Category: არქივი

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 25 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო – 3.1879 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7823 ლარი.

    24 იანვარის ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ღირდა, ევრო – 3.2005 ლარი, ფუნტი – 3.7899 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 იანვარს შევა ძალაში.

  • ეს სილა, ეს დარტყმა 20-ვე ქალის დარტყმაა- საკრებულოს დამლაგებლები ხაბეიშვილს სოლიდარობას უცხადებენ

    ,,ჩვენ გამო ბატონი ლევანი არ უნდა დასჯილიყო, ეს სილა, ეს დარტყმა 20-ვე ქალის დარტყმაა და ამას არავინ არ აპატიებს”- განაცხადეს საკრებულოს დამლაგებლებმა  და ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მივიდნენ.

    მათი თქმით, ხაბეიშვილმა ტელეკომპანია ,,კავკასიის” ეთერში გააჟღერა მათი პრობლემა. ხაბეიშვილის განცხადება კი   ფიზიკური თავდასხმის მიზეზი გახდა.

    ,,ჩვენ ვითხოვდით, რომ გაეზარდათ ხელფასები, 196 ლარს ვიღებთ, დაგვპირდნენ რომ მოგვიმატებდნენ, მაგრამ ახალმა კომპანიამაც იგივე ხელფასი მოგვცა. ამის შემდეგ 20-ვე დამლაგებელი ქალი შევედით ლევანთან და ვთხოვეთ დახმარება და ახლა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”,- აცხადებს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დამლაგებელი.

    ისინი საკრებულოს წინ მას შემდეგ შეიკრიბენენ, რაც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ,,ქართული ოცნების” საკრებულოს წევრებმა კომისიის სხდომაზე მიაყენეს.

  • დღეიდან მთელ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

    საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ნისლი და ქარბუქი.

    სინოპტიკოსების ინფორმაციით, 24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. ხულოსა და კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

    ხულოს მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკა სააავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესიც შეწყდა. რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო ზღვაზე მოსალოდნელია შტორმიც.

  • “თბილისის აეროპორტში არავის შევუმოწმებივართ” – ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტი

    დღეს, ჩინეთიდან თბილისში მორიგი ავიარეისი შესრულდა.როგორც მგზავრები აცხადებენ, ისინი საქართველოს საზღვარზე ახალ კორონა ვირუსზე არ შეუმოწმებიათ. როგორც ჩინეთის მოქალაქ აცხადებს, ჩინეთში საგანგებო ზომებია მიღებული და შემოწმება მათ სწორედ ქვეყნის დატოვებისას გაიარეს.

    “ჩინეთში ხალხი კონტროლის ქვეშაა. ადამიანებს აეროპორტებში ტემპერატურას უმოწმებენ. აქ არავის შევუმოწმებივართ. ზოგიერთი ქალაქი ეპიდემიის გამო ჩაკეტილიცაა”- აცხადებს საქართველოში ჩამოსული ჩინეთის მოქალაქე.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ახალ, კორონავირუსს ებრძვის. გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.  ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 800-ს აჭარბებს.

  • კაცი, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, ნოვოჟიროვის პლაგიატორი ყოფილა- უგულავა ივანიშვილზე

    ,,კაცი, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, თურმე ევგენი ნოვოჟიროვის პლაგიატი ყოფილა”,- გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დისერატაციის შესაძლო პლაგიატთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებას გამოეხმაურა.

    მისი თქმით, თუ დროს გამონახავს, აუცილებლად წაიკითხავს ივანიშვილის დისერტაციას, რომელიც კოლმეურნეობებში შრომის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას და მის გაუმჯობესებას ეხება.

    ,,კაცი, რომელიც თავის ჭკუაში ეკამათება კანტს და ნიცშეს თურმე ყოფილა ევგენი ნოვოჟიროვის, ძაან ეგზოტიკური გვარის კაცის გადამწერი და პლაგიატორი. ძაან საინტერესო იქნება თუ დრო გამოვნახე აუცილებლად წავიკითხავ ივანიშვილის თუმდაც ამ მოპარულ დისერტაცია, რომელიც კოლმეურნეობებში შრომის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას და მის გაუმჯობესებას ეხება. საინტერესო იქნება, როგორ აპირებდა ივანიშვილი 86 წელს კოლმეურნეობების განვითარებას. ეს, რა ტქმა უნდა, ღიმილს და სიცილს იწვევს, თუმცა, თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ ეს ადამიანი დღეს ფაქტობრივად დაპატრონებულია ჩვენს ქვეყანას და უყურებს, როგორც რაღაც არშემდგარ კოლმეურნეობას, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება,”- განაცხადა უგულავამ.

