Category: არქივი

  • მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

    26 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.  როგორც ცნობილია 40 წლის ვახტანგ ბურძენიძე, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტში სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად მონაწილეობდა.  როგორც ირკვევა, ვახტანგ ბურძენიძე ზურაბ ფოფხაძის ბავშვობის მეგობარია. ის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობს.

    მეზობლები ამბობენ, რომ ერთი წლის წინ, მას მოულოდნელად ძმა გარდაეცვალა და სწორედ მისი ძმის საფლავზე იმყოფებოდნენ ორ იანვარს ზურაბ ფოფხაძის ავტომობილით.

    ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი ამბობს, რომ მეგობრის საფლავიდან გამოსულ ზურაბ ფოფხაძეს მის ავტომობილში ორი უცნობი პირი დახვდა, რომლებიც ადვოკატის ინფორმაციით, ავტომობილის წაყვანას ცდილობდნენ.დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმა, მუხრან ჩხვირკიაც, რომელმაც თავს გაქცევით უშველა, 26 წლის მურადი კი მიყენებული დაზიანებებით მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    გარდაცვლილის ძმა ვერ იხსენებს, რის გამო დაიწყო ჩხუბი, თუმცა ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირპირებაში ორი პირი მონაწილეობდა. ოჯახი სპეცრაზმელთან ერთად ვახტანგ ბურძენაძის დაკავებასაც ითხოვდა.ბრალდებულ სპეცრაზმელს კი წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

  • ბაკურიანის ერთ-ერთ საბაგიროზე მგზავრებს ბილეთის ნაცვლად რუბლის მონეტებს აძლევენ

    ბაკურიანის დამსვენებლების ინფორმაციით, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საფასურის გადახდისას მგზავრებს ბილეთის ან ჟეტონის ნაცვლად რუსულ ხურდა ფულს, რუბლს აძლევენ. მათი თქმით, ასეთი მონეტები მიმოქცევაში საბჭოთა კავშირის დროს იყო. 

    საბაგიროს მომხმარებლები სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ.

    მთის კურორტების განვითარების კომპანიის თქმით, ბაკურიანში, იმ საბაგიროს, სადაც რუსული რუბლის გამოყენება ხდება, ისინი არ აკონტროლებენ.

    ,,ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. “დიდველის”, “მიტარბისა” და “კოხტას” საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 9 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8734 ლარი ეღირება, ევრო – 3.1972 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7693 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2020 წლის 9 იანვარს შევა ძალაში.

  • ნატო მოუწოდებს ირანს, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან – იენს სტოლტენბერგი

    ,,მოვუწოდებ ირანს, თავი შეიკავოს შემდგომი ძალადობისგან,”- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

    ის ,,ტვიტერზე” წერს, რომ გმობს ირანის სარაკეტო შეტევებს აშშ-ს ბაზებზე.

    სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები კონსულტაციას აგრძელებენ და ნატოს სამწვრთნელო მისიის ერთგულნი რჩებიან.

    შეგახსენებთ, რომ ირანმა 8 იანვარს, გვიან ღამით ერაყში აშშ-ს ბაზები დაბომბა.

  • ავიაკომპანიებმა ირანსა და ერაყში რეისები გააუქმეს

    ავიაკომპანია Lufthansa-მ ფრანკფურტიდან თეირანის მიმართულებით დღის რეისი და აგრეთვე ქალაქ ერბილისკენ 2 ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ფრენები ერაყსა და ირანის მიმართულებით ასევე გააუქმეს   Air France-მა, ნიდერლანდურმა KLM-მა, Air Canada-მ, ავსტრალიურმა Singapore Airlines-მა, პოლონურმა LOT-მა, Emirates-მა და სხვა ავიაკომპანიებმა.

    ამის მიზეზი ირანის მიერ ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებული თავდასხმა დასახელდა. 

    8 იანვარს გამთენიისას ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს , ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს.

  • კარლო კოპალიანს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე უკონკურენტოდ ირჩევენ

    ქართული ოცნების დეპუტატ კარლო კოპალიანს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებზე კონკურენტი არ ჰყავს.

    უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მალხაზ ლომინაძემ და იურიდიული სამსახურის უფროსმა ბექა მაისურაძემ კანდიდატურები მოხსნეს.

    აკადემიური საბჭოს წევრებს ხმის მიცემა ერთადერთი კანდიდატისთვის დღეს , 17:00 საათამდე შეუძლიათ.

  • ძალისხმევას არ დავიშურებთ ირანის ბირთვული შეთანხმების შესანაჩუნებლად- ევროკავშირი

    ევროკომისიის პრეზიდენტი , ურსულა ფონ დერ ლიაიენის განცხადებით, ევროპის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ირანის ბირთვული შეთანხმება გადაარჩინოს.

    ,,ირანს მოვუწოდებთ, რეგიონში იარაღის გამოყენება შეწყვიტოს”,- ეს განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ გააკეთა.

    ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა გაამყარონ და დაიცვან უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესები.

    შეგახსენებთ, რომ ირანმა აშშ-ს მიერ ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ბირთვულ შეთანხმებაზე უარი თქვა.

  • ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება, ყველაზე ძლიერი დარტყმით დავუპირისპირდებით- ისრაელის პრემიერ-მინისტრი

    ,,ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება, ყველაზე ძლიერი დარტყმით დავუპირისპირდებით”,- განაცხადა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.

    პრემიერ-მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჰეზბოლა და ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ისრაელს დაბომბვით დაემუქრა.

    წინა კვირას ნეთანიაჰუმ ტრამპს მხარდაჭერა აღუთქვა და მოუწონა ქასემ სოლემიანის მოკვლის გადაწყვეტილება. მან აშშ-ს პრეზიდენტი ,,სწრაფი, თამამი და ძლიერი” გადაწყვეტილებისთვის შეაქო.

    წუხელ , გვიან ღამით, ირანის მიერ ერაყში არსებული ამერიკული ბაზების დაბომბვის შემდეგ, აშშ-ისგან საპასუხო დარტყმის შემთხვევაში, შიიტური გასამხედროებული ორგანიზაცია ჰეზბოლა ხაიფასა და დუბაის დაბომბვით დაემუქრა.

  • აშშ-ს გუშინ ღამით სილა გავაწანით- ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

    ,,წუხელ ჩვენ მათ სილა გავაწანით”,- განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა ერაყში აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. მან ამის შესახებ სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

    მისი თქმით, რეგიონში ამერიკის ყოფნას არ შეეგუება. ,,ასეთი სამხედრო ქმედება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში აშშ-ის გამრყვნელი არსებობა დარსულდეს”,- აცხადებს აიათოლა ალი ხამენეი.

    8 იანვარს, გვიან ღამით ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზას, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ, ბალისტიკური რაკეტები ესროლა. ავიადარტყმაზე პასუხისმგებლობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი განცხადებით, ეს არის წარმატებული ოპერაციის დასაწყისი სახელწოდებით “წამებული სულეიმანი“. 

    პენტაგონის ინფორმაციით, სამხედროებმა ბაზების დატოვება მოასწრეს და მათგან არავინ დაშავებულა.

  • ავსტრალიაში 24 ადამიანს ხანძრის განზრახ გაჩენისთვის ბრალი წაუყენეს

    ავსტრალიის პოლიციამ ხანძრის განზრახ გაჩენაში 24 პირს ბრალი წაუყენა. მათ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსიში ხანძრის გაჩენისთვის ედებათ ბრალი.

    პოლიციამ 8 ნოემბრიდან გამოძიება 183 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო, მათგან 40 არასრულწლოვანია. 

    47-მა პირმა ცეცხლი ანთებული სიგარეტის ან ასანთის გადადგებით გააჩინა. ბრალდებულების ნაწილმა დაარღვია აკრძალვა ცეცხლის დანთების შესახებ. სასამართლოს განაჩენი სიტყვიერი გაფრთხილებიდან სისხლის სამართლებრივ დევნამდე მერყეობს.

    ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს. სტიქიას სექტემბრიდან დღემდე მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ნახევარ მილიარდამდე ცხოველი. ხანძრის ჩაქრობას ხელს მაღალი სიცხე და ქარი უშლის.