Category: არქივი

  • “არავის ვემუქრებით და არ ვისწრაფვით საკუთარი ნება დავამყაროთ”- ვლადიმერ პუტინი

    რუსეთი არ ემუქრება არავის და არ ესწრაფვის საკუთარი ნება დაამყაროს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწიური მიმართვის დროს განაცხადა.

    „ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვესწრაფით საკუთარი ნება დავამყაროთ სხვა ქვეყნებზე. ამავდროულად, შემიძლია ყველა დავარწმუნო: ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადაიდგა, იყო დროული და ეფექტური“ – განაცხადა პუტინმა.

    ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებაზეც ისაუბრა.

    „პირველად, ჩვენ არავის ვეწევით. ჩვენ არავისთან დაწევა არ გვჭირდება. პირიქით, დაე, სხვა ქვეყნებმა შექმნან ისეთი იარაღი, რუსეთს რომ აქვს“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

  • 18 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა

    18 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა. თბილისში კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი – 20/25 მ/წმ-ში. საშუალო ტემპერატურა დღისით 7-12 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0-5 გრადუსი იქნება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თოვლჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი. თბილისში დღისით 3 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

    17 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, თბილისში – თოვლჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი.

    18 იანვარს, დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში -8 გრადუსამდე დაეცემა. რაც შეეხება თბილისს, 18 იანვარს დედაქალაქში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით 7 გრადუსი, ხოლო ღამით -4 გრადუსი იქნება.

  • დიდი დიღმისა და გლდანი-სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

    საშუალო წნევის გაზსადენზე რეკონსტრუქციისა და ახალ მილსადენზე გადართვის მიზნით დიდი დიღმისა და გლდანი-სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

    ხუთშაბათს, 16 იანვრის ღამის 22:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება:

    დიდი დიღმის მოსახლეობას, მათ შორის შპს „დიდი დიღომის“ 12500 აბონენტს.

    გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე – ფეიქრების ქ. 8, 14 და 14, ასევე, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „გივის დუქანი“, სს „რეზონანსი“, შპს „გაგრა-პლუსი“, სს „ქართულ შალი“, და სხვა;

    დიღომში – დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, დიღომი-7, დიღომი-8, დიღომი-9, აკაკი ბელიაშვილის ქ. 40-ში მდებარე ლტოლვილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების, კერძოდ, ყოფ. #140 პროფ. სასწავლებლის ს/ს, პედიატრიის ინსტიტუტის ს/ს, ბელიაშვილის შეს. 12, ბელიაშვილის II ჩიხი 3 – მიონის ყოფ. საბავშვო ბაღის შენობას, გრიგოლ ფერაძის ქუჩის, აგრარული უნივერსიტეტისა და საქარხნო დასახლების, ჯორჯ ბალანჩინის, დისევის, ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას, ბელიაშვილის, გიორგი ტერევერკოს, ესმა ონიანის, ჭიაურელის ქუჩების საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ არასაყოფაცხოვრებო ობიექტებს: მათ შორისაა: შპს „ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი“, ჟვანიას სახ. პედიატრიული კლინიკა, შპს „მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო“, შპს „ჯოენის სახელობის ცენტრი“, სს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული კლინიკური ქირურგიის ცენტრი“, შპს „გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა“, შპს „უნიმედი“, წმ. ნიკოლოზის სახელობის კერძო სკოლა, ეროვნული ზარაფხანა, „მიონის”-“ შენობა, გაზგასამართი სადგური „რეალგაზი“, შპს „ნიუ მოტორსი“, სკოლა „ბრიტანული ცენტრი“, შპს „ასტრა პარკი“, შპს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“, შპს „ვისოლ ავტო ექსპრესი“ შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „კერხერი“, შპს „აირკომპანი“, შპს „ორიენტ ლოჯიკი“, სს „გრინვეი საქართველო“, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო, ააიპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს „ჯეოტურანი“, შპს „G & A GROUP“, აგრარული უნივერსიტეტი, კლინიკა „ლანცეტი“, შპს „ქლინ ფლეისი“, შპს „ახალი ნათება“, შპს „საერთაშორისო კორპორაცია აი-სი-არ“, „ბეთელის მოხუცები“, შპს „ვიონი საქართველო“, შპს „თბილისის თავისუფალი სკოლა“, რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შპს „ჰიუნდაი ავტოსაქართველო“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, შპს „სუპერი“, შპს „თეგეტა მოტორსი“, შპს „ფოლსვაგენის ცენტრი“, შპს „ჯოკო რესტორანი“, შპს „ჯი-თი მოტორსი“, სს „ვენ ჯორჯია“, შპს „ელექტრონი“, #17 საჯარო სკოლა, ტექნიკური უნივერსიტეტი, შპს „ვივამედი“, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, შპს „ნეოფარმი“, სკოლა „ქორალი“, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, დიღომი-გლდანის შემაერთებელ გზაზე მდებარე რესტორანი „მაკდონალდსი“, ოლიმპიური კომპლექსი, აშშ-ის საელჩო, სუპერმარკეტი „გუდვილი“, შპს „იმედის“ კლინიკა, რესტორანი „რიტონი+“, პანორამა, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარედ – რესტორანი „ბერმუხა“, რესტორანი „შარბათი“, რესტორანი „ფორტუნა“, ასევე, აღმაშენებლის ხეივანში განთავსებული რესტორნები და სხვა.

    დიდ დიღომში – დიდი დიღმის ტერიტორიაზე, სოფ. დიღომის მიმდებარედ – როსტევან მეფის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, სტრაბონის, თინათინის, ლამბერტის, უსენის, მონპერის, ბარონ დე ბაის, კრისტიან სტივენის, კლაპორტის, ტარიელის, სოფ. დიღომი, ნაკვ. 036/665-ში მდებარე ამხანაგობა „დიდი დიღომი 32“-ის, სოფ. დიღომი, ნაკვ. 458, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/938-ში – შპს „ქართულ-უკრაინული სამშენებლო ჯგუფის“, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/341, სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/028, სოფ. დიღომში – კორპ. 4, სოფ. დიღომი, ნაკვ. 040/418, ნაკვ. 039/672-ში – შპს „ჯეოტერა-1“-ის, დიდი დიღომი, ნაკვ. 037/457-ში – ამხანაგობა „მეგობრობა 2012“-ის, იოანე პეტრიწის ქ. 1-ის მიმდებარედ, დიდი დიღომი, ნაკვ. 039/465-ში მდებარე შპს „სამშენებლო კომპანია ალფა დეველოპმენტის“, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარედ (ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ) – „ამხანაგობა 135“-ის, შპს „ალფა დეველოპმენტ პლიუსის“, მირიან მეფის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, დიდი დიღმის I მ/რ-ის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ცენტრალური გზის მიმდებარედ, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების, სოფ. ზურგოვანა და მიმდებარედ არსებული ამერიკელების დიპლომატიური დასახლება, ასევე, სოფ. დიღომის მიმდებარედ – დავარის, უსენის, ფატმანის, ტარიელის, ნიკო ბურის, რამაზის, ნესტან დარეჯანის, ბარონ დე ბაის, იაკობ რაინეგსის, კრისტიან სტივენსის, ვეფხისტყაოსნის, არქანჯელო ლამბერტის, მელიქ სურხავის, 4000 მესხის, მურადინ ფრიდონის, მაქს ტალკეს, შერმადინის, ხატაეთისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა.

    გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 17 იანვრის 10.00 სთ-დან და დასრულდება 22.00 სთ-მდე.კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია აბონენტების უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.

  • ოზურგეთში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

    ოზურგეთში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს.

    თვითმხილველების თქმით, სუპერმარკეტს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა თავს და ისინი მოლარეებისგან თანხას იარაღის მუქარით ითხოვდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

  • მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დაიხურა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, მიხეილ კალანდიას დღევანდელი სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. პროცესს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრება.

    დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, მსჯავდებულ გიორგი ჯანაშიას დაკითხავენ.

    ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

  • გიორგი რურუას იძულებით უღებენ დნმ-ის ნიმუშს-ნიკა გვარამია

    “მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს, პატიმარ გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშს იძულებით უღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია ავრცელებს. მისი შეფასებით, ქართულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობის ლეგალიზაცია დაიწყო.

    “წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას იძულებით უღებენ დნმ-ის ნიმუშს, ციხის საკანში მყოფს. “პროპორციული ძალის” გამოყენებითო, განაცხადა გამომძიებელმა და დაეყრდნო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    დიახ, არ მოგეჩვენათ: ციხეში მყოფი რურუას წინააღმდეგ ბიომასის ნიმუშის ასაღებად “პროპორციული ძალის” გამოყენებაზე პირდაპირ და ღიად მიუთითა სასამართლომ. პოლიტიკური პატიმრობა იქეთ იყოს, უკვე წამების და არასათანადო მოპყრობის ლეგალიზაცია დაიწყო ქართულმა სასამართლომ და პროკურატურამ.

    არც მეტი, არც ნაკლები”-წერს გვარამია.

  • კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის – კალაძე

    ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

    „მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე. რაიმე არ გამოგეპაროთ! იცით ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ყველანაირად გვერდში დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო. მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“,- განაცხადა კალაძემ.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

    ნაძალადევის რაიონში  გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • რაგბის კავშირში ხმაურიანი არჩევნებისთვის ემზადებიან

    რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. არჩევნები 30 იანვარს გაიმართება და სავარაუდოდ საკმაოდ დაძაბული იქნება.ამჟამინდელი პრეზიდენტის, გოჩა სვანაძის და მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორის, ბაჩო ხურციძის გარდა  პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ირაკლი აბუსერიძეც მიიღებს მონაწილეობას. აბუსერიძე რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანია და 2012 წლიდან ქართული ოცნების წევრია. ის ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

    ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის პირველად არ იბრძვის. მან  რაგბში პრეზიდენტის რანგში მოსვლა 4 წლის წინაც სცადა. თუმცა მაშინ კანდიდატურა მოხსნა, რადგან რაგბის გამგეობამ გაავრცელა განცხადება, რომ არჩევნებში ჩარევას გარე ძალები ცდილობდნენ. კერძოდ, იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი აბუსერიძის უკან ვიცე პრემიერი კალაძე იდგა, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აბუსერიძის სასარგებლოდ რაგბის იმ დროინდელ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს კანდიდატურის მოხსნა სთხოვა.

    2014 წლის არჩევნების დროს კანდიდატურა ირაკლი აბუსერიძესთან ერთად მოხსნა გია ნიჟარაძემაც. რაგბის გამგეობის თავჯდომარე მაშინ გოჩა სვენიძე იყო. ის დღეს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტია და 2020 წლის არჩევნებშიც იღებს მონაწილობას.

    საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი ბესიკ დონაძე რაგბის კავშირის არჩევნებს დააკვირდება. ის ფიქრობს, რომ 2020 წლის იანვარის ბოლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ერთმანეთს კახა კალაძისა და სუს-ის კლანი დაუპირისპირდება.

    კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძვის, ბაჩო ხურციძეა. ის საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორია. მან თანამდებობა გასული წლის შემოდგომას დატოვა და თვლის, რომ საკუთარი მიღწევების გამო რაგბის კავშირის პრეზიდენტის ტიტულს სწორედ ის იმსახურებს და უარყოფს ინფორმაციას, რომ მას ზურგს სუს-ი უმაგრებს.

  • ავარია მცხეთაში – დაშავებულია 3 ადამიანი

    მცხეთაში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

    არსებული ინფორმაციით, ხიდზე მიმავალი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

    დაშავებულები  მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

    ექიმების თქმით, სამივე მათგანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.