    ცნობისთვის, დღეს თავისუფლების ინსტიტუტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს აკადემიური ხარისხი, რადგან ის პლაგიატის ნიშნებს შეიცავს და მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს.

  • ვინმეს რომ ფარჩაკს დავუძახებ, უნდა ველოდო პასუხს -“ოცნების” დეპუტატი ხაბეიშვილის ცემის ფაქტს აფასებს

    “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ამართლებს.

    “ადამიანები ვართ და ზოგი სიტყვიერად აყენებს ერთმანეთს შეურაცხყოფას და ზოგი ფიზიკურად. ორი წელია ეს ადამიანი ყველაფერს შვება იმისათვის, რომ აქამდე მიიყვანოს ხალხი. ფიზიკურს რა თქმა უნდა და არც სიტყვიერს გამართლება არ აქვს, მაგრამ ხდება ხანდახან… ვინმეს რომ ფარჩაკს დავუძახებ, უნდა ველოდო პასუხს”- აცხადებს დეპუტატი.

  • ათი კაცი მიესიეთ ხაბეშვილს. სად გაიზარდეთ, რა დედამ გშობათ, ასეთი ლაჩრები- გიგი უგულავა

    ევროპული საქართველოს ლიდერი ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ხაბეიშვილს 10 კაცი დაესია და ქართული ოცნება ტურების ხროვაა.

    “ქართული ოცნება ტურების ხროვაა. ათი კაცი მიესიეთ ხაბეშვილს. სად გაიზარდეთ, რა დედამ გშობათ, ასეთი ლაჩრები. ან სად გიპოვათ ასე ერთნაირი ნაგვები ივანიშვილმა. ხაბეს არაფერი მოუვა და როგორც პარლამენტის შემოღობვით, მხოლოდ შიში ანახეთ, ეს ათი ერთზე თავდასხმაც მხოლოდ იმას ანახებს, რომ მუხლები გიკანკალებთ და ჩასვრილები ხართ. მოგიკითხავდაც კაცი, მაგრამ დედათქვენებს რას ვერჩი, შვილები რომ ჩმორები გამოუხვედით, ფუი”,- ამბობს გიგი უგულავა.

    ცოტახნის წინ საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • პოლიციამ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა დააკავა

    ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა პოლიციამ დააკავა. შესაბამის ვიდეოს ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს.

    კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველემაი ბეჟან გუნავა ქუჩაში დააკავეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • “ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა”- რომან გოცირიძე ხაბეიშვილის ცემაზე

    „ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, მიმართული ოპოზიციის წინააღმდეგ“,- ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ეხმაურება.

    მისი თქმით, თითოეულმა მათგანმა უნდა დატოვოს საკრებულო, ვინც ხაბეიშვილს თავს დაესხა.

    „არ შერჩება არავის ეს ძალადობა. ყველა დაისჯება კანონის ძალით. „ქართული ოცნების“ მმართველობა არის დასამთავრებელი და ხალხი გამოუტანს განაჩენს ამ კრიმინალურ, მოძალადე რეჟიმს. თქვენ პარლამენტეში მოისმინეთ სახალხო დამცველის მოხსენება ციხეში კრიმინალური სამყაროს დაბრუნებასთან დაკავშირებით. კრიმინალი მაშინ ბრუნდება ციხეში, როდესაც ის არსებობს აქ. როდესაც ქურდებს ხელისუფლება იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, იგი გადაინაცვლეს ყველგან.

    დაუყონებლივ უნდა დატოვოს ყველამ თავისი ადგილი. მათი ადგილი არ არის საკრებულოში. უნდა დაიწყოს გამოძიება და დააკავონ ეს ხალხი. ამაში დამნაშავეა მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. დაუსჯელობის სინდრომი იწვევს იმას, რაც დღეს აქ მოხდა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის საკრებულოში. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

  • ჩემი შვილი და ლევან იზორიას ძმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დღემდე აგრძელებს მკურნალობას- ლევან იზორიას დედა

    ლევან და ვახო (კიტა) იზორიების დედა გულიკო კვირკველია ამბობს, რომ ინციდენტის დროს, რომელიც გუშინ პოლიციელმა გაასაჯაროვა, მის შვილსა და ლევან იზორიას ძმას ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ის დღემდე აგრძელებს მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

    ,,აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას.
    იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას”,- წერს კვირკველია.

    მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მათმა პარტიულმა ტელევიზიებმა” კარგად იციან, თუმცა მაინც დაიწყეს ტალახის სროლა.

    ,,მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი.
    თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება!!!”,- წერს იზორიების დედა.

    გუშინ პოლიციელმა , გიორგი დვალიშვილმა გაასაჯაროვა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებს იგი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას სამართალდარღვევის ფაქტეზე, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ, მას ათავისუფლებენ.