Category: არქივი

  • ვაკისთვის 1,9 მლნ ლარად შესაძენი სკამების ტენდერი შეწყდა

    თბილისის მერიის მიერ ვაკისთვის  1,9 მილიონ ლარად 155 სკამის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია.

    სატენდერო კომისია ოფიციალურ მიზეზად თბილისის მერიის შეთავაზებულ ვერსიას “სკამების ვანდალიზმისგან დაცვის” მექანიზმიების არჩადებას ასახელებს.

    გამარტივებული ტენდერი წესით, გუშინ, 21 იანავარს უნდა დასრულებულიყო. დოკუმენტის მიხედვით, სატენდერო პირობები ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა.

  • “ბიძინას ბოსტანი”- აქტივისტებმა პარლამენტთან მერიის ღობეზე წარწერა გააკეთეს

    “ბიძინას ბოსტანი”- ეს წარწერა გააკეთეს პარლამენტის წინ მერიის მიერ დამონტაჟებულ ღობეზე აქტივისტებმა.საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დღეს დილიდან შემოღობილია.

    კახა კალაძის ინფორმაციით,  ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

    “ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები”-განაცხადა კალაძემ. 

  • “კალაძე ოპოზიციის მხარესაა, აქამდე რუსთაველის გადაკეტვას 10 000 -ი კაცი თუ უნდოდა ახლა უნდა 3000”- ელისაშვილი პარლამენტის შემოღობვაზე

    “კალაძე ოპოზიციის მხარესაა, აქამდე რუსთაველის გადაკეტვას 10 000 -ი კაცი თუ უნდოდა ახლა უნდა 3000”- ასე ეხმაურება “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტთან მწვანე ჯებირის აღმართვას. როგორც ის აცხადებს ეს ჯებირი ხელისუფლებამ აქციების შიშით აღმართა თუმცა კალაძემ ოპოზიციას საქმე გაუმარტივა და 10000 კაცის ნაცვლად რუსთაველის გადაკეტვას ახლა უკვე 3000 კაცი დასჭირდება. 

    ” ეს არის სრული სისულელე, თბილისში პრობლემების მეტი რა არის ხალხს სახლები თავზე ენგრევა, ეს არის აქციებისა და ხალხის შიში. 9 აპრილის აქციების შემდეგ გივი გუმბარიძემ ზუსტად ასე შემოღობა პარლამენტი რო დემონსტრატები და სტუდენტები არ დამგდარიყვნენ. ვულოცავ კალაძეს რომ თბილისის ისტორიაში გუმბარიძის შემდეგ არის მეორე კაცი ვინც პარლამენტი შემოღობა ხალხის შიშით. სინამდვილეში კალაძე ხალხის და ოპოზიციის საქმეს აკეთებს. აქამდე რუსთაველის გადაკეტვას 10 000 -ი კაცი თუ უნდოდა ამ ღობის გამო ეხლა უნდა 3000 კაცი. 2 ჯერ ნაკლები ხალხით უფრო მძაფრი პროტესტი იქნება. ხალხის რომ არ ეშინოდეს ამხელა ღობის შემოღობვა დასჭირდებოდა? ” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • სად დაკრძალავენ თენგიზ სიგუას

    თენგიზ სიგუას ცხედარს სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც გაიმართება პანაშვიდი, რის შემდეგაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სავარაუდოდ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

    სიონის ტაძრის წინამძღვარი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ სიონის ტაძარში ცხედრის გადასვენების სურვილი გარდაცვლილის ოჯახმა გამოთქვა.

    ოჯახის ახლობელმა, ოლეგ კეშელავამ კი გვითხრა, რომ სავარაუდოდ თენგიზ სიგუას საბურთალოს სასაფლაოზე, მისი შვილიშვილის გვერდით დაკრძალევენ.

    თენგიზ სიგუას 16 წლის შვილიშვილი ქეთი სიხარულიძე 2017 წელს გარდაიცვალა. გოგონამ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ვერ გადაიტანა – ქეთი სიხარულიძის გარდაცვალების ტრაგიკული ისტორია.

    დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

  • „გირჩი” გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

    პარტია “გირჩი” “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

    როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, ერთ-ერთ გადაცემაში ვაშაძემ თქვა, რომ პროპორციული არჩევნები ხელისუფლებას “ნაციონალურმა მოძრაობამ” “დაადებინა” და ამის გამო “გირჩი” მიიჩნევს, რომ ვაშაძესთან საუბარს აზრი არ აქვს.

