Category: არქივი

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართება

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.

    ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

    ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. ზურაბიშვილს სექტემბრის შემდეგ შეწყალებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული.

    მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდება, რომელიც ძალაში 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა.

  • რუსთავში ჩვილი გარდაიცვალა

    “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით რუსთავში წლინახევრის ბავშვი საკუთარ სახლში დაიღუპა.

    ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, ექიმებმა ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები თუმცა არსებული ინფორმაციით ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

    ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

    ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს”.
    როგორც “ინფო რუსთავს” დაღუპული ბავშვის ოჯახის ერთერთმა ახლობელმა განუცხადა წლინახევრის ბავშვს ეძინა და არსებული ინფორმაციით ბავშვი სწორედ ძილის დროს გარდაიცვალა. დაძინებამდე კი მცირეწლოვანმა 3 საათით ადრე აღებინა, თუმცა ღებინების შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა.

  • “ვეძებ გზებს, როგორ დავეხმარო“– ბერა ამჯერად ავსტრალიის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

    ბიძინა ივანიშვილის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი ამჯერად ავსტრალიის ხანძარს ეხმაურება და ინსტაგრამის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

    “ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებს ეხება. ვეძებ გზებს, როგორ ჩავერთო ამ პროცესში და როგორ გავუწიო დახმარება. მანამდე კი მოდით, გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს სთორიში. ავსტრალიის ხანძრების შედეგად 12 მილიონი აკრი დაიწვა, რაც უფრო მეტია, ვიდრე კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძრების შედეგად დამწვარი ტერიტორია ერთად აღებული. კლიმატის ცვლილება რეალურია“ – წერს ბერა და საკუთარ გვერდზე ხანძრების ამსახველ ფოტოებს დებს.

    ავსტრალიაში ხანძარს სექტემბრიდან დღემდე მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულებით კი დაკარგულად ითვლება. ხანძარმა გაანადგურა 1500 სახლი და მილიონობით ჰექტარი ტყე. დაიღუპა ნახევარ მილიარდამდე ცხოველი, მათ შორის დიდი რაოდენობით კოალა. მათი საცხოვრებელი ტყეების დაწვის გამო, ისინი შესაძლოა გადაშენების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ხანძართან ბრძოლა ჯერჯერობით უშედეგოა.

    ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის ხანძრის შემდეგ მისი აღდგენის ფონდში 1100 000 დოლარი გადარიცხა.

  • ოპოზიცია დამნაშავე ჩინოვნიკების შავი სიაზე მუშაობას მომავალ კვირას დაასრულებს

    მომავალ კვირას ოპოზიცია ამ წელს პირველად შეიკრიბება და ე.წ. შავი სიის საბოლოო ვარიანტს ჩამოაყალიბებს. სიაში ხელისუფლების ის ჩინოვნიკები შევლენ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში მონაწილეობენ.  მათ შორის პროკურორები და მოსამართლეები. შესაძლოა სიაში მოხვდნენ ივანიშვილის გარემოცვის წევრებიც. ოპოზიცია აპირებს შავი სია უცხოელ პარტნიორებს გადასცეს, რათა სიის წევრებს თავისუფალ ქვეყნებში მოგზაურობა აეკრძალოდ. 

    ოპოზიციის შეხვედრის კიდევ ერთი თემა სადღესასწაულო დღეების შემდეგ საპროტესტო აქციების განახლებაა. ოპოზიცია აქციების და პიკეტირების გაგრძელებას გეგმავს. 

  • გურიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მოქალაქე მოკლა და მისი ეზოდან ავტომობილი მოიპარა

    პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს.
    პოლიციამ ამავე სოფელში დააკავა ბრალდებული ზ.დ. შსს–ს ინფორმაციით დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ხელისუფლება ფრთხილად იყოს,მეორე გავრილოვი არ დაემართოს“–საქართველოში შესაძლოა სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს

    ფორმულა ნიუსის ინფორმაციით საქართველოში შესაძლოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ  სავარაუდოდ, გაზაფხულზე გახდება ცნობილი. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალი უნდა გაიმართოს, რომლის ერთ-ერთი წევრიც რუსეთის ფედერაციაა. საქართველო კი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა. 

    რუსეთის წარმომადგენლად მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს დიდი ალბათობით ოკუპანტი ქვეყნის მინისტრი, სერგეი ლავროვი უნდა ეწვიოს. ცნობილია, რომ ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ის ნამყოფია როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში. ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში 15 მაისს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ წინა მინისტერიალი ფინეთში გაიმართა და სერგეი ლავროვმა მასში მონაწილეობა მიიღო.

    “ფორმულა” დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რათა ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გაერკვია, თუმცა აბაშიძემ განაცხადა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.

    „არ მისაუბრია ამ თემაზე. ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. თებერვლის ბოლოს არის დაგეგმილი კარასინთან შეხვედრება. არა მგონია, ამაზე ვისაუბროთ. ბევრი დროა იქამდე და ჩამოვყალიბდებით განსახილველ თემებზე“, – ამბობს აბაშიძე.

    საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტებიც გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ თბილისში ოკუპანტი ქვეყნის მინისტრი ჩამოვა, ეს მორიგი საპროტესტო ტალღის საბაბი იქნება.

