Category: არქივი

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8980 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8980 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8986 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ელენე ხოშტარიამ და ნოდარ რუხაძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს

    ,,ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ და ,,სირცხვილიას” აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს. ისინი 31 დეკემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. 

    ,,თქვენ კი არ მაძევებთ დარბაზიდან, მე ვტოვებ პროცესს პროტესტის ნიშნად”,- განაცხადა ნოდარ რუხაძემ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვება მოსთხოვა.  

    ხოშტარია შსს წარმომადგენლის ჩვენებამ გააღიზიანა. ,,ნერვები მეშლება, არ გრცხვენიათ? იქ ვიყავი, რაებს ლაპარაკობთ? იმის იმედი მაქვს, იქნებ მოსამართლე მაინც გამოდგეს ნორმალური”,- მიმართა ელენე ხოშტარიამ და პროცესი დატოვა.

    ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები: ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ზურაბ ბერძენიშვილი და ზურაბ მჟავანაძე 31 დეკემბერს დააკავეს. ისინი პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

    დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავის  კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს.

  • წლის სასტარტო სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

    იაპონიაში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე, ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ონოშო ოშიდაშით დაამარცხა. ამ გამარჯვებით 32 წლის ქართველი სუმოისტი თანაბარ ბალანსზე გავიდა.

    ჰაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-8 მაეგაშირას რიუდენს დაუპირისპირდება.

  • მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს-ვიდეომიმართვა ციხიდან (ვიდეო)

    „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი მელორ ვაჩნაძე საფრანგეთის ციხეში იმყოფება და სასჯელს იხდის.

    ვაჩნაძე საკუთარი საკნიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება.

    მისი თქმით, ის ნახევარი წელია სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის  იხდის და საფრანგეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

    „ბრალად მედება მკვლელობის მცდელობა. ჩემი სახლის მახლობლად, ქალაქ მონპელიეში არის მაღაზია, სადაც მოხდა სროლა. იძახიან, სავარაუდოდ, ქართველები იყვნენო. სამი თვის შემდეგ დამაკავეს მე. დაზარალებული ამბობს, რომ მსროლელი იყო 1.70 სმ სიმაღლისო და მე ვარ 2 მეტრი. ანუ, არ ემთხვევა არაფერი, ასევე აქვთ ვიდეოთვალი მაღაზიაში და შეუძლიათ, გახსნან, მაგრამ მოსამართლე მეუბნება, ვინაიდან აქ ვაქტიურობდი, ჩავატარე აქციები ქართველების მხარდაჭერი, შეიძლება დავეხმარო ამ ადამიანებს მიმალვაში, ან მაქვს რაიმე ინფორმაცია და ვმალავ. ამიტომ ვიხდი სასჯელს გაუგებარი მოტივით, რამე რომ მცდონოდა, აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ ნამდვილად არ ვყოფილვარ იქ. ეს არის წნეხი, ჩამსვევს ციხეში და ჰგონიათ, თუ რამე ვიცი, ვიტყვი. საჯაროდ ვამბობ, რომ არაფერი ვიცი. მე არ ვარ მსროლელი და უკანონოდ ვიხდი სასჯელს, ამიტომ საფრანგეთის მხარეს ვთხოვ, გაასაჯაროვოს მტკიცებულება, თუ ვარ დამნაშავე, მოვიხდი სასჯელს, მაგრამ თუ არ ვარ, უნდა გამათავისუფლოს. ყველა არასამთავრობოს მოვუწოდებ, მოსთხოვეთ საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, გაასაჯაროოს მტკიცებულება თუ რამე არის ჩემ წინააღმდეგ, ანუ რისთვის ვიხდი სასჯელს, ჩემთვის გაუგებარია… პირდაპირ ვადანაშაულებ საფრანგეთის ხლეისუფლებას პოლიტიკურ დევნაში… ძალიან გთხოვთ, პირველად ვთხოვ ქართველ ერს დახმარებას, მთელი ცხოვრება ვეხმარეობიდი ყველას, ვინც იყო საპატიმროში და იყო ჩაგრული ხელისუფლებისგან… გთხოვთ, მიმართეთ საფრანგეთის საელჩოს“ – აცხადებს ვაჩნაძე.

  • “მადლობა უნდა გადავუხადოთ სააკაშვილს” – ირაკლი კობახიძე

    მორწმუნე სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ურწმუნო ბოკერიას, რაც საინტერესო მოვლენაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

    სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მსხვერპლია, მათი მხრიდან სოლიდარობას იმსახურებს.

    „ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ მიხეილ სააკაშვილს, რადგან მან საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება. გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება სწორედ სააკაშვილისგან მიიღო. აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ სააკაშვილის მხრიდან, ამისთვის მას დიდი მადლობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შს სამინისტრო შეისწავლის. სააკაშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც, და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა“.

  • ერთნაირსქესიანთა ქორწინება კიდევ ერთ ქვეყანაში დააკანონეს

    ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. მათ 13 იანვრიდან ქორწინების რეგისტრაცია შეუძლიათ.

    ის წყვილები , ვინც ამჟამად სამოქალაქო პარტნიორობაში იმყოფებიან, ჯერჯერობით ქორწინებას ვერ შეძლებენ. ამ საკითხში ხელისუფლება კონსულტაციებს გამართავს.

    უკვე დაქორწინებული წყვილების ქორწინებას ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლება კანონიერად აღიარებს.
    გარდა ამისა, დღეიდან ჰეტეროსექსუალური წყვილები სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლას შეძლებენ.

    ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2014 წელს გახდა კანონიერი ინგლისში, უელსში და შოტლანდიაში, თუმცა მაშინ ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტმა კანონის მიღებაზე უარი თქვა. მისი დაკანონება წელს მოხერხდა.

  • ფოთში ქმარმა ცოლი დაჭრა

    ფოთში ქმარმა ცოლი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

    შსს-ს ცნობით, დამნაშავე უკვე დაკავებულია.

    გამოძიება 126 პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • უზუსტობებია გაპარული — კობახიძე ოდირის დასკვნაზე

    “უზუსტობებია გაპარული”-ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ გააკეთა, რომელიც  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ იყო მომზადებული. 

    “უხეში, ფაქტობრივი, ტექნიკური და შინაარსობრივი უზუსტობები არის გაპარული ამ დასკვნაში. მიზეზი რა არის არ ვიცი. ეს უკავშირდება ადგლობრივი თუ სხვა დამკვირვებლების კომპეტენციას, მიკერძოებას თუ ა.შ.”, — განაცხადა კობახიძემ.

    ეუთო/ოდირის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა რიგი დარღვევები. მათ შორის  მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხიც.

  • გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა- ამირან გამყრელიძე

    ,,იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით გვაქვს ზრდა , როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით”,- აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

    მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%-იდან დაახლოებით 25,3%-მდე გაიზარდა, მომართვიანობა კი ასი ათას კაცზე 219-ს შეადგენს.

    “იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალოზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული”,- განმარტავს გამყრელიძე.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, გასული წლეთან შედარებით 2,5-ჯერ მეტი ადამიანია აცრილი, რაც დაახლოებით 96 900 ადამიანია.

    ის რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატების მარაგი საკმარისი რაოდენობითაა და საავადმყოფოებში სრულიად უფასოა.

  • ირანში მომიტინგეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა

    ირანში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    Associated Press-ის გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გაურბიან დემონსტრანტები ცრემლსადენ გაზს. კადრებში ჩანან დაშავებულებიც, ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ მუხლშია დაჭრილი.

    {{VIDEO}}

    ირანის მოსახლეობა რამდენიმე დღეა უკრაინული ბოინგის მთავრობის მიერ ჩამოგდებას და დაგვიანებულ აღიარებას აპროტესტებს.