Category: არქივი

  • მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? ქორვაჭარი- კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

    ,,მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი”,- განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდიამ ზაზა სარალიძეზე.

    ,,სპეკტაკლებს მიდგამს უნიჭოდ, ხელები მიბრახუნა, ხელები უბრახუნოს დედამისს და მის შთამომავალს”,- ამბობს თენგიზ კალანდია. 

    მისი შვილის, ლუკა კალანდიას განცხადებით, ზაზა სარალიძე მკვლელებთან გარიგებაზე მიდის. 

    ,,გარიგებაზე მიდის მკვლელებთან იმიტომ, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ. ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ჩვენ რა, თამოყვარეობა არ გვაქვს?! უბრალოდ პატივს ვცემდით გარდაცვლილების სულებს. ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და გადაგვიარა ყველამ თავზე. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი”,- აღნიშნა მიხეილ კალანდიას ძმამ. 

    თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

    მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და მას გაეკიდნენ. სიტუაცია მანდატურებმა განმუხტეს.

  • “აპაჭუნოს ახლა თვალები გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული”- კობერიძე

    აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, კონგრესმენების წერილის მიღების შემდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.

    „გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობა და სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იძლევა, რაც არანაირად არ ჯდება ხელისუფლების ტონში. სამწუხაროა, რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს ირონიით პასუხობს: „წერილი გინდა თუ სიხარული” და თვალების პაჭუნით. მაშინ აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, ამ წერილის შემდეგ. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება – იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, გამოდიან და ღლიცინით პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ეს ასე არ დარჩება. ძალიან მალე თვალებჩაპაჭუნებულები დარჩებიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ის წერილები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან იღებს საქართველოს ხელისუფლება, არის საქართველოს მეგობრების წერილები. ასე უნდა მიუდგეს ხელისუფლება. ეს არ უნდა იყოს არც ოპოზიციის მხრიდან საფრიალებელი დოკუმენტი, რომ „აი, ხელისუფლებას ყური ავუწიეთ” და მეორე მხრივ, არც ხელისუფლება არ უნდა ისხლიტავდეს და ცინიკურ პასუხებს არ უნდა სცემდეს ამ წერილს. პოლიტიკური სპექტრი უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი მეგობრებისგან მიღებული კრიტიკული წერილები გავიაზროთ და პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ, რაც გვეკუთვნის.

    სჯობს, რომ ხელისუფლებამ, ცინიკური განცხადებების ნაცვლად, ყურად იღოს ეს რჩევები, დაჯდეს ოპოზიციასთან ერთად, გაუნაწილოს მას პასუხისმგებლობა და ერთად გადავწყვიტოთ, რა და როგორ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მეგობრები მსგავს განცხადებებს მაშინ აკეთებენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა სცდება დემოკრატიული განვითარების კურსს,”- განაცხადა კობერიძემ.

  • ან შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან მოუწევთ, გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული- წულუკიანი ოპოზიციაზე

    ,,მოლაპარაკების მაგიდა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენ შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და მოუწევთ გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული”,- აცხადებს ოპოზიციის მისამართით თეა წულუკიანი.

    მისი თქმით, თუ ოპოზიცია მთავრობის შეთავაზებას არ დათანხმდება, საპარლამენტო არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდება.

    ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მოლაპარაკები იმართება. ბოლო შეხვედრაზე ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა საარჩევნო მოდელი 100/50-ზე, რომელიც პარლამენტში 50 მაჟორიტარისა და 100 პროპოციული სიით არჩეული დეპუტატის შესვლას გულისხმობს.

  • 22 წლის გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

    ზუგდიდის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ,  გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში „ნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს და მაშინ როცა ქუთაისიდან რის გამოც საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა თუმცა ის მანქანაში გარდაიცვალა. 

    გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

    ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, რომ პაციენტი თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოიყვანეს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თუმცა მოგვიანებით, ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

    „დადასტურებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გრიპის ვირუსი. როგორც ვიცი ლაბორატორიული ნიმუშები გაგზავნილია და დღეს დღის ბოლოს ველოდებით პასუხს“,- თქვა ნანა ოდიშარიამ.

    ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს განცხადებით, პაციენტი 19 იანვარს შემოვიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკებით გადაყვანილ იქნა ქუთაისში. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

  • ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე აცხადებს, პროპორციული სისტემა ჩემი მონაპოვარიაო – დავით ჭიჭინაძე

    „მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის გადააგდებს“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

    ჭიჭინაძის ამბობს, რომ მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში პროპორციულ საარჩევნო სისტემას უკვე თავის მონაპოვრად თვლის.

    „მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის გადააგდებს. თანაც, ის „ქართული ოცნებისგან“ არც არაფრით განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დიფუზიაა, ქიმიური პროცესი. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ. „ნაცები“ ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და პროპორციული სისტემა თავის მონაპოვრად იჩემებენ. „ოცნება“ – ხელისუფლებაში დარჩენის დაუოკებელ სურვილს ქვეყნის გადარჩენასთან აიგივებს. და ჩვენ ამ კომედიას ვუყურებთ…“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

  • გასულ წელთან შედარებით კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

    ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” გამოაქვეყნა კორუფციის აღქმის ინდექსი, რის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით ნაკლებია.

    ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პოზიცია არ დაუკარგავს, ის კვლავ რჩება კორუფციის აღქმის თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერად, 180 ქვეყანას შორის საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იკავებს, თუმცა ქულის კლება ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.

    ,,სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კერძო ხელში კონცენტრაცია მნიშვნელოვანი წინაღობაა რეგიონში. გადამეტებული გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე კვლავაც წარმოადგენს დიდ გამოწვევას პოლიკიტური სამართლიანობისთვის საქართველოში, რომელმაც ორი ქულა დაკარგა გასული წლის შემდეგ,” – წერია ანგარიშში.

    ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში გადაუჭრელი რჩება შემდეგი პრობლემები: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.

  • კონგრესმენების წერილში არის კრიტიკა, თუმცა შეიცავს უზუსტობებს- რატი იონათამიშვილი

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, წერილში, რომელიც გახარიას 4-მა კონგრესმენმა მიწერა, არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა შეიცავს უზუსტობებს.

    ,,რაც შეეხება თავად წერილის შინაარსს, ცხადია, აქ არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება და მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები იქნება ობიექტური და პოზიტიური”,- ამბობს იონათამიშვილი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ოპონენტები 4 კონგრესმენის წერილსა და კონგრესის ორპარტიულ მხარდამჭერ რეზოლუციას ერთ სიბრტყეზე აყენებენ.

    “ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ 4 კონგრესმენის წერილი და კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი რეზოლუცია ლამის ერთ სიბრტყეში დააყენონ და თანაბარი მნიშვნელობის გამოხატულებად წარმოგვიდგინონ. ეს ნამდვილად მცდარია და პოლიტიკურ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე”,- აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი.

    4-მა კონგრესმენმა გახარიას წერილი მიწერა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე, პროპორციული არჩევნების ჩაგდებასა და სხვა საკითხებზე.

  • კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას თქმით, ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება საყურადღებაო, მაგრამ არა საგანგაშო. ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

    ,,მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე, სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია იყოს ბანერები და ფლაიერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომრები, რომ დროულად მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში”,- აცხადებს თამარ გაბუნია.

    მისი თქმით, დღეს კონორავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დახურული შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე შესაძლო საფრთხეების თაობაზე იმსჯელებენ, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, შეათანხმებენ ერთიან სამოქმედო გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

    დღევანდელი ინფორმაციით , კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, ინიფიცირებული კი 500-ზე მეტია. ჩინეთის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა.

  • თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს- ხაზარაძის ღია წერილი ოცნების წევრებს და მხარდამჭერებს

    ,,თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს”,-
    პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების წევრებს, მხარდამჭერებსა და დეპუტატებს მიმართავს.

    მისი თქმით, ქართული ოცნება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს, რადგან ისინი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების გზავნილებს არ იღებენ.

    “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი. არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები . აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია , რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს”,- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

    მისივე თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და წევრებმა კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში, რადგან ბიძინა ივანიშვილმა 30-წლიანი მონაპოვარი შეიძლება დააკარგვინოს ქვეყანას.

    ,,ამ ვითარებაში მინდა მივმართო “ქართული ოცნების” დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს: თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს.

    კარგად გაიაზრეთ, თუ რა ადგილს დაიმკვიდრებთ ქვეყნის ისტორიაში. თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია და ეს, პირველ რიგში, თქვენი ვალია, რადგან სწორედ თქვენი მხარდაჭერაა ის, რითაც ეს კურსი სულდგმულობს. ნუ დაუშვებთ, რომ საფრთხე რეალობად იქცეს”,- აცხადებს პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას აშშ-ის 4-მა კონგრესმენმა მიმართა წერილით, რომელშიც საუბარია მთავრობის მხრიდან პოლიტიკოსებსა და მედიაზე ზეწოლაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და სხვა პრობლემურ საკითხებზე.

    ხელისუფლება გუშინ ევროპარლამენტარებმაც გააკრიტიკეს და მოუწოდეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ეღიარებინათ, რომ პროპორციული ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო.

  • 2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოში 481 ადამიანი დაიღუპა, 7921 დაშავდა

    საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც 481 ადამიანი დაიღუპა, 7921 კი დაშავდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

    2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულთა რაოდენობა კი 12 %-ით შემცირდა. უფრო ზუსტად, 2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.

    საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო, ძირითადი მიზეზები ორგანიზაციის ინფორმაციით, არის: მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.