Category: არქივი

  • „კარფურში“ ნაყიდი ჭიებით სავსე შოკოლადი

    სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შოკოლადი, რომელიც მაღაზია კარფურში იყიდა, ჭიებით იყო სავსე.

    „კარფურში ნაყიდი შოკოლადი დათუნია-500 გრ 16.00ლ. ჩვეულებრივი საწამლავია საყვარელ შეფუთვაში…და ეს მეორე შემთხვევაა, რამდენიმე თვის წინ ორაგულის გაფუჭებული სტეიკი გამომატანეს, თან საგულდაგულოდ შეფუთული რომ უცებ არ გცემოდა ის საშინელი სუნი. სირცხვილია რა!!!” – წერს ჩიქოვანი

    ამავე თემაზე: 

    22 წლის სპორტსმენი შაურმამ მოწამლა – ბიჭი პარალიზებულია

    “უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს”-თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ხალხი მოიწამლა, მათ შორის სოფო ტოროშელიძის მცირეწლოვანი შვილი

  • “სამშაბათს მე მეჭირება ხელში ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი”-ჩალაგაშვილის ულტიმატუმი ხელისუფლებას

    სამშაბათს მე მეჭირება ხელში ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი-„გამარჯვებული საქართველო” ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღზე, რომლის გამოც მისი თანაპარტიელი კობა კოშაძე დაიჭირეს, კოშაძის დნმ-ის კვალი აღმოჩენილი არაა.

    ჩალაგაშვილის თქმით, მის პარტიას აქვს იმ ოთხი პოლიციელის პირადი მონაცემები, ვინც კოშაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და იმ შემთხვევაში, თუ ეს სამართალდამცველები ორშაბათამდე ახალ ჩვენებას არ მისცემენ გამოძიებას, ჩალაგაშვილი მათი ფოტოების გამოქვეყნებას აანონსებს.

    „მინდა მივმართო პროკურატურას, თადუმაძეს, უდიპლომო ადამიანს, ჩვენ ერთი კვირის წინ წარვადგინეთ დასკვნა, რომ იარაღზე კობა კოშაძის ანაბეჭდები არ ამოსულა.

    დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი დასკვნა, სადაც წერია, რომ იარაღზე, მჭიდზე და ვაზნებზე არც დნმ კვალი არ არის ამოსული კოშაძის. ბატონო ივანიშვილო, ბატონო თადუმაძე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ კობა კოშაძე.

    მე მინდა მივმართო იმ 4 პოლიციელს, რომლებმაც მისცეს ჩვენება და ჩაუდეს კოშაძეს იარაღი. მე მაქვს თქვენი პირადი მონაცემები, მე დღეს წავიკითხავ მხოლოდ ამ ადამინების გვარებს. ესენი არიან: დეტექტივი ნეფარიძე, კოპაძე, აწკარუნაშვილი და ნიჟარაძე. თქვენ ვადა გაქვთ ორშაბათს საღამომდე მისცეთ ჩვენება, ვინ დაგავალათ ჩაგედოთ იარაღი კოშაძისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამას, სამშაბათს მე მეჭირება ხელში ოთხივეს ფოტო, რომლითაც აჭრელდება სოციალური ქსელი”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე ივლისში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

  • გაგრაში სამგზავრო მატარებელს ხე დაეცა

    ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან სოხუმში მიმავალ მატარებელს, გაგრაში ხე დაეცა.

    მატარებელში მომხდარის დროს 185 მგზავრი იმყოფებოდა. ხემ მატარებელი დააზიანა და მინები ჩაამსხვრია.

    ინციდენტის დროს  მგზავრები არ დაშავებულან.

  • “ვაი შე საცოდაო… ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს!”-ანიტა რაჭველიშვილი ბერას მიმართავს

    ბერა ივანიშვილის მიერ, ხანძრის შედეგად განადგურებული ამაზონის ტყის აღსადგენად 1, 1 მილიონი დოლარის გადარიცხვას ცნობილი საოპერო მომღერალი  ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

    “ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!”-წერს ანიტა რაჭველიშვილი

  • “სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც ასე იყო” – კალაძის მოადგილე

    თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი მგზავრობდა და მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა.

    ვიცე-მერის თქმით, პრობლემური მხოლოდ სადგურის მოედანია.

    “უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემური კვანძი არის მხოლოდ გადასაჯდომი სადგურის მოედანი და ის კონკრეტული გვირაბი, სადაც კონკრეტულ მონაკვეთში და განსაკუთრებით პიკის საათებში არის მოზღვავებული ნაკადი”, – თქვა ირაკლი ხმალაძემ.

  • ილია ჯიშკარიანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პროკურატურა ილია ჯიშკარის საქმეზე მზად არის სახალხო დამცველს მასალები გადასცეს. განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

    “საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო წესით ითხოვდა ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას.

    სახალხო დამცველის შესახებ ორგანობული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს , რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული .

    შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით ა ცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.

    ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • “ბერას მიმართ კრიტიკა, ძირითადად, გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან ისმოდა” – კალაძე

    თბილისის მერი, კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელმაც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა, გაუგებარს უწოდებს.

    დედაქალაქის მერმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კრიტიკა ძირითადად, „გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან“ ისმოდა.

    „გუშინ მართლაც საოცარი დღე იყო. ოპონენტები, მთელი შემადგენლობით – ოჯახის წევრებით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებით, ჩართული იყვნენ იმაში, რომ როგორმე გაეკრიტიკებინათ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედება. გაუგებარია ეს ქმედებები და ამორალურობის ყველანაირ ზღვარს სცდება. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მარტო ბრაზილიის პრობლემა არ არის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამაზონის ტყე არის დედამიწის ფილტვები და ცუდი რა არის იმაში, რომ ჩვენ, ქართველებს პატარა წვლილი შეგვაქვს ხანძრის ლიკვიდაციაში?! თან საუბარია იმ ადამიანზე, რომლის ოჯახს უამრავი ქველმოქმედება აქვს საქართველოში განხორციელებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე სხვა მიმართულებით. არ დავიწყებ იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედების სახით განხორციელდა. ცხადია, ამ ტიპის განცხადებებს, ძირითადად, გაკოტრებული პოლიტიკოსები აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონება ნათია თურნავამ 7 მილიონ დოლარად გაასხვისა-დავით ჭიჭინაძე

    არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე  აცხადებს.

    დეპუტატის ინფორმაციით, ბაინდურაშვილმა ამის შესახებ ჩვენება ფინანსურ პოლიციაში 2013 წელს მისცა, როდესაც ხელმძღვანელი ფარცხალაძე იყო.

    “არსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება დღევანდელ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავაზე, სადაც საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარად შეფასებული ქონების 7 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარებში გასხვისებაზე.
    ყოფილმა მინისტრმა, ბაინდურაშვილმა, ჩვენება 2013 წელს ფინანსურ პოლიციაში მისცა, როდესაც ხელმძღვანელი ფარცხალაძე იყო.

    მოგვიანებით ფარცხალაძე პროკურორი ხდება, საქმე კი თაროზე ინაცვლებს, როგორც არა ერთისაქმე მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე. 13 მილიარდიანი ბიუჯეტი კი, კორუფციის ისეთ გასაქანს აძლევს ბევრს, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუფციაც კი ვერ მივა ამ დონემდე.ამის ერთ მაგალითად მინისტრი თურნავაც საკმარისია, ხან ბიზნესს რომ
    ემსახურება და ხანაც მინისტრის მოადგიელეა, ან მინისტრი.

    ბაინდურაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მისი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოხდა მანამდე უკვე გაკოტრებული სს„თბილსრესი“-ს სამეურვეო ქონების აუქციონის წესით გაყიდვა და ასახელებს თურნავას, ენუქიძეს, მიქელაძეს. მისი განმარტებით სს „თბილსრესის“ გაკოტრების საქმის წარმოებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ფინანსთა სამინისტროში კურირებდნენ მაშინდელი მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძესთან. (ეს უკანასკნელი დღესაც მინისტრის მოადგილეა). გარიგება „საქართველს ინდუსტრიულ ჯგუფს“ და სამინისტროებს შორის ხდებოდა.

    ბაინდურაშვილის ჩვენების მიხედვით კი: „მე არაფერს მეკითხებოდნენ, თვითონ დაალაგეს ყველაფერიო.“არადა, რამდენიმე ასეულ მილიონად შეფასებული ქონება 7 მილიონ დოლარის ექვივალენტ ლარებში გაასხვისეს და გარდა იმისა, რომ მაშინდელი სავალუტო კურსი გაცილებით დაბალი იყო, არცერთი პირობა დღემდე შესრულებული არ
    არის.კერძოდ, სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე
    მომუშავე თბოსადგური, რაც არ განხორციელებულა”-აცხადებს ჭიჭინაძე.

  • 22 წლის სპორტსმენი შაურმამ მოწამლა – ბიჭი პარალიზებულია

    22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის შედეგად პარალიზებულია. შემთხვევა, თბილისში მოხდა, ზაფხულში შაურმის ინტოქსიკაციის შედეგად ბიჭი საავადმყოფოში მოხვდა – ამის შესახებ, ახალგაზრდა ბიჭის დედამ მანანა გოროზიამ გადაცემაში “სხვა ნანუკაში” ისაუბრა.

    დედის თქმით, 22 წლის სპორტსმენი რეაბილიტაციას დღემდე გადის.

    “საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს, ექიმმა უთხრა რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, რომ მოწამვლამ გამოიწვია სინდრომი გენაბარი. ეს დაავადება 100000 ადამიანიდან ერთს ემართება. ესაა ბაქტერია რომელიც, მთელს ორგანიზმს პარალიზებულს ხდის. დედა შვილის სიცოცლის გადასარჩენად იბრძოდა. მან ცხელ ხასზზე დარეკა და პასუხად მიიღო ის, რომ აღნიშნული ობიექტი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და დაიხურა” – აღნიშნა სპორტსმენის დედამ.

  • “ჯიბეში ყოველთვის 1300 ლარი არ მიდევს”-რატომ უთხრა სადაზღვევომ უარი 13 წლის ბიჭს გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებაზე

    ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილის 13 წლის შვილს ერთ-ერთმა სადაზღვევომ გადაუდებელი ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ გრძელიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    გრძელიშვილის თქმით, ბავშვს თვალი ძაღლმა დაუზიანა,პირველადი სამედიცინო დამხარების გაწევის შემდეგ, კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია დაიგეგმა. აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო კომპანია თანხებს იმ მიზეით არ ანაზღაურებდა, რომ კონკრეტული კლინიკა მისი პროვაიდერი არ აღმოჩნდა.

