Category: არქივი

  • გირჩის ოფისში ოპოზიციური პარტიების ღია სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    გირჩის ოფისში ოპოზიციური პარტიების ღია სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პოლიტიკოსების შეხვედრა გირჩის ,,ფეისბუქ” გვერდზე პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.

    სამუშაო ჯგუფის წევრები პარტია ,,გირჩის”, ,,ევროპული საქართველოს”, ,,სამოქალაქო მოძრაობის”, ,,ერთიანი საქართველოს”, ,,თავისუფალი საქართველოს”, ,,ახალი საქართველოს” ლიდერები არიან.

    მათი თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანი ხელისუფლებიდან ,,ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ ქვეყანაში მთავარი პრობლემების მოგვარების გზებზე მოლაპარაკებაა. ისინი პირველად მართლსაჯულების შეცვლის საკითხს განიხილავენ.

    პოლიტიკოსების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და მოქალაქეებს მისი ნახვა პირდაპირ ეთერში შეეძლებათ. 

  • ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი გადარიცხა

    Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეითსმა ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას გეითსების ოჯახის საქველმოქმედო ფონდი ავრცელებს.

    5 მილიონი  უშუალოდ ჩინეთში დაავადებასთან ბრძოლას მოხმარდება, მათ შორის ვაქცინის შექმნას.

    ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია.

  • „ქართული ოცნება“ მუღამში შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს- გიგი უგულავა

    ,,როგორც ჩანს ქართული ოცნება მუღამში შევიდა და ამ ჩხუბების მერე გადაწყვიტა, კონგრესმენების და სენატორების პასუხად “იძველბიჭოს”,”- ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას.

    ,,რისი პირდაპირი შედეგი არის ელჩი ბაქრაძის განცხადება, რომ ტონი არ მოეწონათ თურმე კონგრესმენების, ისევე როგორც გახარია იძახის, რომ მეგობრები წერილებით არ საუბრობენ. საქართველოს მთავრობა, თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან, როდესაც რაღაც ტონებზე ლაპარაკობენ, იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ იმ შინაარსზე, რა შინაარსმაც გამოიწვია ასეთი მკაცრი და კატეგორიული ტონი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სრულიად არაადეკვატურია ქართული ოცნება, საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება რამხელა პრობლემაში შეყო თავი”,- განაცხადა გიგი უგულავამ .

    მან ,,ფეისბუქზე” ტროლებისა და ბოტების გაუქმების შემთხვევაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს.

    ,,თუ გავითვალისწინებთ ფეისბუქის აღმოჩენას, რომ ივანიშვილი ერთი ხელით სადღეგრძელოებს ეუბნება დასავლეთს და მეორე ხელით ძირგამომთხრელ საქმიანობას და ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად გადაწყვიტა იბაქუბუქოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან სახიფათო,” – ამბობს უგულავა.

    ცნობისთვის, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, კონგრესმენებსა და სენატორს არასწორი ინფორმაცია აქვთ, ხოლო ტონი, რომლითაც ,,ფრონტერას” მხარდამჭერი კონგრესმენები გახარიას მიმართავენ, მიუღებელია.

  • კორონავირუსის პრევენციისთვის ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

    სამინისტროს ცნობით, აკრძალვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე იმოქმედებს.

    „გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება”,- აცხადებს გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა. 

    ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპროტი მეზობელმა სომხეთმაც აკრძალა.

  • აშშ-ის მთავრობამ წეროვანში სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

    აშშ-ის მთავრობამ 4.5 მილიონი დოლარის გრანტით წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა.

    აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ცენტრი 2,000 კვადრატულ მეტრზე გაშენდა და იქ თავმოყრილია ყველა აუცილებელი სივრცე, აღჭურვილობა და მომსახურება, რომელიც მებრძოლებს გამოჯანმრთელებისთვის ესაჭიროებათ.

    ,,ამერიკის მთავრობა ამაყად დგას საქართველოს გამორჩეულად მამაცი სამხედროების გვერდით. ისინი შინ და გარეთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უწყობენ ხელს. დღეს დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამამ, რომელიც უმნიშვნელოვანესია დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვისთვის, ახალ ეტაპს მიაღწია. ამერიკის მთავრობის $4.2-მილიონიანი გრანტით 2,000 კვადრატულ მეტრზე გაშენდა სარეაბილიტაციო ცენტრი. აქ თავმოყრილია ყველა აუცილებელი სივრცე, აღჭურვილობა და მომსახურება, რომელიც მებრძოლებს გამოჯანმრთელებისთვის ესაჭიროებათ. ძალა ერთობაშია!”,- წელს საელჩო ოფიციალურ გვერდზე. 

