Category: არქივი

  • მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აპროტესტებენ

    სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები, ქუთაისში მოსკოვის თეატრის ,,ნიკიტკის კარიბჭე“ ჩამოსვლას აპროტესტებენ. მოძრაოის წევრები, სპეტაკლის პარალელულად საპროტესტო აქციას გამართავენ.

    „იმ ქალაქში, რომლის ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ატარებენ სპექტაკლს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე. ეს არის ყოვლად უმსგავსობა, ამორალური საქციელი. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა.

    დღეს ჩვენი აქტივისტები ვაპირებთ მესხიშვილის თეატრში მისვლას და პერფომანსის დადგმას“, – აცხადებს „რუსეთი ოკუპანტიას“ წარმომადგენელი ნიკა დეისაძე.

    ცნობისთვის, დღეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრი, მოსკოვის თეატრს ,,ნიკიტკის კარიბჭესთან უმასპინძლებს. მოსკოველი თეატრალები ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლს, ,,არ დამივიწყო“.

    ხვალ კი სპექტაკს ‘ჩვენი ეზოს სიღერებით“წარსდგება მაყურებლის წინაშე

  • “მცდელობაა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხდეს”- გიორგი გაბუნია

    “იმის მცდელობაა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს”,- ამის შესახებ გადაცემა “პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა გაუთქმელობის შეთანხმებას და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა.

    “იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს”, – განაცხადა გაბუნიამ.

    პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

  • ვახტანგ გომელაური: ”ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებით დადგინდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება”

    შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური  გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა და სამართალდამცველებისგან პირადად მოისმინა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა შემთხვევის ადგილზე მედიის კითხვებს უპასუხა:

    “ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში გამოიწვია აფეთქება, რამაც კორპუსის რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა. საბედნიეროდ, დაღუპული არავინ არ არის, მხოლოდ ერთია დაშავებული შედარებით მძიმედ, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. ეს ადამიანი არის ის პირი, ვინც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა.ოთხი ადამიანია მსუბუქად დაშავებული, მათ მალე გამოწერენ საავადმყოფოდან.
    როგორც გვეუბნებიან ექსპერტები, იყო გაფრთხილებული ეს ოჯახი, რამდენიმე თვის წინ, რომ არ დაეერთებინათ ასე და ჩაუჭრეს. სავარაუდოდ, ამ მიერთებამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად.

    როგორც ვიცი არ მოუმართავთ, თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა.

    რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებით დადგინდეს ვისი პასუხისმგებლობა დადგება. გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.

  • “რა „სტანოკზე“ გაკეთებთ ასეთ დებილებს ივანიშვილი ?“–ირაკლი ოქრუაშვილი პროურატურას ციხიდან პასუხობს

    გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურის განცხადებას პასუხობს, რომელიც ადასტურებს რომ ირაკლი ოქრუაშვილს ციხიდან ზარების განხორციელება აეკრძალა და ამის მიზეზად მოწმეებზე შესაძლო ზეწოლას ასახელებს. ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს:

    „პროკურატურის განცხადება გაურკვეველია ჩემზე.სატელეფონო ზარები იმიტომ ავუკრძალეთ , რომ მოწმეებთან არ დარეკოს და მათზე ზემოქმედება არ მოახდინოსო.

    იმდენი თადუმაძეს და ივანიშვილს და….სას თავზე ჩუმლაყის და ველისციხის ყველა ვირმა,რაც არცერთი მოწმის არც სახელი ვიცი, არც გვარი და მითუმეტეს ტელეფონის ნომერი.

    ასეთი იდიოტები რა ხართ? რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებს ციხის ქალაქის ტელეფონიდან მოწმეებთან რეკვას , რომლის ყველა ზარიც ისმინება და იწერება და ამით ახალ მუხლს აიკიდებს დამატებით ?