    “ქვეყანაში სადაც არსებობს ოკუპაციის შესახებ კანონი, ამ კანონის შესაბამიად უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება და პირველ რიგში, უნდა ვრცელდებოდეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ისეთ მტერზე, როგორიც არის სერგეი ლავროვი. ამ მოცემულობაში, მისი ადგილი საქართველოში არ არის. კოლაბორაციონიზმი კლავს და “ქართული ოცნება” ამაში ხშირად არის შემჩნეული. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ლავროვს ქვეყანაში შემოსვლას აუკრძალავენ. ისევ ჩვენი გასაპროტესტებელი იქნება და მიიღებენ მეორე გავრილოვს“, – განაცხადა აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა  საუბარში.

    მოძრაობა “სირცხვილიას” კიდევ ერთი წევრი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ ლავროვის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები არ მიიღოს.

    „ჩვენი ხელისუფლება ადეკვატურობისგან დაცლილია. ხშირად არიან მხილებული მტერ რუსეთთან კოლაბორაციაში. იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება იმოქმედებს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად და არ შემოუშვებს ლავროვს. აქციები იქნება და ამას არ გავატარებთ. “ოცნება” უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ დაემართოს მეორე გავრილოვი”, – აღნიშნა რუხაძემ.

  • ერთი დღე დაანონსებულ საშობაო შეწყალებამდე. რას გადაწყვეტს პრეზიდენტი

    დაანონსებულ საშობაო შეწყალებამდე ერთი დღით ადრე კვლავ უცნობია, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძეს.  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი გარემოებაა და მას გაითვალისწინებს ისე, როგორც ითვალისწინებს სხვა შუამდგომლობებს.

    ციანიდის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი პრეზიდენტისგან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება. მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საპატრიარქომ მოიხსნა.

    მიხელ რამიშვილის განმარტებით, საზოგადოებაში კითხვები არსებობს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ერიდება როგორც საპატრიარქო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    “გარკვეულ პირებს როგორც საპატრიარქოში, ისე საერო პირებს, ნამდვილად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა, იმიტომ რომ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან ძალიან ბევრი კითხვები იქნება დასმული და ამას თავს არიდებენ. ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი ფინიში.“– ამბობს ის.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ დუმილს ინარჩუნებს და არ აკონკრეტებს საშობაო შეწყალების დეტალებს, ასევე  მისი გამოცხადების ზუსტ დროს.

  • მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

    8 წლის ბავშვი ის თემქაზე ერთ–ერთ პედიატრიულ კლინიკაში მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე მძიმე იყო. სიმპტომები– ხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა აღმოჩნდა.

    ბოლო ერთ თვეში გრიპის ვირუსის გამო კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელი რადიკალურად გაიზარდა. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.შარშანდელთან შედარებით სეზონური ვირუსების გავრცელების სტატისტიკა მთელი საქართველოს მაშტაბით გაზრდილია.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული, ძირითადად A და B კატეგორია. ბოლო 3 კვირის განმავლობაში კი, ვირუსით დაინფიცირების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

    მაღალ სიცხესთან ერთად, ყელისა და თავის ტკივილი გრიპის ძირითადი სიმპტომებია, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ამ ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს.

    გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება. მისი პიკი კი იანვარ–თებერვალშია. 

  • მედიკოსები საქართველოში სეზონური ვირუსების ახალ ტალღას ელიან

    ბოლო ერთ თვეში გრიპის ვირუსის გამო კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელი რადიკალურად გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით სეზონური ვირუსების გავრცელების სტატისტიკა მთელი საქართველოს მაშტაბით გაზრდილია. ჯერჯერობით ფატალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა რეგიონების და თბილისის კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს. დასავლეთ საქართველოში ამ დროისთვის, ათამდე პაციენტი რჩება ქუთაისის კლინიკაში. ორი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი 17 ადამიანი მკურნალობს.

    ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 100-ზე მეტი მიმართვა დაფიქსირდა. გრიპის ვირუსი კი, ძირითადად მცირეწლოვნებშია გავრცელებული. სეზონური გრიპის შემთხვევებმა აჭარაში განსაკუთრებით ბოლო დღეებში იმატა. პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია ბათუმის თითქმის ყველა კლინიკაში.

    თბილისში  ვირუსული პაციენტებით ყველაზე დატვირთული  იაშვილის კლინიკაა, საავადმყოფოში ამბობენ, რომ ადგილზე არცერთი თავისუფალი საწოლი აღარ არის.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული, ძირითადად A და B კატეგორია. ბოლო 3 კვირის განმავლობაში კი, ვირუსით დაინფიცირების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

    მაღალ სიცხესთან ერთად, ყელისა და თავის ტკივილი გრიპის ძირითადი სიმპტომებია, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ამ ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს.

    გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება. ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.

  • ქართული ოცნება ივანიშვილთან ერთად ახალ წელს მცხეთაში, რესტორანში აღნიშნავს

    ქართული ოცნება ახალ წელს მცხეთაში რესტორან მარანი ჰოლში აღნიშნავს. პარტიის კორპორატიულ წვეულებას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ინფორმაცია რამდენიმე არხისთვის გახდა ცნობილი. მათი კამერების დანახვისას რესტორნიდან გამოსული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უკან შებრუნდა. რამდენიმე დეპუტატმა კი დაადასტურა რომ რესტორანში კორპორატიული წვეულება იმართება. მთავარი არხის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ 2020 წელი ოცნების დიდი უპირატესობით გამარჯვების წელი იქნება და ამისთვის პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.