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8944 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0074 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1914 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1870 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.

  • დასანანია, თუ საქართველოს ნატო-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას თურქეთი მხარს უჭერს- კონსტანტინ კოსაჩოვი

    რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, კონსტანტინ კოსაჩოვი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ თურქეთი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებას მხარს უჭერს. 

    მისი თქმით, 2008 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს და სამხრეთში ვითარებას ამძიმებს. კოსაჩოვის განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

    ,,ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს წინსვლა რუსეთის საზღვრებისკენ, ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მოვლენების ასეთ განვითარებას. რაც შეეხება თურქეთს, მე არ გავაიდეალებდი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. ჩვენ ვისწავლეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სხვადასხვა აქტუალური საკითხების მოგვარების კუთხით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მსგავსი პოზიციით გამოდიან სხვადასხვა საერთაშორისო ასპექტთან მიმართებაში. ჩვენს ურთიერთობებში არის გადაუდებელი, საგანგაშო საკითხები. თუ ანკარა მხარს უჭერს ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულად შესვლას, ეს სინანულს იწვევს, რადგან 2008 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოსთვის უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველი პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებას ამძიმებს“,- აცხადებს კოსაჩოვი.  ამის შესახებ მან აზერბაიჯანულ გამოცემა „ჰაქინთან“ ისაუბრა.

    ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ,,ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა”,- თქვა მევლეთ ჩავუშოღლუმ.

  • ვინ იყო მამა-შვილი, რომელიც კახეთში ავარიას ემსხვერპლა

    ყვარელი-ველისციხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამა და მისი 2 წლის შვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ახალგაზრდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები გიორგი რუსიშვილია, ხოლო მისი შვილი 2 წლის ბიჭია.

    შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, გვიან ღამით ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 24 წლის მამაკაცი და მისი 2 წლის შვილი.

    მანქანაში მყოფმა ერთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

  • მე მირჩევნია ვიღაცა მოვიდეს და დამარტყას, ვიდრე მაგინოს- ბექა დავითულიანი

    თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, ურჩევნია რომ ვინმემ დაარტყას, ვიდრე აგინოს.

    მისივე განცხადებით, ხაბეიშვილმა საკრებულოს წევრებს აგინა, ვიღაცებმა კი ეს, სამწუხაროდ, ვერ მოითმინეს.

    ,,მეც მირჩევნია ნამდვილად ვიღაცა მოვიდეს და დამარტყას, ვიდრე მაგინოს. დედები არ გყავთ, ცოლები არ გყავთ, თქვე არა კაცებო, ასე რომ მიმართავს, ძალიან ცუდია. ამას ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ვიღაცას უთმენს ნერვები და სიტყვიერად უბრუნებს პასუხს და ვიღაცამ სამწუხაროდ, ვერ მოითმინა ეს შეურაცხყოფა.

    რომ დავჯდე სხდომაზე მივუბრუნდე და დედა შევაგინო და მიპასუხოს, ეს ხო ჩემი გამოხატვის თავისუფლება იქნება და რომ მიპასუხებს გაამართლებთ თუ გაამტყუნებთ? ხაბეიშვილმა ფაქტობრივად შეაგინა, თვე არაკაცებო, დედა არ გყავთ, ეს არის იგივე გინება, სამწუხაროა, მაგრამ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

    ენმ-ს საკრებულოს დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს საკრებულოს ქართული ოცნების წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირებაში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

  • თიბისიმ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

    მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა.

    განახლებული მობაილბანკი უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს.

    რედიზაინის შედეგად შეიცვალა:

    · აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი;

    · აპლიკაციის მთავარი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო სადა გახდა;

    · დაემატა მუქი დიზაინის ვერსია;

    · დაიხვეწა „ხმოვანი ასისტენტის“ ფუნქციონალი და ვიზუალური მხარე;

    · ”ჩემი პროდუქტების“ გვერდზე წინა პლანზე გამოვიდა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციები;

    · საკრედიტო ბარათის მონაცემები და დაგროვებული ერთგული ქულები გამოვიდა მთავარ გვერდზე;

    · ბლოკირებული თანხების განყოფილება გაქრა და ის ტრანზაქციების გრაფაში გაერთიანდა;

    · შეიცვალა ”ჩემი ხარჯების“ განყოფილების ვიზუალი სტილი.

    თიბისის მობაილბანკი ასე მასშტაბურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად განახლდა. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც app store-ზე, ისე – google play-ზე.

    მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, აპლიკაციის რედიზაინის პროექტზე თიბისის მობაილბანკის გუნდმა 10 თვის განმავლობაში იმუშავა. ცვლილებები პროცესში მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად დაინერგა.