Category: არქივი

  • “ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს”- გიორგი კალანდია „დახვრეტილ საქართველოს“ აქვეყნებს

    საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია თენგიზ სიგუას გარდაცვალებას facebook-ით ეხმაურება და აქვეყნებს დოკუმენტურ ფილმს „დახვრეტილი საქართველო“.

    „ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს“ – წერს გიორგი კალანდია.

    შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.

    1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო. 

  • ჩვენი საქმე ქნეს. აწი რუსთაველი ბუნებრივად და ლეგალურად გადაიკეტება. პასუხს კალაძე აგებს-უგულავა პარლამენტის შემოღობვაზე

    “ევროპული საქართველოს” ერტ-ერთი ლდიერი გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის შემოღობვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ასე გამოიყურება რუსთაველი, პარლამენტის წინ. სათამაშოები აიღეს და შემოღობეს. ჩვენი საქმე ქნეს. აწი რუსთაველი ბუნებრივად და ლეგალურად გადაიკეტება. პასუხს კალაძე აგებს”-წერს უგულავა.

    საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია  დღეს დილიდან შემოღობილია. შემოღობვის მიზეზი, თბილისის მერის განცხადებით სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

  • „ანტისემიტიზმის არარსებობა არ არის ის, რითიც უნდა იამაყო”- ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებს შეუძლათ იამაყონ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის იყო.

    „ანტისემიტიზმის არარსებობა არ არის ის, რითიც უნდა იამაყო, ისევე როგორც ვერ იმაყებ იმით, რომ არ ხარ კრიმინალი ან ქურდი. მაგრამ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ურთიერთობის ხარისხით, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს, ვიტყოდი ქართველებსა და ქართველებს შორის იყო. საქართველოში არასდროს ყოფილა განსხვავება ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საქართველოში იდენტობის ნაწილია. რელიგიას ჩვენ არასდროს გავუყვივართ. პირიქით, ის იყო ურთიერთპატივისცემის ფაქტორი. რადგან რელიგია ჩვენ ყოველთვის გვაერთიანებდა, არ არის საჭირო რომ ვთქვა, ჩვენ ტოლერანტები ვართ. შენ შემწყნარებელი შეიძლება იყო მის მიმართ ვინც არ იცი, არ მოგწონს, ან ვისიც არ გესმის. ჩვენ არც ერთი ეს გრძნობა არ გვქონია. ჩვენ სრულად მივიღეთ საქართველოს ეს ერთი განუყოფელი ნაწილი – ებრაული საზოგადოება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ჰოლოკოსტის ტრაგედიაზეც გაამახვილა ყურადღება და მას „კაცობრიობისთვის კატასტროფა“ უწოდა.

    „მეხსიერება არის ის, რაც გამოარჩევს ადამიანებს ცხოველთა სამყაროსგან. მეხსიერება და იმის აღიარების შესაძლებლობა, თუ სად ჩავიჭერით ყველა ერთად, სად დავაშავეთ, შესაძლებლობა წარსული დანაშაულებების გაცნობიერებისა, სწავლის შესაძლებლობა. მეხსიერება და წინააღმდეგობა. წინააღმდეგობა იმიტომ, რომ ჩვენ ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებული სათანადოდ, რომ ეს გულგრილობა, უმეცრება, სისუსტე და შეუწყნარებლობა აღარასდროს განმეორდება. როცა ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებებს, რომელიც სხვას უკუაგდებენ, სხვის აზრს, სხვის კულტურას, რწმენას, რელიგიას უგულვებელყოფებენ-წინააღმდეგობაა საჭირო“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

    აღმოსავლეთ საქართველოში 22-23 იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

    თბილისში 22-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

  • დავიწყოთ „ჩელენჯი“ – „TV პირველი“ იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები-ვატო წერეთელი

    სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს გადასახადებთან დაკავშირებით მიმართავს და თანაბარ პირობებში ჩაყენებას მოითხოვს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

    „ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით, თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.

    ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ადგილია საჭირო. მოდით, დავიწყოთ „ჩელენჯი“ – „TV პირველი“ იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები. ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.

    ბატონო მინისტრო – წამზომი ჩაირთო!“ – წერს ვატო წერეთელი.

  • ,,გადადგეს პლაგიატი რექტორი”- მოძრაობა ,,სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ” შარვაშიძის გადადგომას ითხოვს

    სტუდენტური მოძრაობა ,,სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ” თსუ-ის რექტორის , გიორგი შარვაშიძის გადადგომას ითხოვს.

    მოძრაობა, რომელშიც თსუ-ის სტუდენტები არიან გაერთიანებული, პეტიციას – ,,გადადგეს პლაგიატი რექტორი”,  აქვეყნებს.

    პეტიციაში წერია, რომ შარვაშიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პლაგიატიზმზე და თანამდებობა დატოვოს.

    ,,თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლების და სტუდია მონიტორმა მოამზადა, რაც ასევე დადასტურდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნით. მოვითხოვთ, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აიღოს პასუხისმგებლობა ამ პლაგიატიზმზე და საზოგადოების, უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, დატოვოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

    საქმე ეხება 2003 წლის დისერტაციას, რომელიც შარვაშიძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიაუნის დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც, პროფესორის განმარტებით, გიორგი შარვაშიძის პლაგიატობას ადასტურებს.

  • გულახდილად თქვით, რომ ბატონი ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის სცენარს-ევროპარლამენტარი ქართულ დელეგაციას

    გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ, – ასე ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას.

    „საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილი გახდა რამდენიმე წევრმა „ქართლი ოცნება“ დატოვა. გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს“,-განაცხადა გალერიმ.

  • ბინაში, სადაც მამა-შვილი გარდაიცვალა, წყლის გამაცხელებელში ჩიტის ბუდე იპოვეს

    რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით სწორედ ჩიტის ბუდემ გამოიწვია ბინაში CO-ს დაგროვება.

    ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი, დღეს დილას საცხოვრებელ ბინაში. გარდაცვლილები ნახეს.

    ცხედრები ამჟამად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის ბიუროშია გადასვენებული.

    რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა

  • თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ივანიშვილმა პროპორციული ჩააგდო- ევროპარლამენტარი ქართულ დელეგაციას

    ,,ამბობდა თუ არა ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ”- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მიჰაელ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

    მისი თქმით, საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ამას თან უნდა ახლდეს მთავრობის მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

    „საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია რამდენიმე წევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა”- აცხადებს გალერი.

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ესწრებოდნენ.

  • კლუბ ,,ბასიანთან” 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

    კლუბ ,,ბასიანთან” 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი დაუმძიმდა.

    პროკურატურის ინფორმაციით, ჩაჩხიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა. 

    „მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება“- აცხადებს პროკურატურა.

    ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ ,,ბასიანთან” 3 ადამიანი დაჭრა.