Category: არქივი

  • შეიძლება წერილები არაა ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები- გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება წერილები არ იყოს ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ, თუმცა მწვავე შეფასებებთან პრობლემა არ აქვს.

    ,,ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება წერილები არაა ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასებები, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო (მივიღოთ), დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში”,- ამბობს გახარია.

    პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ მიუხედავად წერილის მოტივებისა, მას სჯერა, რომ პარტნიორების მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა, თუმცა შესაძლოა მათ შეფასებებში სუბიექტური მომენტებიც იყოს.

    ,,რა თქმა უნდა ისიც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რანაირი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების, შეფასებების, ქმედებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ესაა გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მხარს უჭერს.

    თუმცა, შეფასებებში შეიძლება იყოს გარკვეული სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ და ყველას ყველაფერს ავუხსნით და დავანახებთ ისე ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა – ეს სახეზეა”,- აცხადებს გიორგი გახარია.

    საუბარია წერილზე, რომელიც გიორგი გახარიას კონგრესმენებმა მიწერეს. წერილში ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე, მედიაზე ზეწოლაზე, პროპორციული არჩევნების ჩაგდებასა და სხვა საკითხებზე.

  • სკანდალური ვიდეო. პოლიციელი ასაჯაროებს ჩანაწერს, როგორ მფარველობს სტრუქტურა მინისტრის ძმას

    პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი ასაჯაროებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია როგორ დააკავეს პოლიციელებმა  იმ დროისთვის შსს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს “ზემოდან“ მოსული ბრძანებით და მინისტრ გომელაურის   ჩარევით.

    ინტერვიუ გიორგი დვალიშვილთან და მის მიერ გადაცემული ვიდეო მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.
    ვიდეომასალაზე ჩანს, რომ დაკავებული ვატო, იგივე კიტა იზორია პოლიციელებს ემუქრება. ასევა ჩანს, რომ მას პოლიციელები ბოდიშის მოხდით ათავისუფლებენ.

    გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მასზე ტერორი დაიწყო– დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და შემდეგ კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

    ვიდეომასალა სამხრე კამერით არის გადაღებული და რამდენიმე საათიანია.

    ცნობისთვის, დაკავებულ კიტა იზორიას ძმა ლევან იზორია იმ დროს შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

  • თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

    თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია სამეცნიერო სტანდარტებს არ შეესაბამება.

    ორგანიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს, შეისწავლოს ივანიშვილის დისერტაცია და ჩამოართვას სამეცნიერო ხარისხი.

    “შეისწავლოს ბ. ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი”,- წერია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.

    ქართული ოცნების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ივანიშვილის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ,,1982 – 1986 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია”.

    ამ თემაზე 24 იანვარს, 11 საათზე თავისუფლების ინსტიტუტის პრესკონფერენცია გაიმართება.

  • იცოდით რომ “ობიექტი ლაბაძის მეუღლე ვარ? 12 საათზე ერთთვიანი თვალთვალის ისტორიას მოგიყვებით ” – გვარამია

    “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს რომ ხვალ საქალაქო სასამრთლოში შესხვლამდე 12 საათზე საზოგადოებას ერთთვიანი თვალთვალის დოკუმენტირებულ ისტორიას მოუყვება. 

    “და ის თუ იცოდით, რომ “ობიექტი ლაბაძის” მეუღლე ვარ? თუმცა, თქვენ რა, მეც არ ვიცოდი. ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩემი პროცესია. შესვლამდე, ზუსტად 12 საათზე, მოგიყვებით ერთთვიანი თვალთვალის დოკუმენტირებულ ისტორიას.”დარჩით მოლოდინში” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • ილია მეორე ბათუმის დელფინარიუმს ესტუმრა (ვიდეო)

    საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკვე რამდენიმე დღეა რაც აჭარაში იმყოფება.

    ბათუმში ყოფნის დროს, პატრიარქი დელფინარიუმს ესტუმრა და დელფინები მოინახულა. ვიდეოს სოციალურ ქსელში ნანა გოთუა ავრცელებს.

    ცნობისთვის, დღეს ილია მეორე კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ბათუმ-ლაზეთის ეპარქია და აცხადებენ, რომ კლინიკაში იგი გეგმური გამოკვლევის მიზნით მივიდა. მათივე განმარტებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

  • დადასტურდა, რომ 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

    ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

    „რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

  • „თეატრი მისი სახლი იყო“ – გარდაიცვალა ოპერისა და ბალეტის თეატრის გრიმიორი ზაზა რევაზიშვილი

    თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრის მთავარი გრიმიორი, ღირსების მედლის მფლობელი, ივანე (ზაზა) რევაზიშვილი.

    ზაზა 1976 წლიდან მოყოლებული 44 წლის მანძილზე ემსახურებოდა თავის საყვარელ საქმეს და თეატრს. როგორც ოპერის მომღერალი, თამარ ივერი აცხადებს, მას ბავშვობიდან იცნობდა და დიდ პატივს სცემდა.

    თამარ ივერი: – მამა, ავთანდილ ჯავახიშვილი ოპერის სოლისტი იყო და ოთხი წლიდან თეატრში ვარ გაზრდილი. ზაზა პირველად როდის ვნახე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაც თავი მახსოვს, თეატრიდან მახსოვს ზაზაც. პროფესიონალი იყო. ჩემთვისაც გაუკეთებია გრიმი და პარიკი. დიდი სიყვარულით ვიხსენებდი ყოველთვის. თეატრი მისი სახლი იყო.

  • ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური გამოწვევა- გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ოკუპაციის საკითხი აქტუალურია, რადგან ქვეყანა გამოწვევებით სავსე რეგიონში იმყოფება.

    მისი თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა, მეგობრებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება კი გადარჩენის ერთადერთი გზაა.  

    ,,ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან – ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, – განაცხადა გახარიამ.

    დისკუსიაში – New Ambitions for Europe, ფინეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტები და ბიზნესლიდერები, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იღებდნენ მონაწილეობას.

  • დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩიეს

    დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია.

    ის თანამდებობაზე 5 წლის განმავლობაში იმუშავებს.

    აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატიც იყო და 144 -დან 50-კაციან სიაში მოხვდა, რომლებთან საბჭომ გასაუბრება ჩაატარა, თუმცა, 20-კაციან მოკლე სიაში ვერ შევიდა.

    დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი 2017 წელს შეიქმნა და იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება მიენიჭა. 

    დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი 2017 წელს შეიქმნა და იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოებას დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას/გამოკვლევის უფლებამოსილება მიენიჭა