Category: არქივი

  • “სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს” – ბიბილოვი

    რუსეთში ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი ანატოლი ბიბილოვი შეხვდნენ. შეხვედრის დროს ბიბილოვმა თქვა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს.

    დე-ფაქტო ცხინვალის სააგენტო „რესი“ წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოსეთის გაყოფას, რა დროსაც ბიბილოვმა თქვა, რომ სამხრეთ ოსეთი არასდროს გასულა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან და ის დარწმუნებულია იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა იყოს.

  • არასწორია განცხადება, თითქოს დღეს ხელისუფლებამ „კიდევ 500 მეტრი დაკარგა” – გომელაური

    შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში შექმნილი ვითარება შეაფასა და განცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის დაკავება საოკუპაციო ძალების მხრიდან, მოწმობს იმას, რომ ისინი არავის და არაფერს ერიდებიან.

    მინისტრის თქმით, ტერიტორიები როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ქვეყანამ ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა, ამიტომ არასწორია განცხადება, თითქოს დღეს ხელისუფლებამ კიდევ 500 მეტრი დაკარგა.

    „ცუდია რომ ამბობენ, გაავლებენ ღობეს და დაკარგა სახელმწიფომ კიდევ ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ დავკარგეთ. სადაც ღობე არ არის, იქ გადავდივართ, შევდივართ? ვერა. დაკეტილია. ღობე იქნება იქ, თუ რუსული ჯარი იდგება, ჩემთვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ღობეს ავლებენ და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ კიდევ 500 მეტრი დაკარგა, არასწორია, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა ზუგდიდში, სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნაზე გაააკეთა.

  • „თუ გახსნიან ცეცხლს, ჩვენ პასუხს გავცემთ“ – შს მინისტრი დე-ფაქტო ცხინვალს პასუხობს

    სამეგრელოში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მუქარას და პროვოკაციას საქართველოს ხელისუფლება შესაბამის პასუხს გასცემს.

    „ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ, მცოცავი ოკუპაცია არ არის. ეს ამბავი დაიწყო 2008 წელს, ღობე იქნება ადგილზე, თუ რუსული ჯარი იქნება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა.

    ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, თუ გახსნიან ცეცხლს, ჩვენ პასუხს გავცემთ რა თქმა უნდა და ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიებს და მოსახლეობას დავიცავთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმზე გადასვლა გამოცხადდა. კიდევ უფრო ადრე დე-ფაქტო ცხინვალმა საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

  • “მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება”- ვახტანგ გომელაური

    ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, რაც სამწუხარო ფაქტია, თუმცა აქვე დასძენს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს ახლა კარგავს, არასწორია.

    ამასთან, შს მინისტრი საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავებასაც გამოეხმაურა.

    „ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რა თქმა უნდა, როდესაც დამკვირვებლები დააკავეს. პრობლემა ექმნებათ ასევე პრესას, მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება დააკავონ და ამიტომ არ ვუშვებთ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან ევროკავშირის დამკვირვებლებსაც, რომლებიც დააკავეს. რაც შეეხება ვითარებას ადგილზე, იქ ნამდვილად არ არის გამწვავებული ვითარება. გაავლებენ ხოლმე 100 მეტრზე ღობეს ოსურ-რუსული მხარე და დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ახალი ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ეს ალბათ კარგად უნდა აიხსნას და მთავრობის ასახნელიც არის ალბათ. ეს თემა დაიწყო 2008 წელს. ხელი მოეწერა ოკუპაციის ხაზს, რომ იქით იქნებიან რუსული და ოსური მხარე, აქეთ იქნება ქართული მხარე. ახლა სადაც ღობე არ არის გავლებული გადავდივართ? ვხნავთ ან ვთესავთ? მივდივართ ნათესავებთან? ვერ მივდივართ! სამწუხაროა, ღობე რომ ივლება და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ დღეს დაკარგა საქართველომ კიდევ 500 მეტრი ტერიტორია, არასწორია“, – განაცხადა გომელაურმა.

  • როგორ ჩაანაცვლა ჩცდ-ში თენგო თამუნამ

    ტელეკომპანია ფორმულას ეთერში დღეს 22:00 საათზე „ჩემი ცოლის დაქალები“ გავიდა. 

    ჩცდ-ს სცენარისტმა გადაწყვიტა, რომ თენგო რუსეთში წავიდა, რათა მილიარდერი გახდეს. მას ცოლი თამუნა ჩაანაცვლებს და ბიზნეს შეხვედრებზეც მის მაგივრად თამუნა ივლის.

    შეგახსენებთ, რომ თენგოს როლის შემსრულებელი მსახიბი, შოთიკო ნოზაძე „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუს“ შეუერთდა.თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება „ფორმულასთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა.

    იმავე მიზეზით სერიალში აღარ იქნებია ლუნა (ქეთი ხუციშვილი) და მერაბ დარჩია (ზურა ნიჟარაძე).

    ამავე თემაზე : 

    „ვისაც ჰგონია, რომ ბიძინისტები ვართ და ამიტომ დავრჩით, მათ ვეტყვი…“ – თენგო და ლუნა მაზიაშვილები

    ჩცდ ლუნას და თენგოს გარეშე გაგრძელდება

  • „ავერსის“ აფთიაქში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

    გლდანში „ავერსის“ აფთიაქში გარდაცვლილი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    40 წლამდე მამაკაცი აფთიაქში შევიდა და იქ მყოფებს უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა.

    როგორც თვითმხილველები ყვებია, მამაკაცმა აფთიაქში შემოსვლისას თქვა რომ ცუდად იყო და შემდეგ დაეცა.

    ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს, თუმცა ადგილზე მყოფი გარდაცვლილის ოჯახის წევრები სამართალდამცავებს ცხედარის გადაცემას სთხოვდნენ.

    ცნობილია, რომ მამაკაცს წნევა აწუხებდა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • „გაცხელებული ე.წ „პაიანიკი“ დაადო და დაწვა“ – ქმარი ფეხმძიმე ცოლის სასტიკი წამებისთვის დააკავეს

    შიდა ქართლში მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს გახურებული რკინით, რეზინის მილებით და გაყინული წყლით 2 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აწამებდა. ძალადობის შესახებ იცოდა ყველამ- ოჯახმა, მეზობლებმა ახლობლებმა, მაგრამ ყველა დუმდა.

    დღეს მამაკაცი დაკავებულია, საქმეში მტკიცებულებები და ჩვენებებიც დევს, თუმცა როგორც ბრალდებულის, ასევე ძალადობის მსხვერპლის ახლობლები მამაკაცს ხელს აფარებენ.

    პოლიციას დახმარებისთვის მისამართზე გამოძახებულმა სასწრაფომ მიმართა, რომელსაც სახლში დამწვარი და ნაცემი ახალგაზრდა ქალი დახვდა. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

    წყარო, რომელიც „კურიერს“ ოჯახური ძალადობის მძიმე დეტალებს უყვება, საკუთარ წერილში აღწერს, რომ ახალგაზრდა ქალი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხშირად იყო.

    „მთვრალი დავით ოქროპირიძე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რეზინის მილის და ღუმელის რკინის საჩხრეკის გამოყენებით სცემდა. ურტყამდა ფეხებში, ბოთლით ასხამდა ცივ წყალს სხეულის სხვადასხვა ადგილას.

    აიძულებდა შემძვრალიყო საწოლის ქვეშ. იქ, სადაც იყო „მისი ადგილი“. ერთ დღეს დავით ოქროპირიძემ აიძულა თავისი ცოლი ასულიყო საწოლზე და დამდგარიყო ხელებგაშლილი. გააცხელა ლითონის შესადუღებელი ხელსაწყო, ე.წ პაიანიკი და დაემუქრა, თუ ჩამოუშვებდა ხელებს დაწვავდა. თეამ ვეღარ გაუძლო და ხელები ჩამოწია დაბლა, რა დროსაც ქმარმა გაცხელებული ე.წ „პაიანიკი“ დაადო და დაწვა“, – წერს წყარო.

