ხონში ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ კუხის მცხოვრებლები იყვნენ.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოს, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
ხონში ავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ კუხის მცხოვრებლები იყვნენ.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოს, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ისინი ოჯახებთან და ნათესავებთან მისვლას ვერ ახერხებდნენ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღიად დარჩენილი ერთადერთი გადასასვლელი 30 დეკემბერს ჩაკეტეს.
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, საქართველოში ჩატარებული ოპერაციები თურქეთის ამერიკულ კლინიკაში დადებითად შეაფასეს და მას დამატებით ოპერაციები აღარ სჭირდება.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მეც მივდივარ ახლა თურქეთში. გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება, არანაირი ოპერაცია საჭირო არ არის. ოპერაციები, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ძალიან კარგად შეაფასეს, არც მკურნალობაზე არ ყოფილა რაიმე პრეტენზიები გამოთქმული. მკურნალობას განაგრძობენ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს ანა ჯაბაური.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ამ ფაქტზე 4 ადამიანია დაკავებული. სამხილების არარსებობის გამო ერთი პირი გაათავისუფლეს.
ახალი წლის ღამეს ფრანგმა ახალგაზრდებმა 200-ზე მეტი მანქანა დაწვეს.
მათ მიერ საახალწლო პიროტექნიკის სროლის შედეგად 30 წლის მეხანძრე გარდაიცვალა. მას ,,ნაღმტყორცნის” მსგავსი მაშხალა ესროლეს.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 50 ადამიანი, რომელთაგან 20 არასრულწლოვანია. დაშავებულებს დაზიანებები უმეტესად კიდურებისა და თავის მიდამოებში აქვთ.
საფრანგეთის სახანძრო და სამაშველო სამსახურის პრეზიდენტმა, ტიერი კარბიენერმა დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ პოლიციელებსა და მეხანძრეებს ახალგაზრდები რკინის ძელებით და კიბეებით დაუპირისპირდნენ. ,,ჩვენ საქმე გვაქვს ულტრა-ძალადობრივ, ორგანიზებულ ჯგუფებთან, რომლებიც ცეცხლს მხოლოდ იმიტომ ანთებენ, რომ იქ მეხანძრეების და პოლიციელების მისვლის შემდეგ, მათ დაუპირისპირდნენ. მათი სამიზნე არა მანქანები, არამედ კაცები არიან”,- ამბობს კარბიენერი.
ახალი წლის ღამეს სტრასბურგში პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა.
საფრანგეთში მანქანების დაწვა ყოველწლიურ ,,ტრადიციად” იქცა. შარშან და შარშანწინ სტრასბურგის გარეუბნებში ვანდალურმა ჯგუფებმა ასობით ავტომობილი დაწვეს.
საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ახალი წლის ღამეს მსგავსი ვანდალური ფაქტები ხდება. მისი მეზობელი ქვეყნის, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 2020-წლის დადგომის შემდეგ 11 ავტომობილი და სკუტერი დაწვეს. პოლიციამ 181 ადამიანი დააკავა.
გუშინ ღამით აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია “ამბიენსი” დაიწვა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრისას შედეგად დაზიანებულია ინვენტარი და გასაყიდი ნივთები.
რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის უცნობია.
იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.
პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო.
იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.
თბილისში, 4 იანვარს, ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლებელია მცირე თოვლი მოვიდეს.ამის შესახებ ინფორმაციას ნინო წვერავამ ავრცელებს. მისივე თქმით, ტემპერატურა ხვალ 7 გრადუსამდე აიწევს.
„თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსამდე აიწევს. 4 იანვარს, მცირე ნალექია მოსალოდნელი ღამისა და დილის საათებში. ქალაქის გარეუბნებში კი მცირე თოვლია შესაძლებელი. 4 იანვარს, ღამის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის ტემპერატურა 5 გრადუსამდე იქნება. 5 იანვრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსამდე აიწევს“, – განაცხადა ნინო წვერავამ.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართვლოში 8 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალიდან კი დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 7 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
აღმოსავლეთს საქართველოში კი 3 და 4 იანვარს ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, 7 იანვრამდე, ღამით ტემპერატურა დაახლოებით -3 + 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დღის ტემპერატურა კი 5 -10 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა ყოფილი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა. ფეისბუქგვერდზე მან ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით:
“ბოლო-ბოლო,
ან კანდიდატურა დააყენე, ან ტრაკი!
მით უფრო, კვლავ შენი წელი დადგა…
ამოვიდა ყელში შენი “კრისობა”!
p.s.მე კანდიდატურას ვაყენებ”-წერს მეჭიაური.
ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია. 7 მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არასრულწლოვნებს ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული. სამედიცინო დაწესებულებიდან ამ დროისთვის 8 პაციენტიდან მხოლოდ ერთი გაეწერა. პაციენტები, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, კვლავ კლინიკაში რჩებიან.
31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.