Category: არქივი

  • “კალანდიები ისხდნენ და ტკბებოდნენ ჩემი ოჯახის ტანჯვით” – სარალიძის პირველი კომენტარი

    სასამართლოს ეზოში, ინციდენტის დასრულების შემდეგ, სადაც მიხეილ კალანდიას პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

    როგორც სარალიძემ აღნიშნა, მისი მხრიდან არ ყოფილა არანაირი პროოცირება იმის თაობაზე რომ კალანდიები პროცესიდან გარეთ გამოეყვანა.

    “დღეს იყო მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვა. კალანდიას ჰყავს სამი ადვოკატი და ამ სამიდან ერთს აქვს მარტო არასრუწლოვანისთვის კითხვების დასმის უფლება და ზუსტად ის ავდოკატი, რომელსაც კითხვების დასმის უფლება აქვს, არ იყო პროცესზე. მოსამართლემ დასვა კითხვა – როგორ აპირებდნენ დაკითხვის წარმართვას – და კითხვა არ გვაქვს ჩვენ ა.ს-თანო, კალანდიების დავოკატებმა. პარალელურად, ვხედავდი, რომ კალანდიას ადვოკატი სუბელიანის ცოლ-შვილს ელაპარაკებოდა ცალკე დაკითხვამდე – სად გაგონილა, განსასჯელის ავდოკატი ელაპარაკებოდეს დაკითხვამდე მოწმეს? დაიწყო დაკითხვა და ა.ს-მ თქვა, მე დავურეკე კალანდიას და მითხრა გამოვალო – მაგ დროს ავდექი და ზურაბ თოდუას ვუთხარი – ჩემსთვის ეს უკვე საკმარისია, რაც მოვისმინე, აწი თავად არკვიეთ, როგორ არ იყო წინასწარგანზრახვით, როცა შეთანხმებულნი იყვნენ-თქო და გამოვედი, არც კალანდიებისკენ გამიწევია, წამოვედი და მერე ვნახე ტელევიზიით, რომ ყვებიან, გამოიწია და დაპირისპირება მოხდაო.

    “მთავარის” ოპერატორი იღებდა მთელს პროცესს, დადოს “მთავარმა” კადრები, გაასაჯაროოს, სად დავუპირისპირდი გვანახონ კალანდიას, ან ჩემმა თანხმლებმა პირმა, როდის უთხრა გარეთ გამოდიო. ორი წელია ხმა არ ამოგვიღიაო, რატომ? ეგონათ რომ გამოძვრებოდნენ და ფეხებზე ეკიდათ? მე რომ ქუჩა-ქუჩა დავფორთხავდი, მაშინ რატომ არ გაიღეს ხმა, ეგაა მიცვალებულის პატივისცემა? ისხდნენ და ტკბებოდნენ ჩემი და ჩემი ოჯახის ტანჯვით, ერთობოდნენ? ვერც სუბელიანის ცოლს შევატყვე რომ განიცდის ან ნერვიულობს! ის ბოდიშის მოხდაც ფარსი იყო, როგორც ჩანს. რაც შეეხება ჯანაშიას საპროცესოს, ჩემი ხელმოწერა არაა მანდ და საჭიროა, როგორც ვიცი, ხო?თუმცა, მას შემდეგ, რაც მე კანონმა ფეხებზე დამიკიდა და მითხრა, შენი სადისტურად მოკლული შვილის გამო, 15 წელზე მეტით ვერ დავსჯი ვერც ერთ დამნაშავესო, მე წლები, მართლა აღარ მაინტერესებს.” – განაცხადა ზაზა სარალიძემ საუბარში.

  • “მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის”- მირზა სუბელიანის შვილი

    ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, სადაც მირზა სუბელიანის შვილმა, ალექსანდრე სუბელიანმა ჩვენება მისცა, განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს. როგორც სუბელიანმა განმარტა, ის დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია,თუმცა აცხადებს, რომ კალანდია მკვლელი არაა.

    მისივე განცხადებით, მას კალანდია ფარდულთან შემხებლობაში არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ დავით სარალიძე კოჭლობდა და ფეხი სისხლიანი ჰქონდა.

    „ჩემი მყარი პოზიცია მაქვს და ამის თქმის არ მომერიდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილი მკვლელი არ არის, არა იმიტომ, რომ ჩემი დეიდაშვილია. ამის თქმა, რომ მინდოდა იმიტომ მინდოდა სხდომა ღია ყოფილიყო. გიორგისა და სარალიძეს შორის იყო უშუალო ჩხუბი, მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, გიორგიმ ამოიღო დანა და დაარტყა ერთხელ, ან რამდენჯერმე”, – განაცხადა სუბელიანმა.

    ამასთან, სუბელიანმა სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ინციდენტზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მათ შორის, იმაზეც, თუ როგორ მიიყვანა ის მირზა სუბელიანმა პოლიციის განყოფილებაში. როგორც სუბელიანმა განაცხადა, ის მიხეილ კალანდიას სავარაუდოდ, ტელეფონით შეეხმიანა და დახმარება სთხოვა, რაზეც მას დეიდაშვილმა უპასუხა, რომ არ ენერვიულა, რადგან მასთან მივიდოდა.

    „ფაქტობრივად შევრიგდით, რა დროსაც დათო სარალიძე უკანა ფლანგებში იყო, გამოვიდა და უხეშად დაიწყო საუბარი, რაზეც გიორგი ჯანაშიამ ხელი მიადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძე აგინებდა, ვის ეხებიო, შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, ბიჭები შუაში ჩადგნენ და დაიწყო გაშველება. საბოლოო ჯამში, ვერ შეაკავეს ერთმანეთი და ჩხუბი ატყდა. ხალხი აშველებდა, ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა, სავარაუდოდ, სარალიძის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გიორგიმ დაარტყა. ვიღაცამ დაიყვირა სისხლიო“, – განაცხადა სუბელიანმა.

  • სარალიძემ გაინაღდა ჩემი შვილის დაჭერა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფული აქვს აღებული- მიხეილ კალანდიას მამა

    ხორავას ქუჩის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია ეჭვობს, რომ ზაზა სარალიძემ ,,ნაციონალური მოძრაობისგან” და ,,ევროპული საქართველოსგან” ბევრი ფული აიღო, შემდეგ კი მთავრობამ გადაიბირა.

    ,,სარალიძემ გაინაღდა ჩემი შვილის დაჭერა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფული აქვს აღებული, ჯერ „ნაცებისგან“, მერე „ევროპული საქართველოსგან“, იმიტომ, რომ ჯერ მთავრობის წინააღმდეგი იყო, მერე მთავრობამ გადაიბირა, დიდი ფული მისცეს ალბათ, ახლა მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს”,- ამბობს თენგიზ კალანდია.

    მისივე თქმით, ეს საქმე იმიტომ გახმაურდა, რომ მირზა სუბელიანის გვარი გაჟღერდა, რაც ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა.

    ,,ეს საქმე იმიტომ გახდა ასეთი ხმაურიანი, რომ „ნაცმოძრაობას“ აწყობდა, ჩემი ქვისლის გვარი რომ გაჟღერდა, მისი კადრების, ვითომ რომ კადრები ჰქონდა მირზა სუბელიანს, იმ კადრების ხელში ჩაგდების მიზნით აწყობდა, რომ ჩემს შვილზე გაეკეთებინათ ყველაზე დიდი აქცენტი, რომ ეს კადრები გამოჩენილიყო. არც კადრები არ არის და არც ბავშვია დამნაშავე. 2 წელიწადი და 1 თვე დამნაშავე არ იყო ბავშვი, ახლა უცებ დამნაშავე გახდა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეს მოთაფლონ“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

    დღეს მასსა და ზაზა სარალიძეს შორის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა.

  • “გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა” – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლეთ ჩავუშოღლუ ნატო-ს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას  “Reuters” წერს

    “არ მესმის რატომ არ არის საქართველო ამ დრომდე მოწვეული, ან რატომ არ არის წევრობის სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ არიან შეთანხმებულნი, რომ მოიწვიონ საქართველო, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. მაგრამ ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს წევრი “, – განაცხადა მევლეთ ჩავუშოღლუმ დავოსში, გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.  

    მევლეთ ჩავუშოღლუმ გერმანულენოვან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ასევე  აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ყოველთვის მხარს დაუჭერს მაგრამ საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯის გადადგმას, რუსეთის შიშით ვერ ბედავენ.

  • ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა

    საბერძნეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტად მოსამართლე და ადამიანების უფლებების დამცველი ეკატერინი საკელაროპულუ აირჩია.

    პრეზიდენტობის პოსტზე 63 წლის საკელაროპულუ პარტია ,,ახალმა დემოკრატიამ” წარადგინა. მას მხარი 300-დან 261-მა პარლამენტარმა დაუჭირა, რაც პრეზიდენტად ასარჩევად საკმარისია.

    ეკატერინი საკელაროპულუ ფიცს 13 მარტს დადებს.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების შედეგი არის ,,ფანჯარა მომავალში” და ,,საბერძნეთი ახალი ოპტიმიზმით შედის ახალ ათწლეულში”. მას მანამდე გუნდში ქალების ნაკლებობის გამო აკრიტიკებდნენ.

  • თოვა, ნისლი, ქარბუქი- როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ,,მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.”

    გარდა ამისა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი.

    ,,ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი , ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს”,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

  • აშშ და ევროკავშირი თანხმდება, რომ დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება”- გიორგი ვაშაძე

    გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართული ოცნება აქამდე ატყუებდა ევროკავშირსა და აშშ-ს ,რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფაქტორი ოპოზიცია იყო, თუმცა ახლა აშშ და ევროკავშირი თანხმდება, რომ დღეს დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება”.

    ,,ვეღარ ატყუებენ ვერც ერთ განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს. ვეღარ მოატყუებენ, აქამდე ხომ ატყუებდნენ და უფრო მთავარიც, აქამდე ისინი „ყიდდნენ” ერთ რამეს, რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს აშშ და ევროკავშირი თანხმდება ერთ რამეზე, რომ დღეს დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება”,- აცხადებს ,,ახალი საქართველოს” თავმჯდომარე.

    ვაშაძე საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზეც საუბრობს და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნება” ქვეყანას ევროპული კურსიდან ვერ გადაახვევინებს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია.

    „ქვეყანას საერთაშორისო იმიჯიც შეელახა, ინვესტიციებზე ეს ხომ უკვე ზეგავლენას ახდენს, ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს. მაგრამ მთავარ ფუნდამენტურ, ანუ ევროატლანტიკურ არჩევანზე ეს ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ რა, ახლა, მართლა გვგონია, რომ ვოლსკი, წულუკიანი ან ივანიშვილი გადაგვაფიქრებინებს საქართველოს ევროინტეგრაციას? გამორიცხულია, უბრალოდ, ახლა ამათ გადავყრით სანაგვეზე და გავაგრძელებთ აუცილებლად ევროატლანტიკურ კურსს. ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში, არ არსებობს ინდექსი, ციფრი, რაშიც ბოლო 8 წელიწადში საქართველოს გაუმჯობესება აქვს. ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და „ქართული ოცნება” საფრთხეს ამას ვერ შეუქმნის”,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

  • ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვათ, რადგან ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს- მიხეილ კალანდია მოსამართლეს

    მიხეილ კალანდიამ მოსამართლეს მიმართა თხოვნით, რომ ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვას, რადგან მას მისი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს.

    „სამწუხაროა, მსგავსი ფაქტი რომ მოხდა. ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ყველაფერს აქვს საზღვარი. მესმის, რომ ზაზა სარალიძე დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ბატონი ზაზა პროცესზე აღარ დაუშვათ, რადგან მისი მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი და ყველაფრის მომთმენი ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს. გთხოვთ, ბატონ ზაზა სარალიძეს სხდომაზე დასწრების უფლება აუკრძალოთ, ადვოკატი დაესწროს და გადასცეს მას რა ხდება სხდომაზე თუ აინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აინტერესებდეს”,- განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

    მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მას უპასუხა, რომ პირი სხდომათა დარბაზში რომ არ დაიშვას, ის გაფრთხილებული ან გაძევებული უნდა იყოს და ეს საკითხი ახლა არ გადაწყდება.

    სასამართლო პროცესი მომხდარი ინციდენტის გამო სასამართლო პროცესი დახურა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს დარჩენის უფლება მისცა. ცოტახნის წინ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. თენგიზ კალანდიამ განაცხადა, რომ სარალიძე ,,თავისი შვილის სულს ჰყიდის ყოველდღე”.

  • „ჩემს სტუდენტს ლექციებზე სულ ეძინა… საშინლად შემრცხვა…“ – გოგი გვახარია

    გოგი გვახარია „სპარში“ მომხდარ ტრაგედიას სტატუსით ეხმაურება და სვამს კითხვას, თუ რატომ არის თბილისში ამდენი ღამის მარკეტი. 

    „ფრენდები წერენ და მეც მინდა ვიკითხო – რა საჭიროა ამდენი ღამის მარკეტი ქალაქში? სად, რომელ ქვეყანაში გინახავთ ამდენი სუპერმარკეტი მუშაობდეს ღამე?

    შარშან სტუდენტი მყავდა, რომელსაც სისტემატურად ეძინა ჩემს ლექციაზე. ერთხელაც ვერ მოვითმინე და შესვენებაზე ვუთხარი, რომ არ მსიამოვნებს ლექციის წაკითხვა ასეთ გარემოში, რომ არავის ვაძალებ ლექციებზე სიარულს… მარკეტში ვმუშაობ და ღამე მორიგე ვიყავიო. საშინლად შემრცხვა. ჰოდა, კი ვამბობ, იქნებ ღამის მარკეტები დახურონ მეთქი და თან ვფიქრობ, რანაირად უნდა გადაიხადონ აბა სწავლის ფული?რას იტყვით?

    პ.ს. თავისუფალი ბაზრის მხურვალე თაყვანისმცემლები ნუ გამომეხმაურებით. ვიცი თქვენი პასუხი“- წერს გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.

  • პოლიციამ დააკავა ქალბატონი, რომელიც თეთრკანიან მამაკაცს ძაღლივით დაატარებდა (ვიდეო)

    ბრიტანეთში დააკავეს ნიგერიელი ქალი, რომელიც მამაკაცს ძაღლივით დაატარებდა. ინციდენტი 22 იანვარს მოხდა, სამართალდამცავმა შეამჩნია შავკანიანი ქალბატონი, რომელსაც თეთრკანიანი მამაკაცი თოკით მიჰყავდა. კაცი ყველა ბრძანებას ზედმეტი სიტყვების გარეშე ასრულებდა. უფრო მეტიც, როცა ქალმა მიუთითა, მან ძაღლივით ოთხზე სიარული დაიწყო.
    პოლიციამ კაცი გაათავისუფლა, ქალი კი დააპატიმრა. როგორც შემდეგ გაირკვა ამ ქმედებით ქალი მამაკაცს სამაგიეროს უხდიდა თუმცა მიზეზი უცნობია. ეტაპზე მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

    {{VIDEO}}