Category: არქივი

  • თბილისის ერთ-ერთ კლუბში ტურისტს შამპანურში, წვენსა და ღვინოში 12 ათას ლარზე მეტი გადაახდევინეს

    თბილისის ერთ-ერთ კლუბში შვეიცარიელ ტურისტს ერთ ბოთლ შამპანურში, წვენსა და ღვინოში 12 ათას ლარზე მეტი გადაახდევინეს. ამის დასადასტურებლად ერთ-ერთმა პირმა გადახდის ქვითრის ამსახველი ფოტო გაავრცელა.

    როგორც პოსტის ავტორი წერს, შვეიცარიელ ტურისტებს 20-მდე პირმა ალყა შემოარტყა და გადახდა აიძულა.

  • საბრძოლო მზადყოფნა საოკუპაციო ხაზთან – ატოცში ცხენოსანი სპეცრაზმელები გამოჩდნენ

    ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, 19 ოქტომბერს შეღობილ 330 მეტრის ცხაურებს რუსი ოკუპანტები ცხენოსანი პატრულით აკონტროლებენ, – ინფორმაციას ანტიოკუპაციური მოძრაობა ავრცელებს. დათო ქაცარავას ჯგუფის წევრებმა ფოტო და ვიდეომასალა “ფეისბუქზე” გაავრცელეს. ანტიოკუპაციური ჯგუფის წევრები პოლიციამ საოკუპაციო ზოლის მიმართულებით საპატრულოდ გაატარა, თუმცა, ახალი ბარიერი დაუწესა და მათ პატრულირების ნება მხოლოდ ცხაურებიდან 135 მეტრის მოშორებით მისცა. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ზოლზე არსებული ვითარების გადაღება მათ სპეცმოწყობილობებით მაინც შეძლეს. 

    “დღეს ატოცში დაგვრთეს ნება ველზე გავსულიყავით.
    დაახლოებით 200 მეტრით დაგვხიეს უკან, საიდანაც ფაქტიურად არაფერი ჩანს. მოგვაშორეს საოკუპაციო ხაზს, იმ ადგილს, სადაც 11 თვე ვპატრულირებდით.
    იქედან, სადაც მოგვცეს დგომის უფლება, ფაქტიურად არაფერი ჩანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ოკუპანტების გადაადგილების დანახვა, თუ პირდაპირ ღობესთან მოვლენ.
    აი, როგორც აქ, ამ სურათზე…
    პ.ს. რუსები არ გაღიზიანდნენ მთავარია, ეს არის მთავარი.
    ჩვენ აქედან წასვლას ვერ გვაიძულებთ.
    უამრავ სხვა ხერხს ვიპოვით, როგორ გავაგრძელოთ ეფექტურად პატრულირება.”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

  • თბილისის ერთერთ კლუბში დაცვამ ამერიკის მოქალაქეები სცემა

    თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს სცემეს – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ავრცელებს.

    “გამთენიისას ჩემი ამერიკელი მეგობრების ოჯახი რესტორან სულთანის დაცვამ სცემა მხოლოდ იმიტომ რომ 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს და ბარათით არ გადაიხადო წადი მოხსენიო. რა თქმა უნდა, ჩეკიც გაბერილი იყო”, – წერს ხაჟომია ფეისბუქზე.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა “ბ” და “გ” პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

  • არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლას საპატრიარქოს კომისია განიხილავს

    საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    მათი ცნობით, არქიმანდრიტის წყევლას საპატრიარქოს კომისია განიხილავს.

    „ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

    კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

    მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

    ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე” – აღნიშნულია განცხადებაში.

    ბართლომე ფირცხალაშვილმა საჯარო კომენტარში “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა.

  • სასამართლომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო ძალაში დატოვა

    საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრის ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო ძალაში რჩება.

    სასამართლომ ძალაში დატოვა დამატებითი ღონისძიება, რომლითაც ბრალდებულებს ეკრძალებათ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვება.

    მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებულ 700-700 ათასი ლარის გირაოს, ხოლო ავთანდილ წერეთელის მიმართ შეფარდებული 500-ათას ლარიანი გირაოს გაუქმებას ითხოვდნენ. 

  • “არქიმანდრიტმა ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს”- დეკანოზი თამაზ ლომიძე

    დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს, აცხადებს, რომ არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ანიტა რაჭველიშვილზე ნათქვამი სიტყვების გამო.

    „ახლა არქიმანდრიტ ფირცხალაშვილს ერთადერთი რამ ჰმართებს: ის მაღალი ქუდი უნდა მოიხადოს, გამოვიდეს და საჯაროდ, ქრისტიანების წინაშე გულწრფელი ბოდიში მოიხადოს მღვდლისთვის ყოვლად მიუღებელი და სამარცხვინო სურვილისთვის. ასევე, პატიება უნდა სთხოვოს ადამიანს, ქალს და სახელოვან მომღერალს იმ საშინელი და მდაბიო სიტყვებისთვის. სიტყვა თუ სურვილი, რაც შეიძლება წამოსცდეს საერო ადამიანს, არ ეპატიება მღვდელს“, –  წერს  დეკანოზი თამაზ ლომიძე.

    შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირმა არქმინადრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილის ყელის კიბო უსურვა.

  • ავარია კახეთის გზატკეცილზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

    კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

    არსებული ინფორმაციით ერთმანეთს  “მერსედესი” და  “უაზის” მარკის სატვირთო შეეჯახნენ.

    გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “თვითონ კი დასეირნობს მინი კუპერით მაგრამ ხალხი?!”- ელისაშვილი ქალაქის მერზე

    ალეკო ელისაშილმა რადიო “ფორტუნასთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ მერიის არაკომპეტენტური რეფორმის შედეგად ხალხი ზარალდება.

    „გადახედონ სატრანსპორტო გეგმას და შეაჩერონ ის არაკომპეტენტური ე.წ. რეფორმა, რასაც ახორციელებენ. ვინაიდან, სინამდვილეში ეს არის მავნებლობა. რეფორმა საჭიროა და რეფორმა უნდა იყოს თანამიმდევრული. როგორც სახლი შენდება საძირკვლიდან და სახურავიდან აშენება არ შეიძლება, ზუსტად ეს არის სატრანპორტო რეფორმა. ტაქსები ბოლო უნდა ყოფილიყო, რასაც მერია გააკეთებდა და რეგულაციებს დაუწესებდა. მანამდე სხვა რაღაცეები უნდა მოეგვარებინა. ისინი რომ არ მოაგვარა და ტაქსებს მიადგნენ, ამიტომ გამოიწვია ხალხის ნაკადის გადანაწილება სხვა ტრანსპორტში და შესაბამისად, მეტროში ავტობუსში და მარშუტკებში ჭყლეტა.

    ასე რომ, ნუ არის კალაძე გაჯიუტებული. აღიაროს, რომ შეცდომა მოუვიდა და უკან დაიხიოს. თუ ამას იზამს, მე გამოვალ და შევაქებ პირადად. სხვა შემთხვევაში ხალხი ზარალდება, თვითონ კი დასეირნობს მინი კუპერით, მაგრამ ხალხი ძალიან ზარალდება. აქციით გამოვხატეთ, რომ მერი და მისი მოადგილეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დადიან. ვიცე მერმა თქვა, რომ სტუდენტობის მერე საერთოდ მეტროში არ ყოფილა. ასეთი კაცი ქალაქს და მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტს მართავს, რადგან ესენი არ დადიან მეტროთი და არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ იციან რა ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით პიკის საათებში ავტობუსებში, მეტროში და მარშუტკებში. სწორედ ამიტომ მივიტანეთ ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის ამ დღეებში გადაღებული კადრები მერიასთან და ვაჩვენეთ. იქ მაინც ენახათ რა ხდება ქალაქში, რადგან თავად არ კადრულობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას. ნახონ როგორ ზარალდება ხალხი მათი არაკომპეტენტური რეფორმის შედეგად.”

  • ზუგდიდში ბაზრის შესასვლელთან მამაკაცი გარდაიცვალა

    ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

    როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მალევე მოვიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.