Category: არქივი

  • მაშველებმა ცაგერში არხში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი მესამე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

    მაშველებმა ცაგერში, ცხენისწყლის არხში გადავარდნილ მანქანაში მყოფი მესამე ადამიანის ცხედარიც იპოვეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მყვინთავთა ჯგუფები მონაწილეობდნენ, დღეს დასრულდა.

    ,,ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველსავე დღეს იპოვეს ერთი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს”,- წერია უწყების განცხადებაში.

    23 იანვარს, სოფელ ჩხუტელასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა. ავტომობილში 3 მამაკაცი იმყოფებოდა.

  • ბათუმში ეკლესია გაქურდეს

    ბათუმში  ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე მირქმის ტაძარი გაქურდეს. კონკრეტულად, გაქურდულია სამრეკლო. გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის სასათლიდან წაღებულია 100-მდე ლარი.

    შსს–ში  აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

  • შეწყვიტეთ ჩემი არასრულწლოვანი შვილების თვალთვალი- გიორგი დვალიშვილი სუს-ს

    პოლიციელი გიორგი დვალიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ლევან იზორიას ძმის კადრები გაასაჯაროვა, მის ოჯახზე თვალთვალი მიმდინარეობს და მისი 3 არასრულწლოვანი გოგონა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება.

    ,,მყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, 3 გოგო, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან თვალთვალის ქვეშ, არიან სადარბაზოებშიც კი. ეს ძალიან ზედმეტია. ვერ ვიცავ ჩემს ბავშვებს, ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ, შეწყდეს ეს უკანონობა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი. აქ ვარ, არსად არ მივდივარ”, – თქვა დვალიშვილმა.

    ის ნაციონალური მოძრაობის წევრ, ხატია დეკანოიძესთან ერთად სუს-ის შენობასთან მივიდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მიმართა, შეწყვიტოს მისი ოჯახის თვალთვალი.

    დეკანოიძის განცხადებით, თვალთვალი უკანონოდ, სასამართლოს განჩინების გარეშე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის.

    ,,გუშინ შეშინებულმა შვილმა მე მომწერა. უკანონო თვალთვალი, რომელიც ხორციელდება მასზე, ამ შენობაში მყოფი ადამიანების მიერ მისი ოჯახის წევრებზე, ცოლზე, შვილებზე, არის იმ სისტემის მახინჯი სახე, რომელმაც დაფარა დანაშაული და მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი გაათავისუფლა საპატრულო პოლიციის მანქანიდან და ბოდიში მოახდევინა საქართველოს პოლიციელებს.

    ჩვენ მოვედით აქ, თუ რამე აქვს სახელმწიფოს სათქმელი, მოვიდეს და აქ გვითხრას. მომხდარი უსამართლობის შესახებ ჩვენ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას დიპლომატიურ წარმომადგენლობებს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

    გიორგი დვალიშვილმა 23 იანვარს მთავარ არხზე გაასაჯაროვა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს იგი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, შსს-ს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ კი მის გათავისუფლებას აიძულებენ.

  • საშიში კორონავირუსის გავრცელების ტემპი დაჩქარდა.დაავადებულთა რაოდენობა იზრდება

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, სი ცზინპინმა კომპარტიის პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც განაცხადა, რომ საშიში კორონავირუსის გავრცელება დაჩქარდა. მსხვერპლის რაოდენობა 56 ადამიანამდე გაიზარდა, დაავადებულთა რიცხვი კი 1975 –მდე.

    ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხების ინფორმაციით ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.

    პეკინსა და შანხაიში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოქალაქეებს მიმართეს, რომლებიც დაავადების გავრცელების რაიონებიდან ჩამოიან, რომ ნებაყოფლობით თქვან უარი 14 დღის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენაზე.

    წუხელ ჩინეთი ახალ წელს შეხვდა, თუმცა კორონავირუსის აფეთქების გამო ბევრი საახალწლო ღონისძიება გადაიდო.
    მთელ მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 2000 ადამიანზე მეტია დაავადებული.

    დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა და გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში მოხდა, თუმცა ვირუსი აღმოჩენილია ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ნეპალში, საფრანგეთში და აშშ–ში. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ჰუბეის პროვინციასა და მის ადმიისტრაციულ ცენტრში, უხანში აღირიცხება.

    შაბათს ავსტრალიის ხელისუფლებამაც დაადასტურა ამ ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევა. მელბურნის საავადმყოფოში ჩინეთიდან 19 იანვარს ჩასული მამაკაცი მკურნალობს, რომელიც ქალაქ უხანში იმყოფებოდა.
    დღეს კი უკვე კანადაში განაცხადეს ახალი კორონავირუსის შემთხვევის შესახებ. დაავადებული ასევე უხანიდან ჩავიდა ქვეყანაში.

    თავად უხანში და მიმდებარე უფრო მცირე ქალაქებში– ეჩჟუოსა და ენშიში კარანტინი გრძელდება. უხანში არ დადიან ავტობუსები, გაჩერებულია მეტრო, შეწყვეტილია სახმელეთო და ავიამიმოსვლა ამ ქალაქთან. გზებზე აშენებულია ბლოკპოსტები. დაკეტილია კაფეები და კინოთეატრებაი. ქალაქში დაჩქარებული ტემპით დაიწყეს ათას პაციენტზე გათვლილი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩინური მედია ამტკიცებს, რომ მშენებლობა 3 თებერვლისთვის დასრულდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერჯერობით საერთაშორისო მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია, რადგან ჩინეთის საზღვრებს გარეთ ჯერჯერობით ვირუსის აღმოჩენის შემთხვევები ცოტაა. თუმცა ორგანიზაციის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მალე სიტუაცია საგანგებოში გადაიზარდოს.

    ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის გამავრცელებლები შესაძლოა ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც თავად არანაირი სიმპტომი არ გააჩნიათ.

    ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ჩინეთში ვირუსის აღმოჩენის პირველი შემთხვევების დეტალური კვლევა.
    მასში მოყვანილია მონაცემები ბავშვზე, რომელსაც არანაირი სიმპტომები არ ქონია, თუმცა მის ფილტვებში აშკარად იყო კორონავირუსი.

    მეცნიერების თქმით შესაძლოა საქმე გვქონდეს უსიმპტომო ინფექციასთან, რაც კიდევ უფრო გაართულებს მასზე კონტროლს.

  • ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე – გარდაცვლილია 6 თვის ჩვილი

    რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტო-ავარიის შედეგად 6 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ იფნორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. მაგისტრალზე ერთმანეთს „კიას“ მარკისა და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.

    დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

  • მოსკოვში ჩინეთის 7 მოქალაქე სავარაუდოდ კორონავირუსის სიმპტომებით არის ჰოსპიტალიზებული

    მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

    მედიასაშუალების ცნობით, მწვავე რესპირატორული ვირუსის სიმპტომების მქონე პირები რუსეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვოიკოვსკის რაიონის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. ჩინეთის შვიდ მოქალაქეს მაღალი სიცხე ჰქონდა. 

    როგორც გამოცემაშია არნიშნული, ისინი 20-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელიც მოსკოვში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

    ამჟამად შვიდივე პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

    შეგახსენებთ, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსით უკვე 41 ადამიანია გარდაცვლილი, 1300-ზე მეტი კი, დაავადებულია.

  • თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

    თურქეთში, ძლიერი მიწისძვრიდან 24 საათის შემდეგ, საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 29-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 1466 ადამიანი. ნანგრევებიდან, დღის განმავლობაში მაშველებმა 43 ადამიანი ამოიყვანეს.

    თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში უკვე რამდენიმე საათია რაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ათეულობით ადამიანს ეძებენ. ცოტა ხნის წინ, ელაზიგის პროვინციაში გადაარჩინეს ქალი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა.

    საავადმყოფოებში მკურნალობას 120-ზე მეტი დაშავებული გადის. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.

  • ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

    ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორობის ფარგლებში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

    “ახალი პროექტი Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) 5 წლიანია და გულისხმობს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერებისა და მათემატიკური უნარების განვითარებას. ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას”, — ნათქვამია განცხადებაში.

  • “აჭარული ხაჭაპური მიყვარს”-ბუდაპეშტის ავტობუსში 10 წლის კორეელი გოგონა ქართულად საუბრობს (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც 10 წლის კორეელი გოგონა ქართულად გამართულად საუბრობს. 

  • ცოტნე გამსახურდიას, სავარაუდოდ, ორშაბათს გააღვიძებენ

    თურქეთის კლინიკაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფ ცოტნე გამსახურდიას, სავარაუდოდ, ორშაბათს გააღვიძებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაურიამ განაცხადა, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება.

    „ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სავარაუდოდ, ორშაბათს გააღვიძებენ“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

    შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, გალის ქუჩაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას მჭრელი საგნით ჭრილობები გულმკერდსა და თავში ჰქონდა მიყენებული. დაჭრიდან რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა და სასწრაფოს თვითმხილველებმა გამოუძახეს, რის შემდეგაც გამსახურდიას რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მისი მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გაგრძელდებოდა.