    „ეს გამოწვეულია მისი განცხადებიდან. გუშინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ადამიანმა განაცხადა, თან არაერთხელ, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ დავადებინეთ ამ ხელისუფლებასო, კონკრეტულად “ნაციონალურმა მოძრაობამო”. ყველას დიდი მადლობაო, ახალგაზრდებსო, იმათ, ამათო, მაგრამ კონკრეტულად ეს საქმე ჩვენი გაკეთებულიაო. ჩვენი აზრით, ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს არის “გირჩის” პოზიცია, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და გვაქვს კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” არაერთ ლიდერთან და ვსაუბრობთ უამრავ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმაზე, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როცა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებთ და თუ ეს ადამიანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” აზრის გამხმოვანებელი შეხვედრებზე, ჩვენ იმ შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

  • ოღონდ პარლამენტთან არ შეიკრიბოთ და აღმშენებლობას დავიწყებთო-ელენე ხოშტარია

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პარლამენტის ჯებირებით შემოღობვა აქციების შეჩერებას და ოპოზიციის გეგმების შეცვლას არ გამოიწვვევს.

    “სიცილის გარდა სხვა ემოცია არ მომდის, მართლა სასაცილოა ხელისუფლება, პრაქტიკულად, გვეუბნებიან, ოღონდ აქ არ შეიკრიბოთ და აღმშენებლობას დავიწყებთ ამ ადგილასოო. ჯერ რაღაც რკინის ღობეები აღმართეს, ოღონდ აქცია შეეფერხებინათ, შემდეგ ზვიგენი მოიყვანეს შუაღამეს, ყველა მოკვდა სიცილით  ისეთი საშინელება იყო, თვითონ მოუწიათ წაღება. ახლა, ვითომ გაამწვანეს აქაურობა, ცხადია, შეშინებულები არიან, ოღონდ აქ აქცია არ იყოს. რა თქმა უნდა, აქცია იქნება. პირიქით, ხელი შეუწყვეს გზის უფრო  გადაკეტვას მარტივად.

    რა თქმა უნდა, აქცია იქნება, ამ ტერიტორიაზეც, ბიძინას სახლთანაც, მათ ოფისთანაც იქნება .პიკეტიც იქნება. უბრალოდ, კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება ხელისუფლება. აქ არის დაღვრილი სისხლი, აქ არის დაკარგული თვალები, აქ მიდის მნიშნველოვანი საპროტესტო მოძრაობა მოტყუებული პროპორციულის გამო, რომელზეც მტელი მსოფლიო აღშფოთდა, გუშინ უყურებდით ევროპარლამენტში ესეთი დაუთოება ადამიანების არ მინახავს, შემრცხვა ჩემი ქვეყნის გამო.  კალაძემ გაიღვიძა და თურმე გამწვანების პროექტი უნდა შემოგვთავაზონ აქ სასაცილოა. სახეს კარგავს ხელისუფლება,ჩვენს გეგმებს ეს, რა თქმა უნდა, არ ცვლის, უბრალოდ კიდევ უფრო ასუსტებს მათ პოზიციებს ”-აცხადებს ხოშტარია.

  • “არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია, რომ სიმართლე ითქვას”- დავით სარალიძე

    მე წლებს არ ვითვლი, – ასე შეაფასა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი ზაზა სარალიძემ.

    „ჩემი პასუხი იქნება, რომ მე წლებს არ ვითვლი. არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს, მთავარია სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

    აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

    თუ რა პირობებით გაუფორმდა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

  • თბილისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 8.1 კგ “მარიხუანა“ აღმოუჩინეს

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

    „18 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი”, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

    გამოძიებას აწარმოებს შსს -ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო.

  • “დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა”- ხორავას საქმის მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

    დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

    აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

    როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

    2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

    პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

  • რატომ შემოიღობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია – თბილისის მერის განმარტება

    პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ატრაქციონების აღების შემდეგ, მწვანე ნაჭრის მოაჯირებით შემოღობეს. შემოღობვის მიზეზი თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია და მერია მის რეაბილიტაციას იწყებს.

    “დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იქნება ახალი ფილები, შადრევნები, გამწვანებითი სამუშაოები” – აცხადებს კალაძე.

    შეგახსენებთ, ამ ტერიტორიაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. აქვე იყო განთავსებული მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს. კარავი მერიამ წინასაახალწლოდ აიღო და ატრაქციონები განათავსა.