Category: არქივი

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აფრიკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, რქაწითელის, საფერავის, ნაკადულის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის, თავკვერისა და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუასა და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გვირილების ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, სოფელი გიორგიწმინდას, გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, ხევისპირის, ბერთუბნის, ნებლისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნისა და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ვარდისუბნის, ღრმაღელის, ქსნის, ქვიშხეთისა და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩოლოყაშვილის მოედნის, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

    დიდგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრისა და სოფელი ერტისის მაცხოვრებლებს.

  • პრეზიდენტი კალანდობას სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას გურიის რეგიონში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.

    პრეზიდენტი ჩხატარაშვილების ოჯახში მეკვლედ მივიდა, საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. “მინდა სრულიად საქართველოს გურიიდან კალანდობა მივულოცო. მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ. კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და რაზედაც დღეს ვდგავართ. გურიას, ეს ძლიერი ტრადიცია აქვს. სხვა მხარეებს სხვა ტრადიციები აქვთ და მათი ერთიანობა ქმნის საქართველოს”. –თქვა ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტთან ერთად ჩხატარაშვილების ოჯახს კალანდობა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.

  • ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო ბაზრობა იწვის

    ქავთარაძის ქუჩაზე, სამშენებლო ბაზრობაზე ხანძარია.

    ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილზე 8 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული.

  • ცოტნე გამსახურდია კიდევ ორი კვირა ნარკოზში იქნება–გამსახურდიას მეუღლე

    სტამბოლიდან დაბრუნებული ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური ამბობს, რომ ესაუბრა ექიმებს, რომელთა აზრით  ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობისთვის ჯობს კიდევ ორი კვირა დაცვითი ნარკოზის ქვეშ დარჩეს. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ ექიმები მისი გამოღვიძების საკითხს. ანა ჯაბაური ამბობს, რომ ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია, გართულებები არ ყოფილა, ის კარგ კლინიაში იმყოფება და ყურადღება არ აკლია.

    რაც შეეხება გამოძიებას, ანა ჯაბაურის განცხადებით ამჟამად შუალედური პროცესია და გამოძიებისგან ახალი და კონკრეტული არაფერი გაუგიათ. გამსახურდიას ოჯახს დღემდე არ აქვს  რამდენიმე კითხვაზე პასუხი: კონკრეტულად, ცოტნე გამსხურდიას ტელეფონზე შესული ზარების შესახებ გამოძიება ამბობს, რომ მათი გაშიფვრა ჯერ არ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია ექსპერიზის პასუხებიც.

    კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ოჯახი დაინტერესდა კოლხური კოშკის გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერებია. გამოძიებამ ამ საკითხზე უთხრა, რომ კამერების ჩანაწერები გამოთხოვილია, მაგრამ ჯერჯერობით საქმეში არ არსებობს. 

    ოჯახს კითხვები აქვს დანაშაულის მოტივთან დაკავშირებითაც. ანა ჯაბაური ამბობს, რომ შეუძლებელია ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო იმ დაპირისპირების გამო, რაც ბრალდებულების თქმით სუფრასთან მოხდა. მეუღლეს იმედი აქვს, რომ ამ კითხვაზე პასუხს ცოტნეს გამოღვიძების შემდეგ მიიღებენ.

  • მოძრაობა ,,შეცვალემ” ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიკამენტები წყალში ჩაყარა

    სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალემ” ჯანდაცვის სამინისტროსთან წყალში მედიკამენტები ჩაყარა. მათ აქცია-პერფორმანსით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადის გასვლა და გაფუჭება გააპროტესტეს, რის შესახებაც აუდიტის დასკვნით გახდა ცნობილი.

    „საზოგადოებამ გაიგო, რომ 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტები გააფუჭა ხელისუფლებამ და გვეუბნებიან, რომ ვადა გაუვიდა, მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი დგას რიგში და არის ამ ტაბლეტების მოლოდინში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვიგზავნიან ამ მედიკამენტებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ჩვენი ხელისუფლება კი აფუჭებს ამ წამლებს, ყრის წყალში. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ შექმნა პრეცედენტი, რომ ორი ათასი კაცი, რომლის დოზაც არის გაფუჭებული, სიკვდილისთვის გაწირა”, – განაცხადა „შეცვალეს” ერთ-ერთმა წევრმა.

    აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა და გაფუჭდა. აუდიტის დასკვნით , გაფუჭებული მედიკამენტებით 2321 ადამიანის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი.

  • ისანში ტექნიკის ბაზრობა იწვის

    ხანძარი ისანში- მეორადი  ტექნიკის ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟის 10-მდე ბრიგადა.

  • 2020 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდნენ

    2020 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდნენ. რიგით 92-ე კინოსამყაროს ყველაზე გავლენიანი დაჯილდოება 10 თებერვალს ჩატარდება.

    იხილეთ ნომინანტების სრული სია:


    საუკეთესო ფილმი

    • Ford vs Ferrari
    • The Irishman
    • JoJo Rabit
    • Joker
    • Little Women
    • Marriage Story
    • 1917
    • Once Upon A Time In Hollywood
    • Parasite

    საუკეთესო ორიგინალური სცენარი

    • Knives Out
    • Mariage Story
    • 1917
    • Once Upon A Time In Hollywood
    • Parasite

    საუკეთესო მსახიობი ქალი

    • სინთია ერივო
    • სკარლეტ იოჰანსონი
    • სირშა რონანი
    • შარლიზ თერონი
    • რენე ზელვეგერი

    საუკეთესო მსახიობი კაცი

    • ანტონიო ბანდერასი
    • ლეონარდო დიკაპრიო
    • ადამ დრაივერი
    • ხოაკინ ფენიქსი
    • ჯონათან პრაისი

    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

    • ტომ ჰენქსი
    • ენტონი ჰოპკინსი
    • ალ პაჩინო
    • ჯო პეში
    • ბრედ პიტი

    მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

    • ქეითი ბეითსი
    • სკარლეტ იოჰანსონი
    • ლორა დერნი
    • ფლორენს პიუ
    • მარგო რობი

    საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

    • Corpus Christi
    • Honeyland
    • Les Miserables
    • Pain and Glory
    • Parasite

    საუკეთესო რეჟისორი

    • მარტინ სკორსეზე
    • ტოდ ფილიპსი
    • სემ მენდესი
    • კვენტინ ტარანტინო
    • ჯუნ ჰო ბონგი

    საუკეთესო ანიმაცია

    • How to Train Your Dragon: The Hidden World
    • I lost My body
    • Klaus
    • Missing link
    • Toy Story 4

    საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

    • The Irishman
    • Jo Jo Rabbit
    • Joker
    • Little Women
    • Two Popes

    საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

    • Toy Story 4
    • Rocketman
    • Frozen 2
    • Harriet
    • BreakThrough

    საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის

    • Joker
    • 1917
    • Little Women
    • Star Wars: The Rise of Skywalker
    • Marriage story

    საუკეთესო კოსტიუმები

    • Irishman
    • JoJo Rabbit
    • Joker
    • Little Women
    • Once Upon A Time In Hollywood

    საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

    • Bombshell
    • Joker
    • Judy
    • Maleficent:
    • 1917

    საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

    • Avengers:Engame
    • The Irishman
    • The Lion King
    • 1917
    • Star Wars: The Rise Of Skywalker

    საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი

    • The Irishman
    • Joker
    • Light House
    • 1917
    • Once Upon A Time In Hollywood


    საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

    • American Factory
    • The Cave
    • The Edge Of Democracy
    • For Sama
    • Honeyland

    ხმის საუკეთესო მონტაჟი

    • 1917
    • Ford v Ferrari
    • Joker
    • Once Upon a Time in Hollywood
    • Star Wars: The Rise of Skywalker

    ხმის საუკეთესო მიქსინგი

    • 1917
    • Ad Astra
    • Ford v Ferrari
    • Joker

    Once Upon a Time in Hollywood

  • “7 წლის წინ მესტიაში გაჩერდა ცხოვრება”- მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ხელისუფლებას აკრიტიკებს. სააკაშვილმა  ცოტახნის წინ გამოაქვეყნა მესტიაში კედლის საათის ფორო რომელიც უკვე რამდენიმე წელია გაჩერებულია. 

    “წელია მესტიას არ დამატებია არცერთი ახალი სერიოზული შენობა, გაჩერდა ყველა დაგეგმილი გზის და გვირაბის მშენებლობა, არ დამატებია არცერთი საბაგირო, გარდა ჩემს მიერ ადრე შეძენილისა), მესტიაში გაჩერდა ცხოვრება და ამდენი წელი ეს საათიც კი ვერ შეაკეთეს-აი ესაა ოლიგარქის მიერ გაჩერებული დროის ქრონიკა. “- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

  • გურიაში სალომე ზურაბიშვილს ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს

    გურიაში, სოფელ დვაბზუში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს.

    მოსახლეობა, რომელმაც პრეზიდენტს ლობიო დაახვედრა,  ამბობს, რომ ზურაბიშვილმა კალანდაც კი გადმოწია. მათი თქმით, დღესასწაული არა დღეს, არამედ ხვალ აღინიშნება.

    საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოსახლეობას ასევე არ მისცეს, პარლამენტის თავმჯდომარე,არჩილ თალაკვაძესთან მიახლოების საშუალება. ზურაბიშვილთან დასახვედრად შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან ისევ მივიდა (ვიდეო)

    28 დეკემბერს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, გათავისუფლებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ისევ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში წავიდა.

    ამის ამსახველი ვიდეომასალა “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. ამჯერად ვაჟა ექიმი მეუღლესთან ერთად შოთა ბიძნაშვილის  მოსანახულებლად ჩავიდა, ვაჟა ექიმი  იზოლატორში შოთასთან ერთად დაკავებიდან 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

    შოთა ბიძინაშვილი სოფელ ბერშუმის მკვიდრია, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. ბიძინაშვილის და ქართველი ექიმის შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა. 

    ვაჟა ექიმა ისიც აღნიშნა, რომ მან შოთას სახით გორის რაიონიდან კიდევ ერთი კარგი მეგობარი შეიძინა და ის ამ მეგობრობით ამაყობს.

    ქართველმა ექიმმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი, რომელიც მისი დაკავების ადგილიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და ერთი სოფელიღა აშორებდა, გუშინ ღამესვე დატოვა. სტუმრობის მთავარ მიზეზად კი თქვა, რომ გათავისუფლების დროს მას არ მიეცა საშუალება მოენახულებინა შოთა, ამიტომ დღესასწაულების მისალოცად ოჯახთან ერთად ჩააკითხა.