Category: არქივი

  • “მეუფე იაკობი საუბედუროდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პასუხისმგებლობა ეკისრება პატრიარქს”- მიტროპოლიტი პეტრე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე

    ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ მეუფე იაკობი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

    „მეუფე იაკობი საუბედუროდ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაერთო მორიგი ბოდვით, მაგრამ მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სრული პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე მისი სახით, როგორც წარმოჩინდა დღეს დედა ეკლესია, ეკისრება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, რამეთუ ის არის მისი ქორეპისკოპოსი“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

    „ვინაიდან ბოდბის წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევაზე კათალიკოს პატრიარქმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და აღიარა, რომ მართალია მეუფე ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ჩემს დავალებას ასრულებს, დღეს ფაქტიურად პატრიარქის დავალება შეასრულა მან და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პატრიარქს და საპატრიარქოს. მეუფე იაკობის დღევანდელი სახე არის სამარცხვინო სახე დედა ეკლესიის და საქართველოს პატრიარქისა. დანარჩენს ალბათ წმინდა სინოდი შეაფასებს“, – ამბობს მეუფე პეტრე.

    სასულიერო პირი ამბობს, რომ ის ფიზიკურად არასდროს ყოფილა კანცელარიის შენობაში.

    „მე მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში არასდროს არ ვარ ნამყოფი საქართველოს კანცელარიის შენობაში, ფიზიკურად არ ვარ ნამყოფი, ვერ გავიხსენე ფაქტი. საქართველოს პარლამენტში არაერთგზის, მაგრამ კანცელარიაში არასდროს ვყოფილვარ“, – ამბობს მეუფე პეტრე.

    მიტროპოლიტი მეუფე იაკობს „არაადეკვატურს“ უწოდებს და მის წაყენებულ ბრალდებას „ადამიანურადაც“ არ მიიჩნევს.

    „როცა ადამიანი არის არადეკვატური, უპასუხისმგებლო, არაერთგზის ცილისმწამებელი, რომელსაც ამ სამარცხვინო სასამართლომაც კი ჯარიმა დააკისრა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და დღემდე სინანულის ნაცვლად ისევ აი ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში იმყოფება, მე პირადად მის ბრალდებას არ ვთვლი საერთოდ ადამიანის ბრალდებად“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ მეუფე პეტრემ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე. მისივე თქმით, ამ შეხვედრას მეუფე პეტრეც ესწრებოდა.

  • “ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ”- მეუფე იაკობი

    ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ტელეკომპანია პირველის ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრას იხსენებს.

    „ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ. მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი, არც პეტრე, არც ბიძინა. ყველაზე ვისზეც ვთქვი, შემიძლია გამოვიდა და ვთქვა, თუ რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნება, ყველას თავზე გადავუვლი. რომ გონია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელია… მეუფე პეტრეს რომ ჰგონია თავისთვისაა. ორი მილიონი მივეცი, უნდა გვეყიდა ტელევიზიისთვის… და მაგან გაათამაშა (იმასთან) და ორი მილიონი გაიყვეს…. პეტრე რუსეთის აგენტია. ხელისუფლება დღევანდელი ვისთანაც მოქმედებს ეგეც მაქვს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • „პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ“ – გიორგი კვირიკაშვილი მეუფე იაკობს პასუხობს

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბოდბის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას მოკლე შეფასება მისცა.

    „პატრიარქის წინაღმდეგ არასდროს წავსულვარ, – ასე უპასუხა მეუფე იაკობს გიორგი კვირიკაშვილის.

    შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია, მას პატრიარქის გადაყენებას აიძულებდნენ.

  • ” ომით დაკარგული ტერიტორიები უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით”- გახარია

    ყველა სახის რეაქცია ჩვენი მხრიდან იქნება პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნორებთან შეთანხმებული და მათთან სრულ სინქრონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

    მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს ყოველდღიური შრომით, იმით, რომ ქვეყანა იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო ძლიერი და მიმზიდველი.

    „ჩვენ, ჩვენი ტერიტორიები, რაც დავკარგეთ ომით, უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის ძირითადი საფუძველი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საუბედუროდ ყოველდღე ხვდებიან, გატაცებებზე, ყველა ამ ნაბიჯზე, ჩვენი პასუხი იქნება პრაგმატული, ცივი გონებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით და რაც მთავარია, მშვიდობიანი. ეს არის ჩვენი პოლიტიკის საფუძველი და აბსოლუტურად მკაფიოდ გააზრებული გადაწყვეტილება, ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელსაც გავაგრძელებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

  • “მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს” – პრემიერი მეუფე იაკობის განცხადებაზე

    პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. ეკლესია არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    პრემიერის თქმით, ამის შესახებ პირველად გაიგო და შოკირებულია.

    “მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზულ კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • პატრიარქის გადაყენებაზე „მეჩალიჩებოდნენ“ – მეუფე იაკობი

    ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ტელეკომპანია პირველის ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

    „არამარტო მეუფე პეტრე, სახელმწიფო და ვიღაცეებიც ჩარეულები იყვნენ, ბიზნესმენებიც კი. ვგულისხმობ იმას, ვინც ზვიად გამსახურდიას დროსაც იყო ვითომ ბიზნესმენი. მერე ვითომ შევარდნაძესთანაც იყო. მერე სააკაშვილთან და დღესაც, რომაა უშუალოდ ბიძინასთან დაკავშირებული. მაგალითად ვანო ჩხარტიშვილი. მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ვახო იყო და გახარიამ ცოტა დააგვიანა. „მეჩალიჩებოდნენ“ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთო. მე ვუთხარი, რომ ვინ ეკითებოდათ. ეკლესიამ თვითონ იცოდა. თან ცოცხალი პატრიარქის წინაშე როგორ მიდიხარ თქო. პირველად ამ შეხვედრაზე მე ვიყავი. შემდეგ მეუფე თეოდორე. მეუფე საბა თბილისში არ იყო და მეუფე გრიგოლი იყო. მეუფე პეტრეს გახარია და ვახო შეხვდნენ. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა. ამ ყველაფრის შესახებ უწმინდესობამ იცის. ციანიდის საქმე მანამდე დაიგეგმა და სახელმწიფოც გარეული იყო. შოთაძეს ამას არ ვაპატიებ. რაც გააკეთა და თქვა. კვირიკაშვილსაც ვუთხარი ეს. ყველას ჩავარტყამ მაგათ, სადაც ჩასარტყმელია,“ – განაცხადა მეუფემ.

    ეპისკოპოს იაკობის თქმით, შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა და ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.

  • “დიდი იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით” – ელიზაბეთ რუდი

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. ამის შესახებ ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს ანაკლიის პორტს, როგორც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი განხორციელება მოხდება, განსაკუთრებით ამერიკული ინვესტიციით,“-განაცხადა რუდმა.

  • “4 წლის ანასტასია დედას, რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ?”- შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრს

    „ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მედიის წარმომადგენლებთან ნათქვამ ფრაზას: მე ვიცი, რომ მინისტრი ვარ, არ მჭირდება შეხსენება, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    ,,ეჭვიც არ მეპარება რომ ძალიან კარგად იცის მინისტრი რომაა. ემახსოვრება აბა რა?! ყველაზე ჯადოსნურ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა ეკატერინე ტიკარაძეს რომ ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა. არაკომპეტენტური რომაა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამ მოკლე დროში.

    ქალბატონო მინისტრო სოციალურად დაუცველ ადამიანებს სამ-სამი თვით რომ უჩერებთ დახმარებას და შიმშილისთვის იმეტებთ არ კითხულობთ რითი უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა? ნახევარი მილიონი ადამიანი რომ საარსებო შემწეობით არსებობს შემთხვევით ოცნების

    ხელისუფლების ბრალი ხომ არაა?! 4 წლის ანასტასია დედას, რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ გიფიქრიათ ამაზე? და რამდენ ბავშვს ტოვებთ ასე თვეობით? ვინც ბაღში დადის კიდე გაუმართლათ, მხოლოდ უვახშმოდ დაიძინებენ. მაგრამ რა ქნან სკოლის მოსწავლეებმა? განსაკუთრებით იმათმა ვინც არც უფასო სასადილოს სიაში არიან, ვისაც გაუმართლა და უფასო სასადილოს სიაში მოხვდა ის ერთ ულუფას მიიღებს დღეში 1,30 თეთრად გამზადებულს.

    ერთხელ მაინც მიბრძანდით მინისტრო და გასინჯეთ უფასო სასადილოს საჭმელი, საკუთარ შვილს თუ გაიმეტებდით ასეთი კვებისთვის? არ გეკადრებათ?! არ გეხებათ?! აბა რა გეხებათ? ,,ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით ოჯახს გავესაუბრეთ ვისაც აბსურდული მიზეზებით შეუჩერეთ საარსებო შემწეობა.

    ესაა სრულიად უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. მათ მიმართ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და სოციალური დაცვა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს რომ შეეცვალათ ეს არაადამიანური და არაჰუმანური მიდგომა და ოჯახებს გადამოწმებების პერიოდში არ შეუჩერონ დახმარება. მხოლოდ მაშინ შეუწყვიტონ მათ დახმარება, როცა გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამა თუ იმ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. კედევ ერთხელ მოვითხოვთ შეცვალეთ ეს მავნე პრაქტიკა”- წერს „ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი.

  • “ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ”- გახარია

    ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს და ესენი არიან, პირველ რიგში პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი სისტემა.

    „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ასევე ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.