Category: არქივი

  • “ერთ კვირაში ირანთან დაწესდეს სავიზო რეჟიმი” – შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

    „ლეობორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ირანთან 1 კვირაში სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს.

    „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნა გახდა არა მარტო რუსული აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, არამედ ის იქცა დემოგრაფიული ირანიზაციის სივრცედ. ასეულ-ათასობით ირანელი მიგრანტი უკვე დაფუძნებულია საქართველოში. საკმარისია რეგიონში მსხვილმასშტაბიანი ომი და ეს 100 000 იქცევა მილიონად, რის შედეგადაც საქართველოსგან დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მოგონება და ყველაფერ ამის სათავეში, სამწუხაროდ, და საუბედუროდ, დგას ოლიგარქი ივანიშვილი, თბილისის მერი კალაძე, მათი ამფსონი დეპუტატები ოდიშარია-წულაია, მმართველის დეიდაშვილი მამაცაშვილი, რომლებსაც სამშენებლო ბიზნესის ამ სახლის გაყიდვის, კორპუსების წამოჭიმვისთვის სჭირდებათ კლიენტურა, რაც ნახეს სწორედ ირანულ ბაზარზე. ყველა ოდნავ ნორმალური სახელმწიფო ირანისათვის საზღვრების გახსნას ერიდება. რადგან იქ მაცხოვრებელი 85 მილიონი ადამიანიდან მიმდინარე კრიზისების გამო, ყოველი მეორე ემიგრანტობაზე ოცნებობს და პირველ რიგში იმაზე, რომ მოაკითხოს დედამიწის ოაზის, მათ მეზობლად, აქვე საქართველოს. მე ულტიმატუმს ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს. 1 კვირაში, მომავალ შაბათს, აგერ 13 :15 წუთამდე ირანთან დაწესდეს სავიზო რეჟიმი.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავსვამთ საკითხს ვაშინგტონში, რათა ივანიშვილი, კალაძე, მამაცაშვილი, ოდიშარია, წულაია ანტი-ირანული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. მით უფრო, რომ ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ირანის და რუსეთის ელექტროსისტემები ერთმანეთს უკვე დააკავშირა, რის გამოც გადათხარეს, იავარქნეს და დაანგრიეს თერგის და არაგვის ხეობები ელექტრო ბოძებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო

    „უკრაინის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს, რადგან სამხედროები „მზაობის უმაღლეს დონეზე“ იყვნენ.

    „ასეთ პირობებში, ადამიანური შეცდომა მოხდა წინასწარი განზრახვის გარეშე და თვითმფრინავს ესროლეს“,-აცხადებენ ირანის რევოლუციურ გვარდიაში. განცხადების თანახმად, ირანის რევოლუციური გვარდია მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან და პირობას დებს, რომ მომავალში საჰაერო სისტემებს განაახლებენ.

    შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა” და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს. „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე 176-ვე მგზავრი დაიღუპა.

  • რაულ ხაჯიმბა ე.წ. არჩევნების ბათილად გამოცხადების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის გასაჩივრებას აპირებს.

    „საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა 

    შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფაზეთში ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა.მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“.

  • რას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ირანისგან უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარების შემდეგ

    ირანმა ცოტახნისწინ აღიარა რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოგდეს თუმცა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მხრიდან უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარებასთან ერთად, საქმის სრულად გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ  ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. 

    “დღევანდელი დილა კარგი არ იყო თუმცა სიმართლე გაირკვა. გამოძიების დასრულებამდე  ირანმა აღიარა რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოგდეს თუმცა ამას გარდა ჩვენ ირანისგან ველით, რომ მზად იქნება სრული და ღია გამოძიებისთვის, პასუხისმგებლობის სამართლიანად დაკისრებისთვის, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებისთვის, კომპენსაციის გადახდისა და დიპლომატიური გზით ოფიციალური ბოდიშის მოხდისთვის”, – წერს ზელენსკი საკუთარი ფეისბუქ გვერდზე.

    ირანში რამდენიმე დღის განმავლობაში უარყოფდნენ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი მათ მიერ ნასროლი რაკეტა გახდა. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.

  • “ღრმა სინანულს გამოვთქვამ ამ შეცდომის გამო” – ირანის პრეზიდენტი

    „ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოთქვამს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. გამოვხატავ გულწრფელ მწუხარებას“, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ ირანის ხელისუფლებაში აღიარეს, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს.

    ირანის განცხადებაში ნათქვამია, რომ „თვითმფრინავი მტერი ეგონათ“, მას შემდეგ, რაც რევოლუციური გვარდიის „მგრძნობიარე ტერიტორიის“ მხარეს გადმოუხვია თვითმფრინავმა. იმ მომენტში, როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, საბრძოლო მზადყოფნა იყო გამოცხადებული და აშშ-ირანს შორის სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.

    „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

  • უამინდობის გამო გარკვეულ საავტომობილო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

    უამინდობის გამო საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    შესაბამისი სამუშაოების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

  • ირანმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდება აღიარა

    ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათმა რაკეტებმა ჩამოაგდეს. შეიარაღებული ძალების გენშტაბის განმარტებით, ეს ,,ადამიანური შეცდომა იყო”.

    ირანი ირწმუნება, რომ მომხდართან კავშირში მყოფი პირები პასუხს აგებენ.

    სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თვითმფრინავს მაშინ ესროლეს, როცა ირანის რევოლუციური გვარდიისთვის მგრძნობიარე ადგილს მოუახლოვდა.

    რამდენიმე დღის განმავლობაში ირანი უარყოფდა, რომ უკრაინული ბოინგ-737 ჩამოაგდო და ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებდა.

    თვითმფრინავმა კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. დაიღუპა 180-მდე მგზავრი.

  • “ცოტახნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება,ილოცეთ ანიტასთვის”-ანიტას სასწრაფო ოპერაცია უტარდება

    ინდოეთის კლინიკაში მყოფი ქართველი გოგონას, ანიტას ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გულის გაჩერება დაფიქსირდა, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ანიტას ოჯახი მთელ საქართველოს ანიტასთვის ლოცვას სთხოვს.

    “ანიტა ოპერაციაზე შეყავთ!
    მარიკომ ძალიან გთხოვათ ყველას რომ ილოცოთ ანიტასთვის!

    ცოტახნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება.

    როგორც ექიმებმა აცნობეს ოჯახს, გადაწყდა ეკმოს აპარატის ჩაყენება (ეს აპარატი გულს დაეხმარება მუშაობაში და მოგვაგებინებს 3-4 კვირას)
    ამ წუთებში ელოდებიან ექიმ ბალაკრიშნანის მისვლას კლინიკაში.

    ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, ამაზე მეტი არაფრის თქმა ამ დროისთვის არ შეგვიძლია!

    ყველას გთხოვთ ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე ინატრეთ ანიტას კარგად ყოფნა!”-წერს ანიტას ჯგუფში მარიკა ხუციშვილი.

  • აფხაზეთის ე.წ საკასაციო სასამართლომ “საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტურის შედეგები უკანონოდ სცნო

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც სექტემბერში გაიმართა და შესაბამისად, გააუქმა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას  „სპუტნიკი“ იუწყება.

    2019 წლის 8 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა, რომელმაც ხმათა 47.39 % დააგროვა, ოპოზიციის კანდიდატმა პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიწინიამ 46.17 % დააგროვა.

    კვიწინიამ 11 სექტემბერს „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა. 20 სექტემბერს სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კანონიერად ცნო.

  • „ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირების შედეგად, დაკავებული 4 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

    ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ აქციაზე დაპირისპირების შედეგად, დაკავებული 4 პირი შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. დაპირისპირების შედეგად „ანას ბაღთან“ დღის მეორე ნახევარში 4 პირი დააკავეს.

    ამჟამად დაკავებულია მხოლოდ 6 პირი. როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის აცხადებს, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

    შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ 10- სართულიანი კორპუსი არ აშენდეს და ისევ გამწვანება დარჩეს.