    საქმეში დევს დაზარალებული ქალის დედის ჩვენებაც, რომელიც ძალადობის მსხვერპლზე ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა დედის ნათქვამი ექსპერტიზამ არ დაადასტურა.

    ახლა დაზარალებული ქალი რეაბილიტაციის კურსს გადის. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურას კი აქვს არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, როგორ ძალადობდა ქმარი საკუთარი შვილების თანდასწრებით ახალგაზრდა ცოლზე.

    კურიერს დაკავებული დავით ოქროპირიძის დედა სატელეფონო ინტერვიუზე დათანხმდა და თქვა, რომ ხელსაწყოთი დამწვრობა ახალგაზრდა ქალმა თავად მიიყენა.

    იმის გამო, რომ ჩხუბის ფაქტებს 4 და 7 წლის ბავშვებიც ესწრებოდნენ, პროკურატურამ ისინიც გამოკითხა. საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან მუშაობდა და მათ უფლებებზე ზრუნავდა.

    29 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად 4 მძიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორის მოძალადე ქმარს წლების წინ ჩადენილ დანაშაულსაც ედავებიან – ის ფიზიკურად ცოლს ორსულობის დროსაც უსწორდებოდა.

  • “ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით?” – ავთანდილ წერეთელი პროკურორებს მიმართავს

    ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით? – ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურორებს. წერეთელმა აღნიშნა, რომ პროკურორები უარგუმენტოდ საუბრობენ.

    კერძოდ, როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მან ფული გათეთრების მიზნით მისცა მამუკა ხაზარაძეს, თუმცა არ და ვერ აკონკრეტებს, საიდან აიღო მან ეს თანხა. ამასთან წერეთელმა პროკურორებს კითხა თუ რა უფლებით უკონტროლებენ მას ფინანსებს.

    “ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით?”, – მიმართა წერეთელმა პროკურორებს

  • “ხაზარაძე აიხლართა მის მიერ წამოწყებულ შავ კამპანიაში”- კალაძე

    რეალურად, თუ გადავხედავთ მამუკა ხაზარაძის განცხადებებს – რა იყო და რაზე საუბრობდნენ, დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიხლართა მის მიერ წამოწყებულ შავ კამპანიაში ჩემსა და ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებებს „პროგრესბანკთან“ დაკავშირებით.

    ,,რეალურად თუ გადავხედავთ მამუკა ხაზარაძის განცხადებებს – რა იყო და რაზე საუბრობდნენ, დღეს გვაქვს აბსოლიტურად სხვა რეალობა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიხლართა თავის მიერ წამოწყებულ შავ კამპანიაში ჩემ წინააღმდეგ და ბატონი ივანიშვილის წიააღმდეგ. თავიდან გვეუბნებდნენ, რომ არსებობდა ასეთი აუდიტორიული დასკვა, რომელიც საერთაშორისო კომპანიამ გააკეთა და მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ეს იყო სიცრუე. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ თუ არსებობს ასეთი დოკუმენტაცია, წარმოადგინონ ან წარუდგინონ ეროვნულ ბანკს, თუმცა თვითონ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. რეალობაში, ერთადერთი კვლევა, ეს იყო აქტივების შემოწმება და ფასის დადგენა, რამდენად შეესაბამებოდა იმ თანხას, რომელიც უნდა გადაეხადათ. ეს არის დღევანდელი რეალობა და მე მგონია, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • მოდით ვნახოთ, რა ხდება 5-ის ნახევარზე დედაქალაქში-ხაბეიშვილი(ვიდეო)

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც არა პიკის საათში დედაქალაქში საცობია.