მიწისძვრა მოხდა დღეს გამთენიისას სომხეთში. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს საზღვრის მახლობლად 16 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძრავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
ცნობა ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
მიწისძვრა მოხდა დღეს გამთენიისას სომხეთში. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს საზღვრის მახლობლად 16 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძრავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
ცნობა ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3 000 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში გახარიას პრემიერ მინისტრობიდან გაუშვებენ ინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად თავად ივანიშვილი ბრუნდება. სად მიდის გახარია, ჯერჯეროობით უცნობია, თუმცა მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია სამთავრობო ცვლილებების ახალ ვერსიაზე წერს:
“მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება
იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში
საგარეო საქმეები – მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ – ყოფილი პრემიერი.
გახარია – უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი
შერიგების მინისტრად ამერიკაში ელჩი ბაქრაძე, მის ადგილას ვაშინგტონში – ზალკალიანი.
ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების შეცვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ.
დანარჩენი ყველა რჩება.
ფარდა. გილოცავთ.“– წერს გვარამია.
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს დახმარებას სთხოვენ. ისინი სასწავლებლის ადმინისტრაციას მათი უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა, ადმინისტრაცია სტუდენტებს მობილობით სხვა სასწავლებელში გადასვლის საშუალებას არ აძლევს და საბუთების გაცემაზე უარს ეუბნება.
სტუდენტების ბრალდებები გაუგებარია სასწავლებლის დეკანისთვის. გულნარა იმედაშვილი უარყოფს, რომ ისინი სტუდენტებს მობილობაში ხელს უშლიან. დეკანის თქმით, იმისთვის, რომ სტუდენტებმა სხვა სასწავლებლებში გადასვლა შეძლონ, გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რის შემდეგაც მსურველები საბუთების გატანას თავისუფლად შეძლებენ.
დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2019 წლის 20 დეკემბერს გაუუქმდა. მიზეზი კი, როგორც ავტორიზაციის სამმართველოში განმარტავენ, სტანდარტებთან შეუსაბამობა გახდა. საუბარია დარღვევებზე, რომელიც დაწესებულების სტრუქტურაში, მატერიალურ და ადამიანურ რესურსში გამოვლინდა. ავტორიზაციის აღდგენაზე სასწავლებელი დავას სასამართლოში განაგრძობს.
დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებაზე ინფორმირებული არიან განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელი დღეს სტუდენტებს შეხვდა და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ყველა მათგანს დაეხმარებიან და სხვა სასწავლებელში გადაიყვანენ.
300-მდე სტუდენტი ჯერ ისევ დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ირიცხება, თუმცა 15 თებერვალს სასწავლებელი ფუნქციონირებას ოფიციალურად შეწყვეტს. ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, სტუდენტები კი ახალ სასწავლებლებში გადანაწილებას.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერი შეიცვლება, ჯერ კიდევ ახალ წლამდე გავრცელდა.
კულუარული ინფორმაციით, რომელსაც სხვადასხვა წყარო ადასტურებს, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მისი განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია. გახარიას თანამდებობიდან გაშვება ივანიშვილისგან დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად მოითხოვეს. მიზეზი ირანულ კომპანიებთან მისი კავშირია, რომლებიც ამერიკული სანქციებისგან თავის არიდებას და ფულის გათეთრებას საქართველოში ახერხებდნენ. ამ ინფორმაციას ოფიციალურად რა თქმა უნდა, არავინ ადასტურებს, თუმცა გახარიას ირანული კავშირების შესახებ ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ.
ივანიშვილი იძულებულია გახარიას შეელიოს, თუმცა მისი შემცვლელის მოძებნა ადვილი არ არის. საარჩევნო წელს ივანიშვილი ე.წ. ტექნიკური პრემიერ მინისტრის იმედად ვერ დარჩება. გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა კი გუნდში არ ყავს. მისი გუნდის ყველაზე მაღალ რეიტინგულ ფიგურას, კალაძეს ივანიშვილი არ ენდობა. შესაბამისად, დიდი არჩევანი არ აქვს და პრემიერად სავარაუდოდ თვითონ მოუწევს დაბრუნება.
დღეს გახარიამ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებს მოუწოდა ნუ აჩქარდებიან და ფინალურ სერიას დაელოდონ.
“მოდით ფინალს დაველოდოთ, ნუ ჩქარობთ. თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, “დაგასპოილეროთ” გინდათ? დაელოდეთ ფინალურ სერიას,”-განაცხადა გახარიამ.
კულუარული ინფორმაციით გახარიას თანამდებობიდან წასვლა არ უნდა, თუმცა იცის რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და აღარ შეიცვლება. ამიტომაც მან ივანიშვილს შს მინისტრად დაბრუნება თხოვა. უცნობია, რა პასუხი მიიღო ამ თხოვნაზე, თუმცა სავარაუდოდ გახარიას შს მინისტრად დაბრუნება დასავლელი პარტნიორებისთვის მისი საეჭვო ირანული კავშირებიდან გამომდინარე ისევე მიუღებელია, როგორც მისი პრემიერობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.
ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2013-2019 წლებში 800 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო, საიდანაც 300 ათასი ლარი პრემია-დანამატებია.
სამუშაო 63 თვიდან, მხოლოდ 16 თვე იყო , როცა ჟვანიამ პრემია-დანამატი არ აიღო.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, თამარ ჟვანიას ანაზღაურება განსაკუთრებით მაღალი 2016-2018 წლებში , საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს იყო.
,,აღსანიშნავია შრომითი ანაზღაურების მკვეთრი ზრდა 2016 და 2018 წლებში, როდესაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 2016 წელს თამარ ჟვანიას შრომითმა ანაზღაურებამ 157,844 ლარი შეადგინა (81,277 – ხელფასი, 51,047 – დანამატი, 25,520- პრემია), 2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა – 136 350 ლარი შეადგინა (111,870 – ხელფასი, 24 480 – დანამატი((ჯილდო)”,- წერს ფლანგვის დეტექტორი.
ჟვანიას ანაზღაურება წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
თამარ ჟვანია 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 2018 წლის 24 დეკემბერს ის ამ პოსტზე ხელმეორედ აირჩიეს.
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ ,,ქართული ოცნება” ,,ნაციონალურ მოძრაობას” გაუთანაბრა.
მისი თქმით, გახარიამ ქართული ოცნების მკვლელის როლი შეასრულა, რადგან მისი შს მინისტრობის პერიოდში დაიღვარა ყველაზე მეტი სისხლი, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. ამასთან ერთად, მისივე აზრით, ივანიშვილი პრემიერი უნდა გახდეს, რადგან სხვა შემთხვევაში პარტიას დაკარგავს.
„გახარიამ მოახერხა ისიც, რომ „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრა. ანუ, ივანიშვილს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა უკვე შიგნით, პარტიაში აქვს და ამიტომ, მისი დაბრუნება პრემიერად, ან სიის პირველ ნომრად, ეს გადაუდებელი რეალობაა. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ის პარტიას დაკარგავს, რადგან კახა კალაძის სახით უკვე გამოიკვეთა კონკრეტულად ფიგურა, რომელიც პარტიის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს კი, მორალი და მდგრადობა ნაკლებად გააჩნიათ. ისინი ადვილად ბარგდებიან იქ, სადაც ახალი სიმძიმის ცენტრი ჩნდება,”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
დაბრუნდება თუ არა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ამ საკითხთან დაკავშირებით ის საკუთარ პოზიციას ორშაბათს დააფიქსირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქუცნაშვილი სწორედ 20 იანვარს განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ზაქარია ქუცნაშვილის კვლავ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს.
ქუცნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობს, რაც ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება.
შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი გასული წლის ზაფხულში გავრილოვის სკანდალის გამო დატოვა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის.
რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას ცხინვალი დე ფაქტო ლიდერმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„და თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა “, – განაცხადა პრეზიდენტმა.