Category: არქივი

  • აშშ-ს ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცი დადო

    საქარველოში ამერიკის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო.

    ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს და კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს.
    ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

    ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოვა ელჩი საქართველოში, მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

    დეგნანის კანდიდატურა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს 2019 წლის სექტემბერში წარუდგინა, დეკემბერში კი სენატმა ის ელჩად დანიშნა.

  • ყალბი მართვის მოწმობების დამამზადებელი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

  • ამ სისტემაში მოდიან როგორც წმინდა გიორგი და მიდიან როგორც გველეშაპები- გიგი უგულავა

    ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ პროპორციულ სისტემაზე საუბრისას აღნიშნა,რომ თუ ეს სისტემა შენარჩუნდა, კატასტროფას გამოიწვევს მომავალშიც,
    რაც წარსულში გამოუწვევია.

    ,,ეს სისტემა თუ შენარჩუნდა, კატასტროფას გამოიწვევს, გამოუწვევია ადრეც , ახლაც და ,სამწუხაროდ, მომავალშიც გამოიწვევს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სისტემაში, სადაც მოდიან, როგორც წმინდა გიორგი და მიდიან, როგორც გველეშაპები”,- ამბობს უგულავა.

    მისივე თქმით, პროპორციული არჩევნები გარანტიაა იმისა, რომ არცერთი ხელისუფლება თავს არ გავა, იმიტომ რომ მასში დევს შემაკავებელი მექანიზმები სწორედ ამიტომ, ივანიშვილი პროპორციულის ჩაგდებით დიდ კედელს დაეჯახა.

    ,,ეგონა რომ მოგვატყუა და დიდი ამბავი, მაგრამ სინამდვილეში დაეჯახა დიდ კედელს, დიდ კლდეს, იმიტომ რომ მას მოუწევს, მისდა უნებურად, სისტემის 30-წლიანი შეცდომების წმენდა”,- აღნიშნავს ევროპული საქართველო ლიდერი.

    ცნობისთვის, პროპორციული არჩევნების კანონპროექტი 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო. მმართველ გუნდში ამის მიზეზად მაჟორიტარების წინააღმდეგობა დასახელდა. ოპოზიცია პროპორციულის ჩაგდებას ივანიშვილის გადაწყვეტილებად თვლის, მაჟორიტართა აჯანყებას კი – გათამაშებულ სცენად.

  • “მინდა გთხოვოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის“–პატრიარქი ოცნების უმრავლესობის წევრებს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს.

    დეპუტატებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ შორის, უწმინდესის ნათლულები.

    „ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, – უთხრა პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

    პრესსამსახურის ინფორმაციით პატრიარქს სიტყვით მიმართეს და მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა კარლო კოპალიანმა, დეპუტატებმა ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა.

    კათოლიკოს – პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და წარმატებები უსურვა.

    „მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, – მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

  • “ჩიჩხიტურზე ასვლამდე თქვენ მესვრით”- გარეჯში დაკავებული პირი ქართველ მესაზღვრეს ბოდიშს უხდის

    14 იანვარს საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებულ მოქალაქეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუაფრდეს. გიორგი იჩუკაიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებას, იძულებასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისსათვის საშიში ძალადობის მუქარით მძევლად ხელში ჩაგდებას ედავებიან.

    სხდომაზე იჩუკაიძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რა მოხდა 14 იანვარს, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მისი მიზანი არ იყო ქართველი მესაზღვრისთვის ზიანი მიეყენებინა და მან ბოდიში მოუხადა იმ მესაზღვრეს, რომელიც მძევლად აიყვანა.

    „მე ავედი ჩიჩხიტურზე ქართველებისთვის, ჩემი ძმებისთვის. მე არავის მოკვლა არ მინდოდა, არც ის მინდოდა, რომ ქართველების ხელით მოვმკვდარიყავი. მე ვარ ქართველი და ისინი არიან ჩემი ძმები. რაც შეეხება კონფლიქტს, იქვე როცა იარაღი მეჭირა, მაშინ მოვუხადე ბოდიში იმ ბიჭს, რათა შევატყე, შეშინდა. ასეა საჭირო-მეთქი, თქვენი ხელით არ უნდა მოვკვდე და ჩიჩხიტურზე ასვლამდე თქვენ მესვრით, ამიტომ მჭირდები-მეთქი. არც ავტომატი წამირთმევია, როგორც საუბრობდით. უბრალოდ მეკიდა ხელი იარაღზე, არ გამომიყენებია, დავიცავი სამშობლო.

    რამდენიმე წუთი, რაც იქ ვიყავით მე და ის მესაზღვრე, ერთად ვიცავდით საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო მე არ გამიკეთებია, ჩვენ გავაკეთეთ ერთი მეორეს გვერდში დგომით. ჰაერში არაფერი არ მისვრია, არც ჩიჩხიტურზე არ გამისვრია. მინდოდა ჩიჩხიტურზე ასვლა, მაგრამ არ ამიშვეს. ბოლოში რაც დავინახე ბორკილებია, რომ დამადეს და წამომიყვანეს“, – განაცხადა გიორგი იჩუკაიძემ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გიორგი იჩუკაიძე 14 იანვარს დააკავეს.

    საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

  • მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში – სააკაშვილი(ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილი ენდიაი–ს კვლევის შედეგებს ვიდეო სელფით ეხმაურება. კვლევის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის 39 %–ს აქვს, ივანიშვილის მიმართ კი 49%–ს. დადებითი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ დადებითი გაწყობა 26%–ს შეადგენს, ივანიშვილის მიმართ კი დადებითი განწყობა 17 პროცენტია. სააკაშვილი საკუთარ მიღწევებზე საუბრობს და უკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება პოპულარობაში.

  • „ფეხი და კარი“ კი არ გერევა „ჯიგარო“, ბევრი რამ გეშლება-თაკო ჩარკვიანი კალაძეს

    „ფეხი და კარი“ კი არ გერევა „ჯიგარო-პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი  დედაქალაქის მერს კახა კალაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს და დღევანდელ ინციდენტს აფასებს.

    „ამ ჩვენს დროშებს თინიკო”,- ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სიმღერა, ახლა მომაგონდა… „ამ ჩვენს ქალაქის მერს „თბილისელობა „ტო“ ჰგონია ეტყობა, ისე უთხრა ჟურნალისტს „ჩაიწიე რა, რა გჭირს ტოოო“.

    არა „გენაცვალე“ კახი, მერწმუნე ცდები, როგორც ბევრ რამეში, ისე ამაშიც, არა არის ასე: ქალაქელობა „ტო“ არ არის და არ იყო, წესი და რიგი, უფროს-უმცროსობა, მშიერის დაპურება, (თან ჩუმად აფიშირების გარეშე), უბნის პატივისცემა იყო და არის ქალაქელობა, ანუ უბანი და მეზობელი არ უნდა შეგეწუხებია, შენი არსებობით და ცხოვრების წესით, თავს არ უნდა მოგეხვია შენი „ძალიან კარგი ყოფა თუ ყოფნა”, ასეთს გორსალას ეძახდნენ, თუ დახმარება გინდოდა ვინმესი, ისე აკეთებდნენ კაცები სიკეთეს-ახერხებდნენ უჩუმრად, მთელი „მუღამი“ ეგ იყო, კიდევ ის, რომ ქალის პატივისცემა იცოდნენ. „რა გჭირს რა ტოო“ ასე არ მიმართავდნენ, კიდევ ის, რომ წიგნიერი კაცის რიდი და მოკრძალება ჰქონდათ და აზრს ეკითხებოდნენ და სწავლობდნენ მისგან, ერთმანეთს კარგ წიგნებს აწვდიდნენ, (ვიცი ეს თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გითხარით), კიდევ -ერთმანეთის ნამუშევრებს აფასებდნენ, ნახატი იყო ეს თუ ლექსი, თუ ქანდაკება და მერე, ყურძენზე, პურზე და ღვინოზე ქეიფობდნენ -აღნიშნავდნენ ერთმანეთის წარმატებას…

    და კიდევ, კაცს, ოჯახთან ერთად თუ ვინმე თავს დაესხმებოდა ( ქალს მითუმეტეს) შენსავით არავინ ეტყოდა „რასაც დასთეს იმას მოიმკიო“. პირიქით, იმ კაცს უბანში აღარ გამოესვლებოდა, „ფარჩაკი“კაციაო ასეთ კაცზე ამბობდნენ, ეს ისე მოგიყევი, რადგან ვხედავ მარტო „ფეხი და კარი“ კი არ გერევა „ჯიგარო“, (როგორც ქალაქელები იტყოდნენ) ბევრი რამ გეშლება და ჰოდა მართლა, ახლა მე გეტყვი „ჟარგონით”, ისე, უზრდელად, როგორც შენ იტყოდი და გჩვევია, მართლა „ჩაიწიე რაა, დროზე ტოოო“ ან არა და, წესი და რიგი ისწავლე და ზრდილობას მოუხმე, ისე, როგორც ჩვენს ქალაქს ეკადრება და ისე მოიქეცი, რა ტრადიციაც საბედნიეროდ კიდევ შემორჩა ამ ქალაქს! თორემ ამ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქალაქს, „თქვენ“ ვერ ასწავლით, უზრდელ მერს, როგორ მოექცეს! – უბრალო თბილისელი,“- წერს თაკო ჩარკვიანი.

    შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა – „რა გჭირთ ტო“. კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა. შეკითხვა მერიაში შესაძლო კორუფციულ სქემებს ეხებოდა.

  • ღირსეულია, როგორც კანდიდატი, ისე კაცი და ადამიანი- მდინარაძე შოთაძეზე

    მამუკა მდინარაძე ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ღირსეული და პროფესიონალია.

    ,,ჩემი აზრით ის არის ღირსეული, როგორც კანდიდატი, ისე კაცი და ადამიანი და ის არის ასევე პროფესიონალი”,- ამბობს ოცნების დეპუტატი.

    მისივე განცხადებით, ის ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

    “მე მას პირადად ძალიან კარგად ვიცნობ და შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო მისი როგორც პროფესიონალი იურისტის კვალიფიკაციაზე. ამიტომ, მე მას მხარს დავუჭერ და მგონია რომ ჩვენი გუნდიც, რომლის სახელითაც ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობ, რადგან ახალი ამბავია, იგივე პოზიციაზე იქნება”,- თქვა მამუკა მდინარაძემ.

    ცნობისთვის, ,,ხორავას ქუჩის” საქმის გამო გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინეს. ამ ფაქტს მოჰყვა მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. ადამიანების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საპროკურორი საბჭოს მოუწოდებს, შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს.

  • რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

    “ინფო რუსთავის”  ინფორმაციით, შემთხვევა  მეგობრობის გამზირზე მხოდა,  35 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ასფიქსია სახელდება.

  • EMC საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის კანდიდატურად დასახელებას ეხმაურება და საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, მას მხარი არ დაუჭიროს.

    EMC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებდა.

    ,, „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში, რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა”,- წერია განცხადებაში.

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აცხადებს, რომ ,,ხორავას ქუჩის” საქმე, ისევე როგორც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, თემირლან მაჩალიკაშვილისა და აფგან მუხთარლის საქმეების გამოუძიებლობა ირაკლი შოთაძეს უკავშირდება.

    ,,გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელობას. ამავდროულად, შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში, პროკურატურის მიერ არ იქნა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეები”, – აცხადებს EMC.

    ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, გახადოს სხვა კანდიდატებზე ინფორმაცია საჯარო და წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.

    ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად წარადგინეს. საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.