    400 მოწმე გყავთ საქმეში. კვირაში ერთი ზარი მეკუთვნის კანონით . მართლა რომ გადავიდე ჭკუიდან და მოწმეებთან რეკვა დავიწყო , ყველასთან დასარეკად 8 წელი მაინც დამჭირდება.რა „სტანოკზე“ გაკეთებთ ასეთ დებილებს ივანიშვილი ?“

  • გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა

    გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. 

    გურამიშვილის 34 ნომერში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, აფეთქება  ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • გირჩის “ბიბლიური თავისუფლება” ბოროტი ძალებისგან დასაცავად ბიზნესის დალოცვას იწყებს

    დღეიდან, მცირე და მსხვილ მეწარმეებსა და სტარტაპერებს პოლიტიკური გაერთიანება გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური ლევან ჯგერენაია დალოცავს.

    დალოცვის საფასური 50 ლარი იქნება, რითაც „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის უმაღლესი სასულიერო იერარქიის მთავარი მღვდელმსახური დაფინანსდება. ეს კი გირჩის ინფორმაციით “კეთილ საქმესა და ადამიანების თავისუფლების დაცვას მოემსახურება. “

    რომ შემომწირველები, დალოცვასთან ერთად, დახარჯული თანხის შესაბამისად, გირჩის ციფრულ ვალუტას – Ged-ებსაც მიიღებენ.

    “საქართველოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ პოლიტიკოსების დალოცვა ჩვეულებრივი მოვლენაა. სასულიერო პირებთან კონკრეტული ადამიანები მიდიან და თავიანთი ბიზნესის დალოცვას სთხოვენ. ქვეყანაში, „ბიბლიური თავისუფლება“ ყველაზე სწრაფადმზარდი რელიგიაა, რომელიც ადამიანებს თავისუფლების დაცვაში ეხმარება. ვთვლი, რომ ჩვენი დალოცვა ბიზნესს წარმატების მიღწევასა და ბოროტი ძალებისგან დაცვაში და პრობლემების თავის არიდებაში დაეხმარება“ – აცხადებს ლევან ჯგერენაია.

    პირველი კომპანია, რომელიც ლევან ჯგერენაიამ დალოცა, „გირჩის“ მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია „შმაქსი“ იყო.

  • ავჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ავჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა  რამდენიმე პირი დააკავეს.

    ადგილობრივების თქმით, სამართალდამცავები ტერიტორიაზე მოულოდნელად გამოჩნდნენ.

    ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

    დაკავებულების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

  • ასპინძაში ყველაზე პატარა სკვერის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 55 500 ლარი უჯდება

    ასპინძაში ყველაზე პატარა სკვერის რეაბილიტაცია სახელმწიფოს  55 500 ლარი უჯდება. ინფორმაციას ამის შესახებ  ადგილობრივი მედიასაშუალება “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ეს ასპინძაში, მოცულობით ყველაზე პატარა სკვერია.

    სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ექსიმ მეიდი“ ასრულებს.

  • საქართველოს უნივერსიტეტმა “მთავარი არხის” წილი იყიდა

    საქართველოს უნივერსიტეტმა ტელეკომპანია მთავარი არხის წილის 2% შეიძინა. სანაცვლოდ უნივერსიტეტი კომპანიის  კაპიტალში 200 000 დოლარს შეიტანს.

    “მთავარი არხის” წილი საქართველოს უნივერსიტეტმა კახა ანჯაფარიძისგან  2000 ლარის სანაცვლოდ იყიდა.

    “მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ნიკა გვარმაია ფლობს, კახა ანჯაფარიძე – 42%-ს, საქართველოს უნივერსიტეტი – 2%-ს, გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილი მარი ანა რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა რურუას ძმა, ბიზნესმენი გიორგი რურუა – 2.5%-ს.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ოქტომბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9718 ლარი გახდა.

    დღეისთვის მოქმედი კურსი 2.9682 ლარი იყო, კურსის ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

    1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.3088 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2980 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0108 ლარი შეადგინა.