Category: არქივი

  • “ფარჩაკები არიან,აბსოლუტურად ყველა მისწორდებოდა ფიზიკურად”-ხაბეიშვილი მასზე თავდასხმის მიზეზებზე საუბრობს

    საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი მასზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და მიზეზებზე საუბრობს. ხაბეიშვილი რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში დამლაგებლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა.

    “მათი სტილია ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა,1 ადამიანს რამდენიმე ქოცი სვავი დამესია, ვინმეს თუ გონია რომ ჩემი თვალი ან შუბლი არის პრობლემა ძაან ცდება, მე ჩემი ცხოვრება მაქვს გადადებული, ჩემი ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან, კალაძესთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ვინმეს თუ გონია, რომ მომერია ჯანით ერთ-ერთზე ვერ მერევიან 10-ნი მერევიან. წიხლებით რატომ შემდგენენ რა იყო მათი მიზანი? როგორ დავიცავი და როგორ გავბედე დამლაგებლებს რომ 8 ლარი აქვთ ანაზღაურება და მონებად ამუშავებენ ეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში როგორ მოვყევი, ფარჩაკები არიან “-აცხადებს ხაბეიშვილი.

  • “ვინც ხაბეიშვილს ხელი დაადო ყველას ვუცხადებ ომს!”- ნიკა გვარამია

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.  მისი თქმით ვინც ხაბეიშვილს ხელი დაადო ყველას უცხადებს პირად და არა მარტო პირად ომს. 

    “Levan Khabeishvili ამ ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდა პოლიტიკოსი და ერთერთი ყველაზე ნათელი სახეა – პატრიოტი, წესიერი, მებრძოლი და მშრომელი. ჩემი მეგობარია და ვამაყობ მისით, როგორც მეგობარი და როგორც მისი ამომრჩეველი

    ვინც მას ხელი დაადო, ყველა იმ ტეტამოტყნულს ვუცხადებ ომს. პირადს და არამარტო. მალე დაგამთავრებთ, ოღონდ, ნუ გეშინიათ, არ გცემთ ათი ერთზე ფორმატში, ნაბიჭვრებო! კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით! აუცილებლად!”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • მიკვირს, სად იყო ამ ხნის განმავლობაში- სოფო კილაძე პოლიციელზე, რომელმაც იზორიას ძმის კადრები გაასაჯაროვა

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაკვირვებულია, რატომ არ გაავრცელა პოლიციელმა კადრები აქამდე.

    ,,საქმე ძალიან მარტივადა. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მე ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში, რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება”,- ამბობს კილაძე და აღნიშნავს, რომ ლევან იზორია ,,ნაციონალური მოძრაობის” დარტყმის ობიექტი ხშირად იყო.

    ,,მეორე საკითხია ასევე, ძალიან მნიშნელოვანი, რომ ლევან იზორია ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის დარტყმის ობიექტი. ამას, რა თქმა უნდა, თავის ობიექტური მიზეზი აქვს”- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.

    ცნობისთვის, გუშინ მთავარი არხის ეთერში პოლიციელმა გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს ის მაშინდელი შს მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, შემდეგ კი მის გათავისუფლებას აიძულებენ.

  • ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში თავს დაესხნენ

    ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის საკრებულოში. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაპირისპირებაში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

    ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

  • თუ პოლიციელის ღირსების დაცვა გინდა, 5 წელი როგორ ინახავ ამ კადრს? ენმ-ის ნარატივში ჯდება- ანრი ოხანაშვილი იზორიას ძმის კადრებზე

    ,,თუ ადამიანი საუბრობ, რომ პოლიციელის ღირსების დაცვა გინდა, 5 წელი როგორ ინახავ ამ კადრს? ეს ,,ნაციონალური მოძრაობის” ნარატივში ჯდება”- განაცხადა ანრი ოხანაშვილიმა ლევან იზორიას ძმის კადრებზე.

    მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში კანონი ყველას წინაშე თანასწორია, არ არსებობს ხელშეუხებელთა კასტა და ვერც იარსებებს.

    “სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის უზრუნველყოფილი კანონის წინაშე ყველას თანასწორობა. ვინმე დაარღვევს კანონს – მოეთხოვება პასუხი. ასეთი ხელშეუხებელთა კასტა არ არსებობს და ვერ იარსებებს. ჩემი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც დაყწყებულია. ასევე, ერთი საინტერესო ფაქტი, თუ შენი ამოცანაა, რომ პოლიციელის ღირსება, მუნდირი, დაიცვა, 5 წელი როგორ ინახავ ამ კადრს და არ ავრცელებ, თუ ინტერესი გაქვს, რომ გამოძიება დაიწყოს, პოლიციელი ხარ, სწორედ პოლიციელის ინტერესებშია, რომ გამოძიება დაიწყოს და გაიხსნას საქმე და როცა არ აკეთებ, ეს, ცოტა არ იყოს, ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ჯდება”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

    გუშინ პოლიციელმა , გიორგი დვალიშვილმა გაასაჯაროვა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებს იგი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას სამართალდარღვევის ფაქტეზე, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ, მას ათავისუფლებენ.

  • ტრანსგენდერი ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს

    პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

    “თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ  12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

    ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

    “თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

    გამოძიება მიმდინარეობდა ყაჩაღობის (179-ე მუხლი), გაუპატიურების (137-ე მუხლი) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (138-ე მუხლი) მუხლებით. ბრალდებული დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, აქედან 3 წელი განესაზღვრა რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

    ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება დაზარალებულის სურვილის გათვალისწინებით, საქმეში ასევე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი.

  • რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

    75 წლის ასაკში რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა.

    ის ათეული წლის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. ამ თეატრის სცენაზე დაიდგა მისი გახმაურებული სპექტაკლები „ეზოში ავი ძაღლია“, ,,ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“, “აღუვსებელი საწყაული” და სხვ.

    რეჟისორი 90-მდე სპექტაკლის ავტორია, რომელიც სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგა.

    იგი იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე თეატრალური სკოლია “ბერიკების” დირექტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

  • ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი- ენძელა მაჭავარიანი ივანიშვილის დისერტაციაზე

    ,,ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ ის სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი”,- ასე ეხმაურება 
    ენძელა მაჭავარიანი თავისუფლების ინტიტუტის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია სავარაუდოდ პლაგიატია და აკადემიური ხარისხი უნდა ჩამოერთვას. 

    “მე არ მეპარება მის შესაძლებლობებში ეჭვი და პირიქით, მგონია, რომ ვერ არის მისი შესაძლებლობები გამომჟღავნებული ისე, როგორც მას აქვს. ეს ექსპერტებმა, თუ აინტერესებთ, შეისწავლონ, თუ არ აინტერესებთ, ნუ შეისწავლიან. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს”,-ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

    დღეს თავისუფლების ინსტიტუტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩამოართვან აკადემიური ხარისხი, რადგან ის სავარაუდოდ შეიცავს პლაგიატს და მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც ვერ პასუხობს.

  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა

    რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა.

    ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიკროავტობუსით ათამდე პენსიონერი გადავიდა. დე ფაქტო ხელისუფლება იმ მოქალაქეებს კიდევ გადაუშვებს, ვისაც ე.წ. საშვი აქვთ.

    სოფელ ოძისიდან ახალგორელი პენსიონერები წეროვანის დასახლებაში გაემგზავრნენ, სადაც ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

    ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, გზა მანამდე არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან არსებულ საგუშაგოს.

  • ნამუსი გაქვთ?- რატომ უყვირა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს

    “ნამუსი გაქვთ?”-ასე მიმართა სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

    „რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელებს 15 წელზე მეტს ვერ მივცემთო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ. ამ ჩემ ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის გარიგება? ამიხსენით ვინმემ. შთამომავალი, რომელიც მომიკლა სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა“, –  მიმართა ჟურნალისტებს  ზაზა სარალიძემ, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.