Category: არქივი

  • სურამში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

    სურამში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ბეტა ნაჭყებიაა.

    არსებული ინფორმაციით, გოგონა მეუღლებ 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში ნაჯახით მოკლა.

    ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ და ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ.

    მათ 5 წლის შვილი ჰყავთ.

    მომხდარზე გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

  • პატიმარი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს

    ჯორჯიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 16 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული ჯიმი ფლეტჩერ მესერი შეიწყალა.

    საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარს სასიკვდილო განაჩენი ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

    როგორც UPI წერს, მედსერი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს. 1989 წელს მედსერი სადღეღამისო მაღაზიის თანამშრომლის მკვლელობისთვის გაასამართელეს. შეიარაღებული ძარცვა 1987 წელს მოხდა.

  • მომდევნო კვირიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი ივლის

    მომდევნო კვირიდან დედაქალაქის ქუჩებში 18-მეტრიანი ავტობუსი გამოჩნდება. ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

    მისი თქმით, ავტობუსის შემოყვანა ხალხმრავლობამ გამოიწვია.

    „სატრანსპორტო რეფორმის შემდეგი ეტაპი იწყება!!!ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია.

    რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება.თუმცა ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა“,- წერს ვიქტორ წილოსანი.

  • დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბინის მფლობელებს პოლიციის სახელით ემუქრებოდა

    პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც პოლიციელის სახელით ბინის მფლობელებს ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი – ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს პოლიციის სახელით დაემუქრა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

    აფხაზეთის სოფელ მაჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ სატბეი განდიამ უთხრა. ამავე ინფორმაციით, ერთმანეთს „გაზელის“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან მოხდა. დაზარალებულები ავტომობილებიდან მაშველების მისვლამდე ამოიყვანეს.

  • ლევან ჩხაიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.ვიდეო, რომლითაც კოლეგებმა “ჯაკო“ გაიხსენეს

    დღეს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ტვ პირველის ჟურნალისტი და წამყვანი, რომელსაც კოლეგები “ჯაკოს“ ეძახდნენ მოულოდნელად, თრომბით გარდაიცვალა.
    დღეს მისი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები მის საფლავზე შეიკრიბნენ.

    ტვ პირველმა გარდაცვლილ კოლეგას ვიდეო კოლაჟი მიუძღვნა, რომლითაც ვახო სანაიას დღევანდელი გადაცემა გაიხსნა.

  • თბილისის მერია 179 ცალ 18 მეტრიან ავტობუსს შეიძენს

    თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით თბილისში სატრანსპორტო რეფორმის შემდეგი ეტაპი იწყება.

    “ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია.

    რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება.

    თუმცა ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.“– წერს ვიქტორ წილოსანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ავტობუსების ფოტოებს აქვეყნებს.

  • სურამში 30 წლამდე ქალი ნაჯახით მოკლეს

    ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

    არსებული ვერსიით, ქალს აღნიშნული დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. დაზარალებული მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

    შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.

  • პროკურატაურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

    გენერალურ პროკურატურასთან „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.

    ისინი  ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. მათივე ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

    ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

    „ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას”, – აცხადებდა კუპრავა.

  • აჩუქეთ ცხოველებს ჩიჩილაკები – თბილისის ზოოპარკის შეთავაზება მოსახლეობას

    თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას სთავაზობს არ გადაყარონ ჩიჩილაკები და მიიტანონ ზოოპარკში ცხოველების გასახალისებლად.

    მათი თქმით, ცხოველებს ახალი წლისთვის ნაძვის ხეებიც ჰქონდათ, რომლითაც გულიანად გაერთნენ.

    „მოკლედ, რა ხდება ახლა. ნაძვის ხეები მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს კი არ გვაქვს, ზოოპარკში ცხოველებსაც ვუხალისებთ დღესასწაულებს. აგერ, ბატონო, ასე შეხვდნენ ახალ წელს ჩვენი დათვები და მგლები. ხუმრობა საქმე კი არაა, იმგვარი ნაძვის ხე წამოვუჭიმეთ, ლამაზიც იყო და გემრიელიც. ფაქტიურად, სუფრა გავუშალეთ, ოღონდ – ვერტიკალურად. რას აღარ ნახავდით ზედ ჩამოკონწიალებულს – ლოყაწითელი ვაშლებიო, ხრამუნა სტაფილოებიო, ქვეშ კოხტად შემოლაგებული გოგრები, თივის წვიმები, ხის სათამაშო ბურთები. ვარსკვლავიც კი დახვდათ, კენწეროში დაკოსებული. ამ ვარსკვლავს მხოლოდ იდეური და ესთეტიკური დატვირთვა კი არ ჰქონდა, სათამაშოც იყო. რომ ჩამოგლიჯეს, მშვენივრად აგორავეს, ფხოჭნეს და დორდლეს.

    ჰოდა, რა გვინდოდა გვეთქვა. ეს ნაძვის ხე კი იყო გადასარევი, მაგრამ ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი – ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ – სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

    თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები“,- ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.