Category: არქივი

  • ეს გადაწყვეტილება სიმშვიდის ნაცვლად დაძაბულობას იწვევს- დეკანოზის ადვოკატი ზურაბიშვილს პასუხობს

    ,,ეს არის კიდევ ერთი გადაწყვეტილება არათუ საზოგადოების სიმშვიდისთვის, არამედ არეულობისთვის, რომელსაც სპეციალურად აკეთებენ”,- განაცხადა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

    მისი თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება საპატრიარქოს მითითებით მიიღო.
    ,,როგორც მთავრობას და საპატრიარქოს წარმომადგენლებს აწყობდათ, როგორც ეს ბინძური საქმე დაგეგმეს უნიჭოდ, ისე მიიყვანეს ბოლომდე”,- ამბობს რამიშვილი.

    ის ასევე წუხს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, დაცვის მხარეს არანაირი არგუმენტი არ აქვს. ,,ჩვენ არგუმენტები გვაქვს და სტრასბურგიდან რომ მოვა გადაწყვეტილება, მერე რა პასუხს გასცემს პრეზიდენტი , ვნახოთ”,- პასუხობს ზურაბიშვილს რამიშვილი.

    მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდება, რადგან საქართველოში მართლმსაჯულება ,,გარდაცვლილია”.

  • მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა

    მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ, დავით გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა. 

  • უხერხულია, როცა საპატრიარქოც თხემით ტერფამდე ტყუილებში ჩაეფლო-ნიკა მელია

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში  ეხმაურება.

    „თითქოს საპატრიარქომ ითხოვა დეკანოზის შეწყალება და სალომემ არ შეიწყალა – ამას ბავშვიც აღარ დაიჯერებს.

    უხერხულია, როცა საპატრიარქოც თხემით ტერფამდე ტყუილებში ჩაეფლო..“ – განაცხადა მელიამ.

  • ეს იყო ურცხვი, ურჯულო, უმადლო გადაწყვეტილება- მეუფე პეტრე მამალაძის არშეწყალებაზე

    ,,ეს იყო ურჯულო ადამიანის ურცხვი გადაწყვეტილება”,- ასე აფასებს მეუფე პეტრე ცაავა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე.

    მისი თქმით, ეს იყო არა დამოუკიდებელი, არამედ პატრიარქის ზეწოლის შედეგად გადადგმული ნაბიჯი. ,,ეს არ იყო მისი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის ურცხვი და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების შედეგად მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება”,- აცხადებს პეტრე ცაავა.

    მეუფე ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად დღეს მიღებული გადაწყვეტილებისა, ჭეშმარიტება მაინც იზეიმებს. ,,ბოლო სიტყვას უფალი იტყვის. ქრისტეს შობის მადლით აუცილებლად იზეიმებს ჭეშმარიტება, ქრისტიანობა, სიკეთე და სიყვარული”,- ამბობს მეუფე პეტრე.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

  • სიჩუმეს აღარ ვაპირებთ…ილია მეორე არის მტერი ეკლესიის-დეკანოზ მამალაძის ძმა

    “კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არის დღეს მტერი სიმართლის, ილია მეორე არის მტერი ეკლესიის”-ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ დეკანოზ მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ გააკეთა. 

    თორნიკე მამალაძის თქმით, მან იცოდა რომ პრეზიდენტი დეკანოზს არ შეიწყალებდა და ზურაბიშვილს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. 

    “პატრიარქმა წმინდა სინოდიც მოატყუა, მათ ლაფი დაასხა, მოატყუა საზოგადოება. დადგეს სპექტაკლი, რაშიც მონაწილეობა მიიღო პატრიარქმა და პრეზიდენტმა და კარგად გამოუვიდათ ეს, ისინი არია კარგი მსახიობები. 

    ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის არ არის  დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება, მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათალიკოს პატრიარქმა უთხრა უარი ზურაბიშვილს შეეწყალებინა ჩემი ძმა. პირადად მას აქვს დანაშაულების ჩემი ძმის მასამართით და მან იცოდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში იგი ამ თემებზე ლაპარაკს აპირებდა. მან პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში დატოვა. ის არ არის მწყემსი კეთილი, ის არის ეკლესიის თავზე მოკალათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ყველა ხერხს მივმართავ. ეს იქნება პიროვნებების მიმართ ბრძოლა, რომელიც ეკლესიის სათავეებზე მოკალათებულები არიან.

    ილიამ მეორე არის მტერი ეკლესიის და მე პირადად ამას დავამტკიცებ, თუკი აქამდე ჩუმად ვიყავით, სიჩუმეს უკვე აღარ ვაპირებთ, რადგან პატრიარქი დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს და ხაზგასმით გვითხრა, რომ ჩემი ძმა ცოცხალი ციხიდან ვერ გამოვა”- აცხადებს თორნიკე მამალაძე.

  • მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და გაიზიარებს- ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძეზე

    ,,საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით.

    მისი თქმით, მისი გადაწყვეტილება, არ შეიწყალოს დეკანოზი, ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას.

    პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალება საზოგადოების დაყოფას გამოიწვევდა. ,,დღეს ჩვენი დაყოფა-დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ 5 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე.

  • მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    მესტიაში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლი მთლიანად დაიწვა და ცეცხლი გვერდით სახლსაც მოედო. მაშველებმა მეორე სახლის გადარჩენა შეძლეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • სამტრედიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    სამტრედიაში, საჯავახოს თემში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    ნაპოვნი მამაკაცი, სავარაუდოდ, საჯავახოში 30 ნოემბერს დაკარგული მამაკაცია, რომელსაც თვეზე მეტი ხნის მანძილზე ეძებდნენ.

    შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში კი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის III და IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

  • “სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს”-რის გამო აეკრძალა ზიარების მიღება იღუმენია თამარს

    იღუმენია თამარ გამყრელიძეს, რომელიც საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, ზიარება აუკრძალეს.   საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი სადამსჯელო ბრძანება სოციალურ ქსელში იღუმენია თამარმა თავად გამოაქვეყნა და იმ მიზეზებზეც ისაუბრა რის გამოც ის ასე დასაჯეს.

    სასულიერო პირ საპატრიარქოს მიერ დაკისრებულ სასჯელს  სწორედ მის ხმამაღალ განცხადებებს და მეუფე პეტრეს მიმართ გამოჩენილ მხარდაჭერას უკავშირებს. 

    “ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის “მარგალიტ” დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი “მთავარი” ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!”-წერს იღუმენია თამარი.