    “გუშინ ღამის 12 საათზე ანდრიას ძაღლმა თვალი დაუზიანა, ცუდად. სასწრაფომ, ჭრილობის პირველადი დამუშავების მერე გვითხრა რომ აუცილებელი იყო თვალის კლინიკაში გადაყვანა. კლინიკაში გვითხრეს რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია თვალზე – უფრო სწორედ ქუთუთოზე ნაკერის დადება. ამასობაში ღამის 2 საათი გახდა. ოპერაციის ღირებულება 1300 ლარიაო. თქვენ იმედი ელში ხართ დაზღვეული და საყოველთაო არ მოქმედებსო. ოღონდ იმედი ელში დარეკვისას მითხრეს რომ ნიუ ჰოსპიტალი მათი პროვაიდერი არ არის. და ვერც სხვა პროვაიდერთან წამიყვანენ, რადგან ნიუ ჰოსპიტალი, სადაც ვიმყოფებით, ერთადერთი ამ პროფილის თვალის კლინიკაა საქართველოში, ღამით რომ მუშაობს – გადაიხადეთ ფული და ჩვენ განვიხილავთო. ვეუბნები, ბოდიში, მაგრამ ჯიბეში ყოველთვის 1300 ლარი არ მიდევს, მე ხომ დაზღვევის ფულს გიხდით. ხომ ხართ ვალდებული ბავშვი გადაუდებელი საჭიროებით ქუჩაში არ დამიტოვოთ. თუ ეს თუ ერთადერთი კლინიკაა და სხვა არ არსებობს, რატომ არ გაქვთ პროვაიდერის კონტრაქტი დადებული. იმედი ელის გოგონა, შეწუხებული რობოტის ტონით მიმეორებს იგივეს, რომ სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ… არადა საქმე იმაშია, რომ, ეს ამ პროფილის ერთადერთი კლინიკაა, მაგრამ იმედი ელი კონტრაქტს არ უფორმებს იმიტომ, რომ ნიუჰოსპიტალი მათ კონკურენტს ეკუთვნის. ბოლოს ნიუ ჰოსპიტალის რეგისტრატურის გოგონამ დაიწყო რეკვა თავის მენეჯმენტთან – ჩემი თავი შემეცოდა, ისე ეხვეწებოდა ვიღაცებს ბავშვია ასეთ მდგომარეობაში, თანხას არ უნაზღაურებენ და იქნებ რამე ვუშველოთო… მაგრად შემრცხვა, რომ ამ ყველაფერს მოსაცდელში ჩემთან მჯდომი თვალახვეული ანდრია ისმენდა. ჩემი 13 წლის შვილის შემრცხვა განა იმიტომ, ფული რომ არ მქონდა – იმიტომ, რომ არც მას და არც მის ხუთ და-ძმას ქვეყანა არ ჰქონდათ… ბოლოს, ორდღიანი კონტრაქტი გამიფორმეს – ანუ, ოპერაცია გაუკეთეს მაგრამ თანხა ისევ ჩემით, ორ დღეში უნდა გადავიხადო. კი. გადავიხდი ამ თანხას მაგრამ 1300 კი არა, 50 ლარიც რომ იყოს – დაზღვევის ნაცვლად ფული მე რატომ უნდა გადავიხადო?! და ვინც ვერ გადაიხდის, კვდება? გადაარჩენენ და დაიჭერენ, ვალის გამო?? აი ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი – სახელად საქართველოს სახელმწიფო რომ ჰქვია – ვითომ ჯანდაცვით, ვითომ მინისტრებით, ქარაქუცა დეპუტატებით და პრეზიდენტით – მეზიზღება! ჩემი თავიც მეზიზღება მთავრობიდან მთავრობამდე, ამ დუქანში რომ ვაგდივარ და კანონ-სამართლით მოვაჭრე, ხეპრე მიკიტნებს მზეში დაბმული ვირის რუდუნებით ვიტან… არადა ეს დამპალი მასობრივი მოთმინებაც ათწლეულები რომ არ ილევა… როდემდე რაც მთავარია, ამ დრომდე იმედი ელიდან არც კი მოუკითხივარ ვინმეს – მიუხედავად გუშინდელი ღამისა… იმედი L • Imedi L სარფიანია სიცოცხლით ვაჭრობა?ვიცი, ძალიან გაინტერესებთ – თქვენი ე.წ. “VIP” სტატუსით დაზღვეული ანდრია თავს ძალიან კარგად გრძნობს. ნიუჰოსპიტალის პერსონალს კი დიდი მადლობა პროფესიონალიზმისთვის და ადამიანურობისთვის – რეგისტრატურით დაწყებული და ქირურგით დამთავრებული. New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი”-წერს დაჩი გრძელიშვილი.