” ნანიკო ხაზარაძე

    ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე “იმედის დღეში” მუშაობას ასრულებს. ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა და მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ის მოხლოდ გადაცემას ტოვებს, ტელეკომპანიაში კი მუშაობას გააგრძელებს. 

    უცნობია, რომელ გადაცემაზე იმუშავებს ნანიკო ხაზარაძე დღეიდან. 

    “ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს “იმედის დღეში”. 10 წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ………
    ედით! ჩემი სურვილით
    კიდევ ედით! აქ ვრჩები იმედზე” – წერს ნანიკო ხაზარაძე.