Category: არქივი

  • თუ საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება – კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ იმოძრავებს. ამის შესახებ მან ბრიფინგის დროს განაცხადა.

    “დღეს ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით. თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება”, –  აღნიშნა კალაძემ.

    რამდენიმე დღის წინ სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიკროავტობუსის მცირე სივრცე კორონავირუსის გამო საფრთხის შემცველია.

    შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის საქარათველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • პაატა იმნაძის განცხადებით, ბაზარზე, შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ტესტების მოპოვებისას ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ვალიდურობა, რადგან შეიძლება ბაზარზე ბევრი უხარისხო ე.წ. ფეიქტესტი გაჩნდეს.

    „ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი მალდობელი ვიქნებით კერძო სექტორში ყველასი, ვინც შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში ვალიდური იქნება. სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოდან 15 თუ 16 მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობაც არავითარ შემთხვევაში, იმ ელემენტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიდის. როცა ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, მას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება. უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როცა ასეთი ფეიკტესტები ვრცელდება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ამით გამოირჩევა, უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს. შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი“, – განაცხადა იმნაძემ.

    როგორც იმნაძე აღნიშნავს, თვითონ 16 მწარმოებლის ტესტებს გაეცნო, რომელიც ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს

  • ხვალიდან საქართველო საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს

    „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინებული საქართველოს მთავრობასთან,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში, გაივლის კარანტინს.

    „ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში, იცით, რომ რამდენიმე დღეა უკვე, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ყველა ადამიანი ვინც შემოვა საქართველოში მიუხედავად იმისა, თუ საიდან შემოვა, გადაინაცვლებს საკარანტინო სივრცეში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ, მათ მიმართ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • ვინ არიან საქართველოში კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი ახლახანს დაუდასტურდა,ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი მოგზაურობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება.

    როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთი ახალი სავარაუდო შემთხვევაა, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა.

    „სამი ახალი შემთხვევა არის არაევროპული ეტიმოლოგიის. ეს გახლავთ ოჯახი, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა ამ ოჯახთან კონტაქტზე, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის. ასევე გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც“,- განაცხადა ტიკარაძემ.

    ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.

  • კარფური მუშაობის საათებს ამცირებს

    სუპერმარკეტების ქსელი კარფური კორონავირუსის ეპიდემიისა და საქართველოში გამოცხადებული შეზღუდვების გამო სამუშაო საათებს ამცირებს. ამის შესახებ კარფური საკუთარ გვერზე წერს:

    “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვემსუბუქებინა ტვირთი და სამუშაო საათებს ვამცირებთ.
    შაბათს, 21 მარტიდან, კარფურის ყველა ფილიალი იმუშავებს დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

    გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით, ჩვენს მოლარეებს, კონსულტანტებს, მომსახურე პერსონალს, ყასაბებს, მცხობელებს, ურიკების მეთვალყურეებს, ხილ-ბოსტნის, კლიენტთა მომსახურების, მომარაგების და მომწოდებლის, დაცვისა და დასუფთავების თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად უდგანან არა მარტო კომპანიას არამედ მთელ ქვეყანას.“– ნათქვამია კარფურის განცხადებაში.

  • ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გადაიყვანენ

    საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტირს მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

    „ყველა მოქალაქე, რომელიც შემოვა საქართველოში , მიუხედავად იმისა, საიდან შემოვლენ ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    დღეს ასევე, პრემიერმინისტრ გახარიასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეჩერდა.

  • “დეკანოზი სიკვდილისთვის გაწირეთ“– აქცია სინდოის სხდომის პარალელურად

    პროტესტი საპატრიარქოსთან. სინოდის სხდომის შეკრების პარალელურად  ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა მივიდა საპროტესტო პლაკატით. თორნიკე მამალაძე ფიქრობს რომ დეკანოზი საპყრობილეში პირადად პატრიარქის და სინოდის გავლენიანი წევრების გადაწყვეტილებით რჩება. დეკანოზის ძმის თქმით, ფარსი იყო საპატრიარქოს შუამდგომლობაც როცა სალომე ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. ახლა კი სასამართლოს ათქმევინეს უარი გიორგი მამალაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასჯელი გადაუვადდეს.

  • მოსკოვში შემთხვევების მკვეთრი ზრდა ეჭვს ბადებს რეალურ სურათს მალავენ – მსოფლიო მედია

    მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებში პნევმონიის მკვეთრი ზრდა ეჭვს აჩენს იმის შესახებ, რომ ოფიციალური მოსკოვი ქვეყანაში კორონავირუსთან არსებულ ვითარებას მალავს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ მოსკოვში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პნევმონიის რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

    იგივე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მოსკოვში, სადაც ოფიციალურად კორონავირუსის 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, მხოლოდ იანვარში პრევმონიის 6921 შემთხვევა გამოვლინდა.

    „როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთის ექიმთა ალიანსის პროფკავშირის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს.

    „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გვატყუებენ“, – აცხადებს ანასტასია ვასილევნა.

    ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 180 შემთხვევა და ერთი გარდაცვალებაა დაფიქსირებული.

  • სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

    თბილისი-ფოთის სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

  • საქართველოში 3 ახალი ინფიცირებულის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობთ არ სახელდება

    ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალ ინფიცირებულებზე ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, შესაბამისად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებულები.

    „დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. მათი ეპიდანამნეზს ვერ გეტვით ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის და ახალი შემთხვევაა თუ არა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომაროება სტაბილურია. არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის”, – განაცხადა ენდელაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.