Category: არქივი

  • ჰონგ-კონგში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის გამოყოფილი შენობა დაწვეს

    ჰონგ კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში საკარანტინო დაწესებულებად უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

    როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, ფანლინგის რაიონში მდებარე შენობაში რამდენიმე ნიღბიანი დემონსტრანტი შეიჭრა და მოლოტოვის კოქტეილები ისროლა. 

    ხანძარმა სავარაუდოდ შენობის შესასვლელი ტერიტორია დააზიანა.მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

    ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ჰონგ-კონგის მოსახლეობამ გადაკეტა შენობასთან მიმავალი გზა. ისინი აპროტესტებდნენ შენობის საკარანტინო ზონად გამოცხადების გეგმას. აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა

  • შესაძლებელია ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეზღუდვის საჭიროება დადგეს- თამარ გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი.

    მისივე თქმით, შესაძლოა გაიცეს მოგზაურობის შეზღუდვის რეკომენდაციაც.

    ,,ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში გაიზარდა და 2000 მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მკაცრ რეაგირების მექანიზმებს იყენებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად მკაცრი იქნება ჩინეთი, მით უფრო დაცულია სხვა ყველა ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვეხება, პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკი მაღალია. ზოგადად შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი”,-განაცხადა გაბუნიამ.

    უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 56-ია.

  • საფრანგეთში ავტოავარიას 28 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ემსხვერპლა

    საფრანგეთში 28 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა. ფრანგული გამოცემის, Ladepeche-ს ინფორმაციით, მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავარდა.

    ადგილზე სასწრაფო დახმარება მალევე მივიდა, თუმცა ბურდიაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

    ის სპორტულ კლუბ ,,გროლეტუაში” თამაშობდა. კლუბი ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ბურდიაშვილის ფოტოს აქვეყნებს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. 

  • სინგაპურიდან წამოსულ მოგზაურს ველოსიპედი თბილისში მოპარეს

    ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ მოგზაურმა ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაპოსტა.

    ,,აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!”,- წერს მოგზაური.

    კემპბელის თქმით, მან უკვე მიმართა პოლიციას, თუმცა მათ არ აქვთ ველოსიპედის პოვნის დიდი იმედი, რადგან ჰოსტელი C2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ველოსიპედი მოიპარეს, კამერები არ არის.

    მოგზაური სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ყველას, ვინც ახალი ველოსიპედისთვის ფულის შეგროვება შესთავაზა. მას იმედი აქვს, რომ თავის ველოსიპედს იპოვის და ახლის ყიდვა საჭირო არ გახდება.

  • დააკავეს ღამის კლუბის მენეჯერი, რომელმაც ტურისტს 31 000 ლარი იძულებით გადაახდევინა

    უცხოელი ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის იძულებით გადახდის ბრალდებით ღამის კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად ჩადენილი ძალადობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში მდებარე ღამის კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერია, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა – 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, ინდოეთის მოქალაქემ, ს.ს.-მ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ს.ს.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა კლუბში მყოფი უცხოეთის მოქალაქეების სახელზე რეგისტრირებული საბანკო ბარათებიდან თანხის ნაწილი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით მიითვისა.

    გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი, 360-ე მუხლის მე-2 და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ივანიშვილს შეუძლია თავისი ბედის გადარჩენა, თუ არა და მაჟორიტარულ სისტემასთნ ერთად დაიმარხება” – გიგი უგულავა

    ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს განახლდება, თუმცა ზუსტ თარიღს არავინ ასახელებს. უმრავლესობასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ოპოზიციამ დღეს შიდა კონსულტაციები გამართა. ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათ დიდი მოლოდინ არ აქვთ და არ თვლიან, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა:

    “ზედმეტ მოლოდინებს არ ვქმნი, ჩვენთვის ეს არის პროცესი, მათ შორის ნერვების პროცესი და ჩვენი ვალია, მათ შორის გვაქვს მანდატი საზოგადოების მიერ მოცემული, მაქსიმუმი წამოვიღოთ და თუ ვერ შევძელით, მაგიდის აყირავება შერჩეს და შეეტენოს “ქართულ ოცნებას.” შედეგი მინიმუმ იქნება ის, რომ “ქართული ოცნება” დაკარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, დაკარგავს არჩევნების შემდეგ ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციას, ეს გარდაუვალი პროცესია. ამ პროცესის შეჩერება და საკუთარი ბედის გადარჩენა ივანიშვილს შეუძლია თუ დათანხმდება პროპორციულ სისტემას, თუ არადა მაჟორიტარულ სისტემასთან ერთად დაიმარხება”– ამბობს უგულავა.

    ხელისუფლების ბოლო შეთავაზება მაჟორიტართა რაოდენობსი 50–მდე შემცირება და პროპორციული მანდატების 100–მდე გაზრდა იყო. ამის სანაცვლოდ ხელისუფლებამ ოპოზიციისგან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოითხოვა, რათა პროპორციული არჩევნები საქართველოში სამუდამოდ გაუქმდეს. ოპოზიციამ ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე მაშინვე უარი თქვა. უცნობია, რა შეთავაზებები ექნებათ მოლაპარაკების განახლებისას ხელისუფლებას და ოპოზიციას.

  • ავარია ქვიშხეთთან. დაღუპულია 3 მცირეწლოვანი

    ქვიშხეთთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა – დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია

    ქვიშხეთთან, ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ ზაზე ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

    მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

    საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი ადამიანი.

    შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

  • სამაშველო ოპერაცია და ახალი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთში

    თურქეთის აღმოსავლეთში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. თუმცა გადარჩენილების პოვნის იმედი სულ უფრო ნაკლებია. ქალაქ ელიაზიგში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან ათეულობით ადამიანი ამოიყვანეს. გუშინ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში დამატებითი ძალები გადაისროლეს. სიტუაციას ართულებს ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ღამით ყინვები. დადასტურებულია მინიმუმ 35 ადამიანის სიკვდილი. დაზარალებულია 1600–ზე მეტი. დაახლოებით ასი დაჭრილი ჰოსპიტალიზირებულია. მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.

    ელიაზისა და მალათიაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ განმეორებითი ბიძგები არ წყდება. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით სულ დანგრეულია 70ზე მეტი სახლი. ათასზე მეტი სახლი კი სერიოზულად დაზიანდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა პირობა დადო, რომ უსახლკაროდ დარჩენილებს ახალ საცხოვრებელს სასწრაფოდ შესთავაზებენ.

    ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ბიძგების ეშინიათ და ღამეს ქუჩაში ათევენ. დღეს დილით მალათიაში მართლაც დაფიქსირდა 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა

  • გამოხატვის თავისუფლებაა შეზღუდული? ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქიდან კივის- გია გაჩეჩილაძე

    ქართული ოცნების წევრი გაი გაჩეჩილაძის თქმით, ამერიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის არაინფორმირებულობამ გააკვირვა.

    დეპუტატის განცხადებით, საქართველოში მედია და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის.

    ,,როგორ შეიძლება ილაპარაკო მედიის პრობლემებზე, როცა ამდენი მედია გაჩნდა. მეორე, თითქოს გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდული საქართველოში. 30 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და ასეთი რამე არ მინახავს. ადამიანები რასაც უნდა აკეთებენ და რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ. ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქიდან კივის. ზოგიც სად არის და ზოგიც სად არის. გამოხატვის თავისუფლება როგორ არის შეზღუდული?! ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას ,რომ რაღაც არაინფორმირებულობის საკითხი დგას”,- ამბობს გაჩეჩილაძე.

    გუშინ, სალომე სამადაშვილმა ამერიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. ენმ-ის წევრის თქმით, სენატორმა პრემიერ-მინისტრს წერილი გასული წლის დეკემბერში გამოუგზავნა და ის საქართველოს ხელისუფლებამ დამალა. ვიკერი წერილში საარჩევნო სისტემის უკან წაღებას, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და სხვა პრობლემებს ეხმაურება.

  • ინტერნერში „ფორსაჟი 9“-ის თიზერი გავრცელდა, რომელშიც თბილისში გადაღებული ეპიზოდიც ჩანს

    ინტერნერში „ფორსაჟი 9“-ის თიზერი გავრცელდა, რომელშიც თბილისში გადაღებული ეპიზოდიც ჩანს

    ინტერნერში „ფორსაჟი 9“-ის თიზერი გავრცელდა, რომელშიც თბილისში გადაღებული ეპიზოდიც ჩანს. ვიდეოში თავისუფლების მოედნის ეპიზოდი ჩანს.

    შეგახსენებთ, „ფორსაჟი 9“-ის მეცხრე ნაწილის გადაღებები 18 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში მიმდინარეობდა. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალი იყო.

    {{VIDEO}}