Category: არქივი

  • სათანადოდ დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა- ირმა ნადირაშვილი იზორიას ძმის კადრებზე

    ევროპული საქართველოს ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის ადამიანი, ვინც იზორიას ძმის დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.

    ნადირაშვილი ,,მთავარის” გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებენ ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას, მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებენ.

    “ჩვენ სახეზე გვაქვს, სულ ცოტა, უფლებამოსილების გადაჭარბებება. ვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით და კადრებიდანაც ჩანს, რომ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აიძულეს, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და პოლიციისთვის. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულის დაფარვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი”,-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

    მისი თქმით, კადრები ადასტურებს, რომ ივანიშვილს სახელმწიფო მიტაცებული აქვს.

    “კადრები, რომელიც ვნახეთ, ადასტურებს, როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილს და მის ჩინოვნიკებს სახელმწიფო. ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, ქვეყანას და მოქალაქეებს”,-აღნიშნა ნადირაშვილმა.

    გუშინ პოლიციელმა გაასაჯაროვა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებს იგი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას სამართალდარღვევის ფაქტეზე, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ, მას ათავისუფლებენ.

  • დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

    დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

    ხეულოს მერიაში აცხადებენ, რომ სოფლებში ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები.

    ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრია, კურორტ გოდერძიზე კი- ერთ მეტრს აჭარბებს.

    ხულოს მერიის ცნობით, სააავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკით ინტენსიურად მიმდინარეობს.

  • ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილის დისერტაცია პლაგიატს შეიცავს- თავისუფლების ინსტიტუტი

    თავისუფლების ინტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ივანიშვილის დისერტაცია სავარაუდოდ შეიცავს პლაგიატის ნიშნებს, რადგან ის ჰგავს ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი უნდა ჩამოერთვას.

    ,,არის ნიშნები, რომლითაც ძალიან ჰგავს როგორც სტრუქტურით, ისე შინაარსობრივად ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბატონმა ივანიშვილმა სამეცნიერო დისერტაცია მოიპოვა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით. ამიტომ, მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას შეუსაბამო აკადემიური ხარისხი,”- ამბობს სალომე ხვადაგიანი.

    მისივე თქმით, ორგანიზაციამ ეს დისერტაცია დარგის ექსპერტთა ჯგუფს გააცნო, რომელთა დასკვნით, დისერტაცია როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი ვერ პასუხობს.

    ,,დისერტაციას არ აქვს სქოლიო, ციტირების წესი არ არის დაცული, არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგენბთან თუ სტატიებთან, არ არის დამოწმება წყაროების,”- აცხადებს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი.

    დისერტაცია ბიძინა ივანიშვილმა ,,შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში” დაიცვა.

  • „უღირსი და უმდაბლესი საქციელია მიცვალებულის ლანძღვა“ – სასულიერო პირი თენგიზ სიგუას გარდაცვალებაზე

    “გარდაცვლილს უკანასკნელი და უბინძურესი სიტყვებით ათრევენ” -დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში თენგიზ სიგუას გარდაცვალებას და საზოგადოების რეაქციებს ეხმაურება. 

    „უღირსი და უმდაბლესი საქციელია მიცვალებულის ლანძღვა. გარდაიცვალა საქართველოს 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების და კანონიერ მთავრობის დამხობის ერთ-ერთი ორგანიზატორი თენგიზ სიგუა. მოდგნენ ქართველები და გარდაცვლილს უკანასკნელი და უბინძურესი სიტყვებით ათრევენ, ლანძღავენ და აგინებენ. სადაა თქვენი ქრისტიანობა და ელემენტარული, ადამიანური ღირსება?! ნუთუ არასოდეს გსმენიათ, რომ სიცოცხლეში ხართ ვალდებულნი ამხილოთ დამნაშავე, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი ღმერთის ხელშია ადამიანის განკითხვაც, მადლიც და სასჯელიც. ჩვენი უბედურებაც სწორედ ესაა, რომ სიცოცხლეში უმოქმედო და გაუბედავი ლაჩრები ვართ და პასუხს ვერ ვაგებინებთ ხოლმე ქვეყნის და ხალხის დამაქცევლებს და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვართ დიდ გულზე. არაა მიცვალებულის გინება ღირსეული საქმე“ – წერს თამაზ ლომიძე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა  21 იანვარს გარდაიცვალა.

  • პატიმრებთან ჩემი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დანაშაული და სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევაა- ნინო ლომჯარია

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, რადგან მან სახალხო დამცველის პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

    მისი თქმით, სახალხო დამცველის შეხვედრები არის კონფიდენციალური და ამის გასაჯაროება ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევაა, რის გამოც გამოძიებაა დასაწყები.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა მთლიანად კონფიდენციალურობაზე დგას.  

    “დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი, მიმაჩნია, რომ ეს არის სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, მე ამას ასე არ დავტოვებ, აუცილებლად მექნება რეაგირება და კონკრეტულ ნაბიჯებზე ხვალ გავაკეთებ განცხადებას. აუცილებლად არის გამოძიება დასაწყები, სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალურობაზე და მის დაცვაზე ბენეფიციარებთან ურთიერთობის დროს და ეს კონფიდენციალურობა დაარღვია ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენელმა და უწყებამ და ჩაიდინა დანაშაული,” აცხადებს ნინო ლომჯარია.

    23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს და კახაბერ ნაკანს შეხვდნენ.  

  • ყალბი 50 დოლარიანი კუპიურების გასაღებისთვის 1 პირი დააკავეს, ამოღებულია 16 500 ყალბი აშშ დოლარი

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს.

    უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში გაასაღა აშშ-ის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

  • მაშველებმა ცხენისწყლის არხში ავტოავარიისას გადავარდნილი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს ეძებენ

    ცაგერში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ავტოავარიისას ჩავარდნილ 3 კაცს ეძებდნენ, რომელთაგან 2-ის ცხედარი იპოვეს, ერთს კი კვლავ ეძებენ.

    დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკა და მყვინთავები ჩაერთნენ.

    მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ცხენისწყლის არხში გუშინ ღამით ჩავარდა. მასში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი დინებამ გაიტაცა.

    შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ვარკეთილში, კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს

    ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ადგილობრივმა ახალშობილი იპოვა.

    არსებული ინფორმაციით, ჩვილი რამდენიმე საათის წინ წერილთან ერთად ნახეს.

    მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

  • ზემაღალ სახელმწიფოებშიც შეიძლება ქუჩაში მცხოვრები, გაჭირვებული ადამიანის ნახვა- დიმიტრი ხუნდაძე

    ქართული ოცნების დეპუტატი ქართული მედიასაშაულებების საპასუხოდ, რომლებიც გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას აშუქებენ, ამბობს, რომ ზემაღალ სახელმწიფოებშიც შეიძლება გაჭირვებული ადამიანის პოვნა და მათი გადაღება.

    ,,გაჭირვებული ადამიანის პოვნა და კამერით გადაღება ყოველთვის შეიძლება, მითუმეტეს მაშინ, როცა, სამწუხაროდ, 450 ათასი მოქალაქეა სოციალურად დაუცველი. სხვათა შორის, ზემაღალ სახელმწიფოებშიც შეიძლება ქუჩაში ქაღალდის ყუთებში მცხოვრებელი ადამიანების პოვნა და ამის გადაღებაც, სიუჟეტის გაკეთებაც, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო განზრახ აკეთებს, ან იგნორს უკეთებს ამას”,- ამბობს ხუნდაძე.

    ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად თავისი რესურსის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა აღიარებს, რომ უკეთესადაც შეიძლება.

    ხუნდაძის თქმით, მედიასაშუალებები საინფორმაციო გადაცემებს კრიმინალით, გარდაცვალებითა და სხვა სამწუხარო ფაქტებით იწყებენ, რათა წარმოაჩინონ, რომ მთელი ქვეყანა ამაში ცხოვრობს.

    ,,გარდაცვალებას, სამწუხარო ფაქტებს, ეს იქნება სამედიცინო შემთხვევა, ეს იქნება კრიმინალი, საინფორმაციო გადაცემის თავშივე ამით იწყება, ამით ხდება გაბუქება, ამ კატასტროფის წარმოჩენა ხდება, რომ მთელი ქვეყანა ამაში ცხოვრობს”,- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

  • ცაგერში ავტომობილი არხში გადავარდა – მაშველები სამ ადამიანს ეძებენ

    ცაგერში ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. შემთხვევა სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომობილში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. მათ მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში ჩავარდაწყლის დინებამ ისინი ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.სამი მამაკაციდან ერთი პიროვნება 60 წლამდეა, დანარჩენი ორი კი, ახალგაზრდები არიან. Девушка разделась и ждала, когда парень начнет ее баловать оральными ласками

    ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშოები