Category: არქივი

  • “მე შენ რომ გითხრა რაც ხდება, მე მომკლავენ”-რა მისწერა დეკანოზმა მამალაძემ მეუღლეს

    დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკუთარ მეუღლეს წერილი მისწერა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

    “ფოფოდია წერს მას – მამაო, ცვლილებას გატყობ და თუ მღალატობ და სამი შვილის მამა მღალატობ, თუ დაეცი როგორც მღვდელი, ამას გაგებით მოვეკიდები ოღონდ ვიხიდე როგორ გიშველო. მამა გიორგი პასუხობს მას და ეს ჩანაწერი არის. ია, ნუ ეჭვიანობ, არ გღალატობ, მსგავსი არაფერია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მე შენ რომ გითხრა რაც ხდება, მე მომკლავენ” – განაცხადა პეტრე ცაავამ.

  • სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის მგზავრების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

    ის ,,ტვიტერზე” წერს, რომ ენითაღუწერელ ტრაგედიაში გარდაცვლილთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას იზიარებს.

    ,,სიტყვები ვერ აღწერს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კატასტროფას. ენითაღუწერელი ტრაგედიაა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას”, – წერია ზურაბიშვილის განცხადებაში.

    ირანში დღეს უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ- 737 თეირანის აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 180 მგზავრი. მათგან 11-დან 15-მდე ადამიანი უკრაინის, 71 ირანის, 73 კანადის, გერმანიის 4 , დიდი ბრიტანეთის 3 , შვედეთს 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე იყო.

  • ფოთში 24 წლის მამაკაცს ეძებენ

    ფოთში 24 წლის მამაკაცს, გოგა თავბერიძეს ეძებენ. ახალგაზრდა სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

    შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • გოგი წულაიამ რიონში დოლარები გადაყარა (ვიდეო)

    პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა გოგი წულაიამ  რიონში დოლარები  გადაყარა. ამ პერფორმანსით  მან ქუთაისის 2020 წლის  ბიუჯეტი  გააპროტესტა.

    „ამ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რაც არის დაგეგმილი ეს არის რიონში ფულის გადაყრა, ერთი წლის გადაგორება და მეტი არაფერი. ერთ ნაწილს ყრიან რიონში, მეორეს კი ჯიბეში იდებენ”, – ამბობს გოგი წულაია.

  • ირანის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს 4.7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

    ირანში , ქალაქ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან 4.7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მას გართულებები არ გამოუწვევია. 

    მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ ირანის ბუშერის პროვინციაში, ქალაქ ბორაზჯასთან 44 კილომეტრში დაფიქსირდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, მიწისძვრა დღეს დილით, ირანის დროით 05:50 საათზე მოხდა.

    ირანის პირველ ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის აგებულია, შეუძლია 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლოს – წერია მოსკოვის ენერგეტიკისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დასკვნაში.

  • გრიპის ვირუსით ჭიათურაში 30 წლის ქალი გარდაიცვალა

    ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

    არსებული ვერსიით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.

    ოჯახი სასწრაფოს ექიმებს ადანაშაულებს, მათი თქმით, სასწრაფომ ქალის გადაყვანა კლინიკაში საჭიროდ არ ჩათვალა.

    ექიმების თქმით, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს, ქალი საათნახევარში გარდაიცვალა.

  • წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

    წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ ,,მეგობრობაში” გაჩენილ ხანძარს ორი შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 8 იანვარს, გამთენიისას მოხდა.

    სახანძრო სამსახურის ცნობით, 35 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, თუმცა ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ.

    ყოფილი სანატორიუმის შენობაში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია

  • ყასემ სოლეიმანი ირანის მიერ ამერიკული ბაზების დაბომბვიდან რამდენიმე სააათში დაკრძალეს

    ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს. მის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ს ბაზები დაბომბა.

    სოლეიმანი სამშაბათს უნდა დაეკრძალათ, თუმცა ცერემონიალზე ჭყლეტვაში 40 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, დაკრძალვა 8 იანვრისთვის გადადეს.

    ირანში ყველაზე გავლენიანი გენერალი 3 იანვარს, გამთენიისას ამერიკის საჰაერო ძალებმა მოკლეს.
    სოლეიმანის მკვლელობას აშშ-ირანს შორის დაძაბულობა მოჰყვა.

  • აშშ-ერაყის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა

    ირანის მიერ ერაყში, აშშ-ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმები ეკონომიკაზე უკვე აისახა. ნავთობის ფასი 5 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბლუმბერგი ავრცელებს.

    კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში კი – ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით (2.95), 65.65 დოლარამდე გაიზარდა.

    რაც შეეხება ოქროს ფასს,  1,600 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი  ნიშნულია.

    შეგახსენებთ, გუშინ ღამით, ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

    ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

  • ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

    დღეს უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ- 737 თეირანის აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. ის დედაქალაქ კიევში მიფრინავდა.

    შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა, 180 ადამიანი დაიღუპა.