Category: არქივი

  • ძრწოდეთ ნაცებო! ის კაცი ბრუნდება, თქვენ სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!!!-გია აბაშიძე

    ძალიან კარგი ამბავია!- ასე ეხმაურება  ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ირაკლი შოთაძის “მეორედ მოსვლას”.

    „ძალიან კარგი ამბავია! შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელმაც გახსნა ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის, იურა ვაზაგაშვილის წამებით მკვლელობის საქმეები. ირაკლი შოთაძემ გახსნა ციხეებში სისტემური წამების საქმეები. ირაკლი შოთაძემ გაასამართლა სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები. ამიტომ უტევდნენ ნაცები გაშმაგებულები და იმ საქმეს გადააყოლეს, რომელშიც ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.

    ჰოდა ძრწოდეთ ნაცებო! ის კაცი ბრუნდება, თქვენ სისხლიან ხელებს და ვერაგულ სახეს რომ აჩვენებს საზოგადოებას!!!“,- წერს აბაშიძე.

    შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე ერთ-ერთ კანდიდატად წარადგინეს.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8818 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8862 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2158 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2138 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა

    რუსეთის დუმამ პუტინის წამოყენებულ კანდიდატურას მხარი დაუჭირა და პრემიერის პოსტზე დაამტკიცა.

    მიხეილ მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი წასულა.

    ცნობისთვის, 15 იანვარს რუსეთის მთავრობა გადადგა. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს. პუტინს სურს, რუსეთი საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს.

  • ევროპის ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბები. “ბარსელონა“ ლიდერია

    საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ“ გასულ სეზონზე შემოსავლებით ევროპის ყველა საფეხბურთო კლუბს გაუსწრო. კომპანია Deloitte–ს მონაცემებით კატალონიის საფეხბურთმა გუნდმა გასულ სეზონზე 840.8 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა და მის მარადიულ კონკურენტს, მადრიდის “რეალს“ (757.3 მლნ. ევრო) გაუსწრო.

    “მანჩესტერ იუნაითედმა“ 711 მილიონი ევროთი მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ამ სეზონზე მან შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე შემოავლიანი კლუბის სტატუსი დაკარგოს.

    ევროპის ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების ათეული ასე გამოიყურება:

    1. ბარსელონა – 840.8 მილიონი ევრო
    2. მადრიდის “რეალი“– 757.3 მილიონი ევრო
    3. “მანჩესტერ იუნაითედი “– 711.5 მილიონი ევრო
    4. მიუნჰენის “ბავარია“– 660.1 მილიონი ევრო
    5. “პარი სენ–ჟერმენი“ 635.9 მილიონი ევრო
    6. “მანჩესტერ–სითი“ – 610.6 მილიონი ევრო
    7. “ლივერპული“ – 604.7 მილიონი ევრო
    8. “ტოტენჰემ ჰოთსპური“ – 521.1 მილიონი ევრო
    9. “ჩელსი“– 513.1 მილიონი ევრო
    10. “იუვენტუსი“ –459.7 მილიონი ევრო
    11. “არსენალი“ – 445.6 მილიონი ევრო
    12. “დორტმუნდის ბორუსია“– 377.1 მილიონი ევრო
    13. მადრიდის “ათლეტიკო“– 367.6 მილიონი ევრო
    14. მილანის “ინტერი“– 364.6 მილიონი ევრო
    15. “შალკე–04“324.8 – მილიონი ევრო

    წელს Deloitte–ის ანგარიშით რეკორდული სხვაობა დაფიქსირდა პირველ და მეორე ადგილზე გასულ კლუბებს შორის – 83 მილიონი ევრო. “ბარსელონას“ ამხელა უპირატესობით პირველ ადგილზე გასვლა იმით აიხსნება, რომ კატალონიურმა კლუბმა საკუთარ ხელში აიღო მერჩენდაიზინგზე (მათ შორის ატრიბუტიკით ვაჭრბაზე) და ლიცენზირებაზე კონტროლი.

    Deloitte–ის წარმომადგენლის, დენ ჯონსის წარმომადგენლის განცხადებით ბარსელონა მაგალითია, თუ როგორ უნდა ადაპტირდეს კლუბი ბაზრის ცვალებად პირობებთან.მისი თქმით, კატალონიელები სულ უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული სატელევიზიო ტრანსლაციების კონტრაქტებზე და აქცენტს შემოსავლის იმ წყაროებზე აკეთებენ, რომელთა კონტროლი თავად შეუძლიათ.

    Deloitte–ის ვარაუდით ბარსელონა ლიდერობას მომავალ სეზონზეც შეინარჩუნებს და უახლოეს წლებში თავის მიზანს – წელიწადში 1 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიაღწევს.
    Deloitte–ის რეიტინგი თავად კლუბების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს ეფუძნება.

    შემოსავლის მთავარ წყაროდ კვლავ მატჩების ჩვენების უფლებების გაყივდის შესახებ კონტრაქტებია – გასულ წელს კლუბებმა შემოსავლის 44% სწორედ ამ გზით მიიღეს.

    მართალია მანჩესტერ იუნაითედის შემოსავალი წინა სეზონზე გაიზარდა, მომავალ სეზონზე მისი კლებაა მოსალოდნელი. პირველ რიგში ამის მიზეზი ის არის, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიდა.
    Deloitte–ის პროგნოზებით მომავალ წელს კლუბმა შეიძლება ინგლისის ფინანსურად ყველაზე წარმატებული კლუბის პოზიცია დათმოს.

    არსენალის მოკრძალებული 11–ე ადგილი იმით აიხსნება, რომ გუნდი უკვე მეორე წელია ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ვერ ახერხებს.

  • ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით- ქართული ოცნების დეპუტატი

    ქართული ოცნების დეპუტატის, სიმონ ნოზაძის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ,,ბორძიკებს” და სხვა ალტერნატიული ხელისუფლება, რომელიც უკეთ განავითარებდა საქართველოს, არ არსებობს.

    ,,მოდით, მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით. მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დემოკრატიულობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა, ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს. იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ,” – ამბობს ნოზაძე.

    ოცნების დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ NDI-ს კვლევებს ანგარიშს უწევს, თუმცა გააჩნია როგორ სვამენ ისინი კითხვებს.

    ,,მე NDI-სთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ კვლევებს ანგარიშს ვუწევ, მაგრამ გააჩნია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს, როგორ უსვამენ კითხვებს და ა.შ. მთლიანად ქვეყანა, რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით მიდის,”- აცხადებს სიმონ ნოზაძე.

    ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხევით, გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას უარყოფითად აფასებს, 30% კი კარგად.

  • ვოლსკის აზრით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რადგან NDI-ს საქმიანობას არ უკრძალავენ

    გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში NDI-ს არსებობით ქვეყნის დემოკრატიულობა მტკიცდება.

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, NDI ათეული წელია აჟიოტაჟს ქმნის და კვლევის შედეგებს გაუგებარი მიზეზით პერიოდულად ავრცელებს.

    “ათეულ წელზე მეტია ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც NDI-ს ეგიდით მოქმედებს, აჟიოტაჟს ქმნის იმ კვლევების შედეგებით. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, სულ ცოტა ასეთ ორგანიზაციას აუკრძალავდნენ საქმიანობას”, – აცხადებს ვოლსკი.

    დღეს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

  • რუსეთის მმართველმა პარტიამ პუტინის წამოყენებულ პრემიერობის კანდიდატ მიხეილ მიშუსტინს მხარი დაუჭირა

    რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პუტინის წამოყენებულ კანდიდატს, მიხეილ მიშუსტინს.

    რუსეთის დუმა მის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის.

    53 წლის მიხეილ მიშუსტინი 2010 წლიდან ფედერალურ საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კომპანია UFG group-ის პრეზიდენტი იყო, რომელიც ერთერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში აქტივების მართვისა და პირდაპირი ინვესტიციების სფეროში.

    გარდა ამისა, მიშუსტინი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის, ასევე ჰოკეის კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

    შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა მას შემდეგ გადადგა, რაც ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციტივით გამოვიდა.

  • ირაკლი შოთაძე შესაძლოა მთავარ პროკურორად დააბრუნონ

    ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე შესაძლოა თანამდებობაზე დააბრუნონ. 

    საპროკურორო საბჭოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად წარადგინეს. საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.

    ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ხორავას ქუჩის გახმაურებული საქმის გამო დატოვა. მის გადადგომას ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები მას შემდგომ ითხოვდნენ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციები მოჰყვა.

    ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 9 კანდიდატია წარდგენილი.

  • “რა გჭირთ ტო!”-კალაძე ჟურნალისტს (ვიდეო)

    “რა გჭირთ ტო?!”-ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც კითხვის დასმას პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. კალაძემ მის შეკითხვას არ უპასუხა და ჟურნალისტს მიუთითა სხვა კოლეგებთან ერთად დამდგარიყო.

    “რა გჭირთ ტო! რა მოგივიდათ მოითმინეთ ერთი წუთით. დადექით ნორმალურად ცივილურად, არადამიანურად იქცევით, არ გრცხვენიათ უბრალოდ?! ვხვდები რომ არ გრცხვენია და უსირცხვილო რომ ხარ! ”

    “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვა კორუფციულ სქემებს და მოსალოდნელ დაკავებებს ეხებოდა, კალაძემ ვრცლად საუბარი არ ისურვა და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ ენერვიულათ.

  • სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს- მდინარაძე NDI-ს კვლევაზე

    ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ის NDI-ს ახალ კვლევაზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს, კვლევის სანდოობა კი საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.

    ,,სერიოზულად რომელიმე დეტალზე ამ კვლევიდან არ ვაპირებ საუბარს, სადაც CRRC-ის გამოქვეყნებულ კვლევები რამდენად სანდოა განსაზღვროს საზოგადოებამ, როდესაც 15%-ს უწერდნენ ქართულ ოცნებას და მაშინ ქართული ოცნება იღებდა 49%-ს. ახლა უწერენ 20%-ს, ანუ ჩვენ ვიღებთ 49%-ზე გაცილებით მეტს, ეს გასაგებია – გნებავთ ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად მიიღეთ. სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი,”- აცხადებს მდინარაძე.

    კითხვაზე, სჯერა თუ არა მას კალაძის რეიტინგის, დეპუტატი პასუხობს რომ კალაძეს ასეთი მაჩვენებელი იმიტომ აქვს, რომ სინამდვილეში გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი.

    ,,კალაძეს წარმოიდგინეთ , რას უზამდნენ, მას რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

    ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებული NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, ,,ქართული ოცნების” რეიტინგი 20%-მდე შემცირდა, კალაძის დადებითი შეფასების მაჩვენებელი კი მმართველ გუნდში ყველაზე მაღალი, 34%-ია.