Category: არქივი

  • სროლა რუსთავის რესტორანში-დაკავებულია 2 პირი

    რუსთავის რესტორანში სტუმრებსა და მუსიკოსებს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება სროლით და 2 ადამიანის დაკავებით დასრულდა.

    „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ჩხუბი ერთ-ერთი სუფრის წევრებსა და მუსიკოს შორის მოხდა.

    მამაკაცებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსმა უარი განუცხადა, რასაც  ჩხუბი მოჰყვა.დამტვრეულია ინვენტარი. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  

    ჩხუბის დროს იყო იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ე.წ. სასტარტო იარაღი, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს და მისი გასროლაც სიტუაციის განეიტრალების მიზნით მოხდა.

    ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური, დაცვის პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპჟები.

    ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ექიმებმა მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 მამაკაცი.

  • ვისაც ხშირად ეხმარები, იწყებს ფიქრს, რომ ეს დახმარება მხოლოდ მას ეკუთვნის – ნინო წილოსანი

    „ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოციალურ ქსელში  ქველმოქმედების უარყოფით მხარეებზე წერს.

    მისი თქმით, ვისაც ხშირად ეხმარები იწყებს ფიქრს, რომ ეს დახმარება მხოლოდ მას და არავის სხვას აღარ ეკუთვნის, რაც ცუდია.

    „ქველმოქმედებას ერთი უარყოფითი მხარეც ააქვს- ვისაც ხშირად ეხმარები იწყებს ფიქრს რომ ეს დახმარება მხოლოდ მას და არავის სხვას აღარ ეკუთვნის, და შენი გულწრფელი გადაწყვეტილებები შეიძლება ზიზღითაც კი მიიღოს..
    არადა რა კარგი შინაარსი აქვს ქველმოქმედებას“, – წერს წილოსანი.

    დეპუტატი ამ პოსტით ბერა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა. 

    22 ოქტომბერს ბერამ საკუთარ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ორგანიზაციას ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად.

  • ტაქსისტი ძმები ქართველიშვილების დედა გარდაიცვალა

    ტაქსისტი ძმები ქართველიშვილების დედა გარდაიცვალა. გარდაცვალების  შესახებ ერთ-ერთმა ძმამ ნიკა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ“ – წერს ნიკა ქართველიშვილი

    ძმები დიდი ხნის განმავლობაში დედის გადასარჩენად ტაქსაობით აგროვებდნენ ფულს.

  • „ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“ – არქიმანდრიტის სკანდალური კომენტარები

    „ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“-ეს სიტყვები სასულიერო პირმა არქმინადრიტმა ბართლომემ მას შემდეგ დაწერა, რაც ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი გააკრიტიკა.

    სასულიერო პირის ამ კომენტარს სოციალურ ქსელში თავად მეცო-სოპრანო აქვეყნებს.

    ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირი ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია.

    შეგახსენებთ, მომღერალი ბერას მიერ ამაზონის ტყისთვის თანხის გადარიცხვას გამოეხმაურა და ის სოციალურ ქსელში გააკრიტიკა.

    “ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს!”, – წერს რაჭველიშვილი.

  • ახალცხე-ასპინძის გზაზე ტრაილერი ამოყირავდა – არის მსხვერპლი

    ავტოსაგზაო შემთხვევა  ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე- ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 25 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაისის, ღლონტის, გურამიშვილის, ღრმაღელეს, ქართლის, კნოლევის, თმოგვის, გვაზაურის, გუდამაყრის და ქსოვრელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, მინდელის და ძოწის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, მირზა გელოვანის, ლვოვის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, არდაზიანის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის და ჭრელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, იუსტინე ჩუბუნიძის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა

    უბედური შემთხვევა კახეთში-გურჯაანში, ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

    ადგილობრივების თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ცეცხლი ორსართულიან სახლზე იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ქალის გამოყვანა ვერ მოასწრეს.

    მთლიანად განადგურდა შენობა.

    ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდა.

    წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროობის გაუმართაობამ გამოიწვია.

  • “უახლოეს მომავალში ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს“–გუბაზ სანიკიძე

    “უახლოეს დღეებში, ალბათ ახალ წლებამდე ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს.ვაპირებ ვისაუბროთ ქვეყნის სვე ბედზე.“ –ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ მთავარი არხის ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.

    გადაცემაში გუბაზ სანიკიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ოპოზიციის სამომავლო შანსებზე ისაუბრა. ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    “ყველა უნდა შეთანხმდეს რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ისინი არჩევნებს არ დაეთანხმებიან.ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კოალიციური მთავრობის საკითხი

    არსებობს ორი ფორმულა:

    ოპოზიციური ფორმულაა ყველა ერთის წინააღმდეგ და მეორე ფორმულაა არც ნაცები და არც ქოცები. ბევრი ამბობს ამას. მოდი ვიყოთ გულახდილები, ბავშვები ხომ არ ვართ. ეს ფორმულა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვებას. შაჰაბასმა კითხა ერთხელ გიორგი სააკაძეს რომელი იარაღი გირჩევნიაო. რომელიც ხელში მომხვდება ისო.
    სააკაშვილი არის ფაქტორი. ეს არის ჩვენი რეალობა. სააკაშვილი არის ყველაზე სერიოზული ფაქტორი. გარდა ამისა სააკაშვილი არ არის მარტო საქართველოს პლიტიკური ფიგურა. ის არის ფიგურა აღმოსავლეთ ევროპაში. ფაქტია ხალხო, თუ არადა ჩავიდეს ეს ბიძინა თავისი შვიდი მილიარდით და ასი ათასი კაცი გამოიყვანოს კიევში. სააკაშვილი მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს, არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ხანდახან გამიკვირდება ხოლმე: არ არის ფორმაში და რაღაცეებს ამბობენ. გაქცეულია კაცი ქვეყნიდან და მას ყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი.“– აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
  • „იბერიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა ტელეკომპანიას სასამართლო დავა მეორედ მოუგეს

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ განხილვის გარეშე, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.

    შეგახსენებთ, რომ არხის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ იბერიას დახურვასთან დაკავშირებით თანამშრომლებს 2018 წლის 16 ოქტომბერს ჩატარებულ თათბირზე განუცხადა. მიზეზად კი ფინანსური კრიზისი დასახელდა. 

    მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი მსგავს შემთხვევაში დამსაქმებელს 2 თვის კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს- არხის მფლობელებმა ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადეს.

    ტელეკომპანია იბერიას ყოფილი ჟურნალისტების ინტერესებს საია იცავს.

  • „საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი“ – თეა წულუკიანი სუმბაევის ექსტრადირებაზე

    „საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი“ – იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სუმბაევის ექსტრადირებაზე განაცხადა.

    „მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისგან ხოლმე და დაე, ყველამ იცოდეს, რომ რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. საქართველო შეიძლება, იყოს თავშესაფარი მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიონ საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას, შესაბამისად როგორც ქართულ სასამართლოებში, ისევე სტრასბურგის სასამართლოში სუმბაევის საქმე დაცვის მხარის საზიანოდ არის დასრულებული, იუსტიციის მინისტრის ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და რადგან არავითარი ბარიერი, არც სამართლებრივი და არც სხვა არ არსებობს, რომ ეს პირი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი გადაცემა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

    შეგახსენებთ, რომ რუსი ჰაკერის ექსტრადირება რუსეთში დღეს განხორციელდა.