Category: არქივი

  • დავკარგე ოჯახი, დავკარგე მომავალი- კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი ირანის ავიაკატასტროფისას დაკარგა

    შაჰინ მოგადამმა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი უკრაინული ბოინგის ჩამოგდებისას დაკარგა.

    ,,მინდა, მსოფლიომ იცოდეს, როგორი ანგელოზი იყო ჩემი ცოლი, შვილი კი ნამდვილი საგანძური”,- ამბობს შაჰინი.

    ირანმა თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოაგდო. ბორტზე მყოფ 176 მგზავრს შორის იყვნენ შაჰინის ცოლ-შვილი, შაკიბა და როსტინი.

    ,,მე დავკარგე მთელი ჩემი ცხოვრება, აღარ მყავს ოჯახი, აღარ მაქვს მომავალი. ღმერთმა წაიყვანა ისინი ჩემგან”, – ამბობს შაჰინი CBS-თან ინტერვიუში.

    მისი ცოლი, ფეღატ შაკიბა 40 წლის იყო. ისინი 14 წლის წინ დაქორწინდნენ, 7 წლის შემდეგ კი საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ, სადაც ფეღატმა იორკის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.
    ,,ჩემი მეუღლე სულ იღიმოდა, იცინოდა, ყოველთვის გვერდში მედგა, როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის…”- იხსენებს შაჰინი.

    მათი შვილი, როსტინი 10 წლის იყო, როცა ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა. როგორც მამისი ამბობს, მას ძალიან უყვარდა ცურვა, ფორტეპიანოზე დაკვრა, ჩემპიონი იყო ტაეკვანდოში და 4 ენაზე საუბრობდა. ,,საოცარი იყო ჩემი ბიჭი, ჭკვიანი და მშვენიერი”.

    შაჰინმა ცოლ-შვილი ბოლოს 10 დეკემბერს ნახა, როსტინის დაბადების დღის მომდევნო დღეს,შემდეგ როსტინი და ფეღატი ირანში გაემგზავრნენ. ფეღატს დასვენების დღეების ოჯახთან გატარება უნდოდა, შაჰინმა კი შინ დარჩენა და სახლისთვის მიხედვა არჩია.

    შაჰინი იხსენებს, რომ ავიაკატასტროფამდე, თვითმფრინავში ჩასხდომის დროს ცოლ-შვილს ბოლოჯერ ესაუბრა.

    ,,ჩემთვის ცხოვრება დასრულებულია, არც იმედი მაქვს, არც სურვილები, აღარაფერი დამრჩა საცხოვრებლად”,- ამბობს შაჰინ მოგადამი. 

    კანადის პრემიერმა მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოჯახებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ სრული სიმართლე, როგორ მოხდა ეს საშინელი ტრაგედია.

    8 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მას ირანმა ,,ადამიანური შეცდომა” უწოდა.

  • კახეთში, ვირუსით 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა. ვანთაში მერის წარმომადგენლის, გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მაღალი სიცხეები ჰქონდა.

    „გადმოცემით ვიცი, რომ სიცხეები ჰქონდა, როგორც ჩანს ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ“,- განაცხადა გიორგი ნაპირელმა.

    ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო და აღრიცხვაზე, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში იყო დარეგისტრირებული. კლინიკის ინფორმაციით, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და დამატებითი ფაქტორების გარეშე, ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ესქპერტიზა, რომელიც ორსულის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ორსულის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაც.

  • პროკურატურა კლუბ ბასიანთან სროლაში ბრალდებულს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას აღარ ედავება

    თბილისში, კლუბ ბასიანთან სროლაში ბრალდებულს, ბიძინა ჩაჩხიანს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას აღარ ედავებიან. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება კვლავ გრძელდება და 4-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    როგორც საქმის პროკურორმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლი ბრალდებულს აღარ აქვს წაყენებული, რადგან სანადირო გლუვლულიანი თოფის ფლობა დანაშაული არაა.

    იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულს პროკურატურა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას აღარ ედავება, მას ბრალი კვლავ წაყენებული აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით.

    12 იანვარს კლუბ ბასიანის ტერიტორიაზე სროლისა და სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე პოლიციამ ბიძინა ჩაჩხიანი დააკავა.

  • ფერადკანიან სტუმრებს ქვეყანაში არ უშვებენ – TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენელი

    TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენელის, ცოტნე ჯაფარიძის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ტურისტების ნაკადის შემცირება მესაზღვრებიის ქსენეფობიური დამოკიდებულის გამოწვეულია.

    „სამწუხაროდ, 2019 წელს საემიროებიდან ვიზიტორების დაახლოებით 15%-იანი კლება იყო. ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის, სავარაუდოდ, ქსენოფობიური დამოკიდებულება ჩვენი მებაჟეების მხრიდან, როცა ფერადკანიან სტუმრებს არ უშვებენ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე შეძენილი აქვთ ბილეთი მეორე გზისთვის, ასევე ტურისტული მომსახურეობის პაკეტი, სასტუმრო და ყველაფერი, რაც შეიძლება მათ ქვეყნის სანახავად დასჭირდეთ. თუმცა მათი გაბრუნება ხდება საზღვრიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,” – ამბობს ჯაფარიძე.

    შსს-ში მსგავს სიტუაციას უსაფრთხოებით ხსნიან, თუმცა TRAFFIC TRAVEL GEORGIA-ს წარმომადგენლისთვის გაუგებარია, რა საფრთხეს წარმოადგენენ ვიზოტორები საემიროებიდან.

    ,,ამაზე პასუხს შსს არ იძლევა და ამბობენ, რომ უსაფრთხოებაზეა საუბარი. რა უსაფრთხოებაზე შეიძლება იყოს საუბარი და როგორ შეიძლებოდა ინდუსი წარმოადგენდეს საფრთხეს ქვეყნისთვის, როცა ეს ის ხალხია, რომლებიც ყველაზე მშვიდობიანები და შრომისმოყვარეები არიან“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საემიროებთან დაკავშირებულმა ტურისტულმა სექტერმა ამოისუნთქა, თუმცა 2018-2019 წლებში სტატისტიკა გაუარესდა, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.

    სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტორების რიცხვი წლიურად 15.3%-ითაა შემცირებული.

  • თბილისში 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

    თბილისში, 20 წლის გოგონა საკუთარმა მამამ გარდაცვლილი იპოვა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ჯერჯერობით უცნობია  უცნობია, თუ რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ქართველი ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

    საქართველოს მოქალაქე  ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს.

    ამის მიუხედავად, სახელმწიფო ორგანოებმა მას უარი უთხრეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარი ნიკოლო ღვინიაშვილმა საიას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დახმარებით (EHRAC) ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 18 ოქტომბერს გაასაჩივრა. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი დავობდა, რომ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ეროვნული ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევდა და ამავდროულად მსგავსი მოპყრობა მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.

    ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს მისი პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სახელმწიფოს უარით ნიკოლო ღვინიაშვილის მიერ საჩივარში მოხმობილი უფლებები.

    ამასთან, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს, კონკრეტულად რომელ სამედიცინო პროცედურებს და სამართლებრივ რეგულაციებს ეფუძნებოდა მომჩივნისთვის ბიოლოგიური სქესის ცვლილების გარეშე გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ეროვნული ორგანოების უარი. დამატებით, სახელმწიფოს მოუწევს, უპასუხოს, რამდენად უთანაბრდება ბიოლოგიური სქესის შეცვლის მოთხოვნა „გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების“ მოთხოვნას, რასთან მიმართებითაც, სასამართლომ 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე  დარღვევა უკვე დაადგინა.

    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2020 წლის 4 მარტამდე მიეცათ 12 კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

  • კონკორდატი 21-ე საუკუნის გეორგიევსკის ტრაქტატია- ზურაბ ჯაფარიძე

    ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონკორდატი რეალურად რუსეთთან შეთანხმებაა და ის საქართველოს განვითარებას აფერხებს.

    ,,კონკორდატი რეალურად არის შეთანხმება რუსეთთან. 21-ე საუკუნის გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგვარი, სახეცვლილი ანალოგია. თუ რამე აფერხებს საქართველოს განვითარებას, ხელს უწყობს მის რუსულ ორბიტაზე დარჩენას და, შესაბამისად, კლავს ჩვენი შვილებისთვის ამ ქვეყანაში დარჩენის და თავისუფალი არსებობის შესაძლებლობას – ერთ-ერთი მთავარი (თუ ყველაზე მთავარი არა) არის სწორედ ეს ხელშეკრულება და ის ინსტიტუტი რომელიც ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა მონსტრად”,- ამბობს ჯაფარიძე.

    მისივე განცხადებით, კონკორდატის გაფორმებაში საამაყო არაფერია.

    ,,არაფერი საამაყო ამ ხელშეკრულების გაფორმებაში შეტანილ წვლილში არაა. პირიქით”.

    მან განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კონკორდატს მისი ინიციატივით მოაწერეს ხელი, როდესაც ის შევარდნაძის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო.

  • მამას ისე არ გავუზრდივარ, რომ საკადრისი პასუხი დავუბრუნო და სააკაშვილის მამა ან დედა მოვიკითხო -წულუკიანი

    “მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი ისე, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა ან დედა”, -ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

    “მშვიდობა არასდროს იყო მისი ღირებულება, ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება. ვფიქრობ, რომ მისი განცხადებებით რაკი გამოძიება დაინტერესდა ჩვენ მასზე და მის პიროვნებაზე კომენტირებისას ბევრი დრო აღარ უნდა დავხარჯოთ”, – აღნიშნა წულუკიანმა.

    სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” ,  მინისტრ წულუკიანის მამაზე თქვა, რომ  ის  უზენაესი სასამართლოს ჯალათი იყო.

  • რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავარიას 2 ადამიანი ესმხვერპლა

    ავარია რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე- იაღლუჯის მთის ფერდობთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

    არსებული ინფორმაციით,”მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.

    შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ჩვენ რომ ვიყოთ დროშის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ მთავარი ღირებულება- ქრისტიანობა – სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დროშის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ დროშის ღირსი რომ ვიყოთ, მას უნდა დავუბრუნოთ მთავარი ღირებულება – ქრისტიანობა.

    ,,პირველ რიგში, ეს დროშა ერთიანობის დროშაა. ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში… ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით”,- აცხადებს ზურაბიშვილი.

    მან ახალგაზრდებსაც მიმართა და სახელმწიფო დროშის პატივისცემისკენ მოუწოდა. ,,მე მინდა ბავშვებს, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არ არის რაღაც შავი სიმბოლო, ეს არის თქვენი თავის პატივისცემა. ქვეყნის პატივისცემა და იმ ღირებულებების და ფასეულობების, რომლითაც მოდის ეს ქვეყანა”,- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

    სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა.