Category: არქივი

  • ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია

    ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, დაავადებული კი 500-ზე მეტია.

    მთავრობამ ქალაქ უჰანში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა.

    ჩინეთის ხელისუფლება მოუწოდებს უჰანის მცხოვრებლებს, არ დატოვონ ქალაქი და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღესაც გააგრძელებს მსჯელობას , გამოცხადდეს თუ არა განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.

    კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგსა და აშშ-ში.

    სპეციალისტების ვარაუდით, ვირუსი პირველად ქალაქ უჰანში, ზღვის პროდუქტების მარკეტიდან გავრცელდა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 23 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას, შარტავას, ფანასკერტელ-ციციშვილის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ეფრემ ზაქარაიას, კაჭრეთის, ნოსტეს, დომენტი ჟღენტის, რევაზ ურიდიას, კახიანის, ხუდადოვის, ვასილ თამარაშვილის, ინტერნატის, ლევან თიგიშვილის, ფილიას, კონდოლის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ლადო მესხიშვილის, მაღაროს, ლევან ცქიტიშვილის, ინწკირველის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გურამიშვილის გამზირის, დომენტი ჟღენტის, სანავარდოს, ზედამზის, კლდეკარის, სამღერეთის, გარეჯის, პიონერის, ხერთვისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ორბეთის, ლამისყანის, მაჩხაანის, ნაქალაქევის, წერონისის, ლაითურის, ბახმაროს, გომარეთის, ლეჩხუმის და ახტალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:30 საათიდან 17:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, კიევის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის და თენგიზ აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ქუთაისში მოზარდი სიცივეში მყოფი ძაღლის გათბობას ცდილობს

    ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გიორგი გვანცელაძემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ მიდის მოზარდი წვიმიან ამინდში ქუჩაში ძაღლთან და ცდილობს ის, თავისი მაისურით გაათბოს. 

  • იტალიაში, ქართველი ემიგრანტი 90 წლის მოხუცის ცემის გამო დააკავეს

    იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყობაში ადანაშაულებენ.

    90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს.

    როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით, დასტურდება რომ მოხუცისადმი არასათანადო მოპყრობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

    52 წლის ქართველი ბარის ციხეში გადაიყვანეს. მას ბრალი წაუყენეს მოხუცისადმი არასადანადო მოპყრობისთვის, დაზიანებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

  • თბილისში კუსტარულად დამონტაჟებული 4146 გაზის დანადგარი ჩაჭრეს

    კომპანია „თბილისი ენერჯი“ 2019 წლის დეკემბრის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში საცხოვრებელ ბინებში, სულ, 4146 კუსტარულად ან დარღვევით დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარი ჩაჭრეს. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ აქვეყნებს.

    კომპანიის ცნობით, ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ინფორმირებული და გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს.

    „თბილისი ენერჯი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია.

    2019 წლის დეკემბერში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:

    ▪ სამგორი – 816
    ▪ სანზონა – 520
    ▪ ისანი-ვაზისუბანი – 505
    ▪ გლდანი – 465
    ▪ დიდუბე – 347
    ▪ ნაძალადევი – 339
    ▪ კრწანისი – 245
    ▪ მთაწმინდა – 239
    ▪ ნუცუბიძე – 187
    ▪ დიღომი – 186
    ▪ ჩუღურეთი – 156
    ▪ საბურთალო – 91
    ▪ ვაკე – 46
    ▪ წყნეთი – 4

  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა

    საქართველოს პირველი არხის ყოფილი ტელეწამყვანი, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა.

    თემურ ჩხიკვაძე 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. ის თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.

    ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

  • ჩემი ნაშრომი პლაგიატი არ არის, ვინც თავის საავტორო უფლებებს დარღვეულად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს- გიორგი შარვაშიძე

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე უარყოფს, რომ მისი დისერტაცია პლაგიატია და იმ ადამიანებს, ვინც თავის საავტორო უფლებებს დარღვეულად მიიჩნევს, მოუწოდებს, სასამართლოს მიმართონ.

    მისი თქმით, არ უნახავს ილიაუნის დოკუმენტი, რომლითაც მისი ნაშრომის 34%-ის პლაგიატი დასტურდება, თუმცა დისერტაცია რამდენიმე პლაგიტის ამოცნობ პროგრამაში გაატარა და ის არ დადგინდა.

    ,,დისერტაცია გავატარეთ პროგრამა Turnitin-ში და დამთხვევა დაფიქსირდა 8%, ეს 8%-იც არის ახსნილი. მეორე პროგრამამ, ვუკუნგმა პლაგიატი საერთოდ არ დაადასტურა. პროფესორი, ვინც თქვენ დაასახელეთ (იაგო კაჭკაჭიშვილი) აპელირებს 34%-ზე, თუმცა ჩვენ საერთოდ არ ვიცით , რას ნიშნავს ეს 34%. პროცენტები არაფერს გვაძლევს, თუ არ ჩავხედავთ შინაარსს”,- აცხადებს შარვაშიძე.

    მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არა პიროვნულად მისი , არამედ უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაა, რადგან თსუ-მა ბოლო პერიოდში ბევრ წარმატებას მიაღწია და შესაძლოა, ეს ვინმეს არ მოწონდეს.

    ,,მე ცოტა სხვა შეხედულების ვარ კოლეგიალობაზე, ამიტომ არ შევალ იმის გარჩევაში ვინმეს აქვს თუ არა პირადი მოტივები. შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუციური მოტივები. შეიძლება ჰქონდეს მოტივი იმისა, რომ ვიღაცას არ მოსწონდეს რა გეზით ვითარდება უნივერსიტეტი. ის გეზი , რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის წარმატების გეზი”,- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

    ცნობისთვის, თსუ-ის რექტორის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლებამ და სტუდია მონიტორმა მოამზადა. 21 იანვარს კი, თსუ-ის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ შარვაშიძის დისერტაციის 34% პლაგიატია.

  • თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო

    თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო, რაც გადამწყვეტი წინგადადგმული ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო
    ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. საბანკო ლიცენზიის მოპოვება 2 ეტაპისგან შედგება. კერძოდ, პრელიცენზიის მიღების შემდეგ, თიბისიმ კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო ლიცენზიის გაცემა.
    თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ ე.წ. ნეობანკის განვითარებაზე  გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი ბაზარი, კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია.

    მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი, რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ხოლო 2020 წლის ზაფხულში დაიწყება საბანკო ოპერაციები.

    პარალელურად თიბისი აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის
    მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ თავისი 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებლით.

  • მოვუწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე-„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს

    მოვუწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე- ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

    „2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა; მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებას.

    დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია.ასევე შეცდომაა ამ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას, ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ. მოვუწოდებთ ყველას ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. შემდგომი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ფასეულობითი და სტრატეგიული სხვაობები საჯარო დისკუსიის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილი იქნება”,-აღნიშნულია განცხადებაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8895 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8877 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2045 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2077 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.