Category: არქივი

  • ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი საქმე აბსურდულია- დიმიტრი საძაგლიშვილი

    ნიკა გვარამაის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დავა აბსურდულია და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

    ადვოკატის განცხადებით, გვარამიას ედავებიან არა 6 მილიონის მოპარვას, არამედ იმას , რომ მეტი არ მოითხოვა სარეკლამო სააგენტოებისგან.

    “პირველ რიგში, დავაზუსტებ იმას, რომ ნიკა გვარამიას არ ედავებიან 6 მილიონის მოპარვას და არც 1 ლარის მოპარვას, ნიკა გვარამიას ედავებიან იმას, რომ მეტი არ მოითხოვა სარეკლამო სააგენტოებისგან, ეს მაშინ, როცა “რუსთავი 2″ იყო ყველაზე წარმატებული იმ პერიოდში, როდესაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა, მათ შორის, ფინანსურდაც. გარდა ამისა, ეს საქმე არის აბსურდული და არათუ დანაშაულის ნიშნები არ არის, არამედ პროკურატურის კომპეტენციაც არ არის ამ საკითხების გარკვევა და ეს არაა მხოლოდ ჩვენი პოზიცია. ეს არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელმაც წერილობით მიმართა საქალაქო სასამართლოს, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ ეს საკითხი შეიძლება სამოქალაქო წესით განსახილველი იყოს, ოღონდ არა სისხლის სამართლის წესით,”- ამბობს საძაგლიშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე დავა ნიკა გვარამიას გასანეიტრალებად დაიწყო, რათა ,,მთავარი არხი” არ განვითარებულიყო.

    ,,მას შემდეგ რაც “რუსთავი 2” წაიღო ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა, საჭირო იყო ნიკა გვარამიას განეიტრალება, რათა “მთავარი არხი” არ გახსნილიყო და არ განვითარებულიყო და რეალურად ვართ ამ პროცესში. მხოლოდ ამ მიზანს ისახავს მიმდინარე საქმე”, – განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა.

    შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალად ედება “რუსთავი 2”-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ასევე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის, “რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

  • საზარელი შემთხვევა ქუთაისში – 21 წლის გოგონა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

    ქუთაისში, საკუთარ სახლში 21 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

    შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა ბუნებრივი აირის ნამწვით გამოწვეული  ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

  • მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი და ვწუხდი- მაჩალიკაშვილი კალაძეს

    მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი და ვწუხდი,- მიმართავს მაჩალიკაშვილი კალაძეს.

    ,,მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი და ვწუხდი შენი ძმის ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი დრომ შეცვალა. დინებამ საპირისპიროდ დაიწყო დინება. ფულებმა ძალაუფლებამ დაგაბრმავა. შენ ცდილობ გქონდეს სპორტსმენის სახელი და პარალელურად გინდა გერქვას კაი ბიჭის სახელი. გინდა იყო ქურდულ სამყაროსთან დახლოებული პირი და ამადროულად გინდა იყო გამორჩეული პოლიტიკოსი, მაგრამ არარაობა ხარ”,- წერს შვილმკვდარი მამა საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე.

    მისი თქმით, ის ყოველთვის თავს იკავებდა კალაძის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებისგან, რადგან მასაც მსგავსი ისტორია აქვს გამოვლილი.

    ,,ყოველთვის ვცდილობდი მის მიმართ თავშეკავებული ვყოფილიყავი გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი ამ კაცმა მეტ- ნაკლებად დაახლოებით პატარა მსგავსი ის გზა გამოიარა მოკლე დროის განმავლობაში,”- წერს მაჩალიკაშვილი

    შვილმკვდარი მამა გარემოვაჭრეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის და კალაძეს მოუწოდებს, მათ თავი დაანებოს.

    “მოდი, მე მეჩხუბე, ჩემს კარავს და ბანერს, თემირლანის კარავს და ბანერს ეჩხუბე და გარე მოვაჭრებს ნუ ეჩხუბები ვიღაცის დაკვეთით. გაუბედურებულ გარე მოვაჭრეებს, ქართული ოცნების მიერ ოცნება წართმეულ ხალხს, დანებე თავი და მიეცი საშუალება ისუნთქონ”,- მიმართავს ის თბილისის მერს.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას აღარ აძლევს და მათ პარლამენტის წინ გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.

  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა- რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის კონსორციმმა მთავრობასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

    სამინისტროს ცნობით, ანაკლიის კონსორციუმს საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ხელშეკრულებები 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა.

    ,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.

    სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედვად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”,- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

    რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე.

  • კარუსელზე უნდა დაჯდე?-პოლიციელი ლაშა ჩხარტიშვილს

    პარლამენტთან აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი ერთ-ერთ სამართალდამცველს ტერიტორიაზე შეშვებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მათ შორის  სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

    „სად გაგატარო კარუსელებზე უნდა დაჯდე? იყავი აქ და გამოხატეთ თქვენი აზრი და პროტესტი, უბრალოდ ბავშვების გასართობ კარუსელებთან ვერ მიგიშვებთ. თქვენთვის ხელი არავის შეუშლია“ -მიმართა  პოლიციელმა ჩხარტიშვილს.

  • პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

    პოლიციასთან შელაპარაკების დროს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. 

    ,,შეცვალეს” აქტივისტის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დააკავეს და სად გადაიყვანეს ჩხარტიშვილი. 

    აქციას სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალე” მართავს. ისინი გარემოვაჭრეებს, რომლებიც თბილისის მერიამ გუშინ რესპუბლიკის მოედნიდან გამოყარა და პარლამენტთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, სოლიდარობას უცხადებენ.

  • პარლამენტთან „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

    პარლამენტის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ,  ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

    აქტივისტები გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიის ეს მოთხოვნა მიუღებელია.”შეცვალეს” წევრები  მოქალაქეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ მოწყობილ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მიიყვანონ.

    აქციაზე იმყოფებოდა “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც. მან მერიასთან აქცია დააანონსა, რომელიც  დღეს, სავარაუდოდ, 14:00 საათზე გაიმართება.

    „დღეს ვხვდებით გარემოვაჭრეებს და მათი სურვილის მიხედვით ჩავატარებთ აქციას მერიასთან, რომელიც ემსახურება არა კანონს და ქვეყანას, არამედ ივანიშვილის და კალაძის კორუფციულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ცდილობენ მშიერი ადამიანები დაუპირისპირონ შვილმოკლულ მამას, ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს კალაძემ და ივანიშვილმა ბედობას და ახალ წელს, რასაც აუცილებლად მოჰყვება პასუხი,“ – განაცხადა  ლაშა ჩხარტიშვილმა.

  • 1 თებერვლიდან სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

    კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის პირველი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება.

    რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.

    კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება , რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველსაყოფადაა მიღებული.

    “მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც. კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც”, – ვკითხულობთ სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის 11 ოქტომბრის ბრძანებაში.

    აღნიშნული რეგულაცია 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის რამდენიმე თვით გადაავადა.

  • საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

    საქართველოში ამინდი გაუარესდება- სინოპტიკოსების პროგნოზით დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5 გრადუსი, ღამით კი +1° იქნება, მოსალოდნელია თოვლჭყაპიც.

    5 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8° , ხოლო ღამით -1° დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოში 4 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0°. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი.

    დასავლეთ საქართველოში 4 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12° დაფიქსირდება. ღამის საათებში  მოსალოდნელია წვიმა.

  • გურიაში 80 წლის ქალი მოკლეს

    გუშინ გურიაში ქალი გაგუდული იპოვეს. შემთხვევა ოზურგეთის რაიონ სოფელ მელექედურში მოხდა.

    მეზობლების თქმით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: განზრახ მკვლელობა (108-ე) და ქურდობა